Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) როი ჰოჯსონის იმედიანი ინტერვიუ


Recommended Posts

<p style="text-align: center">http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01505/pepe_reina_1505539c.jpg

 

“ლივერპულის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელა, როი ჰოჯსონმა გავრცელებული ჭორების შესახებ კომენტარი გააკეთა.

 

“ლივერპულის” ოფიციალურ საიტზე სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა როი ჰოჯსონის კომენტარი:

 

–”ეს ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი, საოცარი და საინტერესო ახალი ამბავია. პეპე რეინა “ლივერპულში” თავს შესანიშნავად გრძნობს. ის კლუბის მაცოცხლებელი ძალაა.

 

ის ყველაფერში საუკეთესოა, ყველაზე მონდომებული, ყველაზე მებრძოლი ადამიანი, რომელიც “ლივერპულის” წარმატებისთვის იბრძვის.

 

არაფერი გამიგია “მანჩესტერ იუნაიტედის” და სერ ალექს ფერგიუსონის დაინტერესების შესახებ. თუ  ეს კლუბი დიდი თანხების გაღებას აპირებს პეპე რეინასთვის, რათა ვან დერ საარის შემცვლელი მოიძებნოს, მერე რა… ამაში განსაკუთრებული არაფერია, პეპე რეინა ხომ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და კარგი მეკარეა.

 

მე, პირადად ნამდვილად არ მსურს, რომ კლუბმა პეპე დაკარგოს. თუ “ლივერპულს” სურს ოდნავი წარმატება მაინც, მაშინ რეინა უნდა დაიტოვოს.

 

ესპანელი მეკარის გარდა, კლუბს არაერთი მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს. მათ მის გვერდით უნდა განაგრძონ თამაში.

 

დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული გრანდები ჩვენი ფეხბურთელებით არიან დაინტერესებულები. ისეთი გუნდები როგორებიც “მანჩესტერ იუნაიტედი”,  “ბარსელონა” და “ჩელსი” არიან მზად არიან დიდი თანხები დახარჯონ მათ შესაძენად. იმის გამო, რომ ჩვენ გვჭირდება თანხების მოზიდვა, ნამდვილად ვერ გავყიდით კლუბის ლიდერებს.”

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...