Jump to content
Planeta.Ge

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი


Recommended Posts

"ახალი საპროცესო კოდექსის თანახმად, საბრალდებო დასკვნა გაუქმდა. სასამართლო პროცესზე პროკურორს მისი წაკითხვა აღარ მოუწევს. თუ დაკავებულს აქამდე ბრალდებულის სტატუსი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭებოდა (მანამდე პირს "ეჭვმიტანილს" უწოდებდნენ), ახალ საპროცესო კოდექსში პირი დაკავებისთანავე ბრალდებულად ჩაითვლება. 38-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის სტატუსში გაერთიანდა ეჭვმიტანილი და განსასჯელი. ამასთან, სასამართლოში პროკურორი უწინდებურად სასჯელს აღარ მოითხოვს, არამედ მხოლოდ პირის დამნაშავედ ცნობას. მოსამართლე, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დამოუკიდებლად დაადგენს სასჯელის ზომასა და სახეს. ცვლილებებია პატიმრობის ვადებშიც. თუ აქამდე პატიმრობის ვადა წინასწარი გამოძიების დროს 90 დღე იყო, ახლა 60 დღემდე შემცირდება. ასევე, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს პატიმრობის გამოყენება. დაბრუნდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. განახევრდა გირაოს მინიმალური ოდენობა და 1000 ლარს შეადგენს. შემოდის ახალი ტერმინი - მაგისტრი მოსამართლე, რომელიც მხოლოდ აღმკვეთ ღონისძიებებს განიხილავს (აქამდე აღმკვეთსა და არსებით საქმეებს ერთი და იგივე მოსამართლეები განიხილავდნენ)", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"იქნება წინასასამართლოს სხდომის მოსამართლე, რომელიც განიხილავს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს და ნიშნავს საქმის განხილვის თარიღს. ცალკე იქნება არსებითად განმხილველი მოსამართლე. მოსამართლეს აღარ ექნება მოწმეებისთვის შეკითხვის დასმის უფლება... მოწმის სტატუსი მხოლოდ სასამართლოში ამოქმედდება. თუმცა ეს მუხლი მოგვიანებით, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შევა ძალაში. სასამართლოში ჩვენების დროს მოწმის სტატუსს იძენენ გამომძიებელი, პროკურორი, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი, თარჯიმანი. დაზარალებული აღარ იქნება მხარე. მისი ინტერესი პროკურორმა უნდა დაიცვას (აქამდეც პროკურორი იცავდა, თუმცა პროცესის მსვლელობისას დაზარალებულს უფლება ჰქონდა, ბრალდებულისთვის ან მოწმისთვის შეკითხვა დაესვა). პირს დაზარალებულად ცნობს პროკურორი. ასევე, პროკურორი ვალდებული იქნება, დაზარალებულს წინასწარ აცნობოს საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ", - განმარტავს სტატიის ავტორი და დასძენს:

 

"ჯვარედინ დაკითხვას წარმართავს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე არ გამოუძახებია. ჯვარედინი დაკითხვისას დასაშვები იქნება პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა. შეკითხვების დასასმელად და მათზე პასუხის გასაცემად მოსამართლე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. ახალი საპროცესო კოდექსის თანახმად, მხოლოდ აღიარებითი ჩვენება არ იქნება საკმარისი. ასევე, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, შეამოწმოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები".

 

http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/142655-qarthuli-presis-mimokhilva-18082010.html

 

პ.ს. მივესალმები ამ ცვლილებებს...ამჟამად მოქმედი არაფრად არ ვარგა...მთლიანად ძალოვნების ინტერესებზეა აგებული...ნებისმიერი სახის შემსუბუქება უკვე კარგია...

 

და აუცილებლად გასაუქმებელია სასჯელის შეკრებითობის პრიმციპი...თორე სასწაული სროკები გამოსდის ხალხს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და აუცილებლად გასაუქმებელია სასჯელის შეკრებითობის პრიმციპი...თორე სასწაული სროკები გამოსდის ხალხს!

თუ არ ვცდები ეს საპროცესოს პრეროგატივა არაა, არ მახსოვს. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. მივესალმები ამ ცვლილებებს...

ამის დედა ვატირე, ნაცები რო კაიფობენ ხალხზე, იასნია, მარა თქვენ რაღატო კაიფობთ, ეგ არ მესმის რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პ.ს. მივესალმები ამ ცვლილებებს...

 

 

განა რა ცვლილებებია ესეთი რომ მიესალმები კიდეც?

 

 

აი სანამ მოსამართლეები არ იქნებიან დამოუკიდებლები,ანუ ვიღაცის კამანდას სანამ აღარ შეასრულებენ და არ შესრულების დროს,ვერც ვერავინ ვერაფერს რომ მოსჭამს,მერე მივესალმები რეფორმას. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მნიშვნელოვანი ცვლილებები!

ეტყობა ლიბერასტებმა ვანოს შეუტიეს და ვანოც დათმობებზე წავიდა! :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...