კონტენტზე გადახტომა


ჩვენი არტი


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
35 პასუხი თემაში

#31 tolia    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 214 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 29 June 2008 - 02:38 PM

ვიცეკვოთ ერთად

მაშინ როდესაც ცამ და დედამიწამ გაისაუბრა, ცას გული აუჩუყდა და ცრემლები წვიმად იქცა...
ზუსტად ამ დროს, ზღვის პირას მდგარ "ბუნგალოს" გვერდზე ქვიშაზე წყვილი გაბუტული იჯდა, ისე როგორც მზე გაებუტება ხოლმე ზამთრის სუსხიან დღეებს.
ირგვლის იასამნის ნაზ სურნელს "ბუნგალოდან" გამოსული მოფარფატე მუსიკის ჰანგები ერწყმოდა.
წვიმის თბილი წვეთები ამ ორი ადამიანის გულებს ისე ადნობდა, რომ სულის სიღრმიდან ამომსკდარი გრძნობა არე-მარეს მზის სხივებად ეფინებოდა...
ღამის წტვდიადი ნელ-ნელა იფანტებოდა...
- ვიცეკვოთ ერთად! წარმოთქვა ვაჟმა. ხელით მისკენ მიიზიდა გოგონა... ერთმანეთს ისე მიეკრნენ, თითქოს ვინმე ლამობდა მათ დაშორებას.
- ვიცეკვოთ ერთად! შესთავაზა ცხოვრებამ ამ მთლიანობას და მათი ტუჩები ისე დაეწაფნენ ერთმანეთს, როგორც მწყურვალე შვლის ნუკრი, მთის წყაროს ანკარას.
დღე გათენდა კვლავ იისფერი...
ზღვამ ღრუბლები თითქოს ჩაიხუტა და გააქრო...
ჰორიზონტი კი მზის ჯარისკაცებმა დაიპყრეს.

#32 tolia    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 214 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 29 June 2008 - 02:42 PM

polter კარგი ლექსები გაქვს. უჰ უჰ რა შეყვარებული ხარ და გულნატკენი :eshmak:

#33 polter    ნიკის ჩასმა

    VIP-პოლტერგეისტი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3523 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ორ სამყაროს შორის
  • Interests:მწერლობა
    მუსიკა
    სპორტი
    კომპიუტერი
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 29 June 2008 - 06:44 PM

გამოხმაურების ნახვაtoliaს ციტატა(დაპოსტვის დრო Jun 29 2008, 03:42 PM):

polter კარგი ლექსები გაქვს. უჰ უჰ რა შეყვარებული ხარ და გულნატკენი :eshmak:
შეყვარებილი კი მაგრამ გულნატკებნი არა :eshmak:

მინიატურები

ტყუილი
ხომ დამიტირებ?! მკითხე და დუმილი... ხმა ჩამივარდა, რადგან უკვე შენს საფლავზე საკუთარი ხელით მობნეული ვარდების თვალწინ, თავს სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე, რადგან ცხოვრებაში ერთხელ შემეპარა შენს სიტყვებში ეჭვი.
აი სწორედ მაშინ გავხდი, შენი ტყუილის მსხვერპლი!

***
ყველაზე დიდი რაც კი გამაჩნდა ოცნება, შენ შეგაკედლე.
შენ კი მიმუხთლე, დაარღვიე ბუნების დაუწერელი კანონი და უფლება მიეცი "ყველაზე უწმინდურ" ხელებს, შენი სხეულიდან, კინწისკვრით გაოეგდო ჩემი "ყველაზე წმინდა" ოცნება, არადა სულ ცოტა ხანში თავად იპოვიდა თავსის გზას.

#34 Lanius    ნიკის ჩასმა

    One-Eyed God Is On My Way

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 612 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Rivendell
  • Interests:Pagan / Folk / Black === &gt; All About This <br /><br />PAGANISM Folkism Blackism =))
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 23 August 2008 - 03:39 AM

მე მახსოვს...

იყო დრო, იყო დრო. დრო აქოშინებული ცხენივით მიჰქროდა. ნესტოებგაგანიერებული, დაღლილი მაგრამ მაინც ბედნიერი.
პატრონის პატივისცემით არ ნებდებოდა დაღლილ კიდურებს. კრთოდა მთლიანად მაგრამ შოლტის დარტყმის შიშით გაჩერების ეშინოდა, მას უნაგირზე "ცხოვრება" ეჯდა და გაჩერების უფლებას არ აძლევდა. ეს დიდი მათრახი სავსე იყო ტკივილით, დარდით, სიხარულით, ცრემლებით, სიყვარულით ზოგჯერ კი ზიზღით.
მე მახსოვს კახეთის ერთი მიყრუებული სოფელი, წვიმიანი ცივი ზაფხულის დღე, ბებიაჩემის ფხოკიალი დილით ადრე, ჯერ მამლებსაც კი არ ეღვიძათ. შემდეგ ცივი დაბერილი თითებით გაღვიძება.
- გუშინ რომ მითხარი დილით გამაღვიძეო, აი გაგღვიძე.
მე კიდევ სიუხეშით სავსე მძინარე თვალებით "დამანებე თავი, მეძინება".
ბებიაჩემის სევდიანი მოჭუტული ქუთუთოები, თითქოს ნაწყენი მაგრამ უწინდელი სიყვარულით სავსე, ბევრად ბავშური, ვიდრე გუშინ, გუშინწინ...
რაც უფრო ემატებოდა წლები უფრო სათნო, კეთილი და ბავშური ხდებოდა...
მეცოდებოდა თითქოს დროის დინებას ნებდებოდა და სადაც იყო "ცხენიდან" გადმოვარდებოდა.
ბაბუაჩემს უკვე ჩაეცვა თავისი ჯარისდროინდელი ქურთუკი რომელზეც მიყვებოდა ყოველთვის, მას ხომ ეს ძონძი ბევრ ლამაზ ქურთუკებს ერჩივნა. მას ხომ ბევრი რამ გადაუტანია მასთან ერთად.
ამ ძველ მწვანე ძონძს "სიცოცხლის სურნლი" ასდიოდა.
შემდეგ გაივლიდა ეზოში და ვენახებს ათვალიერებდა, გარშემო დატრიალდებოდა, ყურადღებით აკვირდებოდა ყოველ მტევანს.
შემდეგ შენიშნავდა ერთ პატარა ყვითელ ფოთოლს და დანანებით ამოიოხრებდა:
- ხომ ვრწყავ კაცო ვრწყავ და რატო ყვითლდება რატო...
თავის შვილივით უყვარდა ყოველი ვაზი.
ამაყად ჩაუვლიდა ხოლმე პამიდვრების ჯარს და იტყოდა:
- "ოჰ რამხელაა ეს, ლუკაა, ლუკააა, მოდი წაიღე შენ ხომ ვარდისფრები გიყვარს, ხორციანია გემრიელი იქნება, მოდი ნახე აბა".
მიყვარდა როდესაც თბილისიდან ზაფხულობით ჩამოვდიოდი, ჭიშკარზე მივაბრახუნებდი იქიდან კი ბაბუაჩემი გამორბოდა გახარებული და გაღიმებული ჩამეხუტებოდა. ამწევდა, ხელში ამიყვანდა თითქოს მანახებდა ჯერ კიდევ შემწევს ძალაო.
მე კიდევ უკან ვიყურებოდი ბაბუაჩემს მიკრობილი და ჩუმად ერთი ორი ცრემლი მომაწვებოდა თვალებზე, ბაბუაჩემის სუნი მიყვარდა სუფთა და გამორჩეული იყო "სიცოცხლის სუნი" ადიოდა.
მიყვარდა მისი იუმორი, ლენინის ლანძღვის მოსმენა.
საღამოობით მოწყენილები იყვნენ, სარდაფში იჯდნენ, იქ ყოველთვის გრილოდა. ბაბუაჩემი დაღლილი იყო, ძალიან იღლებოდა, ბოლო ჯანის ამოწურვამდე მუშაობდა ხოლმე ყანაში.
ჩაის წრუპავდა და უგულოდ ყველს და პურს ღეჭავდა. მერე მეტყოდა ეჰ, ეჰ, მოდი ბაბუასთან, ერთს ჩამეხუტებოდა, ხელში მაკოცებდა და მეტყოდა: ჩემი იმედი ხარო.
წვრილი გალეული თაფლისფერი ოდნავ მომწვანო თვალები ოდნავ აუბრჭყიალდებოდა სანთლის მომაკვდავ ყვითელ შუქზე და შემდეგ იქვე საწოლზე წამოწვებოდა.

დღეს დავიღალე, ძალიან დავიღალე იტყოდა და უწინდებურად რამოდენიმე წამში გაღიმებული დაიძინებდა.

***
ბაბუაჩემი ბებიაჩემზე ძლიერ იჯდა "ცხენზე" მუხლებში ძალა ჰქონდა მაგრამ მაინც უჭირდა. რადგან "ცხენი" ბაბუაჩემზე ბევრად ძლიერი იყო. ეს მე მახსოვს... მახსოვდა და მუდამ მემახსოვრება...

2005 წელი.
Hail To Thee Veraldur ! ! !

Folk/Pagan/Black/Viking Metal

#35 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 13 June 2009 - 11:05 PM

ნეტავ არასდროს არ გამეცანი
ნეტავ არასდროს არ მყვარებოდი
და მე არასდროს აღარ მეხილა
შენი უძირო, ნაზი თვალები.
ნეტავ არასდროს აღარ მეფიქრა
შენზე დილიდან დაღამებამდე
მგონი მიყვარხარ, მემგონი ახლაც
და გაგრძელდება ეს სიკვდილამდე
არ მინდა ისევ ვიტანჯო შენით
ყოველ წამს ისე მიყვარდე ძლიერ
რომ, უკვე თითქმის არ სიყვარულით
გაძლება ჭირდეს ძვირფასო ძლიერ.
ჩვენ კი ვერასდროს ვიქნებით ერთად
ეს სიმართლეა ტკივილით სავსე
მაგრამ ამის მწამს, შენ მეყვარები
და ამ ლოდინში გავა სიცოცხლე.
მაგრამ რა არის მხოლოდ სიცოცხლე
უსიყვარულოდ რა არის იგი?
რომ არა ტრფობა ამ ქვეყანაზე
არ ვიქნებოდით დედამიწაზე.
და ალბათ ისევ ტრფობა რომ არა
რუსთველი ვეღარ დაწერდა შედევრს
ვეღარ დაწერდა შექსპირი რომანს
და ვერც ილიას კალამი პროზას.
ბედნიერი ვარ რომ ღმერთმა მაინც
მაჩუქა ნიჭი სიყვარულისა
ყოვლად ძლიერი სიყვარულისა
მჯერა, ნამდვილი სიყვარულისა.
სწორედ ეს არის იმის მიზეზი
რომ, ამ სტრიქონებს მხოლოდ შენ გიძღვნი
უბრალოდ მინდა ვწერო ამაზე
ძვირფასო, მხოლოდ ამ სიყვარულზე.
და ალბათ ბოლოს როცა გიხილე
თოვდა უძიროდ მთელ ქვეყანაზე
ეს ის არ იყო იანვრის თოვლი,
ეს იყო თოვლი სიყვარულისა.
უკანასკნელად მე რომ გიხილავ
ალბათ წალეკავს ქვეყანას თოვლი
მაგრამ თოვლს მხოლოდ მე შევეხები
მე დავინახავ, ხელს გამიყინავს.
იქნებ მოვიდეს თქეში წვიმისა
შემცივდეს ძლიერ ვითხოვდე სითბოს
ან თუ მზიანი ამინდი დადგა
გავთბები აღარ მოვითხოვ სითბოს.
და არც სიყვარულს შენგან არ ვითხოვ
მხოლოდ იმას გთხოვ, იცხოვრე ჩემთვის
მხოლოდ ისუნთქე, ისუნთქე ჩემთვის
უბრალოდ იყავ ამ ქვეყანაზე.
რომ უშენობა ვიცი რაცაა
მიჩვეული ვარ გავუძლებ ამას
და თუ გავიგე რამე შეგმთხვა
იცოდე, ჩემს სულს მივყიდი ღმერთებს.
მუზა ხარ ჩემთვის, უბრალოდ მუზა
გინდა დავწერო ლირიკა-პროზა
მაწუხებ ხშირად, მაჩეჩებ კალამს
და მაწერინებ მე ძალით ამას.
მე მგონი მეყო, სწორად გითხარი
ჩემი სათქმელი გიამბე ახლა
და თითქოს რაღაც მძიმე გულიდან
მომეშვა, მაგრამ ვამძიმებ ქაღალდს.

3.10.07

#36 Nicole    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 2 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 11 February 2011 - 07:06 PM

მინიმები მას/ის/შენ


იცი, ბოლო ხანებია ტკივილის აბებს ვსვამ, რათა სიცარიელით არ დავავადდე.
ბოლო ხანებია აღარ ვიცინი იმდენს და იცი რატომ? შენ გახდი ჩემი ღიმილების მიზეზი და ასე მგონია, როცა "უმიზეზოდ ვიცინი" შენ გღალატობ.
რა სასაცილოა იჯდე და მონატრებას თითებით ართავდე მის შესამოსად და ამ დროს კი უშენობა არ სციოდეთ...
მითხარი, რომ უთქმელობა ეს ყველაზე დიდი გრძნობაა და მე აღარ დავლევ აბებს...



იცი, დიდი ხანია ბრმა გავხდი. ხელის ცეცებით ვეძებ სამყაროს და როცა მგონია რომ მივაგენი, ხელში მხოლოდ შენი გრძნობა შემრჩება ხოლმე.. და მე კი ამ დროს ქვეყნიერებისხელაზე ბედნიერი ვარ.
ჰო, მე საკუთარი ნებით გავხდი ბრმა, რადგან სამყაროს ნაცვლად შენი გრძნობები მეპოვნა, ისინი ხომ თვალით აღქმადნი არ არიან...



იცი, დრო ახლა ჩემს წინ ზის და თავისი შემზარავი უფორმობით თვალებიდან სხივებს მაცლის... მე კი შენს მზერას აყოლილი, სუნთქვაგაშიშვლებული, ვზივარ მის წინ და უბადრუკი მგონია ყოველი, რადგან შენი ერთი ღიმილი შეაჩერებს დედამიწის ბრუნვას...



იცი, მე აღარ ვითვლი დღეებს შენს ნახვამდე. ასე მგონია, ჩემი დათვლილი დღეები ეს ყველა ვერასრულებული ნატვრაა და ისინი ნელ-ნელა მშთანთქავენ..
მე აღარ ვითვლი დღეებს, რადგან შენი თვალების ფეთქვა ჩემს ნაკვთებზე ეს უკვე უდროობაა და დიდი ცრურწმენა იქნება მჯეროდეს შენი თვალების და ამ დროს დღეებს ვითვლიდე შენთან შეხვედრამდე...




იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია, რომ მხოლოდ შენს მკლავებში იგრძნობს შვებას..

ჰარი, შენ ვერ იქნები ღმერთი, რადგან სამყარომ რწმენა დაკარგა

I'm too much like Me ..





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი