კონტენტზე გადახტომა


ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეები (1900-1981, 1894-1979)


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
1 reply to this topic

#1 მდა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1218 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 06 January 2009 - 01:53 PM

ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეები (1900-1981, 1894-1979)

დადებული სურათი

ალექსანდრე ნიკურაძე (ალექსანდრე სანდერსი) 1900-1981

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი და პოლიტიკურ მეცნიერებათა მოღვაწე.

დაიბადა სამტრედიაში, საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიერ სასწავლებლად გაიგზავნა ბერლინში. 1921 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ იგი ბერლინში დარჩა და გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. ალექსანდრე ნიკურაძე საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შეუპოვარი მოწინააღმდეგე იყო. აქტიურად იყო ჩაბმული ქართული სათვისტომოს ღონისძიებებში და ახლო კავშირები ჰქონდა გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტურ პარტიასთან. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ალფრედ როზენბერგთან, რომლის შეხედულებები კავკასიის მოვლენების მიმართ ემყარებოდა ალექსანდრე ნიკურაძის გავლენას. იგი ლობირებდა დამოუკიდებელ საქართველოს და ანტისაბჭოთა შეხედულებებით გამსჭვალულ ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტებს გერმანიის მხარდაჭერას პირდებოდა. კარლ ჰაუზჰოფერის "ფართო სივრცეების" თეორიის გავლენის ქვეშ მყოფი ნიკურაძე მუშაობდა ჩანაფიქრზე, კერძოდ გერმანიის პროტექტორატის ამბიციურ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველებს წამყვანი როლი ეთამაშათ ერთიან კავკასიურ კონფედერაციაში. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, თავისი ავტორიტეტის და პოპულარობის გამოყენებით, ნიკურაძე იბრძოდა გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტური პარტიის მიერ რეპრესირებული ქართველების გადასარჩენად. ალექსანდრე ნიკურაძე, როგორც ფიზიკოსი, აქტიურად იყო ჩაბმული გამოყენებადი ფიზიკის სფეროში. იკვლევდა დიელექტრულ მასალებს, მუშაობდა იონთა და ელექტრონთა თეორიებზე. გარდაიცვალა მიუნხენში.

ივანე ნიკურაძე 1894-1979

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ინჟინერი და ფიზიკოსი.

დაიბადა სამტრედიაში, სწავლობდა ქუთაისში. 1919 წელს ქართველი მეცნიერის, პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით, სასწავლებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ ხელი შეუშალა მის სამშობლოში დაბრუნებას და მოგვიანებით გერმანიის მოქალაქე გახდა. როგორც ლუდვიგ პრანდტის სტუდენტმა, მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და მუშაობდა მკვლევარად კაიზერ ვილჰელმის (დღევანდელი მაქს პლანკის) თვითორგანიზაციისა და დინამიკის ინსტიტუტში. დაინიშნა ამავე ინსტიტუტის განყოფილების უფროსად. მიუხედავად გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტურ შრომის პარტიასთან ურთიერთობისა, რომელიც 1930-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, იგი პარტიის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მიერ საბჭოთა ჯაშუშობასა და ინსტიტუტიდან რამოდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის ქურდობაში იქნა დადანაშაულებული. 1934 წელს, მიუხედავად ლუდვიგ პრანდტის დიდი ძალისხმევისა გაემართლებინა და დაეცვა იგი, ნიკურაძე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. 1934-1945 წლებში იყო ბრესლავის უნივერსიტეტის პროფესორი, 1945 წლიდან აახენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

ივანე ნიკურაძე ცხოვრობდა ძირითადად გოტინგენში და მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის სფეროში. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი 1933 წელს წიგნად გამოიცა. ნიკურაძე ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ტურბულენტური სითხეების ხახუნის ექსპერიმენტს, თუ როგორ გაედინებოდა იგი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. იგი ამ ექსპერიმენტში იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და აქედან გამომდინარე წნევის დანაკარგი.
ისწავლეთ!

#2 bergman88    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 46 წერილები:
რეპუტაცია: -2
კარგია მუდამ მტრიანი

დაწერილია 27 February 2011 - 12:36 PM

ალექსანდრეს ძალზედ საინტერესო წიგნები აქ დაწერილი გეოპლიტიკაზე ვერსაც ვერ მივაგენი ქართულად ნათარგმნა ხომ არ შეუძლია რომ ვინმე დამეხმაროს
მხოლოდ აღზრდა და განათლება განმსჭვალავს ადამიანს შინაგანი ნაციონალური სიამაყის გრძნობით
რამეთუ ბრზოლა მხოლოდ იმისთვის შეგიძლია რაც გიყვარს ხოლო გიყვარს ის რაც იცი!

ჩვენი ღირსება ჩვენი სიმართლეა!!!





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი