Jump to content
Planeta.Ge

ერიკ კლეპტონი


Recommended Posts

http://s008.radikal.ru/i304/1010/d0/4ba1cbc6b402.jpg

ერიკ პატრიკ კლაპტონი არის ცნობილი გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი. სხვა და სხვა ჯგუფებთან ერთად კლაპტონი ერთადერთი ადამიანია, რომლის სახელი 4-ჯერ შევიდა როკენროლის მუზეუმის ჩანაწერებში. კრიტიკოსებიც და ფანებიც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გიტარისტად აღიარებენ. 2003 წელს ჟურნალ “როლინგ სტოუნზში” გამოქვეყნებულ “მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტს” შორის, კლაპტონმა მეოთხე ადგილი დაისაკუთრა. მიუხედავად კლაპტონის შემოქმედების მრავალფეროვნბისა, იგი მაინც ბლუზის შემსრულებლად დარჩა ყველას თვალში…

დაიბადა 1945 წლის 30 მარტს ინგლისში..

ერიკი მეტად მუსიკალურ გარემოში იზრდებოდა. ბებია როუზი პიანისტი გახლდათ და კლასიკური მუსიკის დიდი თყვანისმცემელი იყო.. ბაბუა ჯეკი კი ჯაზისა და ბლუზის დიდი მსმენელი გახლდათ. სწორედ მათ ჩაუნერგეს ბავშვს მუსიკისადმი ასეტი ძლიერი სიყვარული. 13 წლის ასაკში ერიკს დაბადების დღეზე აკუსტიკური გიტარა აჩუქეს. გახარებულმა ბიჭუნამ მაშინვე გადაწყვიტა მასზე მისი საყვარელი სიმღერები აეწყო თუმცა რამოდენიმე კვირის შემდეგ იგრზნო თუ რაოდენ რთული საქმე იყო და პესიმისტურად განეწყო თვისი მუსიკალური მომავლის მიმართ. მიუხედავათ ამისა იგი ბედს არ შეეგუა და საათობით ვარჯიშობდა გიტარაზე რატა სასურველი ჟღერადობა მიეღო. მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს ისეთმა ლეგენდებმა როგორებიც იყვნენ BB King და Buddy Guy.

ერიკმა თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალ ლეგენდალურ მუსიკოსთან იმუშავა და თვადაც ელგენდად იქცა, გააკეთა პროექტები სადაც ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ როგორებიცაა: ბობ დილანი, ნილ იანგი, ტომ პიტი, ჯორჯ ჰარისონი, როჯერ უოტერსი და სხვა. მისი დრამატული ცხოვრება მის მუსიკაზე სარკესავით აისახა. ნელი და მელოდიური რიფები რომელიც ერიკის ყველა ემოციას გადმოგვცემდა იყო გადაშლილი წიგნი, წიგნი სადაც ეწერა უკანონო შვილის დამალული გრძნობები და შვილმკვდარი მამის უემოციო თვალების ნაამბობი. წიგნი რომელმაც შექმნა ეპოქა სახელად ერიკ კლეპტონი, ეპოქა რომლის ხსენებაზეც მისი მისტიციზმი და რომანტიზმი ნებისმიერ მელომანს სხეულში გაურბენს და თვალწინ წარმოუდგება თვალები რომლებიც მუსიკას აფრქვევენ.

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...