კონტენტზე გადახტომა


ფორუმ "პლანეტას" ტოტალიზატორის წესები


  • დახურული თემა თემა დახურულია
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 Saturn    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 170
საუკეთესო

დაწერილია 10 June 2010 - 12:40 PM

ფორუმ "პლანეტას" ტოტალიზატორის წესები

1.1 ფორუმ "პლანეტას" ტოტალიზატორში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დარეგისტრირებულია ფორუმზე. ფორუმელი, რომელიც გადაწყვეტს ტოტალიზატორში მონაწილეობის მიღებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ თემაში. რეგისტრაცია გამოიხატება შესაბამისი შინაარსის მქონე პოსტით.
1.2 ერთი პიროვნების მიერ რამდენიმე ნიკით სარგებლობის შემთხვევაში მას აეკრძალება ტოტალიზატორში მონაწილეობის უფლება.
1.3 თითოეულ დარეგისტრირებულ ფორუმელს (შემდეგში "მოთამაშე") რეგისტრაციის გავლისთანავე ავტომატურად გამოეყოფა 150 პირობითი ერთეული (შემდეგში პე), რომლის საშუალებითაც ხორციელდება ფსონების გაკეთება. 150 პე -ის გამოყოფა ხდება ერთჯერადად, მისი მარაგი აღარ შეივსება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე. აგრეთვე არ მოხდება ერთი მოთამაშის მიერ პე-ის გადაცემა მეორე მოთამაშეზე.
1.4 მოთამაშის მიზანია 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შედეგების გამოცნობა ტოტალიზატორის თემაში წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით. ყველა ფსონი ეხება მატჩის ძირითად დროს (გარდა: “გასვლა შემდეგ ეტაპზე”). შესაძლებელია მატჩის შედეგების გადაბმაც. ასეთ შემთხვევაში შედეგების შესაბამისი კოეფიციენტები ერთმანეთზე გადამრავლდება. შედეგის ვერ გამოცნობის შემთხვევაში კოეფიციენტი ნულდება. ერთ პოსტში შესაძლებელია რამდენიმე ფსონის გაკეთება. ასეთ შემთხვევაში ფსონები ნათლად უნდა იყოს გამოყოფილი ერთმანეთისაგან.
1.5 მერვედფინალებიდან დაწყებული მოთამაშეებს შეუძლიათ ნიძლავის დადება ერთმანეთში იმაზე თუ რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე. ასეთი ნიძლავის დადების შემთხვევაში ორივე მონაწილემ პოსტების საშუალებით მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თანხმობა.
1.6 ფსონის არასწორად გაკეთების შემთხვევაში ფსონი გაუქმდება. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) დაპოსტვა მოხდა მატჩის დაწყების შემდეგ;
ბ) პოსტი დარედაქტირებულია;
გ) პოსტში არ არის მითითებული ფსონის ოდენობა;
დ) ერთ პოსტში არსებული ფსონები არ არის ნათლად გამოყოფილი ერთმანეთისაგან.
1.7 მოთამაშის მიერ გაკეთებული პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, მოთამაშე ვალდებულია PM -ის საშუალებით აცნობოს ტოტალიზატორის ორგანიზატორებს ამის შესახებ და მიუთითოს შესაბამისი პოსტის ბმული. PM -ის გაგზავნის ვადაა მატჩის დასრულებიდან სამი დღე-ღამე. იმ შემთხვევაში თუ PM არ იქნა გაგზავნილი ამ ვადაში, მოგება ანულირდება.

პრიზები

ფორუმ "პლანეტას" ტოტალიზატორის მონაწილეთათვის ფორუმის ადმინისტრაცია აწესებს წამახალისებელ პრიზებს რეპუტაციის ქულების სახით.
პე-ის რაოდენობის მიხედვით:
I ადგილი - 50 ქულა
II ადგილი - 30 ქულა
III ადგილი - 20 ქულა

მოთამაშეს, რომელიც გამოიცნობს ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი - 10 ქულა*
მოთამაშეს, რომელიც გამოიცნობს თუ რომელი გუნდი გავა ფინალში - 5 ქულა*

ვარსკვლავით აღნიშნულ პუნქტებში შესაძლოა ორ-ორი გუნდის მითითება. ორივე პუნქტის ერთი გუნდით გამოცნობის შემთხვევაში პრიზად გაიცემა 10 ქულა.


შესწორება 1: ყველა მოთამაშეს დამატებით გადაეცა 150 პე.

გამოხმაურება რედაქტირებულია Saturn: 19 July 2010 - 04:57 PM

ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი