Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

უბანში ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც დიდი ყურადღებით ვუსმენ ხოლმე. ყოველთვის კარგ რჩევებს იძლევა. გასაკვირი არცაა, ის ხომ ჩვენი უბნის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა, ხმაც მისი პატივისცემით მივეცი "ნაციონალებს" და ყოველთვის, როცა რამე მაწუხებს, მას მივმართავ. არჩევნებამდე უფულობა, წამლების სიძვირე და მსგავსი პრობლემები მაწუხებდა და ჩვეულებისამებრ, მას შევჩივლე. - ნუ გეშინია, დამამშვიდა, - გზას დავაგებთო.

 

მართალია, უგზობა ძალიან არ მაწუხებდა, მაგრამ მაინც დავმშვიდდი და ხმა "ნაციონალებს" მივეცი. ამ არჩევნების შემდეგ ჩემი მეზობელი მერიაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.

 

სულ ახლახან ჩემნაირი მწირშემოსავლიანი კაცისთვის ძალიან ცუდი ამბავი გავიგე, - ავტობუსები შემცირდაო. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ როცა სამსახურამდე მისასვლელად სამი ავტობუსი დამჭირდა, ცოტა გავმწარდი და ჩემს მეგობარ "ნაციონალს" მივაკითხე მერიაში.

 

- შენ არ მარწმუნებდი, ყველაფერი ხალხის სასარგებლოდ კეთდებაო, - შევძახე გაბრაზებულმა, - რა არის აქ სასიკეთო?

უბნის მეგობარი უაღრესად დამამცირებელი ღიმილით შეეგება ჩემს კრიტიკულ წინადადებას, მერე სკამიდან მარდად წამოდგა და დამიყვირა:

- იცი, რა ჩავდეთ ამ იდეაში?

 

- არა, არ ვიცი, - ვუთხარი გაოგნებულმა, თან მივხვდი, მერიის მოხელეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა:

- ერთ ავტობუსში რომ ჩაჯდები, მეორე ავტობუსში აღარ უნდა ჩაჯდე და მესამე ავტობუსამდე ფეხით უნდა მიხვიდე. ჩვენ ვზრუნავთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და სწორედ ამაზეა ეს პროექტი გათვლილი. აგერ მაქვს ენციკლოპედია, სადაც წერია, რამდენად სასარგებლოა ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის.

- ასეც ვიცოდი, - გამიხარდა მე და მეგობარს გადავეხვიე. - მაპატიე, რომ ჩვენი მერიის კომპეტენციაში და ხალხისადმი სიყვარულში ეჭვი შევიტანე.

 

უბნელმა ჩემი ბოდიში დიდსულოვნად მიიღო და მაპატია. მეც სახლში წამოვედი. წარმოვიდგინე, მერიის ამ ჯანმრთელობისთვის გამიზნული გადაწყვეტილებით, როგორ არ დამჭირდებოდა ექიმთან მისვლა კუჭის წყლულის, მარილებისა და გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის გამო. მივხვდი, რაოდენ დიდი თანხის ეკონომიას გავაკეთებდი ექიმთან მიუსვლელობით და ბედნიერებისგან ცრემლები მცვიოდა.

 

ასე ბედნიერად გავატარე ორი კვირა. ერთხელაც, ცნობილი გახდა, რომ წყლის გადასახადი გაიზარდა და გადაუხდელობის შემთხვევაში დენს ჩამიჭრიდნენ. გულმა კი მიგრძნო, რომ ესეც ჩვენს სასიკეთოდ კეთდებოდა, მაგრამ რა იყო ამაში სასიკეთო, რომ ვერ მივხვდი, ისევ ჩემს მეგობართან წავედი კონსულტაციისთვის.

- ვერ მიხვდი, ხომ? - მიმიხვდა მისვლის მიზეზს მერიის თანამშრომელი და სინანულით შემომხედა.

 

- გამოგიტყდები და ვერა, - ჩავღუნე უმწეოდ თავი.

მეგობარი მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა, დამამშვიდა და მითხრა:

- ჩვენ სიკეთეს არ ვამხელთ. სიკეთე უხმოდ უნდა აკეთოს კაცმა.

- ანუ? - ჩავეძიე მე.

 

- ანუ, წყალს ვამატებთ ა, ბ, ც და დ ვიტამინებს. როცა ადამიანი ამ წყალს სვამს, ჯანმრთელი და ბედნიერი ხდება.

- ღმერთო ჩემო, - აღმომხდა მე, - სანამდე შეიძლება მივიდეს თქვენი კეთილშობილება? ეს რაც შეეხება ტარიფის მომატებას, ბარემ ისიც ამიხსენი, იმაში რა არის ბედნიერება, სამივე ტარიფი რომ ერთად უნდა გადავიხადოთ და ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში სამივეს რომ გვითიშავენ?

 

- შენ ცოლი და ორი შვილი გყავს, ხომ?

- დიახ, - დავეთანხმე და მივხვდი, სადღაც აქვე იყო სამივე ტარიფის ერთად გადახდის ბედნიერება.

 

- მერე? საჭმელი რომ მიგაქვს სახლში, სამივეს არ აჭმევ?

- დამისვა უაღრესად რთული შეკითხვა მეგობარმა და მკაცრად გადმომხედა.

 

ოთახიდან გამოვიპარე. ქუჩაში გამოვედი და რუსთაველის გამზირისკენ ავიღე გეზი. პარლამენტთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო, ის იყო, მათთან უნდა მივსულიყავი, რომ ჩემი მეგობარი წამომეწია მანქანით და წაგიყვანო, შემომთავაზა, ხოლო ჩემს შეკითხვაზე, ეს ხალხი რატომ იყო შეკრებილი, უცნაური პასუხი გამცა:

- ესენი უბედური და გაუგებარი ხალხია. ყველას შენსავით კი არ შეუძლია ჩასწვდეს დიად იდეებს. ვერ გრძნობენ ბედნიერებას და ამიტომაც გვაკრიტიკებენ.

 

- არც არიან ღირსები, - ამრეზით შევხედე შეკრებილ ხალხს და მეგობარს კიდევ ერთხელ სიყვარულით გავუღიმე.

დრო გადიოდა, მე ახალ-ახალ ბედნიერებებს ვიგებდი ტელევიზიიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან. ერთხელ კი, როცა მორიგი ბედნიერებისაგან გახარებული უბანში გავედი, ჩემი მეგობარი "ნაციონალი" უცნაურ ფორმაში შევნიშნე. ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით: -"სისხლისმსმელებო!" - ვერაფერს მივხვდი, ძველებურად გავუღიმე და ვკითხე:

 

- გაიგე, ძმაო, გუშინ რა ბედნიერება მოხდა? ბენზინი და ნიორი გაძვირდა. ხოლო ერთი კვირის წამლები რომ შევიძინო, ჩემი ორი თვის ხელფასი არ მყოფნის...

- მერე, რა გიხარია, შე უბედურო, წამოდი მიტინგზე! - უგულოდ მომიგო მან.

- სად წამოვიდე, იმ უმადურებთან და გაუგებრებთან? - გამიკვირდა მე.

 

- ვინ არიან უმადურები?! - აყვირდა მეგობარი, ამ დამპლებმა სიცოცხლე გაგვიმწარეს, ყველაფერი გაგვიძვირეს, როგორ უნდა ვიცხოვროთ? ჩვენ ვიკითხოთ, თორემ, თვითონ რა ენაღვლებათ, გულაობენ ბიუჯეტის ფულებით!.. ყველაფერს მივხვდი:

- მოგხსნეს, ხომ? - ვკითხე დაბალი ხმით.

 

მეგობარმა თავი ჩაღუნა და ჩუმი ხმითვე დამეთანხმა.

- წავედით მიტინგზე, - ვუთხარი მე.

- აჰა, შენ, ეს პლაკატი, მე კიდევ მაქვს, - მითხრა მან.

http://www.kvirispalitra.ge/

 

კარდუ ყოფილა მიწვეული კავკასიაზე და უთქვამს რომ ნაგვის ტარიფზე ფასების მომატება კარქი არისო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

და რა, შენ არ იცოდი რომ სიძვირე კარგია? აი ევროპა და ამერიკა რომ გინდათ, იქ სიძვირეა და ხომ უნდა დავემსგავსოთ, რას ერჩით კარდუს, ისიც იგივეს ამბობს ოღონდ თავისებურად რა. და თუ ძვირია გადასახადი, ნუ გადაიხდით :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა, შენ არ იცოდი რომ სიძვირე კარგია? აი ევროპა და ამერიკა რომ გინდათ, იქ სიძვირეა და ხომ უნდა დავემსგავსოთ, რას ერჩით კარდუს, ისიც იგივეს ამბობს ოღონდ თავისებურად რა. და თუ ძვირია გადასახადი, ნუ გადაიხდით :)

სიძვირეს რა ჯობია, ოღონდ შEმოსავალი უნდა გქონდეს რაც შEიძლება დაბალი და თანაც თუკი სარჩენი გყავს ბევრი ეს საერთოდ ნეტარებააა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კარდუ ყოფილა მიწვეული კავკასიაზე და უთქვამს რომ ნაგვის ტარიფზე ფასების მომატება კარქი არისო

 

 

კარდუ მიტინგზე ვერ გავა პლაკატით. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი უნდა გამცნოთ,

როდესაც ჩვენ სუყველა სიხარულითა და იმედის თვალით შევცქეროდით ღრუსეთში არსებულ ხანძარს,

ამას მოყვა ის რომ რუსეთში პურის მოსავალის დეფიციტია რის გამოც ფქილზე ფასები მოიმატებს მსოფლიოში,,,

 

 

გაგიჭირდათ ხო ღრუსებო:P (

 

ფასების ზრდა კი, როგორც ვიცით დადებითად მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კარდუ ყოფილა მიწვეული კავკასიაზე და უთქვამს რომ ნაგვის ტარიფზე ფასების მომატება კარქი არისო

 

კარდუ თავის თავზე ფიქრობს. ნაგვის გატანა გაძვირდა, ე.ი. ვერ გამიტანენო. მაგრამ ნურას უკაცრავად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

დღეს მაწონი შევიძინე, ხშირად ვყიდულობ,

სანტეს ფასი დაახლოებით 6 თვის წინ 1.20 თეთრი იყო, ერთი კვირის წინ 1.30 ვიხდიდი,

დღეს 1.50 გადავიხადე,

 

ნელ-ნელა, ნაბიჯ ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპას,

სატელეფონი კავშირმა ახალმა ქსელებმაც გააძვირა ცაკლეულ ნომრებზე ფასი და გახადა წუთი 5 თეთრი :givi: (4 თეთრი იყო)

 

სოციალურ ქსელებში სააკაშვილის მომხრეების გარკვეულმა ნაწილმა სატელეფონო ტარიფის გაზრდა (ცალკეული ნომრებზე) დადებიტად შეაფასა,

ვინაიდან ამ თანხის საშუალებით ახალ ქსელებს შეეძლება თანამშრომლებისთვის თანხსი გაზრდა და ახალი ტექნიკის შეძენა :)

 

მე მიყვარს სააკაშვილის მომხრეები :pupuza:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

Siknadmo

ნელ-ნელა, ნაბიჯ ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპას,

სატელეფონი კავშირმა ახალმა ქსელებმაც გააძვირა ცაკლეულ ნომრებზე ფასი და გახადა წუთი 5 თეთრი (4 თეთრი იყო)

ვუახლოვდებით არა ის კიდევ. სახლის ტელეფონიდან ნებისმიერ სახლის ტელეფონზე უფასოდ ვრეკავ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე. მერამდენედ ჩამოვწერო ზეთის, შაქრის და ა.შ ფასები? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

Siknadmo

 

ვუახლოვდებით არა ის კიდევ. სახლის ტელეფონიდან ნებისმიერ სახლის ტელეფონზე უფასოდ ვრეკავ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე. მერამდენედ ჩამოვწერო ზეთის, შაქრის და ა.შ ფასები? :givi:

თქვენ ევროპიელები მოწესრიგებული ხალხი ხართ, ხოლო ქართველ ქალბატონებს ძალიან უყვართ ტელეფონზე საათობით საუბარი რაც მათ ხელს უშლით ემანსიპაციაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება სოციალურ ფონს განგებ აუარესებს...

 

ნოდარ ჯავახიშვილის მტკიცებით, საქართველს ხელისუფლება ინფლაციის შეჩერებას განგებ არ უწყობს ხელს, რითაც სოციალური აფეთქების პროვოცირება სურს.

“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და მთელი მთავრობა ჯიუტად ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი მსოფლიოში კვების პროდუქტების გაძვირებაა, მაგრამ იმაზე არ საუბრობენ, რატომ აისახება ეს გაძვირება ასე სერიოზულად მარტო საქართველოზე.

თუ ეროვნულ ბანკს ვენდობით, უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოში პურს, საწვავს და შაქარს გაცხოველებით მოვიხმართ

მოკლედ, ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ შიდა თუ გარე ვალების დიდი სისწრაფით ზრდა ქვეყანას ყველა სახის ეკონომიკურ უბედურებას უქადის. თუმცა, საქართველოს მთავრობა გაჩერებას არ აპირებს და ახალი საგარეო ვალების აღებას 2011 წელსაც გეგმავს.

 

http://www.presage.tv/?m=politics&AID=3168

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ნოდარ ჯავახიშვილის მტკიცებით, საქართველს ხელისუფლება ინფლაციის შეჩერებას განგებ არ უწყობს ხელს, რითაც სოციალური აფეთქების პროვოცირება სურს.

არ დავეთანხმები ნ. ჯავახიშვილს, ხელისუფლება არანაირი სოც. აფეთქება არ აწყობს,

უბრალოდ გასდის და აკეთებს,

ნაცმოძრაობა ვერასდროს ვერ შეძლება ეკონომიკის გამართვას ხოლო ფულის შოვნის ერთადერთი საშუალებააა

რაც შეიძლება ბევრი ფული წაართვა საკუთარ მოქალაქეებს, ესაა მთელი ფილასოფია :018:

რასაც შოულობს საქ. მოქალაქე ამ თანხის უდიდესი ნაწილი უნდა წავიდეს ნაცმოს ჯიბეებში :pupuza:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

კარდუ თავის თავზე ფიქრობს. ნაგვის გატანა გაძვირდა, ე.ი. ვერ გამიტანენო. მაგრამ ნურას უკაცრავა

:)) :)) :))

 

http://b.pix.ge/w/te0qq.jpghttp://a.pix.ge/g/k96b1.jpg

იპოვეთ ათი განსხვავება. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

:)) :)) :))

 

http://b.pix.ge/w/te0qq.jpghttp://a.pix.ge/g/k96b1.jpg

იპოვეთ ათი განსხვავება. :D

ვახ, ვახ, ვახ, ეს რა ქენი კაცოოოო :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვახ, ვახ, ვახ, ეს რა ქენი კაცოოოო :v:

ეს ნაგვის გატანაზე გამახსენდა.

ხაზარაძე ხომ უკვე გატანილია. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...