Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"38. ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. 39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე." (სახარებაჲ იოვანეს თავი 11)

 

"აღიღეთ ლოდი ეგე" მაცხოვარი ხალხს ავალებს ამას...

 

აქედან დაიწყო ჩემი ძიება სიტყვაში.

მოგეხსენებათ სიტყვის შინაარსი და მისი წარმომავლობა უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს და მრავალი ერები ცდილობდნენ და ცდილობენ მისი შინაარსის გაგებას. სემანტიკა სიტყვის შინაარსის სწავლას გულისხმობს, ხოლო შემდგომი საფეხურები ეტიმოლოგია და სხვა, მის წარმომავლობას ფაქტებზე დაყრდნობით. ეს ლინგვისტიკის საკითხია.

ამ თემაში ვისაუბროთ ქართული სიტყვის სემანტიკაზე, შინა არსზე. არა მის გარე არსზე, არამედ მნიშვნელობაზე და რა ხდება დღეს ამასთან დაკავშირებით.

 

ყველასათვის ცნობილია მე-10 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი რომლის გადამწერიც გახლავთ იოანე ზოსიმე. შემაჯამებლად მინდა ვთქვა რომ ამ წერილს ქართველობამ, ფილოლოგების, საერო თუ სასულიერო პირების სახით მივანიჭეთ მესიანიტური მნიშვნელობა. რომელიც ქართველი ერის მისიას მიუთითებს. ამ წერილთან დაკავშირებით გამოითქვა მრავალი აზრი, მოსაზრება და კრიტიკა. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილიც. მაგრამ ამ თემის ღრმად გაცნობის შემდეგ დამრჩა ისეთი შეგრძნება, რომ ეს (როგორც მას მიიჩნევენ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები) წერილი უფრო ღრმა შინაარსის მატარებელია ვიდრე ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები და მესიანიტური იდეოოლოგიის თხზულება. თუ ჩვენ გვინდა სულიერად წინ სვლა ამისათვის საჭიროა სულში ჩახედვა. ჩვენი რაობის გამოკვლევა და წარსულში დაბრუნება. ეს ისარს გავს თუ გვინდა ისარი შორს ვისროლოთ, ამისათვის მშვილდი ჯერ უკან უნდა მოვზიდოთ რაც შეიძლება, რომ შედეგი მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ დაისარი იქვე, ფეხებთან დავარდება.

როგროც იქნა მეცნიერულად გაშიფრეს იოანე ზოსიმეს წერილი და მრავალი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. ეს აუცილებელი იყო. მეცნიერებს ეს უნდა ენახათ საკუთარი თვალით, უშუალოდ უნდა შეხებოდნენ მას როგორც ეს მათ ჩვევიათ.

რა მინდა ვთქვა! ის ნიშანი რომელიც მოცემულია ამ წერილში რიცხვი 94 გაშიფრეს. ჩემი აზრით ეს არის თარიღი იოანე მახარებლის გარდაცვალებისა. მე ვფიქრობ რომ ეს წერილი იოანე მახარებელმა დაწერა. და შემდეგ იოანე ზოსიმემ გადაწერა. გარდა ამისა 94 აღნიშნავს ქართული ანბანის განლაგებას. 4 სვეტი 9 მწკრივად.

I II III IV .

1 ა 1 10 ი 10 19 რ 100 28 ჩ 1000

2 ბ 2 11 კ 20 20 ს 200 29 ც 2000

3 გ 3 12 ლ 30 21 ტ 300 30 ძ 3000

4 დ 4 13 მ 40 22 უჳ 400 31 წ 4000

5 ე 5 14 ნ 50 23 ფ 500 32 ჭ 5000

6 ვ 6 15 ჲ 60 24 ქ 600 33 ხ 6000

7 ზ 7 16 ო 70 25 ღ 700 34 ჴ 7000

8 ჱ 8 17 პ 80 26 ყ 800 35 ჯ 8000

9 თ 9 18 ჟ 90 27 შ 900 36 ჰ 9000

 

სიტყვა "დღესამომდე" არის გასაღები ამ წერილის. ის გაგებულ იქნა მხოლოდ მისი ერთერთი შინაარსით, რომ ნიშნავს დღემდე. მაგრამ ამ სიტყვას აქვს სხვა შინაარსიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეწერებოდა "დღედმდე".

დღესამომდე ანუ მესამე დღემდე. "და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"

ანუ მე–3 ათასწლეულამდე. ხოლო ეს სიტყვა 21–ეა თანმიმდევრობით. რაც აღნიშნავს 21–ე საუკუნეს, ხოლო მინიშნება კი აქ არის:"და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ." ანუ საუკუნეში არის 100 წელი, ხოლო 21 ეს არის საუკუნე.

 

ენა ესე აღსდგება 21–ე საუკუნეში.

 

ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ვისაუბრებ.

ახლა მინდა დავუბრუნდე თემის სათაურს.

მეძებე. რა შინაარსი აქვს ამ სიტყვას. "მე" ანუ პიროვნება. "ძე" ძე ღმერთი. სიტყვაში მინიშნებული ჭეშმარიტი სწავლება, სიმბოლო ჭეშმარიტებისა. და ბე როგორც შეფარვით შეძახილი ცხვრისა. როგორც იესუ ამბობს იგავებში ცხვრის შესახებ. აქ არის ერთი საშიშროება რომ სიტყვა ცხვარს ხშირად იაღოველები იყენებენ რომ იესო მოვა და ჩვენ ცხვრებივით უნდა დავხვდეთ და ასე შემდეგ. სიტყვა ქართულია. იმედია იაღოველების სექტას არ მიმაკუთვნებთ ან კიდევ რომელიმე "საძმოს" წევრად არ მაღიარებთ.

Edited by დაათ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაათ

 

მანამ სანამ დეტალურად განვიხილავდე შენს პოსტს, ერთი რამ მინდა ერთად გავიხსენით. ხომ იცი რომ წმინდა წერილები დაიწერა ბერძნულ ენაზე და არა ქართულ ენაზე. ამიტომ მთელი თეორიების აგება ერთ რომელიღაც კონკრეტულ ქართულ თარგმანზე, ცოტა გაზვიადებულად არ მიგაჩნია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიტყვა ცხვარს ხშირად იაღოველები იყენებენ რომ იესო მოვა და ჩვენ ცხვრებივით უნდა დავხვდეთ და ასე შემდეგ. სიტყვა ქართულია. იმედია იაღოველების სექტას არ მიმაკუთვნებთ ან კიდევ რომელიმე "საძმოს" წევრად არ მაღიარებთ.

 

დავით

 

ჩემი თხოვნა იქნება, რომ არცერთი რელიგიის წარმომადგენლის, რელიგიური მიმდინარეობის სახელწოდების დამახინჯებას აღარ ჰქონდეს ადგილი. ამ ფორუმზე ყველა ადამიანის მრწამსი ხელშეუხებელია და ყველა რელიგიურ მიმდინარეობას პატივი უნდა ვცეთმ მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ამა თუ იმ რელიგიის თეოლოგიას.

 

ასე რომ ნუღარ მოიხსენიებ იეჰოვას მოწმეებს დამახინჯებული ფორმ[ებ]ით, ვინაიდან მსგავსი ფორ[მებ]ით სხვა ადმაინების გრძნობებს შევლახავთ, მათი სახელწოდების დამახინჯებით შეურაცხყოფას მივაყენებთ მათ და ამასთან ერთად, ფორუმის წესებსაც დავარღვევდით მსგავსი სახით რელიგიებისა და რელიგიური მიმდინარეობის მოხსენიებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მინდა ვთქვა! ის ნიშანი რომელიც მოცემულია ამ წერილში რიცხვი 94 გაშიფრეს. ჩემი აზრით ეს არის თარიღი იოანე მახარებლის გარდაცვალებისა. მე ვფიქრობ რომ ეს წერილი იოანე მახარებელმა დაწერა. და შემდეგ იოანე ზოსიმემ გადაწერა. გარდა ამისა 94 აღნიშნავს ქართული ანბანის განლაგებას. 4 სვეტი 9 მწკრივად.

 

ვინ გაშიფრა ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავით

 

ჩემი თხოვნა იქნება, რომ არცერთი რელიგიის წარმომადგენლის, რელიგიური მიმდინარეობის სახელწოდების დამახინჯებას აღარ ჰქონდეს ადგილი. ამ ფორუმზე ყველა ადამიანის მრწამსი ხელშეუხებელია და ყველა რელიგიურ მიმდინარეობას პატივი უნდა ვცეთმ მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ამა თუ იმ რელიგიის თეოლოგიას.

 

ასე რომ ნუღარ მოიხსენიებ იეჰოვას მოწმეებს დამახინჯებული ფორმ[ებ]ით, ვინაიდან მსგავსი ფორ[მებ]ით სხვა ადმაინების გრძნობებს შევლახავთ, მათი სახელწოდების დამახინჯებით შეურაცხყოფას მივაყენებთ მათ და ამასთან ერთად, ფორუმის წესებსაც დავარღვევდით მსგავსი სახით რელიგიებისა და რელიგიური მიმდინარეობის მოხსენიებით.

ვიზიარებ შენიშვნას. გავითვალისწინებ. ეს უბრალოდ იმის დასადასტურებლად დავწერე რომმე მართლმადიდებელი ვარ. იციან ხოლმე მიგაკუთვნებენ რომელიმე სხვა მრწმასს. თვითონ იეჰოვას მოწმეები ალბათ შეცდომით მიწერია, თუმცაღა თვითონ სახელი იეჰოვას ბევრი ინტერპრეტაცია აქვს და ეს შეცდომა მეპატიება. რადგანაც ებრაულ თორაში ეს სახელი მოხსენიებულია, როგროც იჰვჰ, რადგანაც ხმოვან ბგერებს არ წერდნენ არამედ მხოლოდ ამბობენ, აქედან გამომდინარე იაჰ ვეჰ, იეჰვეჰ და სხვ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ გაშიფრა ?

 

მეცნიერმა ალეკო ცინცაძემ და რაულ მამალაძემ. ისინი უშვებენ წიგნს ამის შესახებ. საინტერესო წიგნი იქნება დარწმუნებული ვარ. მეცნიერების შეხედულება ამ თემაზე.

 

http://www.urakparaki.com/?m=4&ID=30242

Edited by დაათ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაათ

 

მანამ სანამ დეტალურად განვიხილავდე შენს პოსტს, ერთი რამ მინდა ერთად გავიხსენით. ხომ იცი რომ წმინდა წერილები დაიწერა ბერძნულ ენაზე და არა ქართულ ენაზე. ამიტომ მთელი თეორიების აგება ერთ რომელიღაც კონკრეტულ ქართულ თარგმანზე, ცოტა გაზვიადებულად არ მიგაჩნია?

 

გეთანხმები და არ უარვყობ, რომ ბერძნულ ენაზე დაიწერა. არ უარვყობ არამედ ვადასტურებ. მე ვამბობ რომ ქებაი დაიწერა იოანე მახარებლის მიერ, რომელიც იოანე ზოსიმემ გადაწერა. საყოველთაოდ ცნობილია რომ იოანე ზოსიმე გახლდათ გადამწერი. უცნობია თუ ვინ და როდის დაწერა ეს წერილი. ამაზე მოწმობს თვითონ წერილი, ნიშანი 94 , ეს რიცხვი ემთხვევა იოანე მახარებლის გარდაცვალების წელს. ასევე მისი (ანბანი,ლაზარე) განლაგენა 9 სვეტად და 4 მწკრივად. ლაზარეს შესახებ მხოლოდ იოანე მახარებელს უწერია თავის სახარებაში. ცნობილია რომ მოციქულებმა სხვადასხვა ენებზე დაიწყეს საუბარი როდესაც მათზე სულიწმიდა გადმოვიდა. ქართულად არ საუბრობდნენ? ქართულად არ დაწერდნენ სახარებას??? ბერძნებმა მიხედონ თავიანთ ენას და სიტყვის შინაარსს. მე არ გახლავაღ ნაცისტი. ამ კონტექსტში არანაირი შეფარვით არ მაქვს საუბარი რაიმე სახის ნაციზმზე. პირდაპირი მნიშვნელობით ვიძახი. მათ აქედან კოლხეთიდან გაიტანეს სიბრძნე და მერე ბარბაროსებს გვეძახდნენ.

ქართული დამწერლობა სცილდება ახალი წელთაღრიცხვის პერიოდს, პირადად მე ვერ დავადგინე მისი წარმოშობის თარიღი. ვერც ვერავინ დაადგინა. ვხელმძღვანელობთ მხოლოდ იქიდა, თუ რა ვიპოვეთ ფრესკებზე წარწერილი, ეკლესიებზე. III IV საუკუნის ხელნაწერებით ახ.წ.აღ.

 

მე უმორჩილესად ვთხოვ ყველა მეცნიერს: გეოლოგებს, ენათმეცნიერებს, თეოლოგებს, ლინგვისტებს. გამოიძიონ, და დადგინონ "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"–ს ავტორი. რადგან დაწერილია: "43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!" (იოანეს სახარება თავი 11)

Edited by დაათ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაათ

 

როგორც უკვე დავწერე: "წმინდა წერილები დაიწერა ბერძნულ ენაზე და არა ქართულ ენაზე. ამიტომ მთელი თეორიების აგება ერთ რომელიღაც კონკრეტულ ქართულ თარგმანზე" ამოსავალი წერტილი ვერ იქნება. ღმერთს რომ სდომებოდა წმინდა წერილი ქართულ ენაზე დაწერილიყო, თავიდანვე გააკეთებდა ამას ქართველების ხელით და არა ბერძნების.

 

ახლა მითხარი, წმინდა წერილის ყველაზე ადრეული ქართული ხელნაწერები რომელი საუკუნით თარიღდება. დანარჩენს ნელნელა მივუყვეთ. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაათ

 

როგორც უკვე დავწერე: "წმინდა წერილები დაიწერა ბერძნულ ენაზე და არა ქართულ ენაზე. ამიტომ მთელი თეორიების აგება ერთ რომელიღაც კონკრეტულ ქართულ თარგმანზე" ამოსავალი წერტილი ვერ იქნება. ღმერთს რომ სდომებოდა წმინდა წერილი ქართულ ენაზე დაწერილიყო, თავიდანვე გააკეთებდა ამას ქართველების ხელით და არა ბერძნების.

 

ახლა მითხარი, წმინდა წერილის ყველაზე ადრეული ქართული ხელნაწერები რომელი საუკუნით თარიღდება. დანარჩენს ნელნელა მივუყვეთ. ;)

 

საქმე რაშია შენ ერთი რამე გეშლება, მე გითხარი რომ არ უარვყობ რომ ბერძნებმა დაწერეს მეთქი მაგრამ ბერძნებამდე ეს 4–მა მოციქულმა დაწერა, მათ შეეძლოთ სხვადასხვა ენებზე საუბარი სულიწმიდის ძალით. შენ კიდევ ვერ გაიგე კარგად მე რას ვამბობ. მე ვამბობ რომ "ქებაი" დაწერილია იოანე მოციქულის მიერ, რომელმაც დაწერა სახარება. აი ამას ვამბობ მე. აბა დაამტკიცონ რომ ეს ასე არ არი. ამ წერილის დამწერის არც ავტორი იციან და არც დრო დაწერისა. ქართული ენა 4000 წლის განმავლობაში მკვდარი იყო. როგროც მიჯაჭვული ამირანი, პრომეთე. ამიტომაც არ არის ცნობილი მე–4 საუკუნემდე წერილები თუნდაც სახარება. უძველესი მე–4 საუკუნით თარიღდება. როგროც წერია მასზე:" 39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. 40. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? (სახარება იოანესი თავი 11). იგივე თანამედროვე ქართულით ახალი აღთქმა. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი სტოკჰოლმი 1991 "39. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.

40. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი." (სახარება იოანესი თავი 11)

 

აქ გარკვევით არის ნათქვამი რამდენი ხნის მკუდარი იყო ლაზარე. ყარდა უკვე. ახლა შენ მეუბნები რომ ბერძნულ ენაზეა თარგმნილიო. მე გეუბნები მალე იპოვნიან ავტორის ან ავტორების მიერ, (ვგულისხმობ მოციქულებს მათჰეს და იოვანეს) დაწერილ სახარებას ქართულ ენაზე, თუ უკვე არ აქვთ ნაპოვნი და მალავენ, მაგრამ რომც არ იპოვონ მე ვიცი რომ სიტყვის შინაარსში (სემანტიკაში) ლაზარე შევიდა, რადგანაც ნათქვამია ენაი ესე აღდგება 21–ე საუკუნეში. ბერძნული 24 ასოიანი ანბანია. ჩვენი 24 ასო ქ–ქანია. რომელიც იწერებოდა როგორც ჯვარი(ვგულისხმობ ფონემას) და ასევე სვასტიკა. ახლა მეტყვი რომ ბერძნებმა დაწერეს სახარება? მათ აქედან წაიღეს სიბრძნე. მაგ დროისათვის კულტურული კერა იყო ბერძნული და ლათინური, ამიტომაც დაიწერა მაგ ენებზე, რომ მთლეს მსოფლიოში გავრცელებულიყო.

Edited by დაათ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე რაშია შენ ერთი რამე გეშლება, მე გითხარი რომ არ უარვყობ რომ ბერძნებმა დაწერეს მეთქი

დაათ

 

პოსტები ყურადღებით წაიკითხე ხოლმე ამ საკითხებზე გესაუბრო და წინა პოსტებში დაწერილი ხელახლა არ ვწერო. შენ როგორც ჩანს ისიც არ იცი რომ ახალი აღთქმა ბერძნებს არ დაუწერია, ის ბერძნულად დაიწერა ებრაელების მიერ. ეს ერთი. ახლა გადავიდეთ მომდევნოზე:

 

მაგრამ ბერძნებამდე ეს 4–მა მოციქულმა დაწერა, მათ შეეძლოთ სხვადასხვა ენებზე საუბარი სულიწმიდის ძალით.

კი, მათ შეეძლოთ სხვადასხვა ენებზე საუბარი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს დღეს ვინმემ თქვას რომ მათ ბიბლია რუსულად, ქართულად,ტონგოსა და გუჯარათულ ენებზეც დაწერესო. ასეთი ხმამაღალი განაცხადის გაკეთებისას, აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

შენ კიდევ ვერ გაიგე კარგად მე რას ვამბობ. მე ვამბობ რომ "ქებაი" დაწერილია იოანე მოციქულის მიერ, რომელმაც დაწერა სახარება. აი ამას ვამბობ მე. აბა დაამტკიცონ რომ ეს ასე არ არი.

სხვამ კი არ უნდა დაამტკიცოს, შენ უნდა დაამტკიცო რომ "ქებაი" დაწერა მოციქულმა იოანემ. რასაც ამბობ მე არც ვუარყოფ და არც ვეთანხმები სანამ არ დაამტკიცებ, ხოდა აბა დაამტკიცე, გელოდებით.

 

 

ამ წერილის დამწერის არც ავტორი იციან და არც დრო დაწერისა.

ეს უკვე იმას ნიშნავს რომ დაწერილი "ქებაი"-ს თარიღიც კი არ იცი, შესაბამისად ვერ დამტკიცდება რომ ის მოციქულ იოანეს დაწერილია. :)

 

ქართული ენა 4000 წლის განმავლობაში მკვდარი იყო. როგროც მიჯაჭვული ამირანი, პრომეთე. ამიტომაც არ არის ცნობილი მე–4 საუკუნემდე წერილები თუნდაც სახარება.

რა მტკიცებულება გაქვს რომ ქართული ენა 4000 წლის განმავლობაში მკვდარი იყო? როცა ამბობ რომ ის 4000 წლის მოკვდა, იმის მტკიცებულებაც უნდა გქონდეს რომ 4000 წლის წინ ის ცოცხალი იყო. სადაა მტკიცებულებ? არაა. :)

 

უძველესი მე–4 საუკუნით თარიღდება.

მართალი ხარ. IV-ხე საუკუნემდელი სხვა ხელნაწერი თუ არ არსებობს, ესე იგი არანაირი მტკიცებულება არ გაქვს იმისა რომ ეს ენა მანამდეც არსებობდა. ფაქტიურად, არაფრის მტკიცებულება არ გაქვს მხოლოდ ხმამაღალი განცხადებები.

 

როგროც წერია მასზე:" 39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე.ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? (სახარება იოანესი თავი 11). იგივე თანამედროვე ქართულით ახალი აღთქმა. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი სტოკჰოლმი 1991 "39. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.

40. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი." (სახარება იოანესი თავი 11)

 

აქ გარკვევით არის ნათქვამი რამდენი ხნის მკუდარი იყო ლაზარე. ყარდა უკვე.

 

ნამდივლად, მანდ საუბარია რომ მკვდარი ლაზარე იყო და არა ქართული ენა. გარდა მაგისა, მანდ ნათქვამია რომ ლაზარე 4 დღის მკვდარი იყო და არა 4000 წლის. წმინდა წერილი სრულიად სხვას ამბობს, შენ კი სრულიად სხვას.

 

 

ახლა შენ მეუბნები რომ ბერძნულ ენაზეა თარგმნილიო.

ხომ გითხარი პოსტებს არ კითხულობთქო. მე მეწერა რომ ახალი აღთქმა ბერძნულზე დ ა ი წ ე რ ა მეთქი და არა ითარგმნა. პოსტები იკითხე ყურადღებით, ერთი და იგივეს ნუ მაწერინებ.

 

მე გეუბნები მალე იპოვნიან ავტორის ან ავტორების მიერ, (ვგულისხმობ მოციქულებს მათჰეს და იოვანეს) დაწერილ სახარებას ქართულ ენაზე,

 

მაგ იმედი გქონდეს შენ. როცა იპოვნიან (თუ იმოვნიან) მერე კიდე ღირს ამ საკითხებზე საუაბრი, მანამდე კი იმაზე რაც ფიზიკურად არ არსებობს მტკიცებულებად ვერ გამოიყენებ, მიხვდი? ფაქტი კი ერთია, ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე დაიწერა და არა ქართულზე. ამ ფაქტების დამადასტურებელი ათასობით ხელნაწერი არსებობს დრეს!

 

თუ უკვე არ აქვთ ნაპოვნი და მალავენ, მაგრამ რომც არ იპოვონ მე ვიცი რომ სიტყვის შინაარსში (სემანტიკაში) ლაზარე შევიდა, რადგანაც ნათქვამია ენაი ესე აღდგება 21–ე საუკუნეში.

 

მსგავსი რამ წმინდა წერილში არაა ნათქვამი, შესაბამისად მსგავს რამეს მოციქულ იოანეს ან წმინდა წერილს ვერ მივაწერთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პასუხი 1 კომენტარისთვისაზრი

ბერძნებმა დაწერეს იგულისხმება რომ ბერძნულ ენაზე დაიწერა. ებრაელებმა დაწერეს რას გულისხმობ? წმიდა წერილი დაწერეს მოციქულებმა ალბათ ამას.

 

პასუხი 2 კომენტარისთვისაზრი

 

იმ დორისათვის არ არსებობდა რუსული ენა, არც სახელმწიფო ტონგო. გუჯარათული არსებობდა მანამდეც. ასევე არსებობდა ქართული ენაც. ინტერვიუ რამაზ პატარიძესთან: "კვალი": თქვენ მიიჩნევთ, რომ ქართული დამწერლობის ფესვები ძველ საქართველოში ფარნავაზამდელ ეპოქაში უნდა ვეძებოთ, რა გვაძლევს ამის საფუძველს?

 

რ. პ.: არცერთ ერს არ მოეპოვება ისეთი სრულყოფილი ცნობები საკუთარი დამწერლობის შესახებ, როგორც ჩვენ. ქართულ მატეანეებში ყველაფერია თქმული, ქართული ანბანის შექმნის, შემოღებისა და აღორძინების შესახებ. მემატიანე ამბობს: ,,არა უწიგნონი იყვნენ, ქართველნი უწინარესთა ჟამთა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე, წერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა , იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ და წერილნი მათნი არს ესე წერილი ხუცური ჩვენი და წერილნი ხუცური პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა არიან წერილითა მათთა ჩვენი ხუცურნი.” აქ ხსენებული ,,პირველი ჟამი” ჩვ. წ. აღ-მდე 444 წელს გულისხმობს, როცა საქართველოში დაიწყო მზის უძრავი წელიწადის კალენდარული ეპოქა. ეს სწორედ ქართული ანბანის შემწეობით მოხდა.

რუსული დამწერლობა მოგვიანებით შეიქმა კირილიცა. რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, მე მაქვს უფლება გავაკეთო ხმამაღალი განცხადება და ხმადაბალი განცხადებაც. ხოლო რადგან შენ ამას ხმამაღალ განცხადებას უწოდებ, გეტყვი რომ ჩემი უტყუარი საბუთი ზემოთ მაქვს მოყვანილი და ეს არის "ქებაი"– წერილი. მე სხვა უტყუარი საბუთი არ გამაჩნია.

 

პასუხი 3 კომენტარისთვისაზრი

 

ჩემი მტკიცებულებაც მაქვს ახსნილი როგორ ვამტკიცებ რომ იოანე მახარებლის დაწერილია. და თუ დაინტერესდი შეგეძლო წაგეკითხა. სხვა მტკიცებულება მე არ გამაჩნია. ხოლო თუ გსურს საპირისპირო აზრის გამოთქმა ჩემს მტკიცებულებასთან დაკავშირებით გისმენ.

 

პასუხი 4 კომენტარისთვისაზრი

 

ეს შენ ამბობ რომ არ ვიცი. მე კი ვამბობ რომ არ იციან. მე არ ვამბობ რომ მე არ ვიცი. ჩემი დაწერილი რომ წაგეკითხა ამასაც გაიგებდი. ახლა კი შენსავით მეც მიწევს ერთი და იგივეს გამეორება, მაგრამ ამითი მემგონი არაფერი დაშავდება, ამის გულისათვის არ ღირს გავნაწყენდეთ, არ მეთანხმები?! ქებაიში მოცემული ნიშანი 94 ეს არის თარიღი ამ წერილის დაწერისა. "ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე" ხოლო ეს თარიღი ემთხვევა იოანეს გარდაცვალების თარიღს. მე ვიცი როდისაც დაიწერა ეს წერილი და ამას ვამბობ კიდეც, ნუ მაბრალებ რომ არ ვიცი. :)

 

პასუხი 5 კომენტარისთვისაზრი

 

იმის შესახებ რომ ეს ასეა, წერია "ქებაი"–ში. ხოლო იმის მტკიცებულება რომ მანამდე ცოცხალი იყო, ჯერ ამაზე კონკრეტულად არ მისაუბრია მხოლოდ ზოგადად ვთქვი რომ ეს არის ლაზარე, ქართული დამწერლობა, ანბანი. ამაზე ვისაუბრებ მაცადე კაცო. ეხლა დავიწყე, მაგრამ ჯერ შენ კითხვებს უნდა ვუპასუხო. :)

 

პასუხი 6 კომენტარისთვისაზრი

 

"ფაქტიურად არაფრის მტკიცებულება არ გაქვს" ეს შენი სიტყვებია. მე გითხარი მტკიცებულებების შესახებ. ხოლო ის რომ მე–4 საუკუნემდელი დაწერილი წმიდა წერილი არ არის აღმოჩენილი ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. ახლა უნდა აღმოჩნდეს, რადგან ამის დრო მოვიდა. ხოლო ეს ენა რომ მანამდეც არსებობდა, ამის შესახებ ინფორმაცია იხილე ჩემს წერილში: პასუხი 2 კომენტარისათვის ფარნავაზი მეფობდა (ძვ.წ.356-264წწ.)

 

პასუხი 7 კომენტარისთვისაზრი

 

ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე რაც წერია "ქებაიში" "წელი ათასი ვითარცა ერთი დღე" ხოლო ეს სიტყვები დავით წინაწარმეტყუელს ეკუთვნის რომლის შთამომავალიც იყო იესუ. ერთი გაგებით მართლაც ლაზარე 4 დღე იყო მკვდარი, მეორე გაგებით 4000 წელი. ერთიც არის და მეორეც. ვერც ერთს უარვყობთ და ვერც მეორეს.

 

პასუხი 8 კომენტარისთვისაზრი

 

პოსტებს ნამდვილად ვკითხულობ, აი შენ არ კითხულობ. მოგწონს ესეთი საუბარი? მე არა. არც შენ ალბათ. არ ღირს ამაზე დავა მეგობარო :pupuza:

 

პასუხი 9 კომენტარისთვისაზრი

 

მე რისი იმედი მექნება მოდი ამას ჩემთვის შევინახავ ოკ? ისე სურვილისთვის თუ ამას სურვილს დავარქმევთ მადლობ. ჩემთვის ის მტკიცებულებაც საკმარისია რაც მაქვს. ხოლო ვისთვისაც არ არის საკმარისი იმათთვის ვიძახი, რომ იპოვნიან.

 

პასუხი 10 კომენტარისთვისაზრი

 

ამაზეც ვისაუბრე ზემოთ: სიტყვა "დღესამომდე" არ ნიშნავს მხოლოდ "დღედმდეს" არამედ დღე სამ მდე, ანუ მესამე დღემდე. დანარჩენი ახსნა ზემოთ იხილე მეტი დაზუსტებისათვის.

Edited by დაათ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაათ

 

ძალიან არეულად გაქვს დაწერილი წინა პოსტი. იქნებ ციტირებები გაგეკეთებინა ჩემ სიტყვებზე და ისე გაგეცა პასუხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგდენი ნაღდად არ ვიცი ქუოთში როგორ ჩავსვა შენს მიერ ციტირებული ჩემი წერილის ნაწილები, ამიტომ სულ 10 კომენტარი გაქვს, მე დავნომრე ათივე . ჯერ წაიკითხე შენი კომენტარები ჩემს წერილზე და მერე ქრონოლოგიურად ჩემი პასუხები. დანომრილი ზუსტადაა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგდენი ნაღდად არ ვიცი ქუოთში როგორ ჩავსვა შენს მიერ ციტირებული ჩემი წერილის ნაწილები, ამიტომ სულ 10 კომენტარი გაქვს, მე დავნომრე ათივე . ჯერ წაიკითხე შენი კომენტარები ჩემს წერილზე და მერე ქრონოლოგიურად ჩემი პასუხები. დანომრილი ზუსტადაა.

 

მასე გამიჭირდება პოსტების კითხვა. :) ციტირებასთან დაკავშირებით ზემოთ აპინულ თემაში, აი აქ დაგიწერ და ისწავლი ციტირების უმარტივეს ტექნიკას: http://planeta.ge/index.php?showtopic=23023

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...