Jump to content
Planeta.Ge

Dj Tiesto - 21-ე საუკუნის მოცარტი!!!


Recommended Posts

ე.ი. მართალია როკერების ფორუმია ძირითადად მაგრამ მეც როკერი ვარ და ვგიჯდები ელექტროზე და განსაკუთრებით კი რა თქმა უნდა ელექტრო მუსიკის მამაზე, ტიესტოზე! ეს არის ცოცხალი ლეგენდა! კაცი გენია! 21-ე საუკუნის მოცარტი! დამიწებთ ახლა მოცარტი არა ტოროლაო :D მართლა უნიჭიერესი მუსიკოსი და პიროვნებაა! ვისაც ელექტრო მუსიკა არ გესმით და არ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ამ თემაში ნო იპოსტავებთ :user:

 

http://123.ge/uploads/1/97587.jpg

 

ტიესტო (Tiësto) (ნამდ. სახელი Tijs Verwest - ტაის ვერვესტი) (17 იანვარი, 1969, ბრედა, ნიდერლანდი) - მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტრანს დიჯეი. მუსიკალური შემოქმედების პერიოდში მრავალი სახელი გამოუყენებია თუმცა ყველაზე მეტად მისი ამჟამინდელი ფსევდონიმი დიჯეი ტიესტოა ცნობილი. ტიესტო ტიისის იტალიურ ყაიდაზე გადაკეთებული ბავშვობისდროინდელი მეტსახელია. ბოლო მანუშევრებში ზედსართავი დიჯეი გამოტოვებულია და მას უბრალოდ ტიესტოს უწოდებენ. ევროპის გარეთ ტიესტო ყველაზე მეტად ცნობილია მისი განთქმული რემიქსით დელერიუმის სინგლიდან "Silence" (სარა მაკლაკლენის შესრულებით).

 

ტიისმა პროფესიანალი დიჯეობა სასკოლო წვეულებებით დაიწყო, შემდეგ კი უკვე რეზიდენტი დიჯეი ხდება ნიდერლანდების რამდენიმე კლუბში 1985-1993 წლებში. ამ პერიოდში ის მძიმე ტექნო-გაბა კომპილაცეიბს ქმნის "და ჯოკერ" და "დიჯეი ლიმიტედ" ფსევდონიმებით. თუმცა საკუთარ სტილს ტიისი მცირე კლუბ "სპოკში" პოულობს, სადაც პატარა ოთახში უიკენდებზე საღამოს 10-დან დილის 4 საათამდე განმარტოებული ქმნიდა ელექტრო კომპილაციებს. შუა 1990-იანებში ტიისი იწყებს ტრანსის კომპოზიციების შექმნას და 1997 წელს არნი ბინკთან ერთად აფუძნებს სტუდიას "ბლეკ ჰოულ რეკონდინგს", სადაც ის შემდგომში მუშაობას აგრძელებს. აქ ის ქმნის ტრანს მუსიკის სერიას "მაჯიკ მიუზიკ" ხელწერით.

 

ამ პერიოდში მისი ჰიტ სინგლები გახდა "Flight 643", "Lethal Industry", "Suburban Train", "Traffic" და სემუელ ბარბერის "ადაჟიო სიმებიანი საკრავებისთვის" მისეული ინტერპრეტაცია. ამათგან Traffic გახდა პირველი ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელმაც პირველ ადგილს მიაღწია ნიდერლანდების მუსიკალურ ჰიტ პარადებში 23 წლის განმავლობაში. მისი ალბომები ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხით, სტილითა და პოპულარობით. მისი მაჯიკ სერიის დიკები შეიცავს 7 ალბომს, დაწყებული "Magik One: First Flight" (1997) და დამთავრებული "Magik Seven: Live in Los Angeles" (2000), რომელიც ყველაზე გაყიდვადი ტრანს-მიქს დისკთა სერია იყო ამ ჟანრის ისტორიაში. მას ეკუთვნის ასევე ალბომთა სერია "In Search of Sunrise", რომლის მეოთხე გამოცემა მხატვრული ღირებულებით ყველაზე გამორჩეულია - იბიცასა და ლათინური ამერიკის ჰანგების შერწყმით მიღებული სითბო და ერნერგია მსმენელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.

 

2000 წელს ტიისი პირველად გამოდის დიდი აუდიტორიუმის წინაშე როგორც სოლო დიჯეი, სადაც ის 6-საათიან განუწყველივ ტრანს მიქს ქმნის სახელწოდებით "ტიესტო სოლო". წარმატებული პირველი მცდელობის შემდეგ ტიისი სოლო კონცერტით გამოდის სტადიონზე არნჰემის გელრდომში 2003 წლის 10 მაისს 25.000-იანი მაყურებლის წინაშე. საღამომ, რომლის ჩანაწერს შემდგომში "Tiësto in Concert" ეწოდა, მას უზარმაზარი წარმატება მოუტანა. ის სოლო კონცერტს მომდევნო წლის ოქტომბერშიც ატარებს, ხოლო ერთ კვირაში კი იგივე მეორდება ბელგიაშიც, რომელმაც 20.000 ფანი მოიზიდა. ბილეთები ამ კონცერტებზე სულ რამდენიმე საათში გაიყიდა.

 

2005 წლის 20 აგვისტოს ტიისი "Tiësto in Concert" ტურით ამერიკაში მიემგზავრება და ლოს-ანჟელესის სპორტ არენაზე 10.000 ფანისთვის ატარებს ტრანს სესიას. ტურის დიდი ნაწილი გადადებულ იქნა ქარიშხლის გამო, თუმცა აქ ჩატარებულმა რამდენიმე კონცერტმა მას საკმაოდ დიდი მეინსტრიმული პოპულარობა მოუტანა.

 

2005 წლის შემოდგომაზე ტიისი დიდი ტურით მიემგზავრება ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ის ერთ კონცერტს ატარებს ყველა ქვეყანაში უზარმაზარი აუდიტორიებისთვის. ის ჩერდება სლოვაკიაში, მაკედონიაში, რუმინეთში, უნგრეთში, ჩეხხეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და სერბიაში.

 

ტიისი პირველი დიჯეი იყო, რომელმაც "დიჯეი მეგეზინის" #1 დიჯეის ტიტული დაიმსახურა ერთმანეთის მიყოლებით სამი წლის განმავლობაში (2002-2004). ტიისი ასრულებდა ასევე ათენში 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც 4 მილიარდამდე მაყურებელი ჰყავდა მსოფლიოში და პირველი დიჯეი იყო, რომელსაც ამგვარ ამპლუაში მოუხდა შესრულება. ტიისს ნიდერლანდების სამეფო კარის მიერ ორანჯ-ნასაუს ორდენის ოფიცრის წოდება აქვს მიღებული და ასევე ნიდერლანდელთა მიერ არჩეულია ისტორიაში 40 უდიდეს ჰოლანდიელ მოქალაქეთა შორის. ნიდერლანდებში გასაკუთრებით და მის ფარგლებს გარეთაც ტიესტოს მუსიკალური ტალანდი თითქმის მითიურ სტატუსამდეა აყვანილი.

 

ინფო დაკოპირებულია თეე.გე-დან. პოსტის ავტორი marikuna777.

 

დისკოგრაფია:

 

Discography

 

http://www.peterkjaer.dk/dj_tiesto.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მოკლედ თუ ვინმეს გევასებათ დაპოსტეთ :D გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები ამ გენიოსის შესახებ :D დაპოსტეთ რომელი ლაივები და ტრეკები გევასებათ ;) და ასე შემდეგ ;)

 

აბა გელით... :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მევასება :user:

 

მაგრამ არმანა სჯობს, მგონი :D

 

ტრეფიკს ვუსმენ ეხა...

 

:disco:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაითოფისს ქონდა პროექტი ნომბერში აპირებდნენ ჩამოყვანას და არ გამოვიდა არაფერი :D(

არადა რა გაასწორებდა ტიეტოს დაკრულზე დზიგდზიგიიიიიიიიიიი :user:

 

მერე დავყრი მაგარ ლაივებს და გენიალურ ტრეკებს. აი ისეთებსაც დავყრი რომლებითაც შეიძლება კაცს შეუყვარდეს ელექტრო თუ არ უყვარდა მანამდე ;)

რავი მე ჩემებურად ვუმუღამებ ტრანსს...

ეს არის მუსიკა რომელიც მარტო ყურებით არ უნდა აღიქვა...

მუსიკა უნდა ემთხვეოდეს გულისცემას, უნდა შეიგრძნო მთელი სხეულით...

რიტმში უნდა ჩაჯდე...

რავეეეეეეე მაგარია ელექტრო და მაგრად ვარ მეც ახლააააააა ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიიიი!!! მაგარი!!!

 

ყველაზე მაგარი ტრეკებია:

 

01 - ten seconds before sunrise

12 - hes a pirate tiesto remix-tgx ---> შუის მერე იმენნა მაგარ ჩახვევებს და გადასვლებს აკეთებს აქ. ცოტა ბანდზურად იწყება მარა მერე მაგარია :D

02 - tiesto feat jes everything

 

ნუ ყველა მააგრია მარა ესენი დზააან :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველი ლაივია მარა მაგარია: Amsterdam

 

რამდენიმე ჩემი საყვარელი ტრეკი დავაარქივე და ავაგდე ოლშარეზე:

ინებეთ:

Tiesto Best

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხვალ ამათ ჩავუჯდები :user:

დღეს ვერ ვასწრებ... :D არმინას რაღაც საათ-ნახევრიან ვეშს ვუსმენ და... ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოკ. აბა შენ იცი. კაროჩე თუ მართლა დაგაინტერსა აი იმენნა პირველად მოუსმინე walkling on clouds-ს მეორე არქივშია. ეგ თუ მოგეწონა მერე ვსიოოოოოოოო :user: ოგონდ თავიდან ბოლომდე მოუსმინე ;) :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი მეც დავპოსტე :user: არა, მართლა მომწონს TIESTO :love2:

 

 

აუუ გადმოვქაჩავ მაგენს ხვალამდე მოვასწრებ ვითომ? :)): :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ეს კლუბური მუსიკა და დიჯეები რო არ მევასება რა...

მეზიზღება ჭირივით...

მოაშორეთ აქედან...

:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ეს კლუბური მუსიკა და დიჯეები რო არ მევასება რა...

მეზიზღება ჭირივით...

მოაშორეთ აქედან...

:D

 

 

ვისაც გვევასება, გაგვატარეთ :bee:

 

 

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...