კონტენტზე გადახტომა


გალაკტიონ ტაბიძე


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
30 პასუხი თემაში

#16 seaside suicide    ნიკის ჩასმა

    Fallin'

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1044 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 07 April 2008 - 03:43 PM

ეხლა ვკითხულობ კრებულს :D

#17 ann_waits    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 47 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 08 April 2008 - 07:50 PM

გამოხმაურების ნახვაticianeloს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 8 2008, 12:43 AM):

ჰო კაი იქნებოდა მასეთი საიტები სხვებზეც იყოს... :)
ხოო...
ისე, არ ვიცოდი გალაკტიონი რომ ხატავდა :)
I'm only happy when it rains..

#18 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 09 April 2008 - 01:24 AM

გამოხმაურების ნახვაann_waitsს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 8 2008, 08:50 PM):

ხოო...
ისე, არ ვიცოდი გალაკტიონი რომ ხატავდა :))
ეჰ მღეროდა კიდეც :))

ერთხელ მთვრალებმა, მაგან სარაჯიშვილმა და ვიღაცამ კდიე იმღერს პოერის წინ
ხოდა არავის ისე არ უმღერია ჯერ, როგორც მე, სანდრომ და იმ ვიღაცამ ვიმღერეთ მაშინო.

(რა თავხედი უნდა იყო რო სარაჯიშვილზე წინ სიმღერაში თავი დააყენო [კარგი გაგებით])
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#19 seaside suicide    ნიკის ჩასმა

    Fallin'

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1044 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 28 April 2008 - 03:37 PM

წვიმა და თოვლი...
რა მხარეები გიცდის სიბერის
ჩვენ გვესიზმრება ჩვენი სამშობლო
სამშობლო შავი ლიუციფერის.
სამშობლო ძველი...
გზა დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებით
და სისხლით სველი.
გზა, სასიკვდილო გადათეთრებით
სამშობლო შავი ლიუციფერის.
ჩვენ მწუხარებამ დაგვიძმობილა
ღამის ტყე ველი
არასდროს ჩვენთან იქ არ ყოფილა
ნაზარეველი.





უკომენტაროდ :iagova:

#20 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 May 2008 - 02:45 PM

გალაკტიონის დღიურიდან...

მე გახლდით ბათუმში... ზღვის პირას, მომესმა ქალის საამო ხმა, იგი მღეროდა მოტივს "გედის სიმღერა" ჩვეულებრივ, გედი სიკვდილის წინ მღერის, ეს იგი სიცოხლეში ერთხელ... ამ მოტივმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... მაშინ ბავშვობის დროს, აქვე ზღვის პირად დავწერე ერთი ლექსი სათაურით "გედის სიმღერა" რომელშიც გამოვიყენე ის მოტივი, რომელზედაც მღეროდა ქალი... მღერის გედი, რომლის ხმა თანდათან ძლიერდება... ძლიერდება და ბოლოს წყდება...


მთაწმინდის მთვარე / გედის სიმღერა

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუნარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი ასე ნაზე... ჯერ ცა მე არ მახსოვს

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით
და მის შუქშI გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ოჰ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე

აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული.

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად
ოღონდ ვთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები...

Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#21 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 May 2008 - 03:58 PM

"დიდი იმედები"

გალაკტიონის დღიურიდან

არ ვიცი რის გამო, შეიძლება იმიტომ, რომ თითქმის მთელი ღამე, გათენებამდის ვკითხულობდი დიკკენსის "დიდ იმედებს" გამომეღვიძა გვიან, მზე კარგა მანძილზე იყო დაშორებული ჩვენი სახლის აღმოსავლეთით მწყობრად ჩამწკვრივებულ ალვის ხეებს, მზე, მთელი თავისი ახალი და დიადი ელვარებით, პირდაპირ ჩემს ფანჯარაზე მომდგარიყო... არასდროს არ დამავიწყდება მისი იმდღევანდელი შუქი... რაღაც აუწერელმა სიხარულმა ამიტაცა და მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა და ისიც ისე უმიზეზოდ, ისე უეცრად, ისე მოულოდნელად... ანგარიშმიუცემლად მივვარდი ფანჯარას, საიდანაც მზის შუქი შემოდიოდა და დავუწყე კოცნა ფანჯარას, ფანჯრის მინებს, გონებადაკარგული ვკოცნიდი. დიდხანს მზის შუქს...
- შვილო, შვილო, შვილო!!! - მომესმა გაოცებული დედის ხმა...
- გადაირიე შვილო?
მე შევკრთი... იმ წუთშივე უდიდესი სიხარული უფრო დიდი დარცხვენის გრძნობად შემეცვალა... ან რატომ ვერ გავიგე, რომ ოთახში დედა შემოსულიყო, კარები ხომ უხმაუროდ არასდროს არ იღება...
ვიდექი დედის წინ, როგორც უდიდეს დანაშაულობის ჩადენაზე წასწრებული... დიდხანს თავი მაღლა ვერ ამეღო. ნელა, ცალი ხელით ვიგრძენი როგორ მიწევდა უკან თავს დედაჩემი, სურდა ჩემს თვალებში ჩაეხედა...
- შემომხედე, გატუნა! შვილო, რა მოგივიდა? - ალერსიანად მეუბნებოდა დედა, მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი... რა უნდა მეთქვა? განა შეიძლებოდა სიტყვებით იმის გამოთქმა, რასაც განვიცდიდი, და რის გამოხატვაც სრულიად არ შემეძლო? - რა? - ბოლოს ძვლივსღა ვთქვი "დიდი იმედები" რაო რას ამბობ? დიდი იმედები, დედა... დედი...
დედას იმ წამშივე გული შეუწუხდა... მკერდზე მიიდო ხელი და ტახტს მიესვენა... ასე ემართებოდა ყოველთვის როცა რაიმეს მძლავრად განიცდიდა... "გული შეუწუხდა, მიზეზი კი მე ვარ" - გავიფიქრე... გავხედე ფანჯარას მზის შუქი ეხლა აღარ მეჩვენა ისე მიმზიდველად...
გასცდა ჩვენს ფანჯარას ის მზის შუქიც...
ვინ იცის, დაბრუნდება ისევ თუ არა...

1 თებერვალი - 1929 წელი...

Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#22 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 07 May 2008 - 08:34 PM

მე გალაკტიონის სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნი მაქვს ავტოგრაფით! ძაან მიყვარს ეგ წიგნი დავკანკალებ ზედ კი ძალიან ძველია და ფურცელ-ფურცელაა სულ მარა მაინც ვცდილობ რომ არ დაიხეს ბოლომდე

#23 შუშანა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 312 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:WINDY PLANET
რეპუტაცია: -1
კარგია მუდამ მტრიანი

დაწერილია 04 June 2008 - 12:26 PM

გალაქტიონის მესაფლავეს ყოველ დღე ვკითხულობ. ვგიჟდები ამ კაცზე
გაუმარჯოს დიდი დიღომსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

#24 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 23 August 2008 - 07:49 AM

გამოხმაურების ნახვაseaside suicideს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 28 2008, 03:37 PM):

წვიმა და თოვლი...
რა მხარეები გიცდის სიბერის
ჩვენ გვესიზმრება ჩვენი სამშობლო
სამშობლო შავი ლიუციფერის.
სამშობლო ძველი...
გზა დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებით
და სისხლით სველი.
გზა, სასიკვდილო გადათეთრებით
სამშობლო შავი ლიუციფერის.
ჩვენ მწუხარებამ დაგვიძმობილა
ღამის ტყე ველი
არასდროს ჩვენთან იქ არ ყოფილა
ნაზარეველი.

უკომენტაროდ :iagova:

ეს ლექსი...
მამაჩემს უყვარს ძალიან, ოდანვ შეზარხოშებული როა ხოლმე სულ კითხულობს :)
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#25 zeppelina    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4085 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Kutaisi/Tbilisi
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 11 October 2008 - 08:20 PM

მე და ღამე!

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

#26 KALIA    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 177 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 15 December 2008 - 02:19 AM

გარეთ თოვს და სიმპოლურად ამ ლექსს დავპოსტავ :D

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

#27 delfina    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 32 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:yoveltvis cashi davprinav
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 04 January 2009 - 08:21 PM

სადღაც მინახავს
ქალის სახე კარგი და წრფელი,
არ მშორდება ის,
დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი.
ალერსის სიტყვებს
ჩამჩურჩულებს ახლომდგომელი,
მაგრამ მარადის დაფარული,
მიუწვდომელი.
ოჰ, დიდხანს, დიდხანს
ვძებნე იგი და ვერსად ვპოვე.
ვიცი შორს არის,
მაშ, რად მტანჯავს ეგ სიახლოვე?


ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი
მისთვის იმწამში არ იყო ღმერთი
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი

იგრძნო რომ მაინც საოცრად ცხელა
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს

როგორ საიდა... არ იცის თვითონ
ის უცნობ ხიდზე დგას, სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ
ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.
"I Need Metal In My Life Just Like An Eagle Needs To Fly !!"

#28 mashiko    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 52 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 July 2009 - 08:47 PM

ახსნა

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!
Somewhere

#29 mashiko    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 52 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 July 2009 - 08:48 PM

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.


:))
Somewhere

#30 mashiko    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 52 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 July 2009 - 08:49 PM

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..
Somewhere





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი