Jump to content
Planeta.Ge

The Notorious B.I.G.


Recommended Posts

კრისტოფერ ჯორჯ ლეიტორ უოლესი (Christopher George Latore Wallace; (დ. 21 მაისი 1972, ბრუკლინი, ნიუ-იორკი - გ. 9 მარტი 1997, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია). ცნობილი ამერიკელი რეპერი. ასევე ცნობილია როგორც ბიგი სმოლსი და ფრენკ უაიტი, ყველაზე მეტად - როგორც ნოტორიუს ბი.აი.ჯი.

 

 

რეპერი ბავშვობიდანვე გამრჩეული იყო სიმღერისა და ხატვის ნიჭით. მას ნიუ იორკში ასევე ზედმეტსახელ ბიგ კრისითაც იცნობდნენ. მას მხატვრობა უნდოდა, მაგრამ უბანმა თავისი გავლენა მოახდინა და ერთხელაც ის ჩრდილო კაროლინის შტატში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, მან მხოლოდ ცხრა თვეში შეძლო ციხის დატოვება.

 

მისი პირველი ალბომი "Ready to Die" 1994 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა. ალბომმა მას წარმატება მოუტანა და ის ნიუ იორკის მეინსტრიმული სცენის საუკეთესო წარმომადგენელი გახდა. 1995 წელს "Source Music Awards"-ის დაჯილდოვებაზე ბიგი საუკეთესო ახალ შესმრულებლად აღიარეს. ასევე "Billboard Music Awards"-ის დაჯილდოებაზე მისი სინგლმა "Big Poppa" წლის საუკეთესო სინგლის წოდება მოიპოვა.

 

დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო ბიგისა და ტუპაკ შაკურის შორის დაპირისისპირებით. ამ მოვლენების დროს ბევრი მკვლელობა მოხდა, რომელიც არ გახმაურებულა.

 

1997 წლის 9 მარტს მისი მთავარი მტრის ტუპაკის მკვლელობიდან რამოდენიმე თვეში ბიგი საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. მის მკვლელობას სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ადამიანებს უკავშირებდნენ. პირველი ვერსიით მკვლელობა სნუპ დოგის დაკვეთილი იყო. ასევე ეჭვი მიტანილი იყო მისი მთავარი მეტოქის ტუპაკის გარემოცვის წევრებსა და ფანებზე, რომლებიც ბიგის ადანაშაულებდნენ შაკურის მკვლელობაში. საბოლოოდ არც ერთი ეჭვი ბოლომდე არ დადასტურებულა.

 

1997 წლის 25 მაისს მისი მეორე ალბომი "Life After Death" გამოვიდა. მისი დებიუტი გახიდვების ჩარტების პირველ ადგილზე მოხდა და ის პირველ ადგილას კიდევ დიდხანს დარჩა, სინგლების "Mo Money, Mo Problems"-სა და "Sky's the Limit."-ის წყალობით. ბიგი ჟურნალმა "Spin" წლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა. ასევე ალბომმა სხვადასხვა დაჯილდოვებებზე საუკეთესო ალბომის ნომინაციებში გაიმარჯვა. მის სამოქალაქო პანაშვიდზე ათასობით ადამიანი მოვიდა. საგულისხმოა, რომ ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასთან და ათი ადამიანი პოლიციამ დააკავა.

 

სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ მისმა ჩამწერმა სტუდიამ ალბომი "Born Again" გამოუშვა. მან უდიდესი წარმატება მოიპოვა. დისკის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ბევრი ცნობილი რეპერები, როგორებიც არიან: ლილ კიმი, ლილ სიზი, სნუპ დოგი, ბასტა რაიმსი, აის კიუბი და სხვები. სიკვდილის შემდეგ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი მკვლელობის გამოძიება დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ არცერთი დაკავება არ მომხდარა.

 

2005 წლის 11 დეკემბერს მისი პი დიდის მიერ პროდუსირებული მორიგი ალბომი "Duets - The Final Chapter"-ი გამოვიდა. ის ბიგის ძველ ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა და ჩაწერაში მონაწილეობა ბევრმა ახალმა რეპერმა მიიღო.

 

ჟანრი/ები რეპი, ჰიპ ჰოპი

საქმიანობა/ები რეპერი

აქტიური 1992–1997

ლეიბლი/ები Bad Boy, Atlantic

ასოციაციები ფეით ივენსი, ტუპაკი, შონ კომბსი, ლილ კიმი, ჯეი-ზი, Junior M.A.F.I.A.

http://www.movieposter.com/posters/archive/main/94/MPW-47355

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...