კონტენტზე გადახტომა


Hippie


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
13 პასუხი თემაში

#1 jood    ნიკის ჩასმა

    Love Hippie

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2725 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:HIPPIE LAND
რეპუტაცია: 2
პოზიტიური

დაწერილია 29 September 2008 - 08:28 PM

გრძელი თმები, დახეული ჯინსები, ფერადი ტანსაცმელი, უამრავი აქსესუარი და პროტესტი საყოველთაოდ მიღებული ნორმებისადმი - ასეთი იყო გასული საუკუნის 60-იანი წლები, ეპოქა, რომელშიც ჰიპებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადააბრუნეს მოდა და შექმნეს სტილი ყოველგვარი წესების გარეშე.

ჰიპური მოძრაობის დასაწყისი - 1965 წელი.

ადგილი - შეერთებული შტატები.

სუბკულტურის ძირითადი პრინციპი - არაძალადობა.

ჰიპები ატარებდნენ გრძელ თმებს, უსმენდნენ როკ-ენ-როლს, ღებულობდნენ ნარკოტიკებს, ცხოვრობდნენ კომუნებში, მოგზაურობდნენ ავტოსტოპით, გატაცებულები იყვნენ მედიტაციით და აღმოსავლური რელიგიით, უმრავლესობა იყო ვეგეტერიანელი. რამდენადაც ჰიპები ხშირად გრძელ თმებში იწნავდნენ ყვავილებს და ჰქონდათ ლოზუნგი "Flower Power" ("ყვავილების ძალა"), მათ უწოდებდნენ "ყვავილის შვილებს".

უჩვეულო ფერები, ფორმები და სტილი, რომელიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა, კვლავ ბრუნდება ახალ ათასწლეულში, რა თქმა უნდა, ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით.

60-იან წლებში კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურებოდა:

ძველი ჯინსები, აუცილებლად კლოში, ზედ დაკერებული მკვეთრი ფერის საკერებლებით. თუ ჯინსი ვიწრო იყო, შესაძლებელი იყო კიდეებზე გარღვევა და სამკუთხა ნაჭრების ჩაკერება კლოშის მისაღებად.

ზედატანი: ფერადი, ორიგინალური, თავისუფალი სახელოებით, რაც ქმნიდა სიმსუბუქის და ჰაეროვნების შეგრძნებას. გოგონები ატარებდნენ ინდურ სარებს და სარონგებს, სხვადასხვა ფერის აბრეშუმის პერანგებს ფურფუშებით.

ქსოვილი: ხავერდი, ტყავი, ბატიკა, ინდური ბამბა და აბრეშუმი აღმოსავლური მოტივებით.

ქვედაბოლოს სიგრძე: ერთდროულად მინი, მიდი და მაქსი. მინი-ქვედაბოლო, ქალის სექსუალური თავისუფლების სიმბოლო, სწორედ ამ პერიოდში შემოდის მოდაში. მასთან ერთად მოდაში შემოსული გამჭვირვალე ზედები ბიუსჰალტერის გარეშე კი სექსუალური რევოლუციის დასაწყისს უდებს საფუძველს.

ფეხსაცმელი: რაც უფრო უჩვეულო, მით უკეთესი.

ვარცხნილობა: გრძელი, გაშვებული თმები, რომელსაც ჰიპი საუკუნეში ერთხელ თუ შეიჭრიდა.

აქსესუარები: მცირე ზომის სათვალეები მრგვალი ან კვადრატული ფერადი შუშებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საიუველირო მორთულობებს, რომელიც ძირითადად დამზადებული იყო მექსიკური, ინდური და მაროკოული ვერცხლისგან. ატარებდნენ სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს ყურზე, ცხვირზე... ყელსაბამებს აღმოსავლური ეზოთერიკის სხვადასხვა სიმბოლოებით, თავსაბურავებს გაწყობილს ბუმბულებით ან ყვავილებით.

რაც ყველაზე მთავარია, არცერთი თავმოყვარე ჰიპი არ ჩაიცვამდა ტანსაცმელს რომელიმე კომპანიის ლოგოტიპით. არანაირი ბრენდი, არანაირი სამარკო ნიშანი, მხოლოდ უბრალო, არაძვირადღირებული, მოსახერხებელი და მსუბუქი სამოსი - ასეთი იყო მოდა, რომელიც "ყვავილის შვილებმა" აჩუქეს მსოფლიოს.


დადებული სურათი

დადებული სურათი

#2 FIORENTINO    ნიკის ჩასმა

    ???????? ????????

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6594 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:სკამი...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 29 September 2008 - 10:19 PM

და ის რატომ არ აღნიშნე, რომ საქართველოშიც ჩითავენ ვითომ ჰიპები, რომლებიც მარტო ზმანით ჰიპობენ?

საცოდავებეეეეეეეე
ЛЕГЧЕ ДОЖДАТСЯ КОНЦА СВЕТА ЧЕМ КОНЦА ТЕМНОТЫ...

#3 jood    ნიკის ჩასმა

    Love Hippie

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2725 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:HIPPIE LAND
რეპუტაცია: 2
პოზიტიური

დაწერილია 30 September 2008 - 10:34 AM

გამოხმაურების ნახვაFIOREს ციტატა(დაპოსტვის დრო Sep 29 2008, 11:19 PM):

და ის რატომ არ აღნიშნე, რომ საქართველოშიც ჩითავენ ვითომ ჰიპები, რომლებიც მარტო ზმანით ჰიპობენ?

საცოდავებეეეეეეეე
ნუ მაგდენი არ ვიცი

მე ერთიც ვერ ვიპოვე და შენ თურმე ზმანებითაც ნახულობ LOL


#4 Lilu_Kiedis    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 66 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:Otherside
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 04 October 2008 - 05:47 PM

კარგი ხალხი :love2:
მინდა რო მეც იმ დროში ვცხოვრობდე :D

დადებული სურათი

დადებული სურათი

#5 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 04 October 2008 - 11:30 PM

ვააჰ მეც გამიკვირდა ზმანით ჰიპები რომ ჩიტა ფიომ... :|


მეეე მარტო ერთი ვიცი, რომელიც ძლაიან ჰგავს აი იმ ჰიპებს :D და ძლაიან საყუარელია და არანაირი აგრესია მასში არ არის...

ახლაც არის რარაც ქალაქი სადაც უნდა გავემგზავროთ მე და ერეკლე და ამელი (ნუ თუ იცით ესენი) გერმანიაშია და რამოდენიმე დღით ან ერთი კვირით იღებენ სტუმრებს და ზუსთად ისე ცხოვრობენ როგორც 60-იან წლებში... იქ მარტო სიყვარული და ყვავილებია :) ყველა ერთმანეთშ ეხმარება... სვამენ, ეწევიან და მოწყვეტილნი არიან ამ სამყაროს

#6 jood    ნიკის ჩასმა

    Love Hippie

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2725 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:HIPPIE LAND
რეპუტაცია: 2
პოზიტიური

დაწერილია 06 October 2008 - 09:41 PM

გამოხმაურების ნახვაintelligent duckს ციტატა(დაპოსტვის დრო Oct 5 2008, 12:30 AM):

ვააჰ მეც გამიკვირდა ზმანით ჰიპები რომ ჩიტა ფიომ... :|
მეეე მარტო ერთი ვიცი, რომელიც ძლაიან ჰგავს აი იმ ჰიპებს :cry: და ძლაიან საყუარელია და არანაირი აგრესია მასში არ არის...

ახლაც არის რარაც ქალაქი სადაც უნდა გავემგზავროთ მე და ერეკლე და ამელი (ნუ თუ იცით ესენი) გერმანიაშია და რამოდენიმე დღით ან ერთი კვირით იღებენ სტუმრებს და ზუსთად ისე ცხოვრობენ როგორც 60-იან წლებში... იქ მარტო სიყვარული და ყვავილებია :) ყველა ერთმანეთშ ეხმარება... სვამენ, ეწევიან და მოწყვეტილნი არიან ამ სამყაროს
მსჰურს :)

დადებული სურათი

#7 Doodlez    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 996 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 06 October 2008 - 10:02 PM

მე ვემსგავსები ჰიპს... თანდათანობით... ეტაპობრივად... :cry:

#8 seaside suicide    ნიკის ჩასმა

    Fallin'

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1044 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 October 2008 - 06:07 PM

ამერიკელმა ჰიპებმა დამპატიჟეს თავიანთ კომუნაში
Fლაუერ ფაუერ, მეენ! :flow:

#9 hippy    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 16 October 2008 - 11:20 PM

აუ ჰიპებმა მომწერეთ სკაიპშიიი... ვაფშე ჯობს ერთად შევიკრიბოთ და როგორც სხვები არიან კლანებად ისე ვიყოთ ჩვენც, ვიკონტაქტოთ, ვიმეგობროთ, ვიჰიპოთ...
skype: embolado (გერმანიის დროშით ვარ)

#10 pollock_y    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 209 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:pill =)
რეპუტაცია: 2
პოზიტიური

დაწერილია 17 October 2008 - 02:22 PM

გერმანიაში არ არის, დანიაშია :rolleyes:

Christiania: A Hippy Vision Endures

Copenhagen, Denmark

One of the more historically notorious attractions in free-wheeling, progressive Copenhagen, Denmark is an ongoing "social experiment" called Christiania, a small section of the city that a bunch of art students and hippies more or less conquered and settled in 1971. The original "settlers" broke into a walled-off, abandoned military barracks, christened the main portion of the property "Freetown" and started squatting there with the intent of developing a communally run, self-governing, free society. Despite repeated threats from the government to clear the area, Christiania is still around 33 years later and has been successful in developing an impressively organized community that is home to more that 1,000 permanent residents.

დადებული სურათი

დადებული სურათი

au milieu des cris qui redublaient de force et de durée,
qui se repercutaient longuement jusqu'au pied de la terrasse,
à mesure que le gerbes multicolores s'élevaient plus nomreuses dans le ciel,
il décida alors de rédiger le récit qui s'achéve ici,
pour ne pas être de ceux qui se taisent... .
pour temoigner en faveur de ces pestiférés... .
pour laisser du moins un souvenir de línjustice et de la violence qui leur avaient été faites..
et pour dire simplement ce qu'on apprend au milieu des fléaux,
qu'il y a dans les hommes plus de chose à admirer qu'a mepriser.. . ..

#11 hippy    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 18 October 2008 - 09:42 PM

ჰიპები ვინც ხართ მომწერეთ სკაიპში
skype: embolado გერმინიის დროშით ვარ

#12 jood    ნიკის ჩასმა

    Love Hippie

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2725 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:HIPPIE LAND
რეპუტაცია: 2
პოზიტიური

დაწერილია 15 July 2009 - 12:24 PM

ნეტა არ აპირებენ 40 წლისტავის გაკეტებას ვუდსტოკის?


ეხ რა მაგარი იქნებდა ის 3 დგე :user:


#13 TAVA    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 16 October 2010 - 04:27 AM

ძაან მინდა რო რაღაც დავწერო, მაგრამ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, რა ვთქვა ჰიპებზე? ამათზე მაგარი ადამიანები არარსებობენ, საქართველოში უმეტესობა ცუდად აღიქვავს მაგრამ რავი, ალბათ უბრალოდ არ ესმით მათი, უფრო სწორად ჩვენი :givi: :givi: მეც ვთვლი ჩემ თავს ერთ ერთ წევრად. შეილება გარეგნულად რო შემომხედო არც იპიქრო ჩემზე ესე , მაგრამ შინაგანად ჰიპი ვარ, ვგრძნობ :givi: :givi: ჩემი უდიდესი ოცნებაა, ჰიპები ვიპოვო საქართველოში და თუ ვინმე ხართ შემორჩენილი დაწერეთ აქ რა

P.S გელოდებით სულმოუთქმენლად :)) :)) :)) :)) :))

#14 alqimikosi    ნიკის ჩასმა

    ღრრრრრრ

  • პლანეტელი
  • 24 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:ფსიქოლოგია,შავი მაგია,პოლიტიკური იდეოლოგიები,მუსიკა,მხატვრობა,სუბკულტურები,თეოლოგია,პარანორმალური მოვლენები...
რეპუტაცია: -1
კარგია მუდამ მტრიანი

დაწერილია 07 April 2011 - 10:15 AM

დებილური იდეოლოგია აქვთ, ინერტულები არიან... მშვიდობა უნდათ და საჭირო მომენტში არ იბრძვიან... მოკლედ ეს ის სუბია, რომელიც პოპულარული გახდა ორი მიზეზის გამო: ჰიპებს უნდოდათ "თავისუფლება" და სექსუალური ტაბუს ახსნა... ფაქტობრივად თავიანთ პონტში გამოუვიდათ :givi:

გამოხმაურება რედაქტირებულია alqimikosi: 07 April 2011 - 10:15 AM

დადებული სურათი





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი