კონტენტზე გადახტომა


გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
29 პასუხი თემაში

#1 polter    ნიკის ჩასმა

    VIP-პოლტერგეისტი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3523 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ორ სამყაროს შორის
  • Interests:მწერლობა
    მუსიკა
    სპორტი
    კომპიუტერი
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 28 March 2008 - 07:32 PM

პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს აზიანებს კარდიოვასკულარული დაავადებების სახელით არის ცნობილი. ეს პათოლოგიები იყოფა გულის და სისხლძარღვების დაავადებებად. გულის დაავადება მოქმედებს გულზე და იმ სისხლძარღვებზე, რომელიც გულის კუნთს კვებავს. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება აზიანებს ხელის, ფეხის და სხეულის (გარდა იმისა რომელიც გულს კვებავს) სისხლძარღვებს. დარღვევები, რომელიც აზიანებს იმ სისხლძარღვებს, რომელიც ტვინს კვებავს ცნობილია ცერებროვასკულარული პათოლოგიების სახელით. ინსულტი ამის ერთ-ერთი მაგალიათია.

#2 zeskvi    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 183 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:თბილი-სი
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 01 January 2010 - 02:15 PM

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზია - ვერაგი პათოლოგია
ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიაა. არტერიული წნევის მომატებას უჩივის მოზრდილი მოსახლეობის 20-30%. ასაკის ზრდასთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის 50-60%-ს აღწევს. არტერიული წნევის ისეთი მომატება, რომელიც საჭიროებს საექიმო გამოკვლევასა და მკურნალობას, აღენიშნება ჩვენი პლანეტის თითქმის ყოველ მეოთხე მოზრდილ ადამიანს. ყოველ მესამე ადამიანს აქვს ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც შემდგომ იწვევენ არტერიულ ჰიპერტენზიას.
საქართველოში ჰიპერტონული დაავადების მქონე ადამიანთა რიცხვი განუხრელად იზრდება: ყოველ 10 000 სულ მოსახლეზე ეს რაოდენობა 1995 წლიდან 2002 წლამდე 1438-იდან 2410-მდე გაიზარდა, ანუ თითქმის გაორმაგდა.
არტერიული წნევის მომატება ანუ არტერიული ჰიპერტენზია მეტად ვერაგი პათოლოგიაა. იგი არ ვითარდება უეცრად, შეუცვლელი ჯანმრთელობის ფონზე. დაავადება საშიშია იმით, რომ ის შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. როგორც წესი, მის გამოვლენამდე ორგანიზმში ხდება როგორც პაციენტისათვის, ასევე ხშირად ექიმისთვისაც კი გარეგნულად შეუმჩნეველი ცვლილებები. ავადმყოფს შეიძლება აწუხებდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ადვილად დაღლა, მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება. ეს სიმპტომები გაივლის დასვენების შემდეგ, ამიტომაც ადამიანი წლობით არ აკითხავს ექიმს. ამ დროს კი დაავადება თანდათანობით ვითარდება. ზ.ა. სიმპტომები მუდმივი ხდება, კიდევ უფრო უარესდება მეხსიერება, ქვეითდება ინტელექტი, აღინიშნება სისუსტე ქვედა კიდურებში. ნერვული სისტემის ფუნქციის გაუარესების კვალდაკვალ ჰიპერტონული დაავადება შემდგომში სხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებას იწვევს, ამიტომ სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს მუდმივად მომატებული არტერიული წნევა ან მისი უეცარი მომატება, განსაკუთრებით, როცა ავადმყოფი ექიმის რჩევებს უგულებელყოფს.
ეს დაავადება მეტად საშიშია შედეგების თვალსაზრისით. იგი ხელს უწყობს სიცოცხლისათვის საშიში ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ათეროსკლეროზი და სტენოკარდია, იზრდება ინფარქტისა და ინსულტის (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა) განვითარების რისკი. ეს სეროზული გართულებები ხშირად იწვევს სიკვდილს ან ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინვალიდად აქცევს.
არტერიული ჰიპერტენზია მიეკუთვნება იმ პათოლოგიათა რიცხვს, რომელთა განვითარების მიზეზები ბევრადაა დამოკიდებული თვით ადამიანზე. ადამიანის ჯანმრთელობას დიდად განსაზღვრავს ის, თუ რა იცის მან არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ და რას მოიმოქმედებს არტერიული წნევის ნორმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. ყველამ უნდა იცოდეს, პრაქტიკულად რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს, რათა თავიდან აიცილოს ჯერ მუდმივად მოავადე ადამიანის, ხოლო შემდგომ კი ინვალიდის ბედი.
სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ჰიპერტონული დაავადების მქონე ადამიანთა მხოლოდ ნახევარმა იცის ამ დაავადების შესახებ. ამათგან მხოლოდ ნახევარი მკურნალობს, ხოლო ამ უკანასკნელთაგან მხოლოდ ნახევარი (ანუ მხოლოდ ყოველი მერვე დაავადებული) იტარებს ეფექტურ მკურნალობას. როგორც ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, ჰიპერტონული დაავადება, ექვემდებარება კორექციას მხოლოდ მუდმივი და სწორად შერჩეული მკურნალობის ფონზე. ცხოვრების წესის შეცვლის გააზრება ის აუცილებლობაა, რის გარეშეც შეუძლებელია მიღწეული იქნას მკურნალობის ძირითადი მიზანი - კარგი თვითშეგრძნებისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში.

რა არის არტერიული წნევა?
არტერიული წნევა ეწოდება წნევას, რომელსაც ავითარებს არტერიული სისხლი სისხლძარღვებში გავლისას. არ არსებობს ცოცხალი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არტერიული წნევა. არჩევენ მაქსიმალურ ანუ სისტოლურ არტერიულ წნევას და მინიმალურ ანუ დიასტოლურ არტერიულ სისხლის წნევას.
იმისათვის რომ გავიგოთ, რა არის არტერიული წნევა, წარმოდგენა უნდა გვქონდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანატომიის შესახებ და უნდა გავეცნოთ გულის, როგორც ტუმბოს, მუშაობის პრინციპს:
გული გადაისვრის სისხლს სისხლძარღვებში. უფრო ზუსტად, მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას აორტაში ხდება სისხლის გარკვეული რაოდენობის (დაახლ. 70 მმ) გადასროლა, რის გამოც აორტა ფართოვდება და მასში სისხლის წნევა მატულობს (მაგ. ავტომობილის საბურავში ასევე გაიზრდება წნევა მასში დამატებითი ჰაერის მასის ჩატუმბვისას). წნევას, რომელიც წარმოიქმნება სისტოლის დროს გულის კუნთის შეკუმშვის შედეგად სისტოლური წნევა ეწოდება, ანუ ეს არის აორტასა და არტერიებში წარმოქმნილი მაქსიმალური წნევა. არტერიული წნევის გასინჯვისას სისტოლურ, ანუ “მაქსიმალურ” წნევას შეესაბამება წნევის ზედა ციფრები (პირველ ციფრი).
გულის მიერ ამ სამუშაოს შესრულებისა და მისი მუსკულატურის მოდუნების შემდეგ წნევა აორტაში, საჰაერო ბუშტის მსგავსად, თანდათანობით ვარდება. წნევის მინიმალურ მაჩვენებელს, რომელიც მიიღება პარკუჭების მოდუნების შემდეგ, დიასტოლური წნევა ეწოდება. გულის მოდუნების პროცესში წარმოქმნილ დიასტოლურ, ანუ “მინიმალურ” წნევას (ანუ ქვედა წნევა) შეესაბამება წნევის გასინჯვისას დაფიქსირებული ბოლო ციფრი.

არტერიული წნევის გაზომვა
წნევა იზომება როგორც პირდაპირი მეთოდით, ანუ უშუალოდ სისხლძარღვში შეყვანილი ზონდის მეშვეობით, ასევე არაპირდაპირი მეთოდითაც, ანუ უსისხლო წესით.
ჩვეულებრივ, წნევა ყოველდღიურ პრაქტიკაში იზომება არაპირდაპირი მეთოდით, “ეშმაკურად”. ამისათვის გამოიყენება სპეციალური ხელსაწყო - რივა-როჩის სფიგმომანომეტრი, რომელსაც აქვს ვერცხლისწყლის შკალა. არსებობს სხვა ტიპის აპარატებიც: მაგ. ტონომეტრში რივა-როჩის აპარატისაგან განსხვავებით, ვერცხლისწყლიანი რეზერვუარი შეცვლილია ზამბარიანი მანომეტრით. უკანაკნელ პერიოდში გაჩნდა წნევის გასაზომი ელექტრონული აპარატებიც.
რივა-როჩის სფიგმომანომეტრს აქვს რეზინის მანჟეტი, საიდანაც რეზინის ორი მილი გამოდის. ერთი მათგანი ბოლოვდება რეზინის ბალონით, რომელსაც საკეტი აქვს. მეორე მილი შეერთებულია ვერცხლისწყლიან რეზერვუართან. აქედან გამოდის მინის კაპილარი, რომელსაც გვერდებზე 0-დან 300-მდე დანაყოფებიანი შკალა აქვს. A
წნევის გაზომვის ტექნიკა: ავადმყოფი უნდა იჯდეს ან იწვეს. მანჟეტი მაგრდება მხარზე, იდაყვის სახსრიდან 3 სმ-ის ზევით, თუმცა შეიძლება წნევა გაიზომოს ქვედა კიდურებზეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი მაჩვენებელი რამდენადმე განსხვავებული იქნება. ბალონის ხრახნისებრ საკეტს კეტავენ ისე რომ რომ ჰაერი რეზინის ბალონიდან მასზე ზეწოლისას მანჟეტში შედიოდეს. კაპილარში ვერცხლისწყლის დონე ნულზე უნდა იყოს. Mმანჟეტს ქვევით წინასწარ თითით ეძებენ იდაყვის არტერიას და მასზე ათავსებენ ფონენდოსკოპს მოსასმენად. მანჟეტში ჰაერი შეყავთ რეზინის ბალონით. მანჟეტი იბერება და მხრის არტერიას მიაჭ####ტს. მანჟეტში წნევის მომატების შესაბამისად ვერცხლისწყლის სვეტი მაღლა იწევს. როცა მანჟეტში წნევა გადააჭარბებს არტერიულ წნევას, არტერია მთლიანად მიიჭყლიტება და პულსი ქრება. Aამის შემდეგ ხრახნს ნელ-ნელა სხნიან და მანჟეტიდან ჰაერი გამოდის თანდათანაობით. როდესაც მანჯეტისა და მხრის არტერიის წნევა გათანასწორდება, მაშინ სხივისა და იდაყვის არტერიაში გადავა სისხლის პირველი ტალღა და ფონენდოსკოპის საშუალებით მოისმენთ პულსს. Aამ დროს ვერცხლისწყლის სვეტის დონე შეესაბამება სისტოლურ ანუ მაქსიმალურ წნევას.
მანჯეტში წნევის შემდგომი დაქვეითებისას პულსური დარტყმა მცირდება და ბოლოს სულ ქრება. ვერცხლისწყის სვეტის დონე ამ მომენტში მინიმალურ ანუ დიასტოლურ წნევას შეესაბამება.


რა სიხშირით უნდა მოხდეს წნევის გაზომვა?
დიდი ხნის განმავლობაში ადამიანი შეიძლება ვერ გრძნობდეს არტერიული წნევის ციფრების მომატებას და იგი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
მომატებული არტერიული წნევის სადიაგნოსტიკოდ საკმარისია სხვადასხვა დროს მშვიდ ვითარებაში წნევის გაზომვისას მინიმუმ სამჯერ მოხდეს არტერიული წნევის ციფრების მომატების დაფიქსირება. ამ დღეს ავადმყოფს არ უნდა ჰქონდეს მიღებული ისეთი მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს წნევის ციფრებზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყავის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ციფრების მომატება 11/5 მმ ვწყ.სვ.-ით, ალკოჰოლის მიღებამ –8/8 მმ ვწყ.სვ.-ით, სიგარეტის მოწევამ 6/5 მმ ვწყ.სვ.-ით. გადავსებული შარდის ბუშტის პირობებში წნევის გაზომვისას მან შეიძლება 15/10 მმ ვწყ.სვ.-ით მოიმატოს, ხოლო დაუფიქსირებელი ხელის პირობებში - 7/11 მმ ვწყ.სვ.-ით.
არტერიული წნევა უნდა გაისინჯოთ:
• ორ წელიწადში ერთხელ, თუ წნევის მომატების ეპიზოდებს არასოდეს არ აღნიშნავთ;
• წელიწადში ერთხელ მაინც, თუ ერთხელ მაინც გქონდათ წნევის მომატების ეპიზოდი;
• თვეში ერთხელ მაინც, თუ წნევის მომატების მიუხედავად თქვენ მას ვერ გრძნობთ;
• თუ წნევის მომატებას თან სდევს თვითგრძნობის გაუარესება - გაზომვათა სიხშირეს გირჩევთ ექიმი.


რომელი წნევა ითვლება ნორმალურად?
ჯანმრთელი ადამიანის სისხლის წნევა დამოკიდებულია ასაკზე: მოზრდილებისათვის ნორმად მიჩნეულია მაქსიმალური წნევა 110-130მმ ვერცხლისწყლის სვეტისა, მინიმალური კი - 60-80მმ ვერცხლისწყლის სვეტისა.
ჯანმო-ს ბოლო (1999 წლის) რეკომენდაციებით: არტერიული წნევა ნორმალურად ითვლება, თუ მისი დონე არ აღემატება 130/85 მმვწყ.სვ. 130/85 –140/90 მმ ვწყ.სვ. წნევის დონე შეესაბამება მაღალ ნორმალურს. თუ წნევის ციფრები არის 140/90 მმ.ვწყ.სვ. და ზევით, ეს ითვლება არტერიულ ჰიპერტენზიად.

რა არის არტერიული ჰიპერტენზია?

არტერიული ჰიპერტენზია (აჰ) – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს 140 მმ ვწყ.სვ. ან მეტს და/ან დიასტოლური არტერიული წნევა – 90 მმ ვწყ.სვ. ან მეტს იმ პირებში, რომლებიც არ იტარებენ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას (ჯანმო, ჰიპერტენზიის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, 1999 წ.).
ადამიანების უმეტესობას აღენიშნება წნევის ციფრების ზომიერი მომატება გარკვეული სპეციფიური ჩივილების გარეშე, თუმცა არტერიული ჰიპერტენზიის ასიმპტომური მიმდინარეობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადების არარსებობას.

არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიკაცია
ცნობილია არტერიული ჰიპერტენზიის მრავალი კლასიფიკაცია, რომელთაგანაც თითოეული ეფუძნება სხვადასხვა პრინციპს. მაგალითად, ძველად ავადმყოფებს განასხვავებდნენ გარეგნული იერის მიხედვით (ფერმკრთალი და წითელი). ეს ერთ-ერთი პირველი კლასიფიკაციაა, რომელსაც მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა შერჩა. გარდა ამისა, არსებობს კლასიფიკაციები: დაავადების წარმოშობის მიხედვით (პირველადი, ანუ იდიოპათიური და მეორადი, ანუ სიმპტომური), მიმდინარეობის მიხედვით (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი, ანუ სწრაფად პროგრესირებადი), არტერიული წნევის მომატების მიხედვით (იზოლირებული სისტოლური და დიასტოლური ჰიპერტენზია), სამიზნე ორგანოების დაზიანების ხარისხის მიხედვით. ეს უკანასკნელი დღეისთვის აქტიურად გამოიყენება ექიმების მიერ.
განსაკუთრებულ ფორმებად მიიჩნევა ე.წ. რეფრაქტერული ჰიპერტენზია, როცა არტერიული წნევის მომატება არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას და “თეთრი ხალათის ჰიპერტენზია”, ანუ წნევის მომატების განსაკუთრებული სახე, რომელიც ვითარდება მხოლოდ ექიმის ან სხვა მედპერსონალის თანდასწრებით.
ცალკე უნდა აღინიშნოს ე.წ. ჰიპერტონულ კრიზი, რომლის დროსაც არტერიული წნევა უეცრად იმატებს და აღწევს კრიტიკულ ციფრებს, რის გამოც იშლება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აუტორეგულაციური მექანიზმები და ვითარდება ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომები, რაც სუბიექტურად გამოვლინდება ძლიერი თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისრევით და პირღებინებით. ეს მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევასა და ექიმებისა და პაციენტების მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

რა იწვევს არტერიული წნევის ციფრების მომატებას?
არტერიული წნევის ციფრების მომატების უშუალო მიზეზები დაავადების სხვადასხვა ფორმის დროს განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ქსოვილებში იონური წონასწორობის დარღვევა:
• ჰიპერტონული დაავადება დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის იმ უბნების ფუნქციურ ცვლილებებთან, რომელიც პასუხისმგებელია გსს-ის, კერძოდ კი სისხლის წნევის, რეგულაციასთან.
• მისი განვითარება 10-15%-ში დაკავშირებულია გულზე ადრენალინის (სტრესის ჰორმონი) გაძლიერებულ ზემოქმედებასთან: გული იკუმშება უფრო სწრაფად, გადმოისვრის მეტი რაოდენობის სისხლს და არტერიული წნევა იმატებს. სწორედ ამიტომაც ფსიქიკური გადაძაბვა ითვლება ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად.
• წნევის ზრდას ხელს უწყობს სისხლში ნატრიუმის სიჭარბე, ვინაიდან იზრდება გულის შეკუმშვისას გადმოსროლილი სისხლის რაოდენობა.
• უჯრედის შიგნით კალციუმის რაოდენობის მატება იწვევს ჰიპერტონული დაავადების ისეთი ფორმის განვითარებას, რომლის დროსაც ავადმყოფს აღენიშნება გლუვი მუსკულატურის სპაზმი, რაც სისხლძარღვთა კედლის მდგომარეობის ცვლილების გამო ასევე იწვევს სისხლის წნევის რეგულაციის დარღვევას.
• 20-25%-ში ჰიპერტონული დაავადება დაკავშირებულია არტერიების სკლეროზთან, ასევე სისხლძარღვთა კედელზე ათეროსკლეროზული ბალთების განვითარებასთან. ამ დროს სისხლძარღვის კედლის შევიწროების გამო უარესდება ორგანოების სისხლით მომარაგება და ორგანიზმი ცდილობს მეტი ძალით გადაისროლოს სისხლი სისხლძარღვებში, რის გამოც იზრდება სისხლის წნევა.
• ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, კერძოდ ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, მადის დასაქვეითებელმა აბებმა, გლუკოკორტიკოიდებმა (პრედნოზოლონი, დექსამეტაზონი და სხვ.), ასევე ზოგიერთმა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატმა (ინდომეტაცინი და სხვა).
ჰიპერტენზია შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი:
პირველადი (ანუ ესენციური) ჰიპერტენზიის მიზეზი 90%-ში უცნობია. მაგრამ ცნობილია ის ფაქტორები (ე.წ. რისკ-ფაქტორები), რომლებიც ხელს უწყობენ მის განვითარებას. ესენია:
• მემკვიდრეობითი განწყობა;
• ასაკი და ზოგიერთი სხვა ბიოლოგიური მაჩვენებელი;
• ჭარბი წონა;
• არარაციონალური კვება (დიდი რაოდენობით ცხიმიანი და მარილიანი საკვების, ნაკლები რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღება);
• მჯდომარე ცხოვრების წესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
• თამბაქოს მოხმარება;
• სტრესული სიტუაციის გადალახვის უუნარობა;
• შრომისა და დასვენების არასწორი მონაცვლეობა;
მეორადი ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია წარმოადგენს სხვადასხვა ორგანოების, უმეტესად თირკმელების, სისხლძარღვების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადების ნიშანს.

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ მაღალი არტერიული წნევა
თუ თქვენ აღმოგაჩნდათ მაღალი არტერიული წნევა, აუცილებელია მიმართოთ მკურნალ ექიმს და მისი დანიშნულებით ჩაიტაროთ ყველა საჭირო გამოკვლევა.
წარმატებული მკურნალობა დიდად არის დამოკიდებული არამარტო ექიმსა და წამალზე, არამედ თითოეული თქვენგანის დამოკიდებულებაზე და მონდომებაზე და ყველა აუცილებელი რეკომენდაციის შესრულებაზე.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მთავარი მიზანია ამ პათოლოგიური მდგომარეობის გვიანი შედეგების თავიდან აცილება. ავადმყოფთა უმრავლესობა მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭიროებს ჰიპოტენზიური თერაპიის წარმოებას, მაგრამ თავიდან, 4-6 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს არტერიული წნევის ციფრებზე დაკვირვება, რათა შეფასდეს მისი სპონტანური დაქვეითების შესაძლებლობა. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა აუცილებელია სასწრაფო მედიკამენტოზური ჩარევა (ჰიპერტონული კრიზი, სამიზნე ორგანოების დაზიანება, არამედიკამენტოზური მკურნალობის უეფექტობა).
წნევის ზომიერი მომატების შემთხვევაში მაშინვე არ არის საჭირო მედიკამენტური მკურნალობა. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ გადაიქეცით ქრონიკულ ავადმყოფად, რომელიც განწირულია მთელი სიცოცხლე სვას დიდი რაოდენობით ტაბლეტები. ექიმი და პაციენტი მოკავშირეები უნდა იყვნენ ჰიპერტონიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ის ფაქტი, რომ წნევის მომატებას ხელს უწყობს რიგი ფაქტორები, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ცხოვრების წესთან, არასწორ კვებასთან (ჰიპერტონია 6-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ იმ პირებს, რომლებიც არარაციონალურად იკვებებიან), თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებასთან, უმოძრაობასთან, ფსიქოემოციურ დაძაბულობასთან, ცხადს ხდის იმ ფაქტს, რომ თქვენ შეგიძლიათ ზემოქმედება მოახდინოთ თქვენს არტერიულ წნევაზე, ანუ წონის ნორმალიზაციამ, ასევე ყოველდღიურმა ადექვატურმა ფიზიკურმა აქტივობამ, მავნე ჩვევებზე უარის თქმამ, რაციონალურმა კვებამ შეიძლება წნევის მომატებული ციფრების დაკლება გამოიწვიოს.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს, თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს და დაიწყებთ ცხოვრებას ახალი, უფრო ჯანსაღი ცხოვრებით, შეიძენთ ახალ ჩვევებს, რასაც უდავოდ დასჭირდება თქვენი ძალების მობილიზაცია და აქტიური ძალისხმევა.


რამოდენიმე რჩევა მათ, ვისაც აქვს არტერიული ჰიპერტენზია

1. ასაკის მიუხედავად, რეგულარულად აკონტროლეთ არტერიული წნევა.
2. დაიცავით რაციონალური კვების პრინციპები, რაც გულისხმობს ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას საკვებ ნივთიერებებზე, ვიტამინებზე, მინერალურ ნივთიერებებზე და ენერგიაზე. იგი ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
რაციონალური კვების ძირითადი პრინციპებია:
• ბალანსირება ორგანიზმისათვის ენერგიის დღიურ მოწოდებასა და ყოველდღიურ ცხოვრებასა და მუშაობის პროცესში მის ხარჯვას შორის;
• საკვები ნივთიერებების (დღიურ კალორაჟში ცილები – 15%, ცხიმები - 30%, ნახშირწ####ბი - 55%), ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ბალანსირება;
• სწორი კვების რეჟიმი გულისხმობს საკვების მიღების ჯერადობას დღეში 4-5, კვებას ერთი და იგივე დროს, ძილის წინ საკვების გადაჭარბებული მიღების გარეშე, სამხარსა და საუზმეს შორის ოპტიმალურ ინტერვალს არანაკლებ 12 საათისა.
დღიური მოთხოვნილება ცილებზე შეადგენს 90-95გრ. სრულფასოვან ცილას შეიცავს ყველა ცხოველური პროდუქტი – ხორცი, თევზი, ფრინველი, რძის პროდუქტები (ხაჭო, ყველი, რძე, კვერცხი). ცილების წყაროა აგრეთვე მცენარეებიც – ბარდისებრთა ოჯახი, ნიგოზი, კარტოფილი, მარცვლეული. რეკომენდებულია ყოველდღიურ რაციონში შეტანილი იყოს როგორც ცხოველური ცილების (დღიური ცილის 1/3), ასევე მცენარეული ცილების (დღიური ცილის 2/3) შემცველი პროდუქტები.
დღიური მოთხოვნილება ცხიმებზე შეადგენს 80-100 გრამს. ამ რაოდენობის ნახევარი შედის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ხორცი, ძეხვი, ყველი, ხაჭო, რძე და სხვ. საკვების მოსამზადებლად, ასევე სალათების, ფაფების, ბუტერბროდების შესაზავებლად რეკომენდებულია ყოველდღიურად არაუმეტეს 40-50 გრ ცხიმის გამოყენება (3 სუფრის კოვზი ცხოველური და მცენარეული ცხიმი შესაბამისი შეფარდებით 1 : 2). მცენარეულ ცხიმებში (მზესუმზირის, სიმინდის, ბამბის ზეთი), თევზში, ზღვის პროდუქტებში შედის მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზაციისათვის სასარგებლო სხვა ნივთიერებები, ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A, B ჯგუფის ვიტამინები, C,P). ზღვის თევზების ცხიმი შეიცავს ზეუჯერ ცხიმოვან მჟავეებს, რომლებიც სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს.
დღიური მოთხოვნილება ნახშირწ####ბზე შეადგენს 300-350 გრამს. არსებობს რთული და მარტივი ნახშირწ####ბი. დღიური მოთხოვნილების უმეტესობა (300 გრამამდე) უნდა დაიფაროს რთული ნახშირწ####ბის ხარჯზე (სახამებლის შემცველი პროდუქტები – პური, ფაფეული, მაკარონის ნაწარმი, კარტოფილი, ასევე ხილი და ბოსტნეული). მარტივი ნახშირწ####ბის (სუფთა შაქარი და მისი შემცველი სითხეები, ტკბილეული) დღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 40 გრამს.
უნდა შეიზღუდოს მარილის დღიური მოხმარება 5 გრამამდე (არასავსე ჩაის კოვზი), ხოლო გაიზარდოს კალიუმით მდიდარი პროდუქტების მიღება 5-6 გრამამდე.
კალიუმს საკმარისი რაოდენობით (დაახლოებით 0,5 გრ - 100გრ პროდუქტში) შეიცავს გარგარის ჩირი, ლობიო, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ქიშმიში, ბარდა, კარტოფილი (შემწვარი კანში). კალიუმი ასევე დიდი რაოდენობითაა (0,4 გრ 100 გრამში) ღორისა და საქონლის ხორცში, ასევე ხეკში, სკუმბრიაში, კალმარებში, შვრიის ფაფაში, პომიდორში, ჭარხალში, ბოლოკში, მწვანე ხახვში, მოცხარში, ყურძენში, გარგარში, ატამში.
ბოსტნეული, ხილი, განსაკუთრებით კენკროვნები, ასევე სხვა მცენარეული პროდუქტები შეიცავენ სასარგებლო უჯრედისს, ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს (კალიუმს, მაგნიუმს). მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ წნევის დაქვეითებას შეიცავს ჭარხალი, ხახვი, ნიორი, სალათის ფურცლები, შავი მოცხარი, მარწყვი და სხვა კენკროვნები. არსებობს ე.წ. «პროფილაქტიკური მარილი» ნატრიუმის ნაკლები შემცველობით (60%). იგი ასევე შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, იოდს. ნატრიუმის ნაკლები შემცველობით გამოირჩევა მცენარეული წარმოშობის ნატურალური პროდუქტები, ასევე ხაჭო, თევზი, ხორცი. გასტრონომიული (მზა) პროდუქტები შეიცავს მნიშვნელოვნად მეტ მარილს, ვიდრე ნატურალური პროდუქტები. მაგ. ძეხვი და ყველი 10-15 -ჯერ მეტ მარილს შეიცავს ნატურალურ ხორცთან შედარებით. უმჯობესია რაციონიდან ამოვიღოთ ან შევამციროთ ცხარე კერძები, სანელებლები, მწნილები, ცხოველური ცხიმები, დაკონსერვებული პროდუქტები, ცომეული, ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი. საკვების დამზადებისას უპირატესობა უნდა მიეცეს მოხარშვას, ორთქლზე დამზადებას, ჰაერღუმელში ცხობას. შეწვის პროცესს იშვიათად უნდა მივმართოთ. კარგია თუ მივეჩვევით მარილის მოყრას უკვე მზა სადილზე და არა მზადების პროცესში. უნდა შევამციროთ თავისუფალი სითხის, განსაკუთრებით მინერალური გაზირებული სასმელების, მიღება 1,5 ლიტრამდე დღეში.
3. ეცადეთ, განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისაგან
კარგადაა ცნობილი ორგანიზმზე თამბაქოსა და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის შესახებ. ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას, ზრდის დატვირთვას გულზე. ალკოჰოლის ზეგავლენით იკარგება კონტროლი თვითგრძნობაზე, რის გამოც მომატებული წნევა უფრო სახიფათო ხდება.
თამბაქოზე უარის თქმა, მითუმეტეს, თუკი თქვენ დიდი ხნის მწეველი ხართ, იოლი როდია. დაიწყეთ იმ მიზეზის ანალიზით, რატომ ეწევით? რამდენად აუცილებელია თქვენთვის თამბაქო? აწარმოეთ დღიური, სადაც ყოველდღიურად აღნიშნავთ, თუ რამდენი სიგარეტი მოწიეთ, გაანალიზეთ, რამდენად აუცილებელი იყო ეს თქვენთვის. შეეცადეთ მოიშოროთ ავტომატიზმამდე დასული ჩვევები, კერძოდ სხვაგან შეინახეთ თამბაქო და სანთებელა, შეცვალეთ სიგარეტის სახეობა. მოერიდეთ მწეველთა საზოგადოებაში დიდხანს ყოფნას. დაინიშნეთ ზუსტი დრო, როცა აპირებთ გადააგდოთ საბოლოოდ ეს მავნე ჩვევა. შეატყობინეთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს თქვენი სურვილის შესახებ, თავი დაანებოთ თამბაქოს მოწევას. ეს აუცილებელია მათი თანადგომისათვის. დახმარებისათვის შეიძლება სპეციალიზებულ კაბინეტსა და საზოგადოებასაც კი მიმართოთ.
4. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური დატვირთვის დონეს ექიმი შეგირჩევთ. სპეციალური ვარჯიშები უმჯობესია დაიწყოთ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და მხოლოდ მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით გადახვიდეთ შემდეგ დამოუკიდებელ დატვირთვაზე. ყველაზე რაციონალურია, თუ თქვენ გაზრდით ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის შენარჩუნების პირობებში.
თვითკონტროლში დაგეხმარებათ პულსის კონტროლი დატვირთვამდე და მის შემდეგ. უნდა განისაზღვროს დრო, რომლის განმავლობაშიც ხდება პულსის აღდგენა საწყის ციფრებამდე ერთი და იგივე დატვირთვის პირობებში (მაგ. 20 ბუქნის შემდეგ). დატვირთვის სიმაღლეზე პულსი არ უნდა აღემატებოდეს 120-140-ს წთ-ში (ნორმა=180-ასაკი). თუ თვითგრძნობა (ძილი, მადა, შრომისუნარიანობა) გაგიუარესდათ, გაგიჩნდათ უსიამოვნო შეგრძნებები, დატვირთვის ინტენსივობა უნდა Aშეამციროთ. დატვირთვამ არ უნდა გამოიწვიოს ქოშინის, პროფუზული ოფლიანობის, გულის არეში ტკივილის, საერთო სისუსტის პროვოცირება. ამ სიმპტომების გამოჩენა სიგნალი უნდა გახდეს სპეციალისტის განმეორებითი კონსულტაციისათვის.
დატვირთვა თანდათანობით უნდა გაზარდოთ – მით უფრო ნელა, რაც უფრო ნაკლებად ხართ ტრენირებული. ვარჯიშის სავარაუდო რეგულარობაა 3-5-ჯერ კვირაში. უმჯობესია დაიწყოთ დოზირებული სიარულით – დაახლოებით 120 ნაბიჯი/წთ-ში, შესვენების გარეშე 3-4კმ. დისტანციასა და ტემპს თანდათანობით უნდა მოუმატოთ. მაგ. წადით სამსახურში და დაბრუნდით ტრანსპორტის გარეშე. თუ ამის საშუალებაა, უმჯობესია ივარჯიშოთ ტყეში ან პარკში, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა.
5. ეცადეთ, დაიკლოთ წონაში, თუ გაქვთ ჭარბი წონა
უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომელი წონაა თქვენთვის ნორმალური და რომელი მომატებული. სხეულის ნორმალური წონის განსაზღვრისათვის საორიენტაციოდ შეიძლება მიმართოთ სპეციალურად შედგენილ ცხრილებს ან იხელმძღვანელოთ მარტივი ფორმულებით, მაგ:
• მამაკაცებისათვის: «სიმაღლე - 100»,
• ქალებისათვის: «სიმაღლე-105»
მნიშნელოვანია, დაცული იქნას ბალანსი მიღებულ ენერგიასა და ენერგეტიკულ დანახარჯებს შორის, განსაკუთრებით შუა ხნის ასაკში და იმ ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ არტერიული წნევის ციფრების მომატება. ამაში სპეციალური ცხრილები დაგეხმარებათ. მაგ. 100გრ არაჟნის ჭამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 400კკალ, 100გრ მაკარონით – 350კკალ, 100გრ ცხიმით – 900კკალ. 100გრ უცხიმო თევზში მხოლოდ 80კილოკალორიაა, ხილსა და ბოსტნეულში არის დაახლოებით 50კკალ.
70კგ წონის მქონე საშუალო ასაკის ადამიანი ერთსაათიანი სწრაფი სიარულის დროს კარგავს 300კკალ-ს, მშვიდი სიარულის დროს – 200კკალ-ს, ცურვის დროს - 670კკალ-ს, ველოსიპედით მგზავრობის დროს 490კკალ-ს, ძილის დროს 60კკალ-ს, საოჯახო საქმიანობის დროს 180კკალ-ს. თუკი თქვენ ჭარბი წონა გაქვთ, თქვენთვის საჭიროა დღე-ღამის განმავლობაში დახარჯოთ 1800-1200კკალორია.
წონის ნორმალიზებაზე ზრუნვა დაიწყეთ იმით, რომ გადახედეთ თქვენს ჩვევებს და საკვების შემადგენლობას, დაიკელით რამოდენიმე კგ, შემდეგ იზრუნეთ სტაბილური წონის მიღწევასა და შენარჩუნებაზე, რისთვისაც უნდა დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიში. გახსოვდეთ, რომ ჭარბი წონა, თუკი არ არის რაიმე დაავადებით გამოწვეული, უხშირესად ჭარბი კვების ბრალია, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხშირი წახემსების მავნე ზეგავლენის შესახებ. თუ საკვების დღეღამური კალორიულობა რეგულარულად აჭარბებს ენერგოდანახარჯებს 200კკალორიით, ადამიანმა წელიწადში შეიძლება 3-7კგ მოიმატოს.
6. ეცადეთ, სრულფასოვნად დაისვენოთ
უნდა კარგად დაისვენოთ, ამისათვის აუცილებელია არანაკლებ 8-9 სთ ძილი დღეღამეში. უნდა დაარეგულიროთ ძილისა და სიფხიზლის დღეღამური ფიზიოლოგიური რიტმი (დღე - სიფხიზლე, ღამე – ძილი).
7. ეცადეთ, წინ აღუდგეთ სტრესულ სიტუაციებს
თქვენ ადვილად შეგიძლიათ შეამციროთ ფსიქოემოციური დაძაბულობა (სტრესი). ამაში დაგეხმარებათ ფსიქიკური რეგულაციის მეთოდები, აუტოტრეინინგი (სუნთქვითი ვარჯიში, კუნთების მოდუნება, სხეულის მდებარეობის შეცვლა, ყურადღების კონცენტრაცია და ზოგჯერ უბრალოდ დასვენება). ხშირად შეუძლებელია კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილება. ასეთ შემთხვევაში, ეცადეთ, სწორად მიუდგეთ მას და მოახდინოთ მისი ნეიტრალიზება. გააკეთეთ პაუზა, სანამ თქვენს აღშფოთებას გამოხატავთ, შეცვალეთ საუბრის თემა, არ მიიღოთ გადაწყვეტილება მანამდე, სანამ გონებაში ყველა შესაძლო გადაწყვეტილების შედეგს არ გაითვალისწინებთ. ყველაზე უარესი გამოსავალია, თუ თქვენს გაღიზიანებას ახლობელ ადამიანებზე «გადატეხავთ». ეცადეთ, თავიდან აიცილოთ გადაღლა, განსაკუთრებით ქრონიკული, შეუთავსეთ ერთმანეთს ფიზიკური და გონებრივი სამუშაო.
8. გაითვალისწინეთ ექიმის ყველა რჩევა
თუკი თქვენ მედიკამენტები დაგინიშნეს, აუცილებელია, ზუსტად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რჩევა ხამოკლე პერიოდისათვის როდია გამიზნული. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ახლებურად, უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესების დაცვით უნდა დაიწყოთ ცხოვრება და ახალი ჩვევები უნდა შეიძინოთ. თუ თქვენ არტერიული წნევა უმნიშვნელოდ იმატებს, ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ჰიპერტონული დაავადება. თუკი წნევა მეტად და ხანგრძლივად იმატებს და გჭირდებათ ექიმის მიერ რეკომენდებული მედიკამენტების მიღება, ეს რჩევები დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ წნევის დაქვეითებას და წამლების დოზის შემცირების საშუალებას მოგცემთ.
გახსოვდეთ!
• ზ.ა. წესები და რჩევები ზოგადი ხასიათისაა და რასაკვირველია, არ შეგიცვლით თქვენი მკურნალი ექიმის ინდივიდუალურ რეკომენდაციებს;
• ექიმის დანიშნულება და ყველა რჩევა, უმჯობესია, სპეციალურ დღიურში შეიტანოთ.
GUDULAI ZESKVI

#3 ლ ი ც ი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8898 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ნიუ-ვასიუკი
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 02 January 2010 - 07:47 AM

გამოხმაურების ნახვაpoltergeistiს ციტატა(დაპოსტვის დრო 28th March 2008 - 07:32 PM):

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
შულტირება მაქვს გაკეთებული
მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად @Siknadmo

დადებული სურათი

ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი,
ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება,
რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი,
მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად.



დადებული სურათი

#4 Anima Libera    ნიკის ჩასმა

    Super Panteleimon

  • გლობალ მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9033 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Ganab Universe
რეპუტაცია: 194
საუკეთესო

დაწერილია 02 January 2010 - 01:44 PM

ლ ი ც ი
ეგ არაფერი კაცო :eshmak:
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ...


http://www.iPress.ge

#5 utilizatori    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 261 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:რუსთავი
რეპუტაცია: 8
პოზიტიური

დაწერილია 03 January 2010 - 07:21 PM

გამოხმაურების ნახვალ ი ც ის ციტატა(დაპოსტვის დრო Jan 2 2010, 07:47 AM):

შულტირება მაქვს გაკეთებული

შუნტირება ანუ
ძალიან ცუდი
რამდენი წლის ხარ?
ახალგაზრდა ასაკში შუნტირება რატო დაგჭირდა?
პოლიტიკური მურთაზავრი

http://www.overclockers.ge/forum/

დადებული სურათი

#6 Anima Libera    ნიკის ჩასმა

    Super Panteleimon

  • გლობალ მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9033 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Ganab Universe
რეპუტაცია: 194
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2010 - 11:22 PM

utilizatori
არც ისე ახალგაზრდა :D
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ...


http://www.iPress.ge

#7 utilizatori    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 261 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:რუსთავი
რეპუტაცია: 8
პოზიტიური

დაწერილია 04 January 2010 - 01:04 AM

გამოხმაურების ნახვაJonathan Livingstonს ციტატა(დაპოსტვის დრო Jan 3 2010, 11:22 PM):

utilizatori
არც ისე ახალგაზრდა :D

არა მგონია 99 წლის იყოს
ისე საინტერესოა მართლა რამდენი წლის არის
საერთოდ ინფარქტის ასაკი გაახალგაზრდავდა
პოლიტიკური მურთაზავრი

http://www.overclockers.ge/forum/

დადებული სურათი

#8 Anima Libera    ნიკის ჩასმა

    Super Panteleimon

  • გლობალ მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9033 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Ganab Universe
რეპუტაცია: 194
საუკეთესო

დაწერილია 04 January 2010 - 04:47 AM

utilizatori
ორმოცდაათს ზევით :))

რახან ფორუმში პოსტავს 25-ის უდა იყოს? :D
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ...


http://www.iPress.ge

#9 utilizatori    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 261 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:რუსთავი
რეპუტაცია: 8
პოზიტიური

დაწერილია 04 January 2010 - 08:47 PM

გამოხმაურების ნახვაJonathan Livingstonს ციტატა(დაპოსტვის დრო Jan 4 2010, 04:47 AM):

utilizatori
ორმოცდაათს ზევით :))

რახან ფორუმში პოსტავს 25-ის უდა იყოს? :))

ხო დამზნეყვე ეხლა :))
მე რა ვიცი რამდენი წლის არის :))

ციტირება

ჯონათან ლივინგსტონი = მატეო ფალკონე
ხო ფაქტიურად ერთი და იგივეა უბრალოდ სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა სახელი ქონდათ :)):
პოლიტიკური მურთაზავრი

http://www.overclockers.ge/forum/

დადებული სურათი

#10 Saturn    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 170
საუკეთესო

დაწერილია 06 February 2010 - 01:15 PM

zeskvi

გამოხმაურების ნახვაzeskviს ციტატა(დაპოსტვის დრო 1st January 2010 - 02:15 PM):

საქართველოში ჰიპერტონული დაავადების მქონე ადამიანთა რიცხვი განუხრელად იზრდება
ეს თემა პოლიტიკაში გადმოიტანეთ, მიშას დავაბრალოთ საქართველოში ჰიპერტონული დაავადების მქონე ადამიანთა რიცხვის განუხრელად ზრდა და გავტისკოთ :D:

წნევას რაც შეეხება, მე ნორმალურის ზღვარზე მაქვს წნევა. ჩვეულებრივ 140/90 -ზე, პერიოდულად ცოტა მეტიც. წლების განმავლობაში ვვარჯიშობდი ბოდიბილდინგზე და მაგ სპორტზე მოვარჯიშე ხალხს როგორც წესი უწევს წნევა ზევით. ექიმმა მითხრა რომ სხვა კუნთების ზრდასთან ერთად გულის კუნთიც სქელდება და ძლიერდება და უფრო მეტ სისხლს გადაისვრის არტერიაში, რაც მაღლა სწევს წნევას :user:
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე

#11 ლ ი ც ი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8898 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ნიუ-ვასიუკი
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 06 February 2010 - 01:49 PM

გამოხმაურების ნახვაJonathan Livingstonს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd January 2010 - 01:44 PM):

ლ ი ც ი
ეგ არაფერი კაცო
Jonathan Livingston
რაღა არაფერი. შუნტირების შემდეგ კიდევ ინფარქტმა მხია და სტენდი ჩამიდგეს
მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად @Siknadmo

დადებული სურათი

ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი,
ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება,
რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი,
მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად.



დადებული სურათი

#12 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 12 February 2010 - 05:42 PM

რო დავლევ ხოლმე, მარცნივ მტკივა ხოლმე და ვერ გავარკვიე, გულია ტუ თირკმელი...რას მეტყვით?
2X2=4

#13 Saturn    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 170
საუკეთესო

დაწერილია 12 February 2010 - 10:05 PM

გამოხმაურების ნახვაnewstudioს ციტატა(დაპოსტვის დრო Feb 12 2010, 05:42 PM):

რო დავლევ ხოლმე, მარცნივ მტკივა ხოლმე და ვერ გავარკვიე, გულია ტუ თირკმელი...რას მეტყვით?
წინ თუ უკან?
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე

#14 kisa    ნიკის ჩასმა

    vredina

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 11416 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 111
საუკეთესო

დაწერილია 12 February 2010 - 10:36 PM

უი მე დედა!
ეხლა ეს რომ წავიკითხო ხომ დავისვი დიაგნოზი და დავიკრიფე ხელები გულზე :)))
"როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…"
მარტინ ნიმოელერი

#15 ლ ი ც ი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8898 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ნიუ-ვასიუკი
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 13 February 2010 - 02:48 AM

გამოხმაურების ნახვაnewstudioს ციტატა(დაპოსტვის დრო 12th February 2010 - 05:42 PM):

რო დავლევ ხოლმე, მარცნივ მტკივა ხოლმე და ვერ გავარკვიე, გულია ტუ თირკმელი...რას მეტყვით?
newstudio
გული გამორიცხე
მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად @Siknadmo

დადებული სურათი

ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი,
ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება,
რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი,
მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად.



დადებული სურათი





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი