Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ფრინველის გრიპი არის A ტიპის ვირუსით გამოწვეული ფრინველის ინფექციური დაავადებაა. მსგავსი ინფექცია პირველად იდენტიფიცირებული იქნა იტალიაში დაახლოებით ასი წლის უკან. 1983-84 წლებში აშშ-ში დაფიქსირდა ფრინველის გრიპის შემთხვევები, ოღონდ დაბალი სიკვდილობით, შემდგომი 6 თვის განმავლობაში ვირუსმა შეიძინა მაღალი პათოგენობა 90%-იანი ლეტალობით და 17 მილიონზე მეტი ფრინველი გაანადგურა. ვირუსის H5N1-ის მაღალ პათოგენური შტამი 1997 წელს გამოჩნდა ჰონგ-კონგში, რომელმაც 18 ადამიანი დააავადა (მათგან 6 გარდაიცვალა).

 

"ფრინველის გრიპის" ეპიზოოტია დაფიქსირდა რუსეთში: ნოვოსიბირსკის, ომსკის ოლქებში და ალტაის მხარეში. სავარაუდოა, რომ ფრინველებისათვის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსი გადამფრენი ფრინველის მიერ იქნა შეტანილი ჩინეთიდან.

 

ადამიანის დაავადების შემთხვევები ფრინველის (H5N1) გრიპის ვირუსით 2004-2005 წლებში აღწერილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. ფრინველთა შორის ინფექციის გავრცელებას ადგილი აქვს კორაში, ვიეტნამში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და კამბოჯაში. მილიონობით ფრთა ფრინველი განადგურდა დაავადების გამო. გამომწვევი აღმოჩენილი იქნა აგრეთვე თურქეთში (შინაურ ფრინველებში), რუმინეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთში.

 

მკვეთრად გაიზარდა ფრინველთა გრიპის გამომწვევი ვირუსის ცირკულაცია, რამაც სხვადასხვა ქვეყნებში გამოიწვია ეპიზოოტია შინაურ და გადამფრენ ფრინველებში. არის დაავადების შემთხვევები ადამიანებში, რაც ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით და მაღალი ლეტალობით. არსებობს რეალური საფრთხე ვირუსის შემოტანის და გავრცელებისა საქართველოში.

 

ქვეყნებში სადაც რეგისტრირებულია დაავადების აფეთქება შინაურ ფრინველებში, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ პირებზე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ფრინველთან და აღენიშნებათ რესპირატორული დაავადების ნიშნები. ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) არ გააჩნია მტკიცებულება ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ.

 

აღნიშნული ვირუსით ადამიანთა დაავადების მიზეზია ცოცხალ, დაავადებულ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის ხორცის საკვებად მიღება. სათანადოდ დამუშავებული ხორცი (როგორც გაყინული ასევე მოთუშული) და კვერცხი არ წარმოადგენს რისკს საზოგადოების ჯანმრთელობისათვის.

 

2003 წლის ბოლოდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გავრცელდა ფრინველის გრიპის ვირუსი A (H5N1), რომელიც ძლიერ პათოგენური აღმოჩნდა შინაური ფრინველისათვის, მაგალითად ქათმის დაცემას იწვევს 24 საათში.

 

აღნიშნული ვირუსით ადამიანების დაავადების 120-მდე შემთხვევა დაფიქსირებულია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის 4 ქვეყანაში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. მათგან ნახევარი ლეტალურად დამთავრდა, ჯერ-ჯერობით ვირუსი ადამიანს საკმაოდ იშვიათად გადაედება.

 

ჯანმოს ექსპერტების შეფასებით, თუ ვირუსი შეიძენს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის თვისებას, მსოფლიო გრიპის ახალი პანდემიის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...