კონტენტზე გადახტომა


foreignpress.ge ძველი თბილისის ახალი ხედვა


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 planetanews    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 43302 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 08 October 2010 - 05:05 PM

დადებული სურათი

ჯი.ი.

თბილისის ძველი უბნები ერთროულად მომაჯადოებელი და ამავე დროს პირქუშიცაა.  მის მიხვეულ-მოხვეულ, მოკირწყლულ ქუჩებს, დაბრეცილ სახლებდ, აჟურული ხის აივნებს მომნუსხავი, თვალშისაცემი ხიბლი აქვს, მაგრამ ათი წლის ბიუროკრატულმა  უყურადღებობამ, საყოველთაო სიღარიბემ და 2002 წლის მიწისძვრამ მას მძიმე დარტყმა მიაყენა.  ამ ნაგებობის უმეტესობა ბარაკების კატეგორიასაა მიკუთვნებული და მათი აღდგენა სასწრაფოდაა აუცილებელი.

მაგრამ განახლების მცდელობები სადიკუსიო აღმოჩნდა. იმის გამო, რომ თბილისში კრედიტებით გაცხოველებული სამშენებლო ბუმი ატყდა, ზოგიერთი ბინადარი შიშობდა, რომ დაუნდობელი მშენებლები ძველ ქალაქს ოფისების ბრჭყვიალა კორპუსებით შეცლიან. არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობა ძალაში 2007 წელს შევიდა. მაგრამ იმ ობიექტების დიდი რაოდენობა, რომლებიც ოფიციალურადაა გამოცხადებული ძეგლად, სამთავრობო ფონდების შეზღუდული რაოდენობა და მშენებლების კომერციული მისწრაფებანი, გადაწყვეტილების მიღებას დღესაც ართულებს.

2008 წელს, ფინანსური კრიზისისა და რუსეთთან ხანმოკლე ომის შემდეგ სამშენებლო ბიზნესი ჩაცხრა. ამან ახალი პრობლემები გააჩინა. თბილისის სამშენებლო ინდუსტრია, მთავარი ადგილობრივი დამსაქმებელი, 10-ჯერ შეიკვეცა, სამშენებლო კომპანიებს დაახლოებით $700 მილიონის ღირებულების დაუსრულებელი შენობები აქვთ აღნუსხული და ბანკებს მხრებზე მძიმე ვალები დააწვა.

საპასაუხოდ გასულ წელს გიგი უგულავამ, ქალაქის მერმა აამოქმედა პროექტი ” ახალი სიცოცხლე ძველი თბილისისათვის”. იდეა ასეთია: მთავრობა გამოყოფს საბრუნავ კაპიტალს, რომელიც სამშენებლო კომპანიებს  საცხოვრებელი სახლების დასრულების საშუალებას მისცემს. ბარაკების ბინადარნი, თუ ისინი თანახმანი იქნებიან, თავის ახალ ბინებში გადავლენ და ფაათავისუფლებენ მიწას ძველ თბილისში. მთავრობა მიწებს მშენებლებისთვის  ტენდერზე გაიტანს. მშენებლები ბიზნესს განავითარებენ, გაყიდიან და მოგებას ბანკებში თავისი ვალების დასაფარად გამოიყენებენ.  ოფიციალურ პირები იმედოვნებენ, რომ სარგებელი მრავალმხრივი იქნება: განახლებული სამშენებლო ინდუსტრია, მეტი სამუშაო ადგილი, უკეთესი ბინები ღარიბებისთვის და თბილისის ტურიზმის ინდუსტრიის განმტკიცება.

ერთი წალი გავიდა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტმა თანხების პირველი ტრანში განახორციელა და პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა. დაახლოებით 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა და 500 ღარიბ ოჯახს საცხოვრებელი სივრცე შეუქმნა. დისკუსიები ახლა იმაზე მიდის, თუ როგორ შეინარჩუნონ ძველი თბილისის სული მაშინ, როდესაც გათავისუფლებულ სივრცეებში მშენებლობა მიმდინარეობს: იდეა გულისხმობს გეგმაში გარემოს დაცვის შეტანხმების შეტანას და პარიტეტული საბჭოს შექმნას (რომელშიც შევლენ კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები), საბჭო დაამტკიცებს და მეთვალყურეობას გაუწევს სამუშაოებს.  ”თბილისის მოდელი”, რომელიც Architectural Review-ში  ფინანსური კრიზისით დაზარალებული ქალაქების რიგში კარგ მაგალითად მოიხსენიეს, მომავალ წელს კონფერენციის თემად იქცევა.

მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ საპილოტო პროექტია: სულ მთლიანად უკეთეს დაბინავებას 50,000 ოჯახი საჭიროებს. თბილისმა მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მისაღებად UNESCO-ში კიდევ ერთხელ წარადგინა განცხადება (2007 წელს მისი ეს მცდელობა მარცხით დამთავრდა). მას ეს სტატუსი დაფინანსების ახალ არხებს გაუჩენდა. ძველი ქალაქის განვითარების საბოლოო გეგმა, არსებული სქემის მიღმა, რომელიც უშუალოდ ბინათმშენებლობაზეა ფოკუსირებული, ამ ძალისხმევას კიდევ უფრო განამტკიცებდა.  მაგრამ იმის გამო, რომ მთავრობამ უგულვებელყო UNESCO-ს წესები ბაგრატის საკათედრო ტაძრის აღდგენისას, მსოფლიო კულტურული საგანძურის კუთვნილება ქუთაისში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, გაეროს ბიუროკრატებმა შეიძლება მოფიქრებისთვის პაუზა აიღონ.

რამდენად წარმატებული იქნება პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერ უცნობია. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შეიძლება ითქვას: თბილისის ბინადარნი ძალიან იოლად დასცინიან არასასურველ არქიტექტურულ ინოვაციებს. ამ წლის დასაწყისში, ბრჭყვიალა  ხიდი  ძველი ქალაქის სიახლოეში პომპეზურობით გახსნეს.  ხუმარებმა სასწრაფოდ უშოვეს მას ახალი სახელი და „ოლვეის ულტრა“ უწოდეს, რადგან მას ჰიგიენურ პაკეტს ამსგავსებენ.

ორიგინალი



ორიგინალი





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი