კონტენტზე გადახტომა


ჩვენი არტი


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
35 პასუხი თემაში

#1 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 27 March 2008 - 08:58 PM

მოკლედ ჯერჯერობით ეს თემა აქ იქნება ლიტერატურაში და მერე ხალხიც რომ იქნება ბევრი და უფრო საკაიფო რო იქნება ცალკე გაიხსნება მწერლობა და ეს თემაც იქ გადავა... მანამდე აქ ვდებთ ჩვენ შემოქმედებას :)) დაიწყეთ მე მერე დავდებ
Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#2 polter    ნიკის ჩასმა

    VIP-პოლტერგეისტი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3523 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ორ სამყაროს შორის
  • Interests:მწერლობა
    მუსიკა
    სპორტი
    კომპიუტერი
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 27 March 2008 - 11:03 PM

გაზაფხულის ბრალია

თმაში ჩაგიკონავს ვარსკვლავები,
ჭერამს მიგამგვანე ყვავილიანს,
შენმა გამოჩენამ, მოთმინება,
ერთი შემოხედვით დამილია.

ლურჯი თვალები თუ გიელავენ,
კაბაც თუ ჩაგიცვამს შესაფერი,
თურმე გაზაფხულის ბრალი არის,
რაც კი შეიცვალა, ყველაფერი.

ქვევრში დაღვინებულ მაჭარივით,
დატკბა შენი ტუჩი ალიანი,
სხეულს იასამნის სუნი ასდის,
თურმე გაზაფხულის კვალი არის.

გული ამიძგერდა ძველებურად,
სული კვლავ დაუსხლტა გალიას,
ჩემში სიყვარული რომ ბობოქრობს
თურმე გაზაფხულის ბრალია.

გზა რომ დავივიწყე სიმშვიდისკენ,
გულმა რომ დაკარგა მოსვენება,
თურმე გაზაფხული შევისუნთქე,
და ეს სილამაზე მეჩემება.


აჰა მე ჩემი ლექსით დავიწყებ და ამყევით

#3 polter    ნიკის ჩასმა

    VIP-პოლტერგეისტი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3523 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ორ სამყაროს შორის
  • Interests:მწერლობა
    მუსიკა
    სპორტი
    კომპიუტერი
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 28 March 2008 - 10:02 PM

ისევ შაკუთარი

"ეს ვართ ქალები"

მოდით გიამბობთ სინამდვილეს
ეს ვართ ქალები,
თავს შეგაყვარებთ
რადგან უხილავ ვარსკვლავებს ეტრფით.
შტერი კაცები.
თვალებს აგიმღვრევთ,
სულს გესესხებით,
ეშმაკს მივყიდით.
რადგან სრულებით არ გვენანებით.
ველზე გაგიწვევთ
პეპლის საჭერად,
და გადავარდნილს ვნების ქარცეცხლში
მახეს დაგიგებთ...
მხოლოდ საჩუქრად,
მხურვალ ხელებში
ცივ ცრემლს ჩაგიგდებთ,
ეს ვართ ქალები!
მოდით გაჩვენებთ,
უიმედობას,
სევდას ცრემლიანს.
არ ღირს თამაში
მამაკაცნო,
გული ცელქია.
ცბიერი მზერით,
კოცნას მოგპარავს,
თუმც გაგიყინავს,
ბაგეს მარადის.
ეს ცხოვრებაც ხომ
მხოლოდ ლექსია,
რომელიც ზოგჯერ რითმით არ დადის.
ეს ვართ ქალები!
მოდით გევნებით!
და თქვენს თვალებში,
სათუთ სიყვარულს,
ვერ შევადნებით.
ვერ შეველევით
ეს ვართ ქალები!
გაუშიშვლებელი
მკერდით გაპურებთ.
თუმც
თქვენს ზურგს უკან,
სხვასთან ვიპოვით,
პირველ სარეცელს.
ეს ვართ ქალები!
ნანანიები.
უფლის შეცდომა,
მამაკაცით ნაპატიები.

#4 polter    ნიკის ჩასმა

    VIP-პოლტერგეისტი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3523 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ორ სამყაროს შორის
  • Interests:მწერლობა
    მუსიკა
    სპორტი
    კომპიუტერი
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 28 March 2008 - 10:03 PM

"შენთვის გალეშილი ბაგეები"

შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,
მწყურალს სიყვარულით, კოცნა ეამება,
შენთან გათელილი ტრფობის ღამეები,
წარსულს გავატანო თვალებს ენანება.
ან კი რა მქონია, წარსულს რომ გადავცე.
თითო შეხება და თითო გაღიმება,
ან რა ვუსახსოვრო გული გამიძარცვე,
თავად გამიძარცვე შენი მოგონება.
შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,
სიტყვა დამწყვდეული უნდა გავაჭენო,
როდის ამიშენე შენს წინ დარაბები,
ჩემი გაზაფხული რომ ვერ გავაშენო?!
ჩემი სიყვარული ნაყოფს ვერ მოისხავს,
სარწყავს კალაპოტი თავად შეუცვალე,
მაგრამ გაიხარებს როგორც სარეველა,
როგორც სარეველა აღარ შეგიბრალებს.
შენთვის გაილეშა ჩემი ბაგები,
ბოლო სასმისიც და სული დაილევა,
ასე გაფერმკრთალდა შენი სინატიფე,
ჩემში სარეველას რომ ვერ შეელევა.
ფრთები დაალეწე შენ ჩემს შემოდგომას,
შავ-თეთრ ფოთოლცვენას წითლად დაათოვე,
გული ამატკივე შენგან შეხვეული,
და შიგ სიყვარული ვეღარ დავაგროვე.


#5 polter    ნიკის ჩასმა

    VIP-პოლტერგეისტი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3523 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ორ სამყაროს შორის
  • Interests:მწერლობა
    მუსიკა
    სპორტი
    კომპიუტერი
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 28 March 2008 - 10:04 PM

"გულმა არ დამტია"

მომისმინე ბედნიერო ქალის მოდგმავ,
ალაყაფის კარი ახლა გამიღია,
შენ ერთს განდობ ჩემი გულის ამღერებას,
ვისაც ჩემი სიყვარული დაგიგმია...
გულმა არ დამტია, ძილი არ მაცალა,
კვლავაც ამიტირა ღამე მთვარიანი,
ნუღარ გაუწყრები, ნება აპატიე,
შენი სიყვარულით, გული მთვრალი არი!
გულმა არ დამტია შენთან მომიყვანა,
კვლავაც გამილექსა ღამე დარდიანი,
ძმაო! მელიქიფევ ერთიც ჩამოასხი,
ჩემი შთაგონება, მუზა შავთმიანი.
თვალო!!! თუკი შეძლებ, ერთიც დამიხატე,
მისი ტკბილი ტუჩი, ბაგე ალიანი,
მინდა ვეამბორო გული დავითუთქო,
გული დავითუთქო, მძიმე, დარდიანი.
რისთვის მიბრაზდები?! ფხიზლად გეამბორე,
ლექსი ჩემი არის განა მოპარული,
რა ვქნა არ დამტია გულმა, გადამრია
ახლა ამოფეთქა გრძნობა დამალული.
ღამე დამეცალა ასე წვეთი-წვეთად,
განა სიყვარულის ძალა დამლევია,
გულს რა დაამშვიდებს, სანამ ზეცის ზღურბლზე,
ღამეს სიყვარულის მთვარე დალევია.


#6 )v(oNsTeR    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 584 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:O_o
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 19 April 2008 - 02:28 PM

საქმე არა მქონდა რა... კლავიატურა ავიღე და პოსტის წერა დავიწყე
ეხლა დავიძაბები და დავწერ რამეს...

დასასრული
2047 წელი მზე ბრუნვას მალე შეწყვეტს და ჩამოვარდება და მასთან ერთად მთელი მზის სისტემა განადგურდება სულ რამდენიმე საათის სიცოცხლეღა დარჩენია დედამიწას ძნელია იმის დაჯერება რომ ყველაფერი განადგურდება. როგორ! ადამიანი ხომ უკვდავია? ღმერთი დაგვიფარავს... შეუძლებელია ეს სიყვარული სილამაზე თუნდაც ბოროტება რომ ერთი ხელის მოსმით განადგურდეს ვინმეს ხომ უნდა ესმოდეს ჩვენი არა არ მჯერა!!!

*****
რა ლამაზია დედამიწა სიცოცხლით სიყვარულით სიკეთით და ბოროტებით სავსე აქ ყველაფერია... აქ ყველაფერი გვაქვს სიცოცხლეც სიყვარულიც სიკეთეც და ბოროტებაც როგორ უსაზღვროდ შემიყვარდა ყველა არსება ჭიანჭველიდან დაწყებული ადამიანით დამთავრებული. დღეს ყველა ადმიანს ესმის ერთმანეთის თითქოს ყველა პატიებას თხოვს მეორეს... ყველას ყველაფერი შეგვიყვარდა თითქოს ყველაფერს მივხვდით სიკვდილის წინ...

*****
მზემ ბრუნვა შეწყვიტა და ჩამოვარდა... კაცობრიობა განადგურდა

*****
2047 წელი გალაქტიკა "ცოი" პლანეტა "იუმორი" მამა შვილი მდელოზე წვანან: ჩაიფიქრე შვილო ვარსკვლავი ჩამოვარდა...

ავტორი: გალაქტიონ არველაძე
დადებული სურათი

#7 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 29 April 2008 - 11:47 PM

ერთ საღამოს დავწერე... :| ხშირად ვწერ და ეს რატომ დავწერე არ ვიცი :| მახსოვს რას ვგრძნობდი მაშინ... :|

რატომღაც წერა გადავწყვიტე, ალბათ იმიტომ რომ მეფეს ვკითხულოობ და მხოლოდ მასზე ფიქრი (იმ ერთადერთზე) თუ შემომიღებს კარს?! დაღუპულად მაინც არ ვთვლი თავს. მიხარია, ალბათ ის რომ მარტო არ ვარ, თუმცა კი გამუდმებით ჩემს მარტოობას და სულის დაუმორჩილებლობას ვჩივი... გუშინ მეტროში საშინელი სუნი მეცა, გაგიკვირდებათ და მას მართლაც აქვს სურნელება, რაღაც საშინელი და მიმზიდველი, თითქოს ნესტოები ვერ ძღებიან და კიდევ უნდაათ. მეტი და მეტი... ისიც მოდის და მოდიის. ვიფიქრე რომელიღაც მგზავრს ასდის ალბათ მისი სუნი თქო და თითოეული მათგანი წარმოვიდგუნე ფიცრებში, მერე ლამაზ ბავშვთან მიმიყვანა ფიქრებმა და შემეშინდა. გავეცალე და სახლში მოსულმა ისევ ვიგრძენი მისი ფრთების შხული, ისევ გავიგე ხმა და დაველაპარაკე... ვთხოვე, ვემუდარე, ვიტირე...
გაგიკვირდებათ და მე ყოველ ღამე როცა დაბნელდება ველაპარაკები, ყველაფერი გავიგე მასზე... ის არც ისე ცუდია, როგორც გვგონია... სინამდვილეში ისიც ერთი უბრალო არსებაა, რომელიც ღმერთმა სწორედ იმ წყეულ დღეს შექმნა... ყველას სძულს და ყველას ეზიზღება, მან რა დააშავე... წარმოიდგინეთ ბავშვი რომელიც თანდაყოლილი ავადმყოფობით დაიბადება. სწორედ ასეთIა ისიც და ამისთვის შეიიძულა მთელმა ქვეყანამ... ხშირად უთქვამს ჩემთვის ჩემი რა ბრალია რომ დავიბადე... ასე ინება განგებამო... გუშინ ხელიც კი მთხოვა და მე ვერ გავბედე გავყოლოდი ცოლად, შემეშინდა... ვერც იმას ვხსნი რამით რომ სულ მასზე ვფიქროობ და მე ვხდები ნელ-ნელა უკვდავება... თავს მის ტოლად ვგრძნობ და თან საოცარი სიჩქარით ვბერდები... ვხედავ ბავშვებს როგორ დარბიან და მეშინია რომ წაიყვანს რომელიმეს და მერე ალბათ ჩვენს შვილადაც აკურთხებს, აი მაშინ როცა ცოლად გავყვები... და ეს არ არის შორს, როცა მე გავუმხელ როგორ მიყვასრ და ყოველ ღამე როგორ მათენდება და მამზევდება მასზე ფიქრებში...
მერე ისევ მარტო ვრჩები, როცა ვშორები როცა მაწყენინებს და გულს მტკენს... მის მეტი კი მაინც არავინ მყასვ და გამუდმებით ჩემს გვერდით მხოლოდ მას ვგრძნობ, ის ერთადერთია ვინც არ მღალატობს და თავის მოყენებულ ტკივილებს ნელ-ნელა მწმენდს... ის იყო მაშინაც იქ როცა ვტიროდი... ჩემს გვერდზე იჯდა, ხის სკამზე, და ჩემთან ერთად ტიროდა... თავის შემოქმედებას დასტიროდა და ამ პერიოდში მან ბევრჯერ ცადა სუიციდი, მაგრამ ის უსასრულობაა და მან ვერ შეძლო. მას უჭირს და მთხოვს დავეხმარო, აღარ უნდა იქ, სადაც სიბნელეა... მე არ შემიძლია და ვერ ვპოულობ ხიდს მის სამყაროში...
დღეები გადის და ჩვენ ერთად მივყვებით "მშვიდ ცურვას", სულ დავანებე თავი უკან მოხედვას... მივსდევ და მომსდევს... და მოვა დრო როდესაც გავსწორდებით ერთ ხაზზე... ხელს ჩავჭიდებთ ერთმანეთს და გადავეშვებით ჩანჩქერში რომელიც არც ისე შორსაა... და მაშინ ის იქნება მე... მე ვიქნები ის და მე გავხდები უსასრულობააა...

მენატრება ის და მენატრება მე... მენატრება შენ და მენატრება თქვენ...

''ის'' სიკვდილია... ალბათ ყველა მიხვდა...

#8 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 01 May 2008 - 04:30 PM

პოლის ყვავილების სამყარო

კიდევ ერთი ყვავილებით დამჭკნარი დღე პოლ...
- შენ გიყვარს მზე პოლ?
- თბილია პოლ?
მომაწოდე...
დახვეული კიბეებით ავიდეთ პოლ... ჩვენი კიბით... სამყაროს დასასრულში ცისარტყელაა პოლ... და იქ ვიპოვნით ჭეშმარიტებას პოლ...
წავიდეთ პოლ...
დამჭკნარი ხელები...
ამოშავებული თვალები...
სამყაროს დასალიერი...
მოდი შავი ყვავილები მოვკრიფოთ პოლ... ჩვენი... ჩვენი ლამაზი ყვავილები, ცისარტყელისფერი პოლ...
უფსკრულში ამოსული შავისფერი ია, წითელი სისხლით გათხვრილი... მატარებლის ხმა ლიანდაგებზე...
ორ სამყაროს შუა ვართ პო...
ჩვენი სული გაჟღენთილია საღებავებით... და ჩვენ ვხატავთ რეალობას - არარეალურს...
- პოლ ხელი მომკიდე, პოლ...
და ვირბინოთ საგიჟეთის ლამაზ კედლებში... ჩვენს სახლში... გავიქცეთ პოლ...
წარსული... შავი მზე და ყვავილები ჩაწნილი თავში... თმაში... შავ თმაში... შავ კაბაში... და გულში...
გულში რომელიც არარსებობს...
- გავიქცეთ პოლ...

Polly's Violet Land

21.04.08

Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#9 zeferino    ნიკის ჩასმა

    O_o

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1061 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:tbilisi vakee
  • Interests:graffiti graffitiiiiiiiiiiiiiii
რეპუტაცია: 4
პოზიტიური

დაწერილია 01 May 2008 - 04:47 PM

მომეწონა მაგარია :(
დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა,
დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,
მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,
დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა.
და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა,
რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა,
და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა....ანიო8

#10 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 01 May 2008 - 05:01 PM

zeferino thnx :(


kiss in my bloody eyes...
and say nothing... nothing...
say something for my eyes...
i don't wanna die
i don't wanna mind
just fly... wanna fly...
in your bloody eyes...
in my bloody mind...

Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#11 seaside suicide    ნიკის ჩასმა

    Fallin'

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1044 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 01 May 2008 - 05:26 PM

Cueille les fleurs dans mon ombre
La foret retient la couleur du vert sombre
La lune morte nage dans ses doutes
Et les vagues tristes murmurent dans ma tete




ძველია

#12 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 07 May 2008 - 02:06 PM

polly, please give me your hand and give me violet stars
I want tell them story bout my love...
Tangerine... Tangerine... looking reflections...
I was his queen da he was my love...
In summer our love has grew... grew up... and
we walked in streets and give together many flowers and love... love...
Tangerine tell me how is he now?
I want sing the song bout my and his love...
in summer love...

Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#13 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 07 May 2008 - 09:48 PM

დებილი პატარა ბავშვი რეებს ვწერდი :D :D რა უნიჭო ვარ :D

***
ალბათ ვერასდროს მე ვარ გიხილავ
და საუკუნოდ მომენატრები
ჩემ თავს კი მხოლოდ ერთ რამეს ვკითხავ
ნეტავ იმასაც თუ ვენატრეები
ვიცხოვრებ ალბათ მხოლოდ იმედით
და ვისულდგმულებ მე იმ დღეებით
ღმერთს შევავედრებ გიხილო წამით
და მერე თუნდაც მოვმკვდარვარ ტანჯვით
შენ ვერასოდეს გაიგებ იმას
რაც ჩემ გულშია დაბულებული
ვეღარ გაიგებ მიყვარხარ თუ მე
მყავხარ დიდი ხნის დავიწყებული
დავიტანჯები მაგრამ გავუძლებ
ვიდგები მაგრად და არ ვიტირებ
მაგრად არასდროს მე არ ვინანებ
ამ დიდი შეცდომას არ დავივიწყებ
მაგრამ ნუ ფიქრობ რომ მე მიყვარხარ
მეგობარი ხარ მხოლოდ შენ კარგი
რომლისთვისაც მე სიცოცხლეს დავთმობ
ავიტან ტანჯვას და ყველას დავგმობ
თუმცა არ ვიცი ამ წამს რას ფიქრობ
როცა ამ სტრიქონს შენით კითხულობ
ნუთუ შინაარსს მაინც გაიგებ
ან თუ ამაზე ხშირად იფიქრებ
ახლა შენ იცი რაც გინდა ქენი
მე კი გითხარი სათქმელი ჩემი
გითხარი რომ მე ვილოცებ შენთვის
და მარად ვიბრძვი სიყვარულისთვის
არ ვიცი ალბათ ბოლოჯერ გეტყვი
ყველაფერ კარგს მე ვისურვებ შენთვის
რომ გაუმკლავდე გისურვებ ძალას
მურტალ ცხოვრების საშინელ დენას
რა ვუყოთ რომ ეს წუთისოფელი
ასე მოკლეა და დამტანჯვენი
უნდა გვწამდეს და ვაკეთოთ ერთი
გვიყვარდეს ხალხო ჩვენ ერთმანეთი
ახლა რაღა ვქნა ბოლოს რა გითხრა
გავრითმე ესე მე სიყვარულით
და ბოლოს მინდა უკანასკნელად
გიხილო და მე გითხრა მშვიდობით

