კონტენტზე გადახტომა


პეტრე უმიკაშვილი (1838-1904)


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 მდა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1218 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 07 December 2008 - 09:37 PM

პეტრე უმიკაშვილი (1838-1904)

დადებული სურათი

ქართველი ლიტერატორი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა ჯერ თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ კი - პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1893 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში.

უმიკაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის პოპულარიზაციაში. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ქართული წიგნების გაგზავნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში. ის ძალისხმევას არ იშურებდა ქართული თეატრის აღდგენა-განვითარების საქმეში, ერთხანს მუშაობდა კიდეც ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1860 წელს კარამზინის თხზულების "მწერალს რა ეჭირვებას" თარგმანით. შემდეგ მისი პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები, ნარკვევები, "საშინაო მიმოხილვები" ხშირად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1864 წელს შეადგინა ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმიკაშვილის დამსახურება ხალხური სიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნებისა და ქართველი მწერლების თხზულებათა გამოცემის საქმეში. 1874 წელს მან დაბეჭდა "ლექსები სახალხო სიმღერებისგან შედგენილი", გამოაქვეყნა "არსენას ლექსი", "ეთერიანი", "ქართული ანდაზები" და სხვა. 1875 წელს მისი თაოსნობით ცალკე წიგნად გამოიცა ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები, ასევე: დ. გურამიშვილის ნაწერები, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ვ. ორბელიანის, გრ. ორბელიანის, ალ. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის ლექსები, "ვისრამიანი", ვახტანგ მეექვსის "დასტურლამალი", ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და სხვა.
ისწავლეთ!





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი