Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბრონქიტი სასუნთქი გზების (ბრონქების) ანთებითი დაავადებაა. არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. მწვავე ბრონქიტი ვითარდება გრიპის, ადენოვირუსული ინფექციის, ყივანახველას, წითელას, დიფთერიის ფონზე. ამ დროს ლორწოვანში შეიძლება გამრავლდეს სხვადასხვა ბაქტერიები, როგორიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ინფუენცის ჩხირი, პნევმოკოკი და სხვ. ხშირად ბრონქიტი ალერგიული წარმოშობისაა, იმის შედეგად, რომ ადამიანი შეისუნთქავს ყვავილის მტვერს, სხვადასხვა ნივთიერებას. იგი შეიძლება მოჰყვეს გამაღიზიანებელი ნივთიერების, ორთქლის, აეროზოლისა დამტვრის შესუნთქვას. ეს დაავადება ადვილად ემართება მთვრალ ადამიანს. ბრონქიტის აღმოცენებას ხელს უწყობს ორგანიზმის გაცივება, ცივი და ნესტიანი ჰაერის შესუნთქვა, ამიტომ იგი უფრო ხშირია ცივ და ნესტიან სეზონში, შემოდგომით ან გაზაფხულზე ამინდის გარდატეხის პერიოდში. ბრონქიტით ხშირად და ხანგრძლივად ავადმყოფობენ სხვა ქრონიკული დაავადებით დასუსტებული პირები.

 

დაავადების ძირითადი ნიშანია ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალი ხასიათისაა. ერთი-ორი დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, მონაცრისფრო, მოყვითალო, მომწვანო ნახველის გამოყოფა. ხშირად ბრონქიტს თან ახლავს სურდო. ავადმყოფს აწუხებს ფხაჭნის გრძნობა, ზოგჯერ კი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, შებოჭვის გრძნობა გულმკერდში. ძლიერი ხველისაგან ტკივილი შეიძლება დაეწყოს ფერდებში და მუცლის ზედა ნაწილის კუნთების არეში. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს.

 

ალერგიული ბრონქიტის დროს, ბრონქების სპაზმის გამო, შეიძლება განვითარდეს ქოშინი ამოსუნთქვის გაძნელებით.

 

მწვავე ბრონქიტის მიმდინარეობა ბევრად არის გამოკიდებული იმ ძირითად დაავადებაზე, რომლის ფონზედაც იგი განვითარდა. ჩვეულებრივ მოვლენები სწრაფად ქრება, ერთი კვირის განმავლობაში წყნარდება ხველა და ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ზოგიერთ შემთხვეაში, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის დაავადების დროს, ბონქიტი შეიძლება რამდენიმე კვირითაც გახანგრძლივდეს.

 

მწვავე ბრონქიტის ნიადაგზე შეიძლება განვითარდეს გართულება - ფილტვების ანთება. ძალიან სახიფათოდა გახანგრძლივებული და განმეორებითი მწვავე დაავადება, მით უფრო, თუ იგი ცუდად არის ნამკურნალევი, რადგან შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ბრონქიტი. აი ამიტომაა, რომ დაავადების ყოველი შემთხვევა სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს და სრულიად გაუმართლებელია ის აზრი, თითქოს მწვავე ბრონქიტი იოლი, "უბრალო" დაავადებაა.

 

მწვავე ბრონქიტმა შეიძლება მიიღოს ქრონიკული მიმდინარეობა, თუ იგი რამდენჯერმე დაემართა ადამიანს, არ იყო სათანადოდ ნამკურნალევი და გახანგრძლივდა. კანონზომიერად ქრონიკული ბონქიტით ავადმყოფობენ თამბაქოს მწეველები. ხშირია ეს დაავადება ალკოჰოლიკებში. მის განვითარებას ხელს უწყობს დამტვერიანებული, გაბინძურებული ჰაერი, ამიტომაა, რომ ქრონიკული ბრონქიტი უფრო ხშირია დიდი ქალაქის მცხოვრებთა შორის. ბრონქიტი თანმხლები მოვლენაა ფილტვების ისეთი დაავადებები როგორიცაა: ტუბერკულოზი, დაჩირქება, ბრონქული ასთმა, პნევმოკონიზი, ონევმოსკლეროზი.

 

ავადმყოფური მოვლენები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მცირედ იყოს გამოხატული და ადამიანის მხოლოდ დროდადრო ახველებდეს. იგი აღნიშნავს, რომ "ადვილად ცივდება", რასაც თან სდევს ბრონქიტის გამწვავების მოვლენები, ადვილად ემართება ფილტვების ანთებაც. დროთა განმავლობაში ხველა სულ უფრო მუდმივ ხასიათს იღებს და თვს იჩენს ბრონქიტის გართულებები ფილტვების ემფიზემის (გაბერვის) სახით. შემდეგ ამას დაერთვის ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა, როდესაც ადამიანს გამოხატული აქვს კანის სილურჯე (ციანოზი), ქოშინი და გულის ფრიალი მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ღვიძლის გადიდება, ქვემო კიდურების შეშუპება.

 

ქრონიკული ბრონქიტი, მიუხედავად დასაწყისში თითქოსდა ოილი მიმდინარეობისა, სერიოზულ და სახიფათო დაავადებად უნდა ჩაითვალოს. მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არიას პროფილაქტიკა, რაც გულისხმობს ბრონქების ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი მავნე ფაქტორების თავიდან აცილებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...