Jump to content


AC MILAN


504 replies to this topic

#1 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 21 March 2008 - 10:51 AM

ეს არის მილანის ფან-კლუბი ფორუმზე :bob:

დადებული სურათი

კლუბის ისტორია:

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის იტალიის ქალაქ მილანის ამავე სახელწოდების გუნდის ისტორია სათავეს იღებს შორეული 1899 წლის 16 დეკემბრის ღამეს, როდესაც მილანის სასტუმრო "Hotel du Nord"-ში შეიკრიბა 11 ადამიანი, რათა ჩამოეყალიბებინათ საფეხბურთო გუნდი. იმდროინდელ მილანში უკვე არსებობდა ერთი გუნდი სახელწოდებით "მედიოლანუმ", მაგრამ ამ გუნდის შედეგები ძალიან სუსტი იყო, რის გამოც გადაწყდა ახალი კლუბის შექმნა. შეკრებილ ადამიანთა შორის იყვნენ როგორც ინგლისელები (კილპინი, ედვარდსი, ელისონი, ბარნეტი, ედვარდსი და ნათანი), ასევე იტალიელები (პირელი, კამპერიო, ანგელონი, დუბინი, ვალერიო). გადაწყვეტილ იქნა, რომ კლუბს დარქმეოდა "Milan Cricket & Foot-ball Club", რადგანაც ჩაფიქრებული იყო, რომ კლუბი მეტწილად იქმნებოდა როგორც კრიკეტის მოთამაშეთა საზოგადოება, ვიდრე სუფთა საფეხბურთო გუნდი. პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ალფრედ ედვარდსი. კლუბის ოფისად შერჩეულ იქნა მილანის ღვინის ერთ-ერთი მაღაზია სახელწოდებით "ფიასჩიტერია ტოსკანა". მაღაზია მდებარეობდა ვია-ბრეჩეტზე და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც მილანის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილი, სადაც ხდებოდა საყვარელი გუნდის წარმატებების თუ წარუმატებლობების გარჩევა.

გუნდის სათამაშო მოედნად არჩეულ იქნა ადგილი, სადაც ეხლა განლაგებულია "Stazione Centrale". მილანის პირველია კაპიტანი გახდა ჰერბერტ კიპლინი. სწორედ მან მოიგონა კლუბის ფორმა და მისი ფერები: წითელი და შავი. წითელი ფერი გამოხატავს ეშმაკს, ხოლო შავი იმ საფრთხეს, რომელიც ყველა მილანის მოწინააღმდეგს ემუქრებოდა. გუნდს გაუჩნდა ზედმეტსახელი "ეშმაკები". კლუბის ემბლემა გახდა ფარი, რომელზეც გამოსახულია წითელი ინგლისური ჯვარი.

1900 წლის 11 მარტს მილანმა ჩაატარა პირველი არაოფიციალური თამაში, რომელშიც მის მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა მეორე მილანური კლუბი მედიოლანუმი (სადაც ადრე ჰერბერტ კიპლიგი თამაშობდა). მილანმა 3-0 დაამარცხა თავის მოწინააღმდეგე, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, რაც გუნდს აძლევდა ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ 1900 წლის 15 აპრილს პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მილანმა 0-3 დათმო შეხვედრა ტორინეზესთან, უკვე შემდეგ სეზონში იგი წარსდგა როგორც სავსებით ბრძოლისუნარიანი კოლექტივი. სეზონი დაიწყო დამაჯერებელი გამარჯვებით თანაქალაქელ მედიოლანუმზე მეოთხედფინალში, ხოლო ნახევარფინალში ტურინში პირველ ისტორიულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი იუვეს წინააღმდეგ. ფეხბურთელებმა ნამდვილი საფეხბურთო შოუ მოუწყევს მაყურებლებს, ხოლო თამაშის ბედი მილანის სასარგებლოდ ნეგრეტის დუბლმა და ჰერბერტ კიპლინის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა 3-2. ჩემპიონატის ფინალში 5 მაისს მილანმა გაანადგურა იმ დროისათვის იტალიის საუკეთესო გუნდი ჯენოა 3-0, რომელსაც ყველა წინა ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. შემდეგ სეზონში ჯენოამ რევანში აიღო და 2-0 დაამარცხა მილანი. 1903 წლის სეზონშიც ვერცხლის მედლებს დასჯერდა მილანური კლუბი ფინალში იუვესთან 0-2 დამარცხების შემდეგ. თუმცა ამავე სეზონში გუნდმა 3 არაოფიციალური ტურნირი მოიგო: ალესანდრიის ტურნირი, სან-მარკოს თასი და კონვენგო ნოვარას თასი. 1904 წლის სეზონი შედარებით წარმატებული იყო თუმცა ფინალისაკენ გზა ისევ იუვემ გადაუჭრა პირველი თამაში 1-1, განმეორებითი 0-3.

აღნიშნული წარმატებების შემდეგ გადაწყვეტილ იქნა რომ კლუბს შეცვლოდა სახელი და 1905 წელს მას დაერქვა "Foot-ball Club Milan". თუმცა სახელის ცვლილებამ სეზონში წარმატება გუნდს ვერ მოუტანა და პირველივე წრეში მილანეზესთან მარცხდება. 1906 წლის სეზონი ტრიუმფით დასრულდა მილანისთვის, ფინალში იუვე იქნა ძლეული 2 მატჩიან დაპირიპირებაში 0-0 და 2-0.

1907 სეზონში მილანმა შეძლო სკუდეტოს შენარჩუნება, რომლისკენაც მიმავალ გზაზე ძლეულნი იქნენ მილანეზე 6-0 და 1-0, ტორინო 1-1 და 2-2 და ანდრეა დორიუ 5-0 და 2-0. აღნიშნული წარმატებით მილანი გახდა ათწლეულის იტალიის საუკეთესო გუნდი, რომელმაც ამ პერიოდში 3 ჯერ მოახერხა სკუდეტოს მოპოვება. იმ პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ კიპლინი, იმხოფი, რიცი და ტრერე.

შემდეგი 45 წელი ყველაზე უფრო შავი პერიოდია მილანის ისტორიაში. სკუდეტოს გარეშე თითქმის ნახევარი საუკუნე. 1951 წლის სეზონში ყველაფერი მილანელთა ხელში იყო. მათ ბოლო ტურში ლაციო უნდა დაემარცხებინათ შინ, თუმცა მოულოდნელმა მარცხმა რომაულ კლუბთან ეჭვქვეშ დააყენა როსონერის ჩემპიონობა. თუმცა ამ შემთხვევაში მშველელად მათ ინტერი მოევლინათ, რომელთაც შეეძლოთ ბოლო ტურში გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე გადასულიყვნენ საბოლოო ცხრილში, თუმცა აქაც მოულოდნელობა და ინტერის მარცხმა ტორინოსთან მორიგი სკუდეტო მოაგებინა მილანს. საუკეთესო ფეხბურთელი გუნარ ნორდალი 34 გოლი 37 თამაშში. სულ მილანმა იმ სეზონში 107 გოლი გაიტანა.

50-იანი წლების დასწყისში მილანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც პირველ რიგში დაკავშირებული იყო 3 ახალი შვედი ფეხბურთელის გუნარ გრენის, გუნარ ნორდალის და ნილს ლიდჰოლმის შეძენასთან, რომლებიც მომავალ 3 სეზონში (1950, 1951, 1952) წარმოადგენდნენ იმდროინდელი მილანის ძირითად დამრტყმელ ძალას. თუმცა 1953 წლის სეზონში შვედთა სამეულს გუნარ გრენი მოაკლდა, სამაგიეროდ გუნდი ხელმძღვანელობამ იმ დროისათვის რეკორდულ 72 ათას დოლარად შეიძინა ურუგვაელი ხუან ალბერტო სკიაფინო. მიუხედავად აღნიშნული ტრანსფერისა მილანმა მხოლოდ 1955 წელს მოახერხა მორიგი სკუდეტოს მოპოვება, ხოლო 1956 წელს პირველად ისტორიაში მილანი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა მადრიდის რეალთან. ამ ორი სეზონის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელდა კვლავაც შვედი გუნარ ნორდალი რჩებოდა, რომელმაც 1956 წელს დატოვა გუნდი (გადავიდა რომაში), რომლის შემადგენლობაშიც მან საერთო ჯამში 257 მატჩი ჩაატარა და 210 ბურთი გაიტანა (აღნიშნული შედეგი დღესდღეობითაც არ არის გაუმჯობესებული).

1956/57 წელს მორიგი სკუტედო, რომლის სულისჩამდგმელებათ გუნდში დარჩენილი ერთადერთი შვედი ნილს ლიდჰომლი და ახალშენაძენი კარლიტო გალი მოგვევლინენ. იგივე განმეორდა 1957/58 წლის სეზონში და მილანმა უკვე მე-7 გამარჯვება იზეიმა იტალიის ჩემპიონატში. აღსანიშნავია რომ 50-იან წლებში მილანი კენტ წლებში ხდებოდა ჩემპიონი 1955, 1957, 1959 და ტაიმ-აუტს იღებდა ლუწ წლებში, თუმცა 1958 წელს მილანმა უკვე ევროპულ არენაზე მიაღწია წარმატებას და პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში დათმო შეხვედრა კვლავ მადრიდის რეალთან. 1960-61 წლების სეზონი უკანასკნელი აღმოჩნდა შვედისათვის მილანის რიგებში, სადაც მან 359 თამაში ჩაატარა. თუმცა გუნდიდან წასვლამდე მან რეკომენდაცია გაუწია 17 წლის ფეხბურთლეს ჯანი რივერას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მილანის მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბებაში.

მე-8 ოქროს ტიტული მილანმა 1962 წელს მოიპოვა, სადაც მის რიგებში უკვე ბრწყინავდა ჯანი რივერა. რივერას წინამძღოლობით 1963 წლის 22 მაისს უემბლიზე ჩემპიონთა თასის ფინალში მილანმა 2-1 დაამარცხა იმ დროისათვის ევროპაში უძლიერეს კლუბად მიჩნეული პორტუგალიის ბენფიკა შეუდარებელი ეუსებიოთი და ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტულს პირველად დაეუფლა. ფინალური მატჩის გმირი გახდა ბრაზილიელი ხოსე ალტაფინი, რომელმაც ეუსებიოს გოლს დუბლით უპასუხა. იმ პერიოდში მილანის რიგებში ბრწყინავდნენ ასევე ჩეზარე მალდინი, ჯოვანი ტრაპატონი და ნერეო როკო.

5 წლიანი წარუმატებელი პაუზა შეწყდა 1968 წელს როცა მილანმა მე-9 სკუდეტო მოიპოვა და ამავე სეზონში დაეუფლა თასების მფლობელთა თასს ფინალში გერმანული ჰამბურგის დამარცხებით. კლუბში შეტევის ხაზის ახალი ვარსკვლავი აკიაფდა - პიერინო პრატი. 1969 წელს მილანმა უკვე მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეტესო კლუბის ტიტული დაამარცხა რა ფინალში ანგარიშით 4-1 ამსტერდამის აიაქსი, რომელსაც დიდებული იოჰან კრუიფი მიუძღოდა წინ. მატჩის ბედი სწორედ პრატის ჰეთ-ტრიკმა გადაწყვიტა. ამავე სეზონში მილანმა ეს ევროპული წარმატება მსოფლიო წარმატებითაც გაამყარა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში არგენტინული ესტუდიანტესი დაამარცხა, რითაც მილანი პლანეტის უძლიერეს კლუბად იქცა.

1973 წლის 16 მაისს მილანი მეორედ იგებს თასების თასს ამარცხებს რა ფინალში ინგლისურ ლიდსს 1-0, ხოლო 1979 წელს უკვე ნანატრი მე-10 სკუდეტოს ჯერიც დადგა, რომლის სულისჩამდგმელი კვლავ დაუვიწყარი შვედი ნილს ლიდჰოლმი იყო, ოღონდ უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში. 1979 წელი მილანის ერთ-ერთი ლეგენდის ჯანი რივერას კარიერის დასასრულის და მეორე ლეგენდის ფრანკო ბარეზის კარიერის დასაწყისის სეზონი იყო.

მომავალი 5 წელი ალბათ იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარუმატებელი პერიოდი მილანის ისტორიაში, რადგან ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ჯერ სატურნირო ცხრილის ბოლოში მოექცა, ხოლო შემდეგ პროკურატურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ დიდ სკანდალში გაახვია (თამაშების ყიდვა-გაყიდვა), რასაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სანქციები და მილანის სერია ბ-ში დაქვეითება მოჰყვა. მართალია უკვე 1982-ში მილანი დაბრუნდა სერია ა-ში მაგრამ ვერ შეძლო იქ ადგილის შენარჩუნება და კვლავ სერია ბ-ს დაუბრუნდა. ამ დროს კლუბის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა საყოველთაოდ ცნობილი ჯუზეპე ფარინა, რომელიც სულ მალე სამხრეთ აფრიკაში გაიქცა იტალიიდან და თან წაიყოლა კლუბის მთელი ფული. უკვე მიდიოდა საუბარი რომ მოსალოდნელი იყო 1911-1951 წლების პერიოდის განმეორება, რომ არ გამოჩენილიყო სილვიო ბერლუსკონი თავისი ფინასური იმპერიით, რომელმაც შეიძინა კლუბი და დღემდე მის მფლობელად ითვლება. ეს ყველაფერი 1986 წელს ხდება. ბერლუსკონის ფინანსურმა სახსრებმა მალევე დაუბრუნეს მილანს გამარჯვებულის ფსიქოლოგია. გუნდის მწვრთნელად დაინიშნა არიგო საკი, ხოლო იტალიელ ფეხბურთლებთან ერთად გუნდში ბრწინავდა ჰოლანდიური მფრინავი სამეული - გულიტი, რაიკაარდი და ვან ბასტენი. მე-11 ოქროს ტიტული მოპოვებულ იქნა იმ დროს იტალიაში უძლიერეს კლუბად მიჩნეულ ნაპოლისთან ერთი შეხედვით უაზრო საჩემპიონო რბოლაში, რომელსაც თვით დიეგო მარადონა მიუძღოდა წინ. საბოლოოდ მილანმა 1988 წლის 10 მაისს ნაპოლიში დაამარცხა ადგილობრივი კლუბი ანგარიშით 3-2. სპეციალისტების შეფასებით, იმ დროის მილანი ითვლება მსოფლიო ფეხბურთის უძლიერეს საკლუბო გუნდად ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე.

1989 წელს მილანმა უკვე მესამედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული, რომლისკენაც გზაზე მან გამანადგურებელი ანგარიშით 5-0 სძლია რეალს, ხოლო ფინალში 4-0 დაამარცხა ბუქარესტის სტიაუა. ამ თამაშში მილანს მხარს უჭერდა დაახლოებით 100000 ტიფოზი და ეს რიცხვი დღემდე ითვლება რეკორდულად, როდესაც ერთი კლუბის გულშემატკივართა ამხელა რაოდენობა გუნდს გაჰყვა ქვეყნის გარეთ.

იმავე წელს კლუბმა მოიგო მე-2 საკონტინენტთაშორისო თასი კოლუმბიური ნასიონალის დამარცხებით ანგარიშით 1-0 და პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო ყველა ტურნირში, სადაც კი იღებდა მონაწილეობას. 1990 წლის 23 მაისი - მე-4 ჩემპიონთა თასი, ამჯერად დამარცხებულია ბენფიკა 1-0. იმავე წლის 29 ნოემბერი - იტალიის სუპერთასი, ფინალში დამარცხებულ იქნა გენუის სამპდორია. აღნიშნულ პერიოდში მილანი დაუმარცხებელი გუნდი იყო. იმავე წელს უკვე ევროპის სუპერთასზე იგივე სამპდორია იქნა დამარცხებული, ხოლო სეზონის გვირგვინად იქცა 9 დეკემბერი, როცა მე-3 მსოფლიოს უძლიერესი კლუბის ტიტული იქნა მოპოვებული ტოკიოში პარაგვაული ასუნსონის ოლიმპიის 3-0-ით განადგურებით.

1992-ში გუნდში ახალი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მოვიდა, რომელმაც ახალი სტილით აათამაშა გუნდი და ახალი რეკორდი დაამყარა სერია ა-ში, სადაც ლიდერობდა პირველიდან ბოლო ტურამდე და დაუმარცხებლად განვლო მთელი ჩემპიონატი. მე-12 სკუდეტოც მოპოვებულ იქნა.

იგიევე რეკორდები დაფიქსირდა მომავალ სეზონშიც და მხოლოდ 58-ე თამაშში დამარცხდა მილანი. ამავე პერიოდში კიდევ 2-ჯერ იქნა მოპოვებული იტალიის სუპერთასი იუვესთან და პარმასთან ბრძოლაში. დამყარდა ასევე რეკორდი, რომელიც 10 ზედიზედ მოგებულ თამაშს ითვლიდა ჩემპიონთა თასზე, თუმცა ეს რეკორდი ტურნირის ფინალში იქნა შეწყვეტილი მარსელის ოლიმპიკთან 1-0 წაგებით და პრინციპში ეს თამაში იყო იმ დიდებული მილანის დასასრულის დასაყისი. თუმცა ინერციით 93/94 წლების სეზონშიც მილანმა მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ხოლო გუნდის მეკარე სებასტიანო როსიმ ახალი მშრალი რეკორდი დაამყარა. მას 929 წუთის განმავლობაში არ გაუშვია გოლი. თუმცა მისთვის ამ რეკორდის დამყარება ძალიან რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან მილანის იმდროინდელი დაცვის ხაზი (ტასოტი-მალდინი-ბარეზი-კოსტაკურტა) პრაქტიკულად გაუვალი იყო ნებისმიერი თავდასხმისათვის. იმ სეზონში მორიგ სკუდეტოს დაემატა მორიგი ჩემპიონთა თასი, სადაც ფინალში გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 დამარცხებულ იქნა ბარსელონა, თუმცა ფეხბურთის ყველა სპეციალისტი და ბუკმეკერები სწორედ ბარსას უწინასწარმეტველებდნენ წარმატებას. ეს შეხვედრა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ლეგენდარულ მატჩად არის მიჩნეული.

შემდეგ სეზონში მილანმა კვალვ ითამაშა საკონტინენთაშორისო თასის ფინალში, თუმცა დამარცხდა ველეს სარსფილდთან 0-2, მაგრამ გარკვეუწილად რეაბილიტაციად შეიძლება ჩაითვალოს ევროპის სუპერთასის მოგება არსენალთან დაპირისპირებაში 0-0; 2-0. მომავალ სეზონში მილანი კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა ამჯერად ამსტერდამის აიაქსთან დამარცხდა, რასაც თან დაემატა ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის ტრამვა, რომელიც მას იურგენ კოლერმა მიაყენა და საბოლოო ჯამში განაპირობა ამ მართლაც უნიჭიერესი თავდამსხმელის ფეხბურთიდან წასვლა.

1995/96 წლების სეზონში მოპოვებულ იქნა მორიგი მე-15 სკუდეტო, თუმცა გუნდში აღარ იყვნენ მფრინავი ჰოლანდილები, სამაგიეროდ ბრწყინავდნენ რობერტო ბაჯო და ჯორჯ ვეა.

სეზონის ბოლოს ფინანსური უთანხმოების გამო გუნდს ტოვებს კაპელო. კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ უარი თქვა მისთვის ხელფასის გაორმაგებაზე, რადგან თვლიდა რომ მის გუნდს საერთოდ მწვრთნელის გარეშე შეეძლო თამაში. შემდგომში ბერლუსკონი აღიარებს თავის ამ შეცდომას მაგრამ, უკვე გვიან იყო და ურუგვაელი მწვრთნელის ოსკარ ტაბარესის ხელში სრულიად მოიშალა კაპელოს მიერ შექმნილი მექანიზმი.

თუმცა შემდგომში ბერლუსკონიმ დააბრუნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კაპელო, მაგრამ მანაც ვერ შეძლო კლუბის კრიზისიდან გამოყვანა და უკვე მილანს სათავეში ალბერტო ძაკერონი ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა მე-16 სკუდეტო მოიპოვა 1998/1999 წლების სეზონში.

მილანის შემდგომი წარმატებები კარლო ანჩელოტის და თავდასხმაში შეუდარებელ უკრაინელს ანდრეი შევჩენკოს უკავშირდება, რომელთა წინამძღოლობით მილანმა 2003-2004 წლების სეზონში მე-17 სკუდეტო მოიგო, ამას დაემატა 2002-2003 წლებში ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის მე-5 თასი, 2004 წელს იტალიის სუპერთასი და 2003 წელს ევროპის სუპერთასი.

უკანასკნელი წლების მილანის წარმატება ბრაზილიელი კაკას სახელთანაა დაკავშირებული. მისი ბრწყინვალე თამაშით და კარლო ანჩელოტის ზუსტად მორგებული ტაქტიკით მილანმა მოახერხა 2006-2007 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება, მაშინ როდესაც არავინ მოელოდა ამას. 2006 წლის ზაფხულში მოხდა ცნობილი სკანდალი იტალიურ ფეხბურთში. მილანს სერია ბ-ში დაქვეითება და ლიგის გათამაშების გამოტოვება ელოდა. საბოლოოდ გუნდმა სეზონი 8 ქულის დაკლებით დაიწყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება შეუნარჩუნდა.

სეზონის დასაწყისში მილანი საშინელ ფეხბურთს აჩვენებდა. არსებობდა ამის მრავალი მიზეზი: სკანდალი იტალიურ ფეხბურთში, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდის რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დაღლილობა, ბოლო წლების მილანის თავდასხმის უცვლელი ლიდერის, ანდრეი შევჩენკოს ინგლისურ ჩელსიში გაურკვეველი გადაბარგება, ჯილარდინოს ცუდი თამაში, მასიური ტრავმები, ჭორები მწვრთნელის გადადგომის შესახებ და სხვა.

მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, კარლო ანჩელოტიმ მოახერხა სასწაული. 2006-2007 წლების სეზონზე, მილანს ლიგაზე ჰყავდა 3 თავდამსხმელი: ალბერტო ჯილარდინო (9 თამაში, 2 გოლი), რიკარდო ოლივეირა (6 თამაში, არცერთი გოლი) და ფილიპო ინძაგი (10 თამაში, 4 გოლი). ბრწყინვალე ტაქტიკით, კაკას და ზეედორფის ფანტასტიური თამაშით (13 გოლი 10 შეხვედრაში), მილანმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, პლეიოფებში სელტიკის, ბავარისს, მანჩესტერის დაჩოქება და ფინალში ძველი მეტოქის, ლივერპულის დამარცხება.


მიღწევები:

17 იტალიის ჩემპიონის ტიტული (1901-06-07-51-55-57-59-62-68-79-88-92-93-94-96-99, 2004)
5 იტალიის თასი (1967-71-73-77, 2003)
7 ჩემპიონთა თასი (1962-69-89-90-94, 2003, 2007)
2 თასების თასი (1968-73)
5 ევროპის სუპერთასი (1989-90-95, 2003, 2007)
4 საკონტინენტთაშორისო თასი (1969-89-90, 2007)
2 ლათინური თასი (1951-56)

დადებული სურათი

ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო გამარჯვება: 1950/51 პალერმოსთან 9-0
ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მარცხი: 1996/97 იუვესთან 1-6
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სტუმრად: 1954/55 ჯენოასთან 8-0
ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი სტუმრად: 1935/36 ალესანდრიასთან 1-6
სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი: 35 ბურთი, გუნარ ნორდალი 1949/50
ყველაზე მეტი გატანილი ბურთი სეზონში: 118 1949/50 (20 გუნდი) 84 1958/59 (18 გუნდი)
ყველაზე ნაკლები გაშვებული ბურთი სეზონში: 12 1968/69 (16 გუნდი) 15 1993/94 (18 გუნდი)
ყველაზე ნაკლები გატანილი ბურთი სეზონში: 21 1981/82 (16 გუნდი) 36 1966/67 1993/94 (18 გუნდი)
ყველაზე მეტი გაშვებული ბურთი სეზონში: 62 1932/33 (18 გუნდი)

დადებული სურათი

მილანის პრეზიდენტები:

1899-09 ალფრედ ედუარდსი
1909-28 პიეტრო პირელი
1928-30 ლუიჯი რავასკო
1930-33 მარიო ბენაცოლი
1933-35 ლუიჯი რავასკო
1935-36 პიეტრო ანონი
1936-37 დირექტორთა საბჭო (ანონი, ლორენცინი, ვალდამერი)
1937-39 ემილიო კოლომბო
1939-40 აკილე ინვერნიცი
1940-44 უმბერტო ტრაბატონი
1944-45 ანტონიო ბუსინი III
1945-54 უმბერტო ტრაბატონი
1954-63 ანდრეა რიცოლი
1963-65 ფელიჩე რივა
1966 ფედერიკო სორდილო
1966-67 ლუიჯი კარარო
1967-71 ფრანკო კარარო
1971-72 ალბინო ბუტიკი
1972-76 მარიო ბენაცოლი
1976 ბრუნო პარდი
1976-77 ვიტორიო დუინა
1977-80 ფელიჩო კოლომბო
1980-82 გაეტანო მორაცონი
1982-86 ჯუზეპე ფარინა
1986 როზარიო ლო ვერდე
1986-2004 სილვიო ბერლუსკონი

დადებული სურათი

მილანის მწვრთნელები:

1907-11 ჯოვანი კამპერიო II
1911-12 ერნესტო ბელონი
1913-14 მწვრთნელთა ჯგუფი (სტაბილინი, ბელტრამი, პევერელი)
1914-15 მწვრთნელთა ჯგუფი (სტაბილინი, ბელტრამი, კოლომბო)
1915-16 გიდო მოდა
1919-21 გიდო მოდა
1924-26 ვიტორიო პოცო
1926 გიდო მოდა
1926-28 ჰერბერტ ბურგესი
1928-31 ენგელბერტ კიონიგი
1933-34 იოზეფ იოლაკი
1934-37 ადოლფო ბალოჩიერი
1937 უილიამ გარბუტი
1937-40 იოზეფ ბანასი
1940-41 გიდო არა
1941-43 მარიო მანოცი
1943-45 ჯუზეპე სანტაგოსტინო
1945-46 ადოლფო ბალონჩიერი
1946-49 ჯუზეპე ბიგონიო
1952-53 მარიო სპერონე
1953 გუნარ გრენი
1953-54 არიგო მორსელი
1954-56 ექტორ პურიჩელი
1956-58 ჯუზეპე ვიანი
1958-60 ლუიჯი ჩინა ბონიცონი
1960 ფელიცე არიენტი
1960-61 პაოლო ტოდესკინი
1961-63 ნერეო როკო
1963-64 ლუის ანტონიო კარნილია
1964-66 ნილს ლიდხოლმი
1966 ჯოვანი კატოზო
1966-67 არტურო სილვესტრი
1967-72 ნერეო როკო
1973-74 ნერეო როკო
1974 ჩეზარე მალდინი
1974 ჯოვანი ტრაპატონი
1974-76 გუსტავო ჯანონი
1976 ჯოვანი ტრაპატონი
1976 პაოლო ბარისონი
1976-77 ჯუზეპე მარკირო
1977 ნერეო როკო
1977-79 ნილს ლიდჰოლმი
1979 ალვარო გასპარინი
1979-81 მასიმო ჯაკომინი
1981 იტალო გალბიატი
1981-82 ლუიჯი რადიჩე
1982 იტალო გალბიატი
1982-84 ილარიო კასტანერი
1984 იტალო გალბიატი
1984-87 ნილს ლიდჰოლმი
1987 ფაბიო კაპელო
1987-91 არიგო საკი
1991-96 ფაბიო კაპელო
1996-97 ოსკარ ტაბარესი
1997 არიგო საკი
1997-98 ფაბიო კაპელო
1998-2001 ალბერტო ძაკერონი
2001 მწვრთნელთა ჯგუფი (ჩ. მალდინი, მ. ტასოტი)
2001 ფატიხ ტერიმი
2001- კარლო ანჩელოტი

დადებული სურათი
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#2 FIORENTINO    Insert Nick

    ???????? ????????

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 6,594 posts
  • Gender:Male
  • Location:სკამი...
Reputation: 1
პოზიტიური

Posted 21 March 2008 - 12:14 PM

ჰოოო კაკამ რაღაც ძაან მოუკლო...

სასტავი ვაბშეტა გადაბერდა ცოტა...

ისე რამე ქნან, თორემ ლიგაზეც ვერ მოხვდებიან ასეთი თამაშიც...

მამენტ ლიგაში მოსახვედრად მთავარი კონკრენტი ალბათ ფიორენტინაა და მე კი ფიორას გასვლა მინდა ლიგაზე... :ena:
ЛЕГЧЕ ДОЖДАТСЯ КОНЦА СВЕТА ЧЕМ КОНЦА ТЕМНОТЫ...

#3 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 21 March 2008 - 04:43 PM

ალბათ ზაფხულში დაიმატებენ ვინმე ნორმალურს

იმედია ბალასტს გაყრიან, ემერსონის, სერჟინიოს, შიმიჩის, კაფუს და დიდას სახით.
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#4 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 23 March 2008 - 01:30 AM

დღეს მილანმა გასვლაზე მოუგო ტორინოს, რითიც ძალიან გამახარა :D

პატომ შეაგდო ერთადერთი გოლი
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#5 FIORENTINO    Insert Nick

    ???????? ????????

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 6,594 posts
  • Gender:Male
  • Location:სკამი...
Reputation: 1
პოზიტიური

Posted 23 March 2008 - 12:48 PM

დადებული მქონდა მილანზე, კაია, რომ მოიგო... :D
ЛЕГЧЕ ДОЖДАТСЯ КОНЦА СВЕТА ЧЕМ КОНЦА ТЕМНОТЫ...

#6 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 30 March 2008 - 06:37 PM

ბლინ მილანი თავის სახლში აგებს ატალანტასთან 0-2 ;)
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#7 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 31 March 2008 - 01:57 PM

1-2 დამარცხდა მილანი, მალდინიმ ბოლო წუთებზე გაიტანა და შეამცირა სხვაობა...
სახლში ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს გუნდს, აი გასვლაზე სერია A-ში საუკეთესოები არიან...
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#8 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 05 April 2008 - 11:28 PM

მიხარია!
მილანი 2-0 უგებს კალიარის პირველი ტაიმის შემდეგ, შეიძლება ითქვას სახეს ახევს :user:
კაკამ და ინძაგიმ იკისრეს :))
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#9 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 06 April 2008 - 10:44 AM

გუშინ მილანმა დიდებული მატჩი ჩაატარა კალიარისთან...
3-1 კაკა, ინძაგიმ დუბლი შეასრულა...

პიპო შეუდარებელი იყო, განსაკუთრებით კარგი მეორე გოლი გამოდგა
კაკა, გუშინძ ველი კაკა ვიხილეთ
მოედნის ცენტრის პატრონი იყო ამბროზინი
ბონერა ძალან კარგად გაისარჯა მარჯვენა ფლანგზე
ბროკი კარგად ჩაერთო თამაშში, მისი პასით ინძაგიმ გოლი გაიტანა :D
მოკლედ მომეწონა გუშინდელი თამაში :bob:
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#10 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 13 April 2008 - 10:04 AM

გუშინ ძალიან მაგარი თამასი შედგა იუვენტუსსა და მილანს შორის, კაცნაკლულმა მილანმა წააგო 2-3, პიპომ დუბლი შეასრულა :)

ლიგაზე გასვლის შანსები მცირდება
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#11 Indian_Summer    Insert Nick

    God bless Indian Summer

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 3,084 posts
  • Gender:Male
  • Location:Yes
Reputation: 0
ნეიტრალური

Posted 13 April 2008 - 02:42 PM

გაუმარჯოს მილანს მაგარია. ნუ გეშინიათ მეოთხეზე ყველა პონტში გავლენ შანსი არ არის რომ ვერ მოხვდნენ ლიგაზე
მას, ვისაც მცირედი ელდაც ჰყოფნის რათა დაფეთდეს, ღმერთი დიდ ტანჯვას არ მიაყენებს

#12 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 13 April 2008 - 03:41 PM

 fleaს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 13 2008, 03:42 PM):

გაუმარჯოს მილანს მაგარია. ნუ გეშინიათ მეოთხეზე ყველა პონტში გავლენ შანსი არ არის რომ ვერ მოხვდნენ ლიგაზე
მეც მაგის იმედი მაქვს, საცოდაობა იქნება ლიგაზე თუ ვერ მოხვდნენ :bob:
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII

#13 FIORENTINO    Insert Nick

    ???????? ????????

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 6,594 posts
  • Gender:Male
  • Location:სკამი...
Reputation: 1
პოზიტიური

Posted 13 April 2008 - 05:06 PM

მე კიდე დიდი იმედი მაქვს რომ ვერ გავა მილანი... :)

ფიორენტინა უნდა გავიდეს ლიგაზე!
ЛЕГЧЕ ДОЖДАТСЯ КОНЦА СВЕТА ЧЕМ КОНЦА ТЕМНОТЫ...

#14 Indian_Summer    Insert Nick

    God bless Indian Summer

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 3,084 posts
  • Gender:Male
  • Location:Yes
Reputation: 0
ნეიტრალური

Posted 13 April 2008 - 05:32 PM

ამ წელს არა მარა მეორე წელს შეიძლება :):
მას, ვისაც მცირედი ელდაც ჰყოფნის რათა დაფეთდეს, ღმერთი დიდ ტანჯვას არ მიაყენებს

#15 Elibo    Insert Nick

    HOMO HOMINI LUPUS EST

  • პლანეტელი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2,531 posts
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ნაშოჩკები
Reputation: 2
პოზიტიური

Posted 20 April 2008 - 09:31 PM

მილანმა დღეს ბრწყინვალე სტილში გადაუარა რეჯინას 5-1
გოლები: კაკამ სამჯერ შეაგდო (2 პენალტით), ინძაგი და პატო :))
MMIX

როდისმე მეც გავხდები თეთრ მერსედესზე ამხედრებული ღიპიანი ბიძა!!!!

MCMLXXXIII





1 user(s) are reading this topic

0 members, 1 guests, 0 anonymous users