19.05.07

#14 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 07 May 2008 - 09:51 PM

ნეტავ არასდროს არ გამეცანი
ნეტავ არასდროს არ მყვარებოდი
და მე არასდროს აღარ მენახა
შენი უძირო, ნაზი თვალები.
ნეტავ არასდროს აღარ მეფიქრა
შენზე დილიდან დაღამებამდე
მგონი მიყვარხარ, მემგონი ახლაც
და გაგრძელდება ეს სიკვდილამდე
არ მინდა ისევ ვიტანჯო შენით
ყოველ წამს ისე მიყვარდე ძლიერ
რომ, უკვე თითქმის არ სიყვარულით
გაძლება ჭირდეს ძვირფასო ძლიერ.
ჩვენ კი ვერასდროს ვიქნებით ერთად
ეს სიმართლეა ტკივილით სავსე
მაგრამ ამის მწამს, შენ მეყვარები
და ამ ლოდინში გავა სიცოცხლე.
მაგრამ რა არის მხოლოდ სიცოცხლე
უსიყვარულოდ რა არის იგი?
რომ არა ტრფობა ამ ქვეყანაზე
არ ვიქნებოდით დედამიწაზე.
და ალბათ ისევ ტრფობა რომ არა
რუსთველი ვეღარ დაწერდა შედევრს
ვეღარ დაწერდა შექსფირი რომანს
და ვერც ილიას კალამი პროზას.
ბედნიერი ვარ ღმერთმა მაინც
მაჩუქა ნიჭი სიყვარულისა
ყოვლად ძლიერი სიყვარულისა
მჯერა, ნამდვილი სიყვარულისა.
სწორედ ეს არის იმის მიზეზი
რომ, ამ სტრიქონებს მხოლოდ შენ გიძღვნი
უბრალოდ მინდა ვწერო ამაზე
ძვირფასო, მხოლოდ ამ სიყვარულზე.
და ალბათ ბოლოს როცა გიხილე
თოვდა უძიროდ მთელ ქვეყანაზე
ეს ის არ იყო იანვრის თოვლი,
ეს იყო თოვლი სიყვარულისა.
უკანასკნელად მე რომ გიხილავ
ალბათ წალეკავს ქვეყანას თოვლი
მაგრამ თოვლს მხოლოდ მე შევეხები
მე დავინახავ, ხელს გამიყინავს.
იქნებ მოვიდეს თქნეში წვიმისა
შემცივდეს ძლიერ ვითხოვდე სითბოს
ან თუ მზიანი ამინდი დადგა
გავთბები აღარ მოვითხოვ სითბოს.
და არც სიყვარულს შენგან არ ვითხოვ
მხოლოდ იმას გთხოვ, იცხოვრე ჩემთვის
მხოლოდ ისუნთქე, ისუნთქე ჩემთვის
უბრალოდ იყავ ამ ქვეყანაზე.
რომ უშენობა იცი რაცაა
მიჩვეული ვარ გავუძლებ ამას
და თუ გავიგე რამე შეგმთხვა
იცოდე, ჩემ სულს მივყიდი ღმერთებს.
მუზა ხარ ჩემთვის, უბრალოდ მუზა
გინდა დავწერო ლირიკა-პროზა
მაწუხებ ხშირად, მაჩეჩებ კალამს
და მაწერინებ მე ძალით ამას.
მე მგონი მეყო, სწორად გითხარი
ჩემი სათქმელი გიამბე ახლა
და თითქოს რაღაც მძიმე გულიდან
მომეშვა მაგრამ ვამძიმებ ქაღალდს.

3.10.07

რა დებილი ვარ :D :D :D

#15 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 07 May 2008 - 09:52 PM

***
გავა მრავალი ათასი წელი
უთვალავ წამებს დათვლიან დღენი
გაიხრწნებიან საფლავში ძვლები
და ჯოჯოხეთში იყვირებს ხმები
ნელ-ნელა მიდი დღეები, წლები
როგორც ფოთლები შემოდგომისა
უკან კი რჩება მოგონებები
ახალგაზრდობი და ბავშვობისა.
ყოველ დღე კვდება ვიღაცის გული
და უშავდება სხეული, სული
დაჭკნება მისი თრთოლვარე ბაგე
ცივი ყინულის გახდება მალე.
და დღესაც ხედავ ვიღაცა კვდება
ნელი ნაბიჯით ბილიკს მიჰყვება
უკან კი ესმის ტირილი ხალხის
და დაღვლიანად მას ეცინება
თუმცა მოიცა კიდევ რა ხმაა?
განწირულების არის კივილი
სადღაც შორიდან ისმის ტირილი
და ეშმაკების დიდი სიცილი
უსიამოვნო გრძნობა სულს იპყრობს
და ეკითხება თავის ანგელოზს
ისაა ნეტავ ის რაც მე მომელის?
ესაა მართლა ხვედრი ცოდვილის?
ამ დროს კი ჩვენთან, სააქაოში
სატრფო იხრჩობა მლაშე ცრემლებში
მოსილი იგი, სამოსში შავში
თავს იკლავს ხტება ხიდიდან წყალში.
ასეა კარგო ჩვენი ცხოვრება
ყოველ წამს ვიღაც ყოველთვის კვდება
ყოველ წამს ისევ სიცოცხლე ჩნდება
და ამ რიტმებით მიდის ცხოვრება.

15.10.07

:D :D :D ხო რავი ეს ლექსი გიოს მოსწონს ძაან :)





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი