Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დაჩი

 

ველქმე მართლმადიდებლების მახვილო! : )))

 

ფორუმ.გეიზე დაგბანეს თუ რა ხდება? აქეთ რა ქარმა გადმოგაგდოთ გეთაყვა? :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

09-06-2010

http://s39.radikal.ru/i085/1006/8f/50a2eab21c36.jpg "საზოგადოება საქართველო" მოითხოვს მძევლად აყვანილი ქრისტიანების დაუყოვნებელ განთავისუფლებას

 

შეწყდეს ქრისტიანების დევნა საქართველოში!

გაანთავისუფლეთ სიმართლისათვის მძევლად აყვანილი მართმადიდებლები:

- ლევან ჩაჩუა,

- ავთო ზუმბაძე,

- ლევან ტურაშვილი,

- დავით შალამბერიძე,

- გიორგი გაბედავა,

- რატი მაისურაძე,

- შოთა აფხაიძე,

- ზვიად ბლიაძე.

 

გადადგეს თვითმარქვის ნაცხელისუფლება, სანამ ქართველ ერს მოთმინების ფიალა არ ავსებია. დაიხუროს გარედან მართვადი ყველა დაწესებულება, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოს.

ქართველმა ერმა თავად უნდა ჩაატაროს არჩევნები დ ქართული ხელისუფლება მოიყვანოს სახელმწიფოს სათავეში.

საზოგადოების მთავარი საბჭოს განცხადება.

 

ქართული ცნობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

გაანთავისუფლეთ სიმართლისათვის მძევლად აყვანილი მართმადიდებლები:

მაგ მძევლებმა ჩაიდინეს კანონ დარღვევები რომლებიც ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs042.snc3/12968_193802013292_680403292_3020269_4888303_n.jpgავთო ზუმბაძე სარწმუნოებისათვის დევნილი,

პატარა კამერით მაუწყებლობა "კავკასიაში" აურზაურს იღებდა, ისიც სხვა მართმადიდებლებთან ერთად, ნინა ჯანგირაშვილის მითითებით დააპატიმრეს.

ქრისტიანი ავთო ზუმბაძე მთელ თავის ცხოვრებას ისეთი მორჩილებით ასრულებს საყდარში, შეიძლება მორწმუნის მაგალითადაც კი გახადო და ის როგორ შეიძლება მოძალადე იყოს?!

გადაცემის წამყვანმა აქუბარდიას კნეინა ჯანგირაშვილმა მას ცილი დასწამა, ხელი დაადო, რომ თურმე, ერთი ხელით ჩხუბში მონაწილეობდა და მეორეთი იღებდა.

ეს ხომ გაუგონარი ცლისწამებაა?!

პირდაპირ ეთერში მთელი საზოგადოება უყურებდა, როგორ იდგა და "კამერით" იღებდა ყველაფერს. თუ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე და აზრის გავრცელების თავისუფლებაზეა სასჯელი?!

ეს სანიმუშო ახალგაზრდა მართმადიდებელი, სხვა ქრისტიანებთან ერთა დააპატიმრეს მაუწყებლობა "კავკასიის" მეპატრონე ნინა (ო) ჯანგირაშვილის მითითებით.

მძლევლები რა პონტში? მაყუთს ითხოვს ვინმე სანაცვლოდ? :018:

მძევლად აყვანა მარტო ფულის გამოძალვის მიზნით არ ხდება.

მოცემულ შემთხვევაში მძევლად აყვანა განხორციელდა ქართველი ერის დაშინებს მიზნით და ეროვნულ გამანთავისუფლებელი ბრძოლის ჩასაკლავად.

ასევე ადგილი აქვს მძევლების წამებასა და მოსყიდვას, რათა ისინი ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდერგ გამოიყენონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/images/09.09/tako-shota.gifშოთა აფხაიძე მართმადიდებლობისათვის დევნილი

ნაცდამპყრობლების მხრიდან ქრისტიანების დაპატიმრების და დაშინების მცდელობა საზოგადოებისთვის უცხო აღარაა. სტუდენტი ახალგაზრდობის „დემოკრატიული ლიგის“ თავმჯდომარის მოადგილე და სმმ-ის წევრი შოთა აფხაიძე მუქარის ზარებს უკვე მიეჩვია. მასზე ორი თავდასხმაც განხორციელდა. 2009 წლის აგვისტოს თვეში შვიდჯერ უმიზეზოდ დააპატიმრეს. შოღა აფხაიძე აცხადებს, რომ ამჯერად მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება:

„სარწმუნო წყაროდან გვაქვს ცნობა, რომ ნაცხელისუფლება ჩემზე შურისძიებას გეგმავს, ისინი უკან არაფერზე დაიხევენ, არ გამოვრიცხავ რომ შესაძლოა გატაცების ან წამების გზით მოახდინონ ჩემთან ანგარიშსწორება“, - აცხადებდა აფხაიძე, ჯერ კიდევ 2009 წელს.

„2009 წლის 9 აპრილის გამოსვლებიდან მოყოლებული აშკარად დავუპირისპირდი მიშა სააკაშვილს, მის ნაცპოლიციას. მათ ხშირად უწესობასა და ძალადობაში ვამხელ.“

„დემოკრატიული ლიგის“ ბინაში, ანტონ კათალიკოსის #19 ნაცპოლიცია რამდენჯერმე მივიდა.

შოთა აფხაიძე თვლის, რომ ის ამჟამად დაუცველია, თუმცა ამის მიუხედავად ბრძოლის შეწყვეტას, მაინც არ აპირებს.

2010 წელს სმმ-ის დაფუძნებამ ნაცდამპყრობლები წონასწორობიდან გამოიყვანა და 8 მართმადიდებელი ახალგაზრდა ციხეში გამოკეტეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მრბეველი მართლმადიდებელი არის სირცხვილი,

ასე რომ იჯდნენ, არაფერი არ უჭირთ,თუკი მართლები არიან ღმერთი შეიწყნარებს,

თუკი არა, აზრზე მოსულიყვნენ,

 

ვირის აბანოს განწმენდი ფუნქცია აკისრია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მრბეველი მართლმადიდებელი არის სირცხვილი,

ასე რომ იჯდნენ, არაფერი არ უჭირთ,თუკი მართლები არიან ღმერთი შეიწყნარებს,

თუკი არა, აზრზე მოსულიყვნენ,

 

ვირის აბანოს განწმენდი ფუნქცია აკისრია

ჯობია გამოუშვან. ცხადია წესების სრული დაცვით. კავკასიაზე უნდათ ხელების შეწმენდა აშკარად :018: არა რა ან ვანოა მაგარი ან მისი მრჩეველი :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯობია გამოუშვან. ცხადია წესების სრული დაცვით. კავკასიაზე უნდათ ხელების შეწმენდა აშკარად :018: არა რა ან ვანოა მაგარი ან მისი მრჩეველი :TAT:

არ ვიცი მე კულისებში რა ხდება, არ მაქვს ინფორმაცია,

მაგრამ ადამიანებს მხრებზე თავი უნდა ებათ და ვიღაცის სათამაშო არ უნდა გახდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

21-06-2010

http://pirweli.com.ge/images/stories/ertsulovneba.gifსაპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" ნაცხელისუფლებამ დახურა.

ხაზარ-მასონთა მორიგი თავასხმა ქრისტიანობაზე

 

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დახურვასთან დაკავშირებით დღეს საზოგადოება აღშფოთებული.

საპატრიარქოს ტელევიზიას მაუწყებლობა 11.00 საათიდან შეუწყვიტეს.

 

ეშამკის მიმდევარმა ნაცხელისუფლებამ აიძულა მაუწყებლობა "ევრიკა", რომლის სიხშირეზეც მაუწყებლობდა მართმადიდებლური "ერთსულოვნება", საბაბად საპატრიარქოს მაუწყებლობის დავალიანება დასახელდა.

"ერთსულოვნება" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის ნოემბერში დაარსდა.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ტელევიზიის დამცველმა მაია ცანავამ განუცხადა, "ევრიკის" მიმართ "ერთსულოვნების" დავალიანება შეადგენს 112 ათას ლარს, მათ შორის არის საპატრიარქოს მაუწყებლობა "ივერიას" მიერ დაგროვილი დავალიანებაც. ფულის სიმცირის მიუხედავად, "ერთსულოვნებას" "ევრიკის" მიმართ წელს, აგვისტოს ჩათვლით 64 ათასი ლარი გადახდილი აქვს.

"აღმოჩნდა, რომ გადახდილი თანხებიდან "ევრიკა" ანძის მიმართ დავალიანებას არ ფარავდა, რის გამოც რადიო "ევრიკის" ეთერი გაითიშა.", - აღნიშნა მაია ცანავამ.

 

საშინელი მკრეხელობაა, ტელერადიოკომპანია "ევრიკის" ხელმძღვანელობამ ნაცხელისუფალთა ზეწოლის შემდეგ მიიღო ამგვარი უხეში გადაწყვეტილება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, მაგრად გვენძრევა...

ყველა მხრიდან და ყველანაირი საშუალებებით ხდება საქართველოზე შეტევა...

ვერ გაიგებ ვინ მტერია, ვინ მოყვარე...

არსით ხსნა, არსით საშველი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://mamuli.net/portal/ge/forum/uploads/43254304432043114309430843144312/images/2007-08-25_103238_cross.gifწმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის

მართლმადიდებელი მრევლის კავშირი

 

თბილისი 2006, ქართული აზრი

 

"ახლა გაცილებით უფრო გვიანაა, ვიდრე ჩვენ გვგონია"

მღვდელმონაზონი _ სერაფიმ როუზი

 

ბოლო დროის დიდი ამერიკელი მართლმადიდებელი მამის ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ დგება კაცობრიობის განვითარების მიმწუხრი;

თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს:

- სახელმწიფოებრივ,

- ყოფით-სამეურნეო,

- სულიერ,

- ზნეობრივ და ა.შ.,

დავინახავთ, რომ ყველგან გამალებით მიმდინარეობს ცრუქრისტეს ღირებულებების დანერგვის მცდელობას. ამგვარი ღმრთისმბრძოლობა შედეგია იმ ეშმაკისეული აზრისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა და ინერგებოდა ე.წ. დასავლელ "მოაზროვნეთა" მიერ. იგი ინათლებოდა განვითარებად წინსვლად, ევროპულ სულიერებად, რომელთან ზიარებასაც ასე მიელტვის ფუძემდებლური ჭეშმარიტების უარმყოფელი და მონური ღირებულებების გამაღმერთებელი "მსოფლიო მმართველობა", ჩვენში _ მათი მიმბაძველი ე.წ. "მოაზროვნეები".

მაგრამ, თუ დასავლურ აზროვნებას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იგი ეშმაკისეული სულით უკვე დიდი ხანია სუნთქავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ქრისტიანობის დევნა საქართველოში

 

ყოველგვარი კომენტარის გარეშე,ცალკე თემად ვდებ ამ სამარცხვინო,გამყიდველი და კოსმოპოლიტი ძალაუფლების კიდევ ერთ "ბრძნულ"გადაწყვეტილებას:

 

 

http://s54.radikal.ru/i146/1007/62/25f22df21fb2.jpg

 

შაშკინმა სკოლებში ჯვრებისა და ხატების არსებობა აკრძალა

 

დღეს უცხოურ ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნდა მწერალ ალბერტ ვენალაინენის წერილი „საქართველო – გზა სირცხვილისაკენ”, რომელშიც ავტორი რამდენიმე საინტერესო ინფორმაციის ანალიზს აკეთებს.

 

კერძოდ საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ზეპირი ბრძანების შესაბამისად ქართული სასწავლებლებიდან გამალებულად მიმდინარეობს მართლმადიდებლური სიწმინდეების–ჯვრებისა და ხატების ამოღება.

ასეთი რამ იტალიაშიც მოხდა, როცა სტრასბურგის მასონურმა სასამართლომ აკრძალა სასწავლო დაწესებულებებში ქრისტიანული ნივთების ქონა. აღნიშნულმა უღმერთობამ იტალიელთა ხალხმრავალი გამოსვლა-აღშფოთება გამოიწვია. იტალიის მთავრობამ უმალ გაასაჩივრა სტრასბურგის მასონური სასამართლოს გადაწყვეტილება.

რა მოჰყვბა საქართველოში შაშკინის ბრძანებას, ესეც ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ ამ შემთხვევაშიც პირში წყალი დაიგუბა და დადუმდა, არ არის გამორიცხული საქართველოს დამპყრობმა ნაცხელისუფლებამ მალე საყდრებიდან ჯვრების მოხსნა მოითხოვოს წერს ალბერტ ვენალაინენი.

 

http://mms-infoagency.ge/index.php?option=...8&Itemid=75

გათავხედებული, საქართველოს დამპყრობ-გამთახსირებელი ნაცხელისუფლება ყოვეგლგვარ დასაშვებ ზღვარს გადავიდა, დროა წერტილი დაესვას მათ პარპაშს.

ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, მათ ასალაგმავად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პეტრე - პავლობას გილოცავთ!

 

 

ხსენება წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი - პეტრეპავლობა!

 

http://i054.radikal.ru/1007/8e/fa18fec1a6af.jpgგილოცავთ!

 

ამ ორი წმიდა მოციქულის მადლი გფარავდეთ და ძალი გეწეოდეთ ცხოვრებაში.

 

პეტრე-პავლობის მარხვა

 

დღეიდან, 19 ივნისიდან, დაიწყო პეტრე-პავლობის მარხვა. იგი ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 ივნისი ძველი სტილით / 12 ივლისი ახლით). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

 

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრეპავლობის მარხვა.

 

მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით - 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას.

 

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, ძველი სტილით 30 ივნისს (ახ. სტ. - 13 ივლისს), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

 

ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

 

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

 

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).

 

პატრეპავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.

 

პეტრეპავლობის მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ათანასე დიდთან, ამბროსი მედიოლანელთან (IV ს.) და ლეონ დიდთან (V ს.). წმინდა ათანასე დიდი იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში, რომელშიც არიანელებს ამხელს, წერს: „წმინდა ორმოცდამეათე დღის შემდგომ, მარხვაში, ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე“; წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით... ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ“; ლეონ დიდი კი წერს: „საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს“.

 

პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე.

 

ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.

 

ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა - დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში იხსენიებენ პატრიარქი ნიკიფორე და თეოდორე ბალსამონიც.

 

პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

 

საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).

 

მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეიმსუბუქოს მარხვა, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებებს, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს ხოლმე თან.

 

მოამზადა ლევან მათეშვილმა

ჟურნალი „კარიბჭე“, ივნისი, 2004 წ.

 

ესეც იხილეთ: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/petre-pavle.php

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...