Jump to content
Planeta.Ge

პოლიტიკის განყოფილებაში მოქმედი წესები


Recommended Posts

განმარტებები

არსებობს ორი სახის გაფრთხილება:

1.სიტყვიერი გაფრთხილება

2.WARN - გაფრთხილება, რომელიც აისახება მომხმარებლის პროფილში (warn status). გაფრთხილებას გააჩნია 30 დღიანი ვადა. 5 გაფრთხილების შემდეგ მომხმარებელის ყოველ დარღვევაზე ავტომატურად გაიცემა ბანი გაფრთხილებების ვადის გასვლამდე.

 

არსებობს სამი სახის პოსტინგის, ფორუმში მონაწილეობის შეზღუდვა (ბანი)

1. მსუბუქი - "დასჯილი" აქვეყნებს გამოხმაურებას, მაგრამ ეს გამოხმაურება (პოსტი) ყველასათვის მისაწვდომი და ხილულია მხოლოდ მოდერატორის "დაწკაპუნების" შემდგომ.

2. საშუალო - მთლიანად შეზღუდულია პოსტინგი, მომხმარებელს უფლება აქვს მხოლოდ წაიკითხოს თემები. (დროებით არ მუშაობს)

3. მძიმე - მომხმარებელს სრულიად შეზღუდული აქვს როგორ პოსტინგის, ასევე ფორუმზე შემოსვლის საშუალებაც.

 

აკრძალვები

1.აკრძალულია ნებისმიერი თანაფორუმელის შეურაცხყოფა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა.

2.აკრძალულია ადამიანთა ჯგუფისა და გაერთიანებების, რელიგიის მიმდევართა, ეთნიკური კუთვნილების მიხედვით (სომხების, რუსების, ოსების, ზვიადისტების, პუტჩისტების, მხედრიონელების, შსს, იეღოველების, მართლმადიდებლების, ათეისტების, ჰომოსექსუალების და ა.შ) შეურაცხყოფა

 

3.აკრძალულია ბილწსიტყვაობა და ნებისმიერი ადამიანის უცენზურო ლექსიკით მოხსენიება.

დროებით გაუქმებულია

 

4.აკრძალულია თანაფორუმელების მიმართ იარლიყების მიწებება (მიშისტი, ჟოპო, გაიშნიკი, მედროვე და ა.შ.)

5.აკრძალულია მუქარა და ცილისწამება ფორუმელების მიმართ.

6.აკრძალულია განყოფილების მიზანმიმართული დაფლუდვა.

7.აკრძალულია განყოფილებისთვის შეუსაბამო თემების გამოქვეყნება. (დაიშვება გამონაკლისები)

8.აკრძალულია ოფტოპიკი თემაში მოდერაციის გაფრთხილების შემდეგ.

9.აკრძალულია მოდერატორის მიმართ პრეტენზიების გამოხატვა პოლიტიკის განყოფილებაში.

10.აკრძალულია დახურულ თემაში პოსტინგი.

11.აკრძალულია პარალელური ნიკნეიმის გამოყენება პოლიტიკის განყოფილებაში, გარდა ფორუმის გაუმართაობით გამოწვეული აუცილებლობისა. პარალელური ნიკნეიმი დაიბლოკება სამუდამოდ.

 

ნებისმიერი დარღვევა ისჯება მოდერატორის შეხედულებისამებრ "warn"-დან 10 დღიან მძიმე ბანამდე. სასჯელის სახეები დაზუსტდება უახლოეს მომავალში.

 

 

ეს წესები და აკრძალვები მოქმედებს გამოქვეყნებისთანავე!

Edited by Anima Libera
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...