Jump to content
Planeta.Ge

კონსტანტინე ლესელიძე (1903-1944)


Recommended Posts

კონსტანტინე ლესელიძე (1903-1944)

 

http://i071.radikal.ru/0901/e7/15a82817e4bf.jpg

 

ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1971). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის, კუტუზოვის I ხარისხისა და სხვა ორდენებით.

 

1921 წელს დაამთავრა ოზურგეთის გიმნაზია, ხოლო 1922 წელს - ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის საარტილერიო განყოფილება და იქვე დარჩა სამუშაოდ.

 

1929 წელს მან გაიარა მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების კურსები ლენინგრადში. 1937 წელს ლესელიძე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში 63-ე ქართული სამთომსროლელი დივიზიის მეთაურად, 1938 წელს კი ბელორუსიის სამხედრო ოლქში ვიტებსკის მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად.

 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სამხედრო ოპერაციებში: 1941-42 წლებში იყო დასავლეთის, კავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე მსროლელი კორპუსისა და არმიის არტილერიის უფროსი, მსროლელი კორპუსის მეთაური, ასევე 46-ე, 47-ე და მე-18 არმიების სარდალი. ის მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში მინსკთან, მდინარე ბერეზინასთან, დნეპრთან, ბრიანსკთან, ტულასთან, აგრეთვე შეტევით ბრძოლებში მოსკოვთან.

 

ლესელიძე იცავდა კავკასიას, მონაწილეობა მიიღო ქალაქ ნოვოროსიისკისა და ტამანის ნახევარკუნძულის გათავისუფლებაში, ჟიტომირ-ბერდიჩევის შეტევით ოპერაციაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის, კუტუზოვის I ხარისხისა და სხვა ორდენებით.

 

კონსტანტინე ლესელიძე დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...