კონტენტზე გადახტომა


კოლხი მედეა


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
13 პასუხი თემაში

#1 მდა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1218 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 07 January 2009 - 02:08 AM

კოლხი მედეა

დადებული სურათი

მედეა - მითოლოგიური პერსონაჟი, კოლხას მეფის - აიეტის უმცროსი ქალიშვილი, ჰელიოსის, მზის ღმერთის, შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმია, რომელსაც შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იაზონი და დაეხმარა მას "ოქროს საწმისის" გატაცებაში. საბერძნეთისკენ "არგოთი" მიმავალთ, მედეას ძმა, აფსირტე დაედევნა, რომელიც არგონავტებმა მოკლეს და შემდეგ, სახიფათო მოგზაურობის მიუხედავად, მშვიდობით ჩავიდნენ საბერძნეთში. მედეასა და იაზონს ორი ვაჟი: მერმეროსი და პერესტოსი ეყოლათ, თუმცა იაზონის ბიძამ, პელიასმა პირობა არ შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ იაზონმა "ოქროს საწმისი" მიუტანა, ტახტი არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელი მის ასულებს დააკეპინა. ხალხმა ამის გამო იაზონი და მედეა განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იაზონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის, კრეონის ასულის მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იაზონზე და მისი საცოლე "სიკვდილს შეჰყარა". ამით განრისხებულმა კორინთოელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, დამწუხრებული მედეა სამშობლოში დაბრუნდა.

მითის დასრულების განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს ევრიპიდე (ძვ. წ. V ს.) "მედეაში" - ღალატის შემდეგ მედეა ხოცავს თავის შვილებს, რათა საბოლოოდ გული მოუკლას ქმარს. ჰელიოსის მიერ გამოგზავნილი ეტლით მიფრინავს ათენში, სადაც მოხუცი ეგეოსი შეირთავს. ეგეოსის შვილის, თეზევსის ჩამოსვლისთანავე წყდება ეს ქორწინება. თეზევსის მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ, მედეა გარბის და თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი შვილი - გმირი მედოსი, რომელიც იმორჩილებს მცირე აზიის ბარბაროს ტომებს და აარსებს მიდიას. ბოლოს მედოსი ინდებთან ბრძოლაში იღუპება. მედეა კოლხეთში ბრუნდება, ურიგდება მამამისს და ეხმარება მას ძველი დიდების აღდგენაში.

მედეას წინარეანტიკურ და ანტიკურ სამყაროში ქალღმერთად თვლიდნენ. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის განვითარებას. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილებს აცოცხლებდა, ხოლო მოხუცებს სიჭაბუკეს უბრუნებდა.
ისწავლეთ!

#2 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 10 May 2014 - 02:47 PM

ხო, 1000 დრახმის გულიეზე რას არ მოჩმახავს, "მწერალი" :facepalm:

გამოხმაურება რედაქტირებულია Giorgi Kiskeidze: 10 May 2014 - 02:47 PM


#3 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 10 May 2014 - 04:36 PM

გამოხმაურების ნახვამდას ციტატა(დაპოსტვის დრო 07 January 2009 - 02:08 AM):

ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის განვითარებას
ეს მეც გამიგია.. თან სიტყვა მედიცინის მნიშვნელობა ვერცერთ ენაზე ვერ გაიშიფრა..
Giorgi Kiskeidze, ისე საიდან გამოთხარე ეს ხავსმოსხმული პოსტი..?! :D ჩემი ხალასტიაკობა გამახსენდა.. :cool:
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#4 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 10 May 2014 - 04:51 PM

გამოხმაურების ნახვაShatenს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 04:36 PM):

ეს მეც გამიგია.. თან სიტყვა მედიცინის მნიშვნელობა ვერცერთ ენაზე ვერ გაიშიფრა..

ხო სხვათასორის ლექციებზეც მაგას ტიკინებდნენ ჩემი ლექტორები... თან იმასაც სიამაყით ამბობენ რომ მედეა ფარმაცევტი იყოო... ანუ ექიმებზე ადრე ფარმაცევტები იყვნენ და სწორედ ფარმაცია არის მედიცინის ფუნდამენტიო :)) რამდენად მართალია არ ვიცი მარა ეგ მაინც მექნება ექიმებთან სატრაბახო :))
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#5 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 10 May 2014 - 04:53 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 04:51 PM):

ხო სხვათასორის ლექციებზეც მაგას ტიკინებდნენ ჩემი ლექტორები... თან იმასაც სიამაყით ამბობენ რომ მედეა ფარმაცევტი იყოო... ანუ ექიმებზე ადრე ფარმაცევტები იყვნენ და სწორედ ფარმაცია არის მედიცინის ფუნდამენტიო :)) რამდენად მართალია არ ვიცი მარა ეგ მაინც მექნება ექიმებთან სატრაბახო :))
:)
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#6 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 10 May 2014 - 07:22 PM

Shaten
აქ იყო, არ გინახავს :D

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 04:51 PM):

ხო სხვათასორის ლექციებზეც მაგას ტიკინებდნენ ჩემი ლექტორები... თან იმასაც სიამაყით ამბობენ რომ მედეა ფარმაცევტი იყოო... ანუ ექიმებზე ადრე ფარმაცევტები იყვნენ და სწორედ ფარმაცია არის მედიცინის ფუნდამენტიო რამდენად მართალია არ ვიცი მარა ეგ მაინც მექნება ექიმებთან სატრაბახო

ისე, შენს ადგილას, ასე არ ვიცინებდი :)
გიპოკრატამდე, რამე ხო იყო :titebi:

#7 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 10 May 2014 - 07:54 PM

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kiskeidzeს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 07:22 PM):

ისე, შენს ადგილას, ასე არ ვიცინებდი
ის შეიძლება მთლად ისე არ იცინის, როგორც ჩანს. უბრალოდ ამას - " :)" რომ დაუმატებ კიდევ ერთ ღიმილს - ")" გამოდის ეს - " :))" :)

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kiskeidzeს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 07:22 PM):

Shaten აქ იყო, არ გინახავს
მინახავს, თორე ტივტივებდა.. ამ ხნის თემას არქეოლოგიის უმისოდ როგორ გააძრობ..?! :D

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 10 May 2014 - 07:53 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#8 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 10 May 2014 - 08:36 PM

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kiskeidzeს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 07:22 PM):

ისე, შენს ადგილას, ასე არ ვიცინებდი :)
გიპოკრატამდე, რამე ხო იყო :titebi:

ხო არ ვიცი მარა ლოგიკურად ფიტოთერაპიით უნდა დაწყებულიყო მედიცინა, პირველყოფილები ერთმანეთს ჭრილობების შესახორცებლად მგონი კი არ კერავდნენ, არამედ ბალახებს ადებდნენ :brr: ... მცენარეებთ მკურნალობა უკვე ფარმაციას ეხება :D

გამოხმაურება რედაქტირებულია Proessor: 10 May 2014 - 08:36 PM

იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#9 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 10 May 2014 - 08:52 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 08:36 PM):

ხო არ ვიცი მარა ლოგიკურად ფიტოთერაპიით უნდა დაწყებულიყო მედიცინა, პირველყოფილები ერთმანეთს ჭრილობების შესახორცებლად მგონი კი არ კერავდნენ, არამედ ბალახებს ადებდნენ :brr: ... მცენარეებთ მკურნალობა უკვე ფარმაციას ეხება :D
ხევსურ დასტაქრებზე რა გაგიგია? რაღაც საოცრებებს გააძრობენ ხოლმე ფბ-ზე.

დადებული სურათი

#10 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 10 May 2014 - 09:50 PM

გამოხმაურების ნახვაalexს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 08:52 PM):

ხევსურ დასტაქრებზე რა გაგიგია? რაღაც საოცრებებს გააძრობენ ხოლმე ფბ-ზე.

ნაღდად არ მსმენია :D
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#11 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 10 May 2014 - 10:12 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 09:50 PM):

ნაღდად არ მსმენია :D
სამედიცინო იარაღები როგორ მოგეწონა?

#12 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 10 May 2014 - 10:58 PM

გამოხმაურების ნახვაalexს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 10:12 PM):

სამედიცინო იარაღები როგორ მოგეწონა?

რა რისთვისაა მაგის გამოცნობას ვცდილობ :brr:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#13 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 10 May 2014 - 11:22 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 10 May 2014 - 10:58 PM):

რა რისთვისაა მაგის გამოცნობას ვცდილობ :brr:
სადიზმის იარაღები გგონია..? კი გავს ისე.. :D

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 10 May 2014 - 11:22 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#14 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 11 May 2014 - 01:33 AM

ShatenProessor თავის ქალას ხდიდნენ და ოპერაციას აკეთებდნენო და რავი აბა . :drug:





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი