კონტენტზე გადახტომა


ჩვენი არტი


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
35 პასუხი თემაში

#16 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 07 May 2008 - 09:59 PM

წვიმა

წვიმის წვეთები ნელ-ნელა ასველებენ არემარე. ერთმანეთის მიყოლებით ესვებიან მაღალი ციდან და ხმაურით ეხეთქებიან ქვებს, სახურავებს, ფოთლებს... კვნესიან ისინიც, წვიმის წვეთებიც, მათაც შეუძლიათ სიყვარული. მერე რა რომ არ ლაპარაკობენ ჩვენსავით, ადამიანებივით და ზიანს არ აყენებენ ერთმანეთს. ჩვენზე გაცილებით ლამაზი, კეთილშობილი და სასიამოვნოა გრილი, ზაფხულის წვიმა. ჩვენ კი დაუნდობლები ბოროტები და შეუბრალებლები ვართ. თვალის დახამხამებაში გამოვასალმებთ ერთმანეთს სიცოცხლეს. ნუთუ არ გვეცოდება? ნუთუ ოდნავაც არ შეგვიძლია პატიება? რატომ ვართ ასეთი ბოროტები? და რატომ ხელვყოფთ სხვების სიცოცხლეს ღმერთისგან ბოძებულს? ამ კითხვებზე კი წვიმასაც არა აქვტ პასუხი. იგი უბრალოდ ტირის, ეშვება ციდან ცრემლივით და ასველებს მიწას - სახეს.გამოხატავს თავის ემოციას და მისტირის წასულებს, ხოლო აქ დარჩენილებს მოუწოდებს გამოფხიზლდნენ, გონს მოეგონ, რას სჩადიან, მაგრამ მისი არავის ესმის, ვერავინ უგებს მას და მეტიც რა გააწყალაო გული ამ წვიმამო იტყვიან ხოლმე. იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ წვიმა ღმერთის მიერ არის გამოგზავნილი რათა შთააგონის კაცობრიობას სიყვარული, ურთიერთგაგება და პატიება. სწორედ ეს სამი რამაა უმთავრესი და უმშვენიერესი ქვეყანაზე. "ისე მოვექცეთ სხვას როგორც გვინდა რომ მოგვექცნენ" ვიცხოვროთ ასე და აღარ მოხდება ამდენი მკვლელობა, სისხლის ღვრა, ღალატი...
მრავალი წლების, საუკუნეების მომსწრეა ეს უცოდველი წვიმა და ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებს "გიყვარდეთ ხალხო თქვენ ერთმანეთი". მაგრამ არავინ უსმენს მას ვერავინ იგებს მის გასაჭირს და ვედრებას. ჩვენ ხომ ცხოველები არ ვართ და ერთმანეთს იმისთვის არ ვხოცავტ რომ შიმშილი მოვიკლათ? მაშ, რა ხდება? რატომ გამეფდა მგლური წესი ხალხში? რატომ ხოცავენ ახალგაზრდები ასე უმოწყალოდ ერთმანეთს? ნუთუ მობეზრდათ თავისუფლება და ამას უდიდეს ცოდვაში და ცივ კედლებში ცვლიან? საიდან ამდენი აგრესია? ამაზე ტირის წვიმა, არემარე, ბუნება... ეშინიათ რომ ყველას ღმერთი განსჯის და მოიმკიან იმას რაც დათესეს. ხალხო იფიქრეთ ამაზე რომ რომ ღმერთი არსებობს და ყველა ცოდვისთვის მოგვთხოვს პასუხს. რა პასუხს გავცემთ? რას?

27.05.2007

#17 zeferino    ნიკის ჩასმა

    O_o

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1061 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:tbilisi vakee
  • Interests:graffiti graffitiiiiiiiiiiiiiii
რეპუტაცია: 4
პოზიტიური

დაწერილია 10 May 2008 - 01:17 PM

უბრალოდ საშლელი

სუსხია... ყინავს... ზამთარმა მოაკაკუნა კარზე... შემოანგრია... მიანგრ მოანგრია ქალაქი... აფორიაქებული ქარი ხან აქეთ გამოითრთოლებდა და ხან გაღმა გაფრინდებოდა. ღამე გაბოროტდებოდა, ცარიელ ქუჩებში მხოლოდ მისი თრთიალის ხმა ისმოდა, დილით მოლბებოდა ფანჯარაში მომღიმარ ბავშვებს რო დაინახავდა... ცოტა ხანს გაჩერდებოდა... მზეს ნებას დართავდა ბავშვებისთვის ეყურებინა... მაგრამ უმალვე გაბრაზდებოდა...

გამიგია ზამთარმა თოვლი იცისო, თოვლს მეგობრად ყინვა მოჰყავსო... დაისადგურებენ და აბარგებას აღარ ლამობენ. გაათეთრებენ ქალაქს. ისე მართლა ლამაზია თეთრი ქალაქი... თეთრდება თითქოს ყველააფერი წაიშალა... თოვლმა წაშალა... აიღო საშლელი და ირგვლივ ყველაფერი წაშალა... მხოლოდ რამოდენიმე შენობა დატოვა... სასაფლაო... სასაფლაოც წაშალა... ზედ დადებული ჩემი ყვავილიც ცაუშლია... ყველაფერი თეთრია... არაფრის მთქმელი... ნეტა სად წავიდნენ, სად გააქრო თოვლმა საფლავები?! ალბათ სახლში დააბრუნა... ჩემი ყვავილი?! ჩემი ყვავილი სადღაა?! ეკლესია დოუტოვებია... მაგრამ მისი წაშლაც უცდია! შიგნით ყველაფერი კარგად იყო არაფერს შეხებია... ეკლესიიდან გამოვეი... თოვა დაიწყო... სასწრაფოდ სახლისკენ წავედი... შემეშინდა თოვლმა მეც არ წამშალოსთქო... მარშუტკას ველოდებოდი, გამოჩნდა კიდეც... მარშუტკაში არ ჩავმჯდარვარ სახურავი წაშლილი ქონდა... ნელნელა ყველა მანქანა იშლებოდა... სირბილით სახლისკენ წავედი... ხესთან შევჩერდი... ვისვენებდი... ის ხეც იშლებოდა... მხოლოდ ძირიღა იყო დარჩენილი... ბოროტმა ქარმა დაუბერა, ხე შეარხია, თოვლი დამეყარა ჩემი წაშლაც უნდოდა!!! ვხედავდი ნელნელა როგორ ვტეტრდებოდი. სახლიში სწრაფად ავირბინე... მეგონა იქ დამხვდებოდნენ ჩემები... ჩემი დადებული ყვავილიც იქ იქნებოდა... მაგრამ არავინ დამხვდა... სახლიც ნელნელა თეთრდებოდა და იშლებოდა...
დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა,
დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,
მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,
დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა.
და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა,
რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა,
და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა....ანიო8

#18 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 10 May 2008 - 05:37 PM

***
რომ გამისტუმრებთ სააქაოდან
და საუკუნოდ მომაყრიტ მიწას
წახვალთ ჩასკდებით, მე კი მიწასთან
მარტო დამტოვებთ, მარტო სიკვდილთან.
გავა ეს წელი წლისთავი მოვა
ვფიქრობ, ნეტავ თუ ხალხი ჩამოვა
გაწით ვარდები! ეგ ნაგვის გროვა!
ადგომა მინდა კმარა აქ წოლა!
როცა მე მოვკვდი იყო ზამთარი
ნაზი ფიქრებით გული გამთბარი
შემოსასვლელტან კუბოს ფიცარი
და სიყვარულით გული დამწვარი.
მიწას რომ მაყრით მსხვილი ბელტებით
ნეტავ მიწისთვის არ გებრალებით?
თქვენ რომ წავალთ და მარტო დავრჩები
ნეტავ არც მაშინ შეგებრალებით?
მე აღარ მინდა ვინმეს ჩემს შემდეგ
ესმოდეს ვინმეს გარდაცვალება
მე აღარ მინდა სიკვდილის შემდეგ
თქვენი უზომო პატივისცემა!

4 მაისი. 2008 წელი...

ეს გიო დიმმუს დავუწერე :(

#19 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 10 May 2008 - 06:16 PM

გამოხმაურების ნახვაzeferinoს ციტატა(დაპოსტვის დრო May 10 2008, 02:17 PM):

უბრალოდ საშლელი

სუსხია... ყინავს... ზამთარმა მოაკაკუნა კარზე... შემოანგრია... მიანგრ მოანგრია ქალაქი... აფორიაქებული ქარი ხან აქეთ გამოითრთოლებდა და ხან გაღმა გაფრინდებოდა. ღამე გაბოროტდებოდა, ცარიელ ქუჩებში მხოლოდ მისი თრთიალის ხმა ისმოდა, დილით მოლბებოდა ფანჯარაში მომღიმარ ბავშვებს რო დაინახავდა... ცოტა ხანს გაჩერდებოდა... მზეს ნებას დართავდა ბავშვებისთვის ეყურებინა... მაგრამ უმალვე გაბრაზდებოდა...

გამიგია ზამთარმა თოვლი იცისო, თოვლს მეგობრად ყინვა მოჰყავსო... დაისადგურებენ და აბარგებას აღარ ლამობენ. გაათეთრებენ ქალაქს. ისე მართლა ლამაზია თეთრი ქალაქი... თეთრდება თითქოს ყველააფერი წაიშალა... თოვლმა წაშალა... აიღო საშლელი და ირგვლივ ყველაფერი წაშალა... მხოლოდ რამოდენიმე შენობა დატოვა... სასაფლაო... სასაფლაოც წაშალა... ზედ დადებული ჩემი ყვავილიც ცაუშლია... ყველაფერი თეთრია... არაფრის მთქმელი... ნეტა სად წავიდნენ, სად გააქრო თოვლმა საფლავები?! ალბათ სახლში დააბრუნა... ჩემი ყვავილი?! ჩემი ყვავილი სადღაა?! ეკლესია დოუტოვებია... მაგრამ მისი წაშლაც უცდია! შიგნით ყველაფერი კარგად იყო არაფერს შეხებია... ეკლესიიდან გამოვეი... თოვა დაიწყო... სასწრაფოდ სახლისკენ წავედი... შემეშინდა თოვლმა მეც არ წამშალოსთქო... მარშუტკას ველოდებოდი, გამოჩნდა კიდეც... მარშუტკაში არ ჩავმჯდარვარ სახურავი წაშლილი ქონდა... ნელნელა ყველა მანქანა იშლებოდა... სირბილით სახლისკენ წავედი... ხესთან შევჩერდი... ვისვენებდი... ის ხეც იშლებოდა... მხოლოდ ძირიღა იყო დარჩენილი... ბოროტმა ქარმა დაუბერა, ხე შეარხია, თოვლი დამეყარა ჩემი წაშლაც უნდოდა!!! ვხედავდი ნელნელა როგორ ვტეტრდებოდი. სახლიში სწრაფად ავირბინე... მეგონა იქ დამხვდებოდნენ ჩემები... ჩემი დადებული ყვავილიც იქ იქნებოდა... მაგრამ არავინ დამხვდა... სახლიც ნელნელა თეთრდებოდა და იშლებოდა...
ძალიან მომეწონა :(
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#20 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 19 May 2008 - 09:26 PM

ხანდახან მარტოობა წამალია, რომელიც არ იყიდება ის უნდა შეიძინო... მდებარეობა არ არის აფთიაქი, ის ყველგანაა უსაზღვროდ ბევრი და რაც შენ დაგრჩენია ესაა მხოლოდ მოიპოვო და არ გაუშვა. მე ვდიე ჩემს მარტოობას და მას მხოლოდ დღეს მივაგენი, რატომ ასოცირდება მარტოობა ყოველთვის რაღაც საშინელთან... არა ხალხო, მე გეუბნებით რომ ის ჩვენთვის მიუწვდომელ ნეტარებას შეიცავს და მე მსურს მივწვდე გავსინჯო და მერე დაგიბრუნდეთ ამ ნეტარებით დაბრმავებული. მომწონს საკუთარ გრძნობებზე ამდენი ლაპარაკი და ყველას გაინტერესებთ, ხომ რატომაა რომ ქალების 60% უყურებს ტელესერიალებს?! იმიტომ რომ ვიღაცის ცხოვრებაში გვინდა ცხვირის ჩაყოფა, გვსიამოვნებს ვიღაცის პირადული ინტიმურ საკითხების გაგება და მერე ამაზე უსასრულოდ ლაპარაკი. დღეს პირველად ვთვი, რომ არ მინდა ვიყო საზო-ღადო-ების წევრი და ვუერთდები იმ რეციდივისტებს, რომლებიც მიილტვიან ახლისკენ და სხვისკენ. ვხდები ტერორისტი და თვენი უკვდავი მონა... ვხდები თუნდაც უბრალო მკლელი, იმისთვის რომ გაგაგებინოთ არაფერი... ვერ ვხვდები რა შეიძლება გაგაებინოთ... ეს სიტყვები უბრალოდ თავისით მოვიდა და თითქოს რაღაც უნდა გაგაგებინოთ სინამდვილეში კი ეს მხოლოდ აზრის გასავრცობად დავწერე. ყოველდღე ტემისას რომ მივედ-მოვედები რაღაც ათასგვარ სისულელეებს... ახლაც ეგრე მივედე, მაგრამ მოდებისგან თავი მალევე დავიძვრინე და ამ დროს როცა ასე ძალიან მინდოდა მეწერა რამე, სწორედ ახლა მუზამ დამტოვა და ტელევიზორშიც ძველებური დაძაბული პოლიტიკური ამბების შესახებ დაიწყო გადაცემა...

ხანდახან ვცდილობ თავი რაღაც საინტერესო სურათების ზებნით გავირთო, ხან ხუმრობით ვამბობ მოვკლავ დედას მოვკლავ მამს თუ ჩემი გიტარა (პარტია ან თუნდაც იაღოვა) მიბრძაბენს ამას თქო... ამ სისულელეებს თავის გასართობადს ვამბობ, თორემ რამოდენიმე დღეში 3 ამრტია და დედას როგორ მოვკლავ?!

ალბათ ტერენტის ან ბარათაშვილს რომ სცოდნოდათ მათი ლექსები როგორი საჯარო გახდებოდა, რამდენი ადამიანი დაიწყებდა მათ სულში ძრომიალს უბრალოდ ხელს აიღებდნენ და აღარასოდეს დაწერდნენ ლექსს.

უკვე დიდი ხანია ჩვენი საზო-ღადო-ების ან როგორც გნებავთ მთავარ პრობლემას მივაგენი. ვერ ვიტანთ ინდუვიდიალიზმს და მაშIნვე როგორც კი ვინმეს ჩვენგან განსხვავებული აზრი გაუჩნდება ცეცხლში ვწვავთ, ეს კი სხვა არაფერს მიუთითებს თუ არა ჩვენ დაბალ ინტელექტუალურ მაჩვენებელს. ახლა ამას რომ სადმე ბევრ ხალხთან ვამბობდე ათიათასობით მძიმე შემთხვევა წამოიწევდა და შემეპასუხებოდა, მათ შორის მრავალი ჩემი ახლობელიც იქნებოდა, ვინც მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ვიღებ ისეთებს როგორებიც არიან, რადგან მე არ ამომირჩევია ისინი... ჩემები არიან, ამიტომ სიყვარულის და ტოლერანტობის, მათი აზრების გაზიარების მეტი არაფერი დამრჩენია... თუნდაც მათ არ ვეთანხმებოდე...

ახლა დროა ინტრიგაც შემოვიტანო და გაცნობო რომ ძვირფასო შენ მკვლელი ხარ, ალბათ ახლა ამას კითხულობ მე კი მინდა გამცნო, რომ შენში მკვლელია. გაიხსენე რამდენჯერ მოკალი (სისხლი არ დაგილევია ჰო?). რატომ კლავ ობობას და არა ადამინას, იმიტომ რომ ობობების არ გეშინია, მათი აზრიც არ გაინტერესებს. ადამიანი რომ ბრმა და ყრუ იყოს ახლა ყველას დაერეოდი და მოკლავდი. მეც გავჟლეტდი ათასობით ადამიანს. არა ბოროტი არ ხარ, კეთილი ხარ დამიჯერე, უბრალოდ მკვლელი ხარ. მერე რა რამდენ ადამიანს ამგზავრებ სამოთხეში... რადგან სამოთხეს მივადექით ახლა მოდი გავაღოთ ეს კარი და ჩემ აზრს გეტყვი... შნ კი ერთ შეკითხვაზე მიპასუხე. ძაღლს სული რატომ არ აქვს? არადა ვხედავ როგორ მივსეირნობ ლამაზ ბაღში და როგორ მაკლია ობობები ჭიანჭველები, მცენარეებიც... არა ჩემო კარგო შენ არ ივლი, შენ იწვები ან მე რა ვიცი შენ რას გააკეთე, მაგრამ მე მგონია რომ მაინც ერთ ადგილას გაჩერდები და დასრულდები... შენი სამოთხე და ჯოჯოხეთი Bოლო წუთებში იქნება. აი მაშინ როცა ინანებ ან გაიხარებ. ახლა ღმერთი? ღმერთი ხომ შენ ხარ, აბა კარგად ჩაიხედე და იპოვი შენში შენს ღმერთს... მემგონი უკვე იპოვე, გუშინ მეგობარს რომ ცაეხუტე და რომ აკოცე, იმის წინ ფილარმონიასტან ლოთს რომ 20 თეთრი ჩაუგდე გამოწვდილ ხელში სწორედ მაშინ იყავი ღმერთი. აარა არა არ ვმკრეხელობ, მართალს გეუბნები. მე ეშმაკიც ვიყავი, დღეს რომ ძიძღიანი თვალებით ჩავუარე კატას, ჩემი სახლის წინ გაშლილ ყვავილებს რომ საერთოდ არ შევხედე მაშინ მივხვდი რომ ეშმაკი ვიყავი.

მაშ რა ვქნათ როგორ გავიგოთ ბოლოსდაბოლოს ღმერთი ვართ თუ ეშმაკი? ამაშიც არ არის საგანგაშო არაფერი... ეშმაკიც ხომ იყო ერთ დროს ღმერთი. რადგან ყველა ანგელოზი თავისი ბუნებით ღმერთია.

ყველა ანგელზი ღმერთია, ანუ როცა მე ღმერთი ვარ მაშინ მე ვარ სიყავრულიც მე ვარ ანგელოზიც და ჩემი საყვარელი საპნის ბუშტების დედოფალიც ვარ. არადა გუშინ ყველა ბუშტი მომიკვდა. გუშინ ეშმაკიც ვიყავი... დაცემული ანგელოზი. ნუთუ ყველა ასეთი ეშმაკია?! არადა მე ვიცნობ დაცემულ ანგელოზეს რომლებიც არ ხდებიან ეშმაკები... უბრალოდ ათეისტები არიან და ცხოვრობენ სიყვარულით ნდობით სიკეთით და მე ვუყურებ როგორ არ ეშინიათ, როგორ თავისუფლდებიან და სწორედ ისინი როგორ აკეთებენ ყველაფერს, რაც მოეთხოვებათ ოღონდ შენს და ჩემს დასანახავდ კი არა... ისე უბრალოდ, ბუნებრივად... მათ არ სწამთ იმ სამოთხის რომელიც გრანტის სახით უნდა ერგოთ და წარმოიდგინე არც იმ კაცის სწამთ რომელიც ყველაფერს ხედავს, ამის მიუხედავად ისინი ყველაზე უფრო ახლოს არიან მასთან...

დღეს კი ისევ მენატრები, დღეს ისევ ვლოცულობ შენზე, არა სანთელს არ ვანთებ არც მედიდური სიტყვებით გელაპარაკები, არც ჩემსას გიწოდებ უბრალოდ გესაუბრები და გიხსნი როგორ მიყვარხარ და როგორ დავიღალე... შენ ამბობ რომ არასოდეს მიმატოვებ, არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ მაქცევ ყურადღებას... ხანდახან მგონია რომ ჯანდაბაში გამამგზავრე და საერთოდ ამომიღე შენი ცხოვრებიდან, შენ კი უარყოფ ამას... რამდენჯერ მინდოდა შენთან მეჩხუბა, ამდენჯერ მატკინე გული, რამდენჯერ გამიცრუე იმედები. მე მაინც მიყვარხარ... მიუხედავად იმისა რომ ხშირად შენი აღარ მწამს და შენი ვარდისფერი სამყარო ჩემთვის გადაიქცა მხოლოდ უბრალოდ ჭაობად მე მაინც მიყვარხარ. და შენ თუ არ მიმიღებ ისეთს როგორიც ვარ, მაშინ გპირდები რომ მე მიGიღებ შენ, ოღონდ ნუ მთხოვ შევიცვალო, მაშინ წადი მასთან და დარჩი იქ სადაც შენთვის სასურველ ადამიანებს იპოვი... არ დაგაკლდები? სულ არ მოგინდება, დაელაპარაკო ადამინას რომელსაც შენი პროფესია, შენი სოციალური მდგომარეობა შემი მეფობა სულ არ აინტერესებს? არაუშავს მე მაინც მეყვარები, რადგან მე ავადმყოფი ვარ... რადგან მე შენ ვარ და შენ მე ხარ...

ჩემს სხეულში ნელ-ნელა დგები და და ჩემს ფიქრებს ერთი-მეორეს მიყოლებით იპყრობ... მაინც არაფერი გამოგივა... შენ უკვე აღარ შეგიძლია მმართო... ჰო, ჰო მართლა... ჩემი ტავი მე მეკუთვნის... ვიცი ძნელია გამიგო, ვიცი ძნელია მაჩუქო ცემი თავი და ვხედავ როგორ გიკანკალებს ხელები, მაგრამ ძალა აღარ შეგწევს დამიმალო ჩემი მე რომელიც რაკეტის სისწრაფით მოჰქრის ჩემსკენ შენი სამყაროდან და დღე-დღეზე მეწვევა... კარზე დამიკაკუნებს და სამუდამოდ ჩასახლდება ჩემში...

#21 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 19 May 2008 - 09:50 PM

ვკვდებით... ვლპებით... ცოცხლად ვნაკუწდებით
ხანაც უბრალოდ ვიხარშებით...
აგრესია მატულობს...
ქუჩაში დავდივართ... სისხლს ვსვამთ...
ხორცით ვიკვებებით...
აგრესია კი უფრო მატულობს...
ერთმანეთს ვუყურებთ, პირში ვაფურთხებთ...
ჩუმად ვმლიქვნელობთ, გვიჭIრს მიფერება...
აგრესია პიკს აღწევს...
ვუსმენთ გინებას, ვხეავთ მკვლელობას, ვხედავთ დაჩეხილ გვამებს...
აგრესია ჩვენგან გამოდის...
გზაზე მიდის და ყველას აწამებს... :|

#22 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 24 May 2008 - 10:48 PM

შენ მარტი ხარ, ჩემს გულში ჩასახლებული...
აპრილი დეკემბრის პალტოში გახვეული...
მე სჰენს ყველა მეგობარს ვიცნობ,
მიყვარს ივლისი და ვაღმერთებ თებერვალს...
შენ ის სექტემბერი ხარ, ოქტომბერმა რომ გადაგიარა ზედ
არასდროს გაწინაურებენ...
არადა უკვე რამდენი ხანია გინდა... გახდე წელი...
შენ მარტი ხარ...
ჩემს გულში ჩასახლებული მაისის...
ერთი დილა...

#23 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 24 May 2008 - 11:45 PM

მას ვინც ყოველ ღამე მიღებს კარს...

როცა ღამდება
და ისევ მოდიხარ ჩემთან
ყვევილებს მიღმა დამალული
მე მთელ წამებს ვხარჯავ
და შორიდან გაკვირდები...
იცი, ხან მეშინია ხან ვთამამდები
დასასრული ერთია...
შენ ჩემში სახლდები...
შენს სახლს არ აქვს აივანი
რომ მოვიდე და გიმღერო სიმღერები
შენ ხომ სინამდვილეში სახლიც არ გავქს
და გამუდმებით ჩემში იდებ ბინას...
მე ვგრძნობ სულის სიდუხჭირეს
როგორ მაწამებს ბოროტი ფიქრები
რომ მალე მე ეს აღარ ვიქნები
და მაინც მივუყვები გზას,
გზას რომელიც მაკარგვინებს თავს...

და მაინც...
სად წამიყვანს მე ეს გზა?!

#24 შუშანა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 312 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:WINDY PLANET
რეპუტაცია: -1
კარგია მუდამ მტრიანი

დაწერილია 30 May 2008 - 09:52 PM

The Bearer of Light ეს ბავსჰვი გენიოსია
გაუმარჯოს დიდი დიღომსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

#25 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 30 May 2008 - 10:14 PM

ვაიმე დედა :( ნუ გამაწითლეთ :( :cry:

რა გენიოსი ჩემზე უნიჭო ქვეყანაზე არ დაიარება :))

#26 psychosophie27    ნიკის ჩასმა

    Hooked Up With A Hot Guy

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 815 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:New York
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 22 June 2008 - 01:40 AM

გამოხმაურების ნახვაoneს ციტატა(დაპოსტვის დრო May 1 2008, 04:30 PM):

პოლის ყვავილების სამყარო

კიდევ ერთი ყვავილებით დამჭკნარი დღე პოლ...
- შენ გიყვარს მზე პოლ?
- თბილია პოლ?
მომაწოდე...
დახვეული კიბეებით ავიდეთ პოლ... ჩვენი კიბით... სამყაროს დასასრულში ცისარტყელაა პოლ... და იქ ვიპოვნით ჭეშმარიტებას პოლ...
წავიდეთ პოლ...
დამჭკნარი ხელები...
ამოშავებული თვალები...
სამყაროს დასალიერი...
მოდი შავი ყვავილები მოვკრიფოთ პოლ... ჩვენი... ჩვენი ლამაზი ყვავილები, ცისარტყელისფერი პოლ...
უფსკრულში ამოსული შავისფერი ია, წითელი სისხლით გათხვრილი... მატარებლის ხმა ლიანდაგებზე...
ორ სამყაროს შუა ვართ პო...
ჩვენი სული გაჟღენთილია საღებავებით... და ჩვენ ვხატავთ რეალობას - არარეალურს...
- პოლ ხელი მომკიდე, პოლ...
და ვირბინოთ საგიჟეთის ლამაზ კედლებში... ჩვენს სახლში... გავიქცეთ პოლ...
წარსული... შავი მზე და ყვავილები ჩაწნილი თავში... თმაში... შავ თმაში... შავ კაბაში... და გულში...
გულში რომელიც არარსებობს...
- გავიქცეთ პოლ...

Polly's Violet Land
21.04.08

რა საყვარელია :D

მიე მაგჰარი უნიჭო ვარ ერტადერტი ტეტრი ლექსები მაქვს და ძალიან მარაზმული მოთჰრობები დაწერილი ალბატ არავის მოუნდება მატი კითჰვა ტან უაზროდ დიდებია :sorry:

Him: Hay
Me: Holla
Him: Hay thanks for everything
Me: Oh come on I have not done anything... really
Him: I thought I was stronger than this. I cannot beleive what happened. Thank you for beeing there for me. and you know I am glad I have someone like you in my life. Nobody treats me this good.
Me: Well I try.
Him: You do very well for yourself, God Sopo, Just hold me that's all I want perhaps somehow someway my life will change and things will get better. I felt awful telling them that I did not have any parents like in front of the whole class. I felt odd saying that.
Me: It's okay you know I care about you.
Him: Please forgive me. You are great, I wish I could spend mornings with you. I just wanna see you every day!!!
Me: Okay.

We forget things we should not be forgetting!!!
We forget friends who are already forgotten forever!!! - it's amazing how it works!!!

#27 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 22 June 2008 - 01:44 AM

მადლობ
დადე მერე :D ჰველა ეგრე ამბობს უაზრობაა თავის ნაწერებზე და ბოლოს კარგიჰ აღმოჩნდება
:sorry: საერთოდ თუ წერ უნიჭო ვერიქნები ადამიანი :user: წერაც უკვე ნიჭია
Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#28 _13_    ნიკის ჩასმა

    L E L _ 13

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1158 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 22 June 2008 - 01:52 AM

საწყალი მთვარე...

აბა, ერთი წარმოოიდგინე, მაყურებელთა დარბაზში ვინმემ რომ ჩაგკეტოს და ყოველ ღამე გაყურებინოს დაახლოებით ერთნაირი სანახაობა...

ჩვენ კი შევნატრით... მაგასაც უჭირს... და საერთოდ...

ყველას თავისი გასაჭირი აქვს...

#29 GOTH    ნიკის ჩასმა

    GOTH Of Sorrow

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 645 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:On The Autumnal Cemetery
  • Interests:cignebis cakitxva,sichume,martooba.<br />Bands:Dimmu Borgir,Cradle Of Filth,Behemoth,Lake Of Tears,Nightwish,Anathema,Iron Maiden,Blind Guardian,Children Of Bodom,Metallica...
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 28 June 2008 - 10:38 PM

ერთი რუსული ლექსი მაქ, დავდო?
ხო დამბანენ? რუსულისთვის? :)
I'm GOTH!..!

www.Metal.6bb.ru!..!

My forum!..!

#30 tolia    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 214 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 29 June 2008 - 02:20 PM

გამოხმაურების ნახვა_13_ს ციტატა(დაპოსტვის დრო Jun 22 2008, 01:52 AM):

საწყალი მთვარე...

აბა, ერთი წარმოოიდგინე, მაყურებელთა დარბაზში ვინმემ რომ ჩაგკეტოს და ყოველ ღამე გაყურებინოს დაახლოებით ერთნაირი სანახაობა...

ჩვენ კი შევნატრით... მაგასაც უჭირს... და საერთოდ...

ყველას თავისი გასაჭირი აქვს...
ძაან მაგარი იყო :eshmak: ორიგინალური ხარ :eshmak:





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი