Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მოგესალმებით,

 

გვინდა წარმოგიდგინოთ პირველი ქართული ფრილანს-პორტალი freelancers.ge, რომელიც 1 დღის წინ გაიხსნა.

 

ფრილანსი (ინგ. სიტყვა "freelance" - თავისუფალი მომუშავე) - მუშაობა კონტრაქტის გარეშე. ითვალისწინებს შეკვეთების ძიებას გლობალური ქსელით, მათ შესრულებას და ანაზღაურების მიღებას.

 

საიტზე ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ მათთვის სასურველი შეკვეთები, ხოლო დამკვეთებს - სასურველი ფრილანსერი.

 

მიუხედავად იმისა, რომ პორტალი ახალი გახსნილია, უკვე არის შეკვეთების გარკვეული რაოდენობა. ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ გამოეხმაურონ ამ პროექტებზე.

 

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაამატონ დამკვეთებმა თავიანთი პროექტი ფრილანს-პორტალზე:

 

1. ფრილანს-პორტალი თავისთავად ფრილანსერების თავშეყრის ადგილია. აქ დარეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა სპეციალობის შემსრულებლები, რომლებიც ეძებენ შეკვეთებს. ამგვარად, თქვენი პროექტი გახსნისთანავე მიიქცევს თემატურად დაინტერესებული ფრილანსერების ყურადღებას.

 

2. თქვენ საშუალება გაქვთ რეიტინგის სისტემით აკონტროლოთ ფრილანსერის სანდოობა, იხილოთ სხვადასხვა დამკვეთების აზრი ამათუიმ შემსრულებელზე.

 

3. ასევე თქვენც გეძლევათ საშუალება შეაფასოთ ფრილანსერი თქვენთან თანამშრომლობისას, რათა მომავალში ეს სხვა დამკვეთებმაც გაითვალისწინონ.

 

4. თქვენ შეგიძლიათ დეტალურად მიუთითოთ თქვენი პროექტის პირობები, როგორიცაა: ბიუჯეტი, ინფორმაცია, სამუშაოს ტიპი და ა.შ. რაც ნაკლებად იწვევს ფრილანსერებში პროექტის გარშემო სხვადასხვა კითხვების დაბადებას.

 

5. უმეტეს შემთხვევაში, ფრილანსერებთან გაცილებით იაფი ჯდება ამათუიმ პროექტის შესრულება.

 

უახლოეს მომავალში, საიტს დაემატება შემდეგი ფუნქციები:

 

1. ფორუმი, რომელიც ფრილანსერებს და დამკვეთებს სასუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი აზრები.

 

2. ფრილანსერებისთვის საიტზე პორტფოლიოს ატვირთვის შესაძლებლობა. პორტფოლიო გამოჩნდება ფრილანსერის პირად პროფილში.

 

3. emoney ანგარიშსწორების სისტემა.

 

4. უცხოელ დამკვეთებთან თანამშრომლობის სისტემა.

 

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნები და წინადადებები.

 

ველით გამოხმაურებებს...

 

პატივისცემით

freelancers.ge - ადმინისტრაცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 155
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს ძალიან კარგია ქართულ ნეტ სივრცესი რო გაკეთდა და მივედით იმ დონემდე რომ ეგეტი აზრიანი საიტები უნდა შეიქმნას საქართველოში

 

ძალიან კარგია და წარმეტებებს გისურვებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

მოგესალმებით,

 

რამდენიმე დღის განმავლობაში პორტალზე მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, რის გამოც პროექტების რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო.

 

დღეიდან საიტი განაგრძობს ჩვეულ რეჯიმში მუშაობას და უახლოეს დღეებში კვლავ იხილავთ შეკვეთების დიდ რაოდენობას.

 

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,

 

პატივისცემით

freelancers.ge - ადმინისტრაცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

მოგესალმებით,

 

დღეს, 24.07.2010 - ჩაირთო პორტალის ახალი და სახეშეცვლილი ვერსია. პორტალს დაემატა ვაკანსიების ატვირთვის ფუნქცია დამკვეთთათვის, რაც ფრილანსერებს დაეხმარება მათთვის სასურველი ვაკანსიების მოძიებაში.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პორტალზე მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, რის გამოც პროექტების რაოდენობამ დაიკლო. დღეიდან საიტი სრულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

უახლოეს დღეებში პორტალს დაემატება კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია - პორტფოლიოს ატვირთვა, რაც ფრილანსერებს დაეხმარება დამკვეთებისთვის თავიანთი ნამუშევრების წარდგენაში.

 

facebook - ზე გაიხსნა პორტალის გვერდი, გაწევრიანება შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: http://www.facebook.com/pages/freelancersg...80711654?ref=ts

 

გისურვებთ წარმატებებს...

 

პატივისცემით

freelancers.ge

Edited by Gainsborough
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაცხა ფრილანსი ვერ ქაჩავს ჩვენთან...

 

მგონი ეს

გვჭირდება გოგონები 18-28 წლამდე ეროტიკული სახის კლიპებში გადასაღებად

და ფრილანსი ოდნავ სხვადასხვა რამეა, ფრილანსი უფრო ინტელექტუალურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გამოიყენება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თითქმის დასრულდა პორტფოლიოს სისტემაზე მუშაობა და სულ მალე ამ ფუნქციასაც შემოგთავაზებთ :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პორტალს დაემატა პორტფოლიოს ატვირთვის ფუნქცია.

 

დღეიდან ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ პორტალზე ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები. პორტფოლიო გამოჩნდება ფრილანსერის პირად პროფილში. დამკვეთებს მიეცემათ მათი ნახვის და ნამუშევრების მიხედვით სასურველი ფრილანსერის არჩევის შესაძლებლობა.

 

იმისათვის, რომ ატვირთოთ პორტფოლიო, საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია როგორც ფრილანსერმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი პორტალი, შეგიძლიათ განათავსოთ ბანერი თქვენს საიტზე.

 

იხ. ვრცლად: http://freelancers.ge/buttons.php

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განახლდა პორტალის ფორუმი. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა.

 

freelancers.ge/forum

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პორტალზე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი პირადი პორტფოლიო.

 

ფაილის მაქსიმალური დასაშვები ზომა გაიზარდა 200 KB - მდე, რაც შემდგომში კიდევ გაიზრდება.

 

ველით თქვენს ნამუშევრებს.

 

freelancers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...