Jump to content
Planeta.Ge

ალტერნატივა


Recommended Posts

ამ თემაში მინდა ვისაუროდ ალტერნატივაზე ფასიანი პროგრამებისათვის. ხშირად ჩველებრივ იუზერს არ ჭირდება ძვირადღირებული, მძიმე პროგრამები, და ამპროგრამებისათვის კიდე საჭიროა სერინიკების და კეიგენების ძებნა. ხოდა ამ თემაში ჩვენ ვისაუბრეტ ალტერნატივაზე - უფასო პროგრამებზე, რომელიც რიგ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდენენ უფრო ეფექტურები, მსუბუქნი და ეფექტურნი რიგითი მომხმარებლისთვის, ვიდრე მათი ფასიანი ანალოგები

 

OpenOffice.Org, განსაკუთრებით კი მისი მესამე ვერსია, რეალური ალტერნატივაა ფასიანი და ძვირადღირებული, და ამიტომ ჩვენ ქვეყანაში პირატულად გავრცელებადი Microsoft Office-სა. OpenOffice.Org-ის 3 ვერსია განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მისი გამოსვლიდან დაახლოებით ერთი თვე გავიდა და უკვე დაფიქსირდა 10 მილიონამდე ჩატვირთვა.

 

Openoffice.Org 3.0 საკმაოდ სრულყოფილი პაკეტია. მისი დაყენებისას თქვენ უფასოდ იღებთ:

 

Writer - ვორდის მძლავრი ანალოგი. იგი მშვენივრად გამოდგება წერილების, სხვადასხვა რეფერატების, სადიპლომოების და სხვა ტიპის დოკუმენტების შესადგენად და დასარედაკტირებლად. დოკუმენტში შესაძლებელია გრაფიკების, სურათების და სხვა ობიექტების ჩასმა. დოკუმეტის შენახვა შესაძლებელია HTML, XHTML, PDF, Doc-ში. Openoffice.Org 3.0-ს შეუძლია გახსნას 2007 წლის ვორდის ფაილებიც კი. ვრაიტერს აქვე ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც არ არის ვორდში, ეს არის სიტყვების ავტოდამთავრება. ეს ფუნქცია დაგჭირდება გრძელი დოკუმენტების შედგენისას. თუ ერთხელ მაინც დაბეჭდეთ სიტყვა რაიტერი მას იმახსოვრებს. შემდგომში თუ თქვენ დაიწყებთ იმავე სიტყვის ბეჭდვას ის ლურჯ ფონზე შემოგთავაზებთ ამ სიტყვას სრულად. თქვე დაგრჩებათ მხოლოდ ენტერზე დაჭერა. თუ ეს ის სიტყვა არ არის, რომელიც თქვენ გინდათ დააწექით ადგილის გამოტოვების კლავიშას და გააგრძელეთ ბეჭდვა.

 

http://img227.imageshack.us/img227/3805/writerkz9.th.jpg

 

Calc - ექსელის ანალოგი. ექსელს რაღაც რაღაცეებში ჩამოუვარდება. მარა ამას თქვენ შეამჩენვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ექსელში ზიხართ მთელი დღე. ხოლო თუ ექსელი გინდათ პრაისების გასახსნელად, სხვადასხვა ტიპის გამოთვლების გასაკეთებლად, საოჯახო ბუღალტერიის საწარმოებლად კალკი მშვენივრად დააკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს. კალკს შეუძლია ექსელის და ექსელ 2007-ს ფაილების გახსნა. იგი ინახავს ფაილებს ექსელის, PDF-ის, HTML-ის ფორმატში.

 

http://img92.imageshack.us/img92/1908/calcbn7.th.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Impress - პოუერპოინტის მძლავრი ანალოგი. კითხულობს და ინახავს პოუერპოინტის ფორმატში. ასევე შესაძლებელია ფაილის ექსპორტირება სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატში, მათ შორის ფლეშში.

 

http://img227.imageshack.us/img227/4968/impressco4.th.jpghttp://img227.imageshack.us/images/thpix.gif

 

Draw - ვექტორული გრაფიკის რედაკტორი, რომელიც დააკმოყიფილებს მომხმარებელთა უმრავლესობის მოთხოვნებს. მუშაობს 20-ზე მეტ გრაფიკულ ფორმატთან.

 

http://img81.imageshack.us/img81/3696/drawvf4.th.jpghttp://img81.imageshack.us/images/thpix.gif

 

Base - მონაცემთა ბაზა. საკმაოდ მძლავრი მონაცემთა ბაზის მართვის პროგრამაა. პროგრამას შეუძლია იმუშაოს HSQLDB, DBASE, Microsoft Access, MySQL, Oracle, ODBC, JDBC ბაზებთან.

 

http://img74.imageshack.us/img74/539/basebn6.th.jpghttp://img74.imageshack.us/images/thpix.gif

 

Math - ფორმულებთან სამუშაო პროგრამა. იგი გამოირჩევა იმით, რომ შეუძლია შეინახოს ფორმულა Mathematical Markup Language (Math ML) სტანდარტით. პროგრამა საჭირო იქნება ტექნიკური სპეციალობის მქონე ადამიანებისთვის და მაგ სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

http://img227.imageshack.us/img227/6144/mathrh7.th.jpghttp://img227.imageshack.us/images/thpix.gif

 

რატო ავირჩიე მე ოფენოფისი?

 

1. არავითარი გადასახადები, კრეკები ან სერიალები.

2. თავისუფალი პროგრამული კოდი ანუ პროგრამის თავისუფალი მოდიფიცირება და გავრცელება.

3. მისი გამოყენება შესაძლებე მრავალ პლატფორმაზე: ვინდოუსი, ლინუქსი, მაკინტოშები.

4. თავისუფლად ვრცელდება სპელჩეკერები და ინტერფეისები სხვადასხვა ენისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ალტერნატიულ არქივატორზე 7zip. ეს არის მძლავრი უფასო არქივატორი, რომელსაც შეუძლია გახსას და დაარქივოს შემდეგ ფორმატებში, როგორიცაა 7z, ZIP, GZIP, BZIP2 და TAR, და შეუძლია წაიკითხოს RAR, CAB, ISO, ARJ, LZH, CHM, MSI, WIM, Z, CPIO, RPM, DEB, NSIS არქივები. ლოკალიზირებულია 69 ენაზე, მათ შორის ქართულზე. 7z ფორმატი, რომელიც არის პროგრამის მშობლიური ფორმატი, პრაკტიკულად საუკეთესოა შეკუმშვის მხრივ. მას აქვს 30-70% ადგილის მოგება. საიტი http://www.7-zip.org
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

BOO

ვაა, რა საინტერესო თემაა, სად დაიკარგა თემის ავტორი ?

დღეს იყო შემოსული და რავი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოლეგააააა! იაქტიურე! შეგვივსე ფორუმი სოფტვეარ და ჰარდვეარ სიახლეებით!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

გავაგრძელოთ მაშინ ჩვენი ალტერნატიული პროგრამების თემა ვინაიდან ასეთი დაინტერესება ჰპოვა ამან ყველაფერმა.

დღეს მე მინდა გიამბოთ ფოტოშოპის ალტერნატიულ უფასო და საკმაოდ მძლავრ პროგრამაზე სახელწოდებით Gimp

http://img.zdnet.com/techDirectory/_GIMP.GIF

http://upload.wikimedia.org/wikipedia/en/thumb/2/2c/Gimp-utility-window-hint.png/300px-Gimp-utility-window-hint.png

http://photok12.org/photos/gimp1.jpg

Gimp ანუ GNU Image Manipulation Programm არის ღია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განეკუთვნება რასტრული გრაფიკის რედაქტოების კლასს. ნაწილობრივად მუშაობს ვექტორულ გრაფიკასთან მას აქვს ფუნქციების ძალიან დიდი რაოდენობა, მათ შორის შრეები, ავტომატიზაცია, სკრიპტები, ადონები და სხვა

მუშაობს მრავალ გრაფიკულ ფორმატთან.

აღნიშნული პროგრამა ხელმისაწვდომია Windows, Linux, Mac მომხმარებლებისათვის.აღსანიშნავია, რომ ბევრი ლინუქს დისტრიბუტივი უკვე ვრცელდება ამ პროგრამასთან ერთად

 

მაშასადმე თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ეს პროგრმა მიუხედავად იმისა, რომელი ოპერაციული სისტემა გაქვთ, და არ იმტვრიოთ თავი ემულაციაზე თუ სერიალ/კრეკებზე.

ოფიციალური საიტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Roman

 

 

აუ , შენ გაიხარე, თუ ჩაინიკის არ დაამადლი იმის სწავლას, სურათზე ფონი როგორ შევცვალო , საშინლად მადლობელი დაგრჩები :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BOO

აუ , შენ გაიხარე, თუ ჩაინიკის არ დაამადლი იმის სწავლას, სურათზე ფონი როგორ შევცვალო , საშინლად მადლობელი დაგრჩები

შეგეძლო ჩემთვისაც გეკითხა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე გრაფიკოსი არ ვარ, და GIMP ძაან ჩაინიკის დონეზე ვიცი. უბრალოდ ალტერნატიული პროგრამების თაობაზე გაცნობებთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

კარგი,გეკითხები ))))

 

 

 

Roman

 

მადლობა , ვიაპი და ლეთითბი ფაილების გამტეხი,ნორმალური პროგა არიცი ? რეალურად რომ მუშაობდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ალტერნატიული ფოტოშოპი, ონლაინ რეჟიმში

 

ჩაინიკებისთვის და მოყვარულებისთვის ძალიან მოსახერხებელი რამეა

 

http://www.beef.ge/imageeditor/index.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
  • 2 months later...
ამ თემაში მინდა ვისაუროდ ალტერნატივაზე

მეთქი ჭეშმარიტ რპოგრამებზე უნდა ილაპარაკოოთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

LibreOffice -მა რაც არ უნდა ეცადოს ძირითად ms ოფისს ვერ შეცვლის (((

 

მაგრამ სამუშაო დონეზე მაინც საკმაოდ კარგია.OpenOffice-ის პონტია )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...