Jump to content
Planeta.Ge

მოსწავლეები.დირექტორები. აქციები. შაშკინი


Recommended Posts

ანუ, მიშამდე სწავლობდნენ და ეს კავარდაკი რაც დაიწყო განათლებაში, იმის მერე აღარო?

თუ რას ნიშნავს ეს?

 

 

ჩემი ცოლის მეორე დის შვილი,გაისად ამთავრებს და ჩასული როცა ვიყავი,კითხვები დავუსვი.ამაზე იოლები რასაც მაგ ვიდეოში უსავმდნენ.აზრზე არ იყო არაფრის.კითხვა არ იციან ნორმალურად და რაზეა ბაზარი?

 

 

რას აკეთებენ თურმე.სკოლაში არ დაჰყავდათ ბავშვები და ოთხ საგანში ამზადებდნენ მარტო გენიოს მშობლებს. :)

 

gruzian_ka

 

 

 

ის აქეთ უჩივის მედიას,ეს როგორ მაკადრეთო. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 334
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

kisa

ანუ, მიშამდე სწავლობდნენ

ხო მიშამდე სწავლობდნენ, ყოველი მესამე ბავშვი მეცნიერების მაგისტრი გამოდიოდა და ყოველი მეორე - პროფესორი :givi:

 

gruzian_ka

მამათმავალი უცხოელებით რო გატენა სკოლები

აღსდექ საქართველო

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჩემი ცოლის მეორე დის შვილი,გაისად ამთავრებს და ჩასული როცა ვიყავი,კითხვები დავუსვი.ამაზე იოლები რასაც მაგ ვიდეოში უსავმდნენ.აზრზე არ იყო არაფრის.კითხვა არ იციან ნორმალურად და რაზეა ბაზარი?

 

გეუბნებით და არ გჯერათ - მეზობლებმა თომას მანის ტომები მისცეს მზესუმზირის გამყიდველს და იმაში ახვევენ სემიჩკას.

კითხვა არა - პრასი!

მთელი მსოფლიო წიგნებსკითხულობს, ქართველები ჯიპებზე ბაასობენ დილიდდან საღამომდე

ქალები ჩაცმაზე და სარფიანად გათხოვებაზე ფიქრობენ, ბავშვებს მიყრიან კერძო სკოლებში დილიდან საღამომდე, მერე კიდე ყველა საგანში რეპეტიტორს დაუქირავებენ ( დაწყებითში ესე და კარგ ტონად ითვლება)

100 წელი არავის აინტერესებს რას სწავლობენ ეს ბავშვები

მერე ატყდება - არიქა ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი უნდა გახდეს და დაათრევენ რეპეტიტორებთან 4 საგანში

ბოვშები ტირიან - არაფერი არ გვასწავლეთ, ეხლავე მოგვიხსენიტ გამოცდებიო

არადა მერე უნდა ნახო სტუდენტები - ჩვენ ეროვნული გამოცდებით ვართ ჩარიცხულები - დაგვამთავრებინეთ, არ გაგვიცხოთ, მაინც მოვალ და აქ დაგიჯდებიო

აი ესეა ეს საქმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეუბნებით და არ გჯერათ - მეზობლებმა თომას მანის ტომები მისცეს მზესუმზირის გამყიდველს და იმაში ახვევენ სემიჩკას.

კითხვა არა - პრასი!

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განათლებით იშვიათად თუ ვინმე იქაჩება საქართველოში და ამიტომ არის ეს ყველაფერი ესე.მამას ვარდი ეჭირა და ესტაფეტას პონტში შვილს გადასცემს და ეგ არის რა. :) Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ნათლებით იშვიათად თუ ვინმე იქაჩება საქართველოში და ამიტომ არის ეს ყველაფერი

და ვინც განათლებულია, დიდი უმრავლესობა წასულია აქედან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ვინც განათლებულია, დიდი უმრავლესობა წასულია აქედან...

 

ხოდა მუქთახორები რომ მართავენ(უმეტესობა) ქვეყანას,ბავშვებსაც კარგ მაგალითს აძლევენ და ესენიც აღარ სწავლობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

და ვინც განათლებულია, დიდი უმრავლესობა წასულია აქედან...

ეს ჩვენზეა საუბარი..?? :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

განათლებით იშვიათად თუ ვინმე იქაჩება საქართველოში და ამიტომ არის ეს ყველაფერი ესე.

მაგაშია საქმე, ვის უნდა აქ განათლებული, რა სტიმული უნდა ქონდეს ბავშვს ვარძელაშვილისნაირი დურაკები

შეუცვლელი მინისტრები რომ გახდებიან. სამსახურიც იშოვა და კრასავიცა ცოლი,

ეტყობა ახლა მაგას თვალები რომ ქონდა წიგნის კითხვით ამოღამებული?

თომას მანი პრასის სახელი გონია ალბათ :givi:

ბავშვებს სახელმწიფო რა მაგალითებსაც აძლევს იქეთ იღებენ კურსს.

გაუკვირდათ ახლა უსწავლელი შთამომავლობა, რაც მაგათ ლექტორები და მეცნიერები ჩარეცხეს

განურჩევლად, ატკივდათ ახლა თავი. ეს 12 კლასელები იქნებიან მაგათ ბოლოს რომ მოუღებენ,

აბა ნასწავლი და შეგნებული ტყვიას ვის ესვრის?

ეს გაუნათლებელი ბავშვები მოუღებენ მაგათ ბოლოს, როგორც ჩვენ

ვერ გავიმეტეთ ესენი, ისე ვერ გაიმეტებენ ესენიც ამ ბავშვებს და რა გვეშველება ჩვენ, ამის შემხედვარე,

თუ არა ესენი მეტის ღირსები არიან თავიანთი მდგრადი მინისტერებით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაზუსტდა? :D

 

თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი .

საუბარია იმ სკოლების დირექტორებზე, რომელთა მოსწავლეებმაც საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორები დღეს საღამოს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და რვავე მათგანი თანამდებობიდან დაითხოვეს.

ასევე, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, განათლების მინისტრის ზეპირი მითითება მიიღეს კერძო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა. თუ მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ, ასეთ სკოლებს 12 საათის ვადაში ლიცენზია შეუჩერდებათ.

გარდა ამისა, მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მისცა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააფრთხილონ სკოლების დირექტორები, რომ თუ მათი მოსწავლეების ორგანიზებით მსგავსი აქციები კიდევ ჩატარდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენ.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის XII კლასების მოსწავლეებმა დღეს, საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც განათლების სამინისტროსკენ მსვლელობა მოაწყვეს. მოსწავლეებს მხარდაჭერა ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამაც გამოუცხადა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/150395-thbilisis-8-sajaro-skolis-direqtorebi-thanamdebobidan-gaathavisufles.html

 

რას ერჩიან ისე ამ სისტემას?...ჯერ ხო 18-19 წლის ვირები ისევ სკოლაში დადიან, მერე სკოლაში ისეთი დომხალია დედა შვილს არ აიყვანს ხელში, ვინ რას და რატო ასწავლის ვერ გაიგებ.

აი მაგალითად იმ დღეს ჩემი კარის მეზობელი (სვანი) სკამის ფეხით გადაუვარდა სკოლაში - სასწავლო წლის დაწყების წინ ახალი ინგლისურის მასწავლებელი მიუღიათ, რომელმაც ბავშვებს პროგრამით გათვალისწინებულის გარდა სხვა წიგნის ყიდვაც სთხოვა, რომელიც 70 ლარი ღირდა. ეხლა თურმე ბავშვი მოსულა სკოლაში და ეს წიგნი აღარ გვჭირდება, ახალი მასწავლებელი გვყავს და სხვა გვინდა, ძველი მასწავლებელი მანდატურად გადმოვიდაო... :))

 

აგერ ჩემმა ძმამ წელს დაამთავრა სკოლა და ვიცი, რომ ბოლო 2-3 წელი რამდენიმე საგანში გაკვეთილი თითქმის არ უტარდებოდა. "ჯიგარი" ახალგაზრდა მასწავლებლები ვინც იყვნენ თვითონ არ მოდიოდნენ გაკვეთილზე (ან რა იციან რომ ასწავლონ?). ჰოდა ესეთ ბავშვებს, რაღა ბავშვებს, 18-19 წლის საჯიშე მუტრუკს და ორშვილიან დედებს, უკვე მანქანა რო ყავთ და არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას, მარა მაინც სკოლის მოსწავლეები არიან, რომ მოსთხოვ მე რო მასწავლებელი დაგინიშნე, აი ის, ახალგაზრდა, ჯიგარი, უცოდინარი, გაკვეთილებს რო არ გიტარებდათ იმათ საგნებში გამოცდა ჩამაბარე თორე ატესტატს არ მოგცემ და ჩაგტოვებ სკოლაშიო, გიკვირს მერე რო შეგაგინებენ? :givi:

პახოდუ ბოლო წლების განმავლობაში თვითონვე ქონდათ ეგეთი სისტემა რო 9 კლასის მერე მოსწავლეს უნდა აერჩია ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მიმართულება და იმის მიხედვით მიეღო განათლება ოფიციალურად. მისაღები გამოცდებიც კი ამ პრინციპით ტარდებოდა. ჰოდა წარმოიდგინეთ ეხლა მეთორმეტე კლასელი, რომელმაც 3 წლის წინ აირჩია ჰუმანიტარული. სკოლაში გაკვეთილები არ უტარდებოდა და პრაქტიკულად ეს ბოლო სამი წელი ემზადება უნივერსიტეტში ჩასარიცხად და სწავლობს ინგლისურს, ქართულს, ისტორიას, ზოგად უნარებს, დადის რეპეტიტორებთან, ხარჯავს ბევრ ფულს, დროს და ენერგიას და ეხლა უცებ ეუბნები, ე, ჯიგარო, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ალგებრაში და ტრიგონომეტრიაში გამოცდებს თუ არ ჩამაბარებ ჩაგტოვებო. ზუსტად ეს სიტუაციაა ეხლა.

 

მაგის დედა ვატირე კარგიც რომ იყოს რასაც აკეთებენ, ეტაპობრივად გადადი მაგ ყველაფერზე, მეექვსეკლასელ ბავშვს შეუდგინე ისეთი პროგრამა და ისეთი პირობები შეუქმენი რომ მომდევნო 6-7 წელი ყველაფერი ასწავლო, მისი მშობელი ეხლავე გააფრთხილე, რომ მისი შვილი სკოლას რო დაამთავრებს თუ ამ ყველაფერს არ ჩააბარებს ჩარჩება და მერე მოთხოვე, ბაზარი არაა.

 

რას უშვრებით ამ ბავშვებს მაგის დედა ვატირე, ნაგავში ყრით? ამას ლაბორატორიის ვირთხას არ აკადრებს დაჟე უთავმოყვარეო და ავანტიურისტი ექიმი. მაგრად მეცოდება ეს თაობა რა, წელიწადში 4-ჯერ სასწავლო პროგრამა კი არა განათლების სისტემას უცვლიან ვაბშე, თან თავზე ძაღლობა და კამერები დაადგეს და იქეთ ლანძღავენ ეხლა, გაუნათლებლებს და ნაგლებს ეძახიან. მიეცი განათლება რო განათლებული იყოს???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა როგორ არის არ ვიცი, მაგრამ ორი წლის წინ იყო მე მგონი, სამ-სამი თვე სწავლობდნენ ბავშვები სკოლაში ქიმია. ფიზიკას და ა.შ.

სამი თვე ქიმია, სამი თვე ფიზიკა...

ჩემ დისშვილს ვკითხე, ქიმიას როგორ სწავლობ მეთქი, და, წელს არ მომიწია სწავლამო, არ გვქონდა საერთოდ ქიმიაო... თან სჭირდებოდა... :)

 

ახლა კიდევ, მანდატურები შემოიღესო და სკოლის ეზოში არ გვიშვებენო... და ხმამაღლა ლაპარაკს და სიცილს გვიშლიანო... მასწავლებელმა ფიზკულტურაზე ეზოში ჩაგვიყვანა ბოვშებიო, შევიდა მანდატური კლასში და არავინ დახვდაო, და ეგრევე ელვა დეპეშა აფრინა თბილისშიო... ძლივს გადარჩა მასწავლებელი მოხსნასო... :)

 

მოკლედ, ერთობიან...

დონე დაბალია ცოდნის, იმიტომ რომ სწავლის დონეა დაბალი...

 

ჩემმა დამ მოამზადა (სად ჰქონდათ რეპეტიტორის ფული... იმიჯზე არ არის საუბარი :) ) ბავშვი იმიტომ, რომ სკოლაში მაგალითად ქიმია ბოლო კლასებში არ ასწავლეს... ყველამ სიმღერა/ცეკვა აირჩიაო.. :)

 

თუმცა მერე, გამოცდების დროს დაწერილი რომ ვნახე ჩემი დისშვილის, დასაჭერია ის რეპეტიტორი :)

ჩაბარებით კი ჩააბარა მაინც :)

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეექვსე კლასიდან არ გვისწავლია არაფერი და გამოცდები მოგვიხსენითო

მეექვსე კლასიდან 2003 წლის ოქროს ხანა არაა? მა რეფორმები გატარდაო ესაო, ისაო :(

ისე ამას რატომ არ უკვირდებიან , რომ განათლების დონის დაცემა დიდი ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა . ნეტა რატომ? :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

სე ამას რატომ არ უკვირდებიან , რომ განათლების დონის დაცემა დიდი ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა

კარგი რა ლაშა რა. 89-90 წლიდან უკან-უკან მიდიოდა განათლების საქმე. ზუსტად მაშინ 80-იანების ბოლოს და 90-იანებში სკოლადამთავრებულები მიდიან ეხლა სკოლებში მასწავლებლად და უმეტესობაზე ქართული ანდაზა მახსენდება -"ყვავს რა ჰქონდა- ბუს გაჰქონდაო". თვითონ წესიერად არ უსწავლიათ და სხვას რა უნდა ასწავლონ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...