Jump to content
Planeta.Ge

ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან


Recommended Posts

კონკურენტებს ჩამოყალიბებული პროგრამები არ გააჩნიათ. მათ აქვთ მესეჯები თუ რის გაკეთებას აპირებენ, მაგრამ როგორ, რა სახსრებით, რის ხარჯზე ეს ამომრჩევლისთვის უცნობია.

 

ბატონო დავით, თქვენი პროგრამაც მხოლოდ მესიჯია, განსხვება შეიძლება იყოს რამოდენიმე წინადადებაში. პირველ გვერდზე დაგისვით შეკითხვა ჯანდაცვის პროგრამის თაობაზე. ხო და სანამ სხვის პროგრამას გააკრიტიკებდეთ, ეგებ თქვენს პროგრამაში გვანახოთ გამოთვლები. რამდენად ვიცი გამოთვლები მანდ არ გაქვთ და რაც გაქვთ რეალობას არის აცილებული. ხომ ვერ უპასუხებდით პირველ გვერდზე დასმულ კითხვას? თუ არ შეგიძლიათ, მაშინ დამიწერეთ მაინც რომ არათქო. :020:

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ursula

ავარიულ სახლებისათვის ძველ თბილისში და სახვა უბნებშიც, 4 წლის მანძილზე გამოვყოფთ 100 მლნ ლარს, 25 მილიონს წელიწადში.

საკუთრების მიუხედავად მათ რეკონსტრუქციაზე მერია იქნება პასუხისმგებელი .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ფიქრობთ, თუ დედაქალაქიდან ხალხი უკან, სოფელში არ დაბრუნდა, დასაქმების პროგრამის განხორციელებას პერსპექტივა აქვს???
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ვხედავ აქ არ მოეწრება ალასანიას პროგრამის იმ სამ მიმართულებაზე საუბარი რაც მის ვებ-გვერდზე დევს და ამიტომ კიდევ ერთ შემოგთავაზებთ.

უჩივით იმას რომ ცოტა შესაძლებლობა გაქვთ პროგრამის პრეზენტაციის. მე უფრო მგონია ის რომ გაურბიხართ პრეზენტაციას.

აგერ მეორე შეკითხვა სოციალური პროგრამიდან. პრინციპში თუ პირველ გვერდზე ჯანდაცვის პროგრამის ირგვლივ და აქ ამ შეკითხვებს გასცემთ პასუხს, შეგიძლიათ ეს პასუხები ალასანიას ვებ- გვერდზე მოათავსოთ და ჩათვალოთ ის, რომ რაღაც გაქვთ, რაც პროგრამასთან ოდნავ ახლოსაა. :020:

 

"ჩვენ ვუზრუნველყოფთ:

 

* ქართული სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო სოციალური, მათ შორის, საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ისეთი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, რომელიც დაეფუძნება საქართველოს რეალობებსა და ევროკავშირის ქვეყნების უნიფიცირებულ სისტემებს;"

 

თქვენი პროგრამიდან გამომდინარე ჯერ ასეთი საკანონმდებლო ბაზა დამუშავებული არ გაქვთ. ჯერ მოვიგებთ არჩევნებს და მერე ვიფიქრებ სტილშია ეს. პარტია რომელიც სოციალურ პროგრამას წარადგენს, ამ პოგრმის საკონმდბლო ბაზა და სისტემა მაიც უნდა ჰქონდეს ჩამოყალიებებული, თქვენ კი გიწერიათ "უზრუნველყოფის ისეთი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას". ყანა ჯერ ითოხნება, მერე მოსავალი მოდის, მერე ამ მოსავლას აღება უნდა და როგორც ვხედავ თქვენ ჯერ თოხიც კი არ გაქვთ.

 

1.კერძოდ ევროპის რომელი ქვეყნების მოდელს იცნობთ და რომელი მოდელის გამოყენებას აპირებთ საქართველოს რეალობაში?

ვერ ვიპოვე თქვენს პროგრამაში რა დაუჯდებ თბილის ბიუჯეტს ასეთი სოციალური პროგრმა.

 

2. არ გაქვთ მოცემული და გამოთვლილი ადამიანის სოციალური მინიმუს საარსებო კალათი, თუ კი მაშინ რა რაოდენობის არის თქვენი გათვლით?

 

არ არის მოცემული რამდენი დაჯდება ასეთი სოციალური სიტემის უზრუნველყოფის და კონტროლის აპარატი. გათვლაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც არ არის განსაზღვრული თვით სისტემის ამუშავების მექანიზმები.

 

ზამთარში ან არჩევნების წინა პერიოდში ერთჯერადი 100 ლ. დახმარება არ გადასწყვეტს სოციალურ პრობლემას და საერთოდ ერჯერადი დახმარებები არ ნიშნავს სიტემას არამედ საარჩევნო დაპირებას.

ასეთი პროგრამის ფასი არი 0. ეს არ არის სოციალური პროგრამა, არამედ მხოლოდ წინა საარჩევნო პიარი.

 

პატივისცემით გიორგი ალანია

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაგვეძინა ბატონო დავით ან უპასუხეთ ბატონების კითხვებს ან დაგვემშვიდობეთ...

ბაბუა არ დამიჩაგროთ .არ გაგიციათ პასუხი.

ვამთქნარო თუ გავიდე?! :020:

madloba rom me mipasuxeT.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაგვეძინა ბატონო დავით ან უპასუხეთ ბატონების კითხვებს ან დაგვემშვიდობეთ...

ბაბუა არ დამიჩაგროთ .არ გაგიციათ პასუხი.

ვამთქნარო თუ გავიდე?! :020:

madloba rom me mipasuxeT.

:D ბაბუს დაჩაგვრის კოპიციენტის განსაზღვრა გაუჭირდებათ. ამას გამოთვლები სჭირდება და როგორც ვხედავთ ეს ამბე არ იციან მთალდ ხუთიანზე. :D

ასეა ეს, რომ ვკიჟინებ სულ, პროგრამ, პროგრამ და ისევ პროგრამა.

პროგრამა არის დასავლეთში პარტიის სახე. ხალხი პროგრამით გებულობს ვინ ვინაა და ა.შ.

ჩვენ კიდევ არ ვართ მაგ დონეზე მისულები.

ამ საქმეს ბატონოჩემო პროფესიონალები სჭირდება და არა ლაითები.

 

დახურე არჩილ. არაუშავს. მომავალში უფრო მოზადებული მოვა.

უნდა მოვთხოვოთ, თუ არ მოვთხოვთ არ დაიწყებენ საქმის კეთებას.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მე მინდა თქვენ ჩვენი "მესიჯი" გამოგიგზავნოთ. ეჭვი მეპარება გაცნობილი იყოთ. ეს პროგრამა უკვე ერთი თვეა გამოქვეყნებულია სხვადასხვა ინტერნეტგვერდებზე, პარტიის საიტზე, ასევე www.iraklialasania.ge და გავრცელებულია ბეჭდური სახით.

 

ველოდები თქვენგან სხავა პარტიის ეგრეთწოდებულ არარსებულ პროგრამას ჯანდაცვის სფეროში. რომელ პარტას აქვს და სად შეიძლება მისი გაცნობა???

 

აი ჩვენი პროგრამა თქვენებურად "მესეჯი":

 

 

ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა!

 

ირაკლი ალასანიას და “ალიანსი საქართველოსათვის“

 

თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა 2010 –2014 წწ

 

“სამედიცინო მომსახურება ყველა თბილისელს“

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში განხორციელებული გაუაზრებელი რეფორმების შედეგად, როგორც თბილისის, ისე საქართველოს მთელი მოსახლეობის უმრავლესობა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა.

 

დღეს თბილისის მოსახლეობის 80% ხელმისაწვდომი

სამედიცინო მომსახურეობის გარეშე დარჩა.

 

გაუმართლებლად მაღალია ფასები მედიკამენტებზე. ადგილი აქვს ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან წამლებზე მონოპოლიური ფასების დაწესებას. მოსახლეობის უმრავლესობა ოჯახის ბიუჯეტის დიდ ნაწილს წამლებსა და ექიმებთან კონსულტაციებზე ხარჯავს. ბევრს კი საერთოდ არ გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო სახსრები.

 

არსებული პრობლემები:

 

ორგანიზაციული:

• სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჯანდაცვის პოლიტიკა და კონცეფცია;

• არ არის დასახული მიზნები, სამოქმედო სტრატეგია და ვადები;

• ჯანდაცვის სისტემის ფრანგმენტული ღონისძიებები ეფუძნება და ოპერირებს ისეთი საინფორმაციო სისტემით, რომელიც არასაიმედო და არასტანდარტიზებულია;

• სახელმწიფო და კერძოდ მერია, არ/ვერ ახერხებს მის მიერ სრულად და ნაწილობრივ სუბსიდირებული პროგრამების სრულფასოვან ადმინისტრირებას, მონიტორინგსა და შეფასებას;

• დარგის მართვა ხორციელდება არაკვალიფიციურად, იგრძნობა მართვისა და ადმინისტრირების ცოდნის დეფიციტი ყველა დონეზე;

• სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ბაზისურ სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას.

 

დაფინანსების:

• მოსახლეობის 80% დარჩენილია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების პროგრამების გარეშე;

• მაღალია “ჯიბიდან გადასახადები” მომსახურების მიღების ადგილზე;

• გაუმართლებლად მაღალი და არაადეკვატურია სამედიცინო მომსახურების ფასები;

• სახელმწიფო და კერძოდ, მერია არ/ვერ აკონტროლებს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გაწეულ ხარჯებს;

• უგულვებელყოფილია ფასთწარმოქმნის მექანიზმები და პრინციპები სამედიცინო ბაზრის რეგულირების ყველა დონეზე.

 

2005 –2009 წლებში ქ. თბილისის ბიუჯეტი უსამართლოდ ნაწილდებოდა:

 

თბილისელთა ჯანდაცვაზე 2009 წელს დაიხარჯა ბიუჯეტის 4%–ზე ნაკლები (23 მილიონი ლარი), რაც ერთ თბილისელზე შეადგენს წელიწადში – 18 ლარს; თვეში – 1,5 ლარს.

 

მაშინ ,როდესაც: მერიის ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე დაიხარჯა – 7% (43 მილიონი ლარი).

 

 

სამედიცინო მომსახურეობის მიწოდების:

 

• არ არსებობს ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და სტანდარტიზაციის ერთიანი ეროვნული პოლიტიკა;

• არ არსებობს სახელმწიფო დონეზე შემუშავებული სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმები;

• არ არის ჩამოყალიბებული სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებისათვის ფინანსური თუ არაფინანსური სტიმულირების მექანიზმები;

• სისტემა არ არის დაყოფილი რეგიონალური და ფუნქციური პრინციპით და დონეებად. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული თითეული მათგანის უფლება – მოვალეობა და ანგარიშვალდებულება;

• სადაზღვევო კომპანიებისათვის არ არსებობს საზოგადოებისა და მერიის მიმართ ანგარიშვალდებულების სისტემა;

• არ გამოიყენება ქცევის რეგულაციის ისეთი ფორმები, როგორებიცაა: თანამედროვე სტანდარტები/გაიდლაინები და პროტოკოლები, უწყვეტი სამედიცინო განათლება და განვითარება;

• არამიზნობრივი ხარჯვისა და კორუფციული გარიგებებისათვის შექმნილია ხელსაყრელი გარემო.

 

შედეგი: სახელმწიფომ, კერძოდ მერიამ, როგორც სამედიცინო მომსახურების მსხვილმა შემსყიდველმა, არ იცის როგორი ხარისხის მომსახურებას ყიდულობს და რას იხდის ამ მომსახურეობაში.

 

 

მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ფორმირების კონცეფცია

 

მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ფორმირების კონცეფცია ეფუძნება:

 

• სოციალური სამართლიანობის და სამოქალაქო სოლიდარობის პრინციპს;

• სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფებისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას;

• სადაზღვევო მედიცინის ეფექტიანი და მოქნილი, შედეგზე ორიენტირებული ინსტრუმენტების დანერგვასა და მისი განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნას;

• ბაზარზე ჯანსაღი, რეგულირებად კონკურენტულ გარემოსა და გამჭვირვალე მონიტორინგს დაქვემდებარებული სისტემის დამკვიდრებას, რომელიც მუნიციპალური სამედიცინო პროგრამის მეშვეობით, უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით;

 

მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი მიზნებია:

 

• მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება დაავადების პროფილაქტიკისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გზით;

• სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული, ფინანსური და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

• სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

• მოსახლეობის დაცვა ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან;

 

სტრატეგიული ამოცანები:

 

1. მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა;

2. მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი მართვა;

3. მუნიციპალური ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა.

 

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები შეადგენს მშპ-ის 1.5 %-ს და მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 5%-ს, რაც განაპირობებს ჯანდაცვაზე მოსახლეობის “ჯიბიდან” დანახარჯების ძალიან მაღალ დონეს - 73 %–ს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში და აღემატება დსთ-ს საშუალო მაჩვენებელს - 46%-ს.

 

საქართველოს მიერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ოდენობა 2-2,5 ჯერ ჩამორჩება ბალტიისპირეთის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს (ლიტვა - 14,7%; ესტონეთი - 11,2 %; ლატვია - 9,4%). აღნიშნული გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობის დაცვა ჯერ კიდევ არ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგი.

 

ჩვენი მიზანია ჯანდაცვა გახდეს სახელმწიფოს უპირატესი პრიორიტეტი. ჩვენ განვახორციელებთ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, სახელმწიფო დანახარჯების წილი ჯანდაცვაზე, მოსახლეობისათვის მინიმალურად აუცილებელი სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობისათვის, მთლიან სახელმწიფო დანახარჯებში უნდა შეადგენდეს 15%–ს.

 

ჩვენ, თბილისის ბიუჯეტიდან, თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისათვის გამოვყოფთ 17 მილიონ ლარს, არსებული 33 მილიონი ლარის ნაცვლად.

 

მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების შედეგად ვუზრუნველყოფთ:

 

• უნივერსალური მინიმალური ბაზისური პაკეტის შეუშავებას;

• სადაზღვევო სისტემით მოსახლეობის სრულ მოცვას;

• სამედიცინო ბაზარზე რეგულირებადი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას (მართვად კონკურენციას);

• სარწმუნო და სტანდარტული საინფორმაციო სისტემით ოპერირებას;

• მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს:

– კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვას;

– ადმინისტრაციული და ოპერირების სტანდარტების დანერგვას;

– ფინანსური და კლინიკური გადაწყვეტილებების გამიჯვნას;

• პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

 

 

 

თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა დაეფუძნება 4 ძირითად პროგრამულ კომპონენტს:

 

1. ოჯახის ექიმი - ყველა თბილისელს;

2. სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს

3. უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს:

• უფასო წამალი ბავშვებს და ხანდაზმულებს

• წამალი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს

4. უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი.

 

1. ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს

დღეს არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თბილისის მოსახლეობის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება ფასიანია, რაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

პროგრამის აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს ოჯახის ექიმის უფასო საბაზო მომსახურებას თითოეული თბილისელისათვის, მიუხედავად მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა.

ბაზისური ამბულატორიული მომსახურება განხორციელდება ოჯახის ექიმი/ექთნის მეშვეობით საოჯახო მედიცინის ცენტრებსა და ამბულატორიულ კლინიკებში.

ბაზისური ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს:

1. სამედიცინო კონსულტაციას, როგორც ამბულატორიულად, ასევე საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ბინაზე სამკურნალო თუ პრევენციული მიზნით;

2. ბაზისურ ფუნქციურ-დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რისთვისაც არ არის საჭირო რთული დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული შესაძლებლობები;

3. მცირე ინვაზიურ პროცედურებს;

4. გადაუდებელ ამბულატორულ დახმარებას;

5. საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს;

6. პროფილაქტიკურ აცრებს;

7. უფასო და იაფი წამლის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დანიშვნას;

8. ამბულატორიულ დონეზე სხვადასხვა სახის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემას;

 

ამბულატორიული მომსახურების მიწოდების ორგანიზაციული ფორმებია:

ა) საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია რამდენიმე ოჯახის ექიმით და ექთნით;

ბ) ამბულატორიული კლინიკა, სადაც ერთდროულად ფუნქციონირებს რამდენიმე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი. (ძირითადად, დღეს არსებული პოლიკლინიკების ბაზაზე).

დაწესებულებების მდებარეობა განისაზღვრება სამედიცინო მომსახურებაზე ოპტიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვის პრინციპით.

მომსახურების მიმწოდებელი გუნდი (ოჯახის ექიმი და ერთი ან ორი ექთანი) მოემსახურება დაახლოებით 2500 პაციენტს.

ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენა შესაძლებელი იქნება მის მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე. ოჯახის ექიმი სამედიცინო პრაქტიკას წარმართავს თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების მეშვეობით.

ოჯახის ექიმისა და ექთნების მუშაობა შეფასდება სპეციალური კრიტერიუმებით და იმ მოთხოვნებით, რომლებსაც მათ წინასწარ წაუყენებს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახური.

მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად იწარმოებს მედპერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული განვითარება. პროგრამის ეს კომპონენტი განხორციელდება თბილისის ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების გზით, რაც ფინანსური თვალსაზრისით უფრო მეტად ეფექტიანი და ეკონომიკურია. შეიქმნება პირველადი ჯანდაცვის ერთიანი ინფორმაციის მართვისა და ადმინისტრირების ქსელი.

პროგრამის ამ კომპონენტის საპროგნოზო ბიუჯეტი და მასში ჩართული მოსახლეობის რიცხოვნება მოცემულია ცხრილში:

500 ოჯახის ექიმსა და ექთანზე გათვლით კომპონენტის საპროგნოზო ბიუჯეტი

 

დასახელება თანხა (ერთეული) 500 ერთეულზე თანხა (თვეში) ჯამური თანხა წელიწადში

ოჯახის ექიმის ოფისის ბიუჯეტი (საოფისე ხარჯების გათვალისწინებით) 3500 1,750,000 21,000,000

დიაგნოსტიკური და ლაბორატ. გამოკვლევები 2000 1,000,000 12,000,000

სულ 5500 2,750,000 33,000,000

2. სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს

არსებული მდგომარეობა – 2010 წლისთვის სახელმწიფოს არ აქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისის მოსახლეობის 80%-ის ჯანდაცვაზე.

სახელმწიფო აფინანსებს თბილისის დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს და მოხელეთა ცალკეული კატეგორიების (პედაგოგები, სამხედრო პირები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და სხვა) სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში განხორციელებული გაუაზრებელი ცვლილებების შედეგად თბილისის, ისევე როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა. გამონაკლისს წარმოადგენს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც მოცულია სახელმწიფო პროგრამით. სოციალური გარანტიების გარეშე დარჩენილი მოსახლეობიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს 6 წლამდე და 65 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორია.

მუნიციპალური ჯანდაცვის რეფორმის პირველი ეტაპის სტრატეგიული ამოცანაა თბილისის მთელი მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების უნივერსალური მინიმალური ბაზისური პაკეტით. ეს პაკეტი უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსური რისკებისაგან დაცვას, დაავადებათა პრევენციასა და გადაუდებელი მკურნალობის ბაზისურ მოცვას.

ჩვენი პროგრამის ძირითადი მიზანია თბილისელთა სრულყოფილი სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. მთელი მოსახლეობის მოცვა ხელს შეუწყობს ერთი და იგივე პულში ახალგაზრდა და ასაკოვანი, ან ჯანმრთელი და ავადმყოფი დაზღვეულების არსებობას, რაც თავის მხრივ, გაზრდის სადაზღვევო რისკის გადანაწილებას ჯანმრთელიდან - ავადმყოფზე, ახალგაზრდიდან - ასაკოვანზე, მდიდარიდან - ღარიბზე.

პროგრამის კომპონენტი „სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს“ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

1. 6 წლამდე და 65 წელს ზემოთ თბილისელების უფასო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით სრულად უზრუნველყოფა. თბილისელების ეს კატეგორია უფასოდ ჩაერთვება მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში. სამედიცინო დაზღვევის პოლისის ღირებულებას სრულად აანაზღაურებს მუნიციპალური ბიუჯეტი.

2. ყველა თბილისელის უზრუნველყოფას სამედიცინო დაზღვევით, რომელიც მთლიანად დაფარავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს (უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება). ამ პაკეტის ღირებულებას სრულად აანაზღაურებს მუნიციპალური ბიუჯეტი.

3. ყველა თბილისელს, სურვილის შემთხვევაში, ექნება საშუალება თვეში 6– 8 ლარის დამატებით შეიძინოს სრული სამედიცინო დაზღვევის პაკეტი, რომელიც ზემოთაღნიშნულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასთან ერთად, უზრუნველყოფს გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებასაც (ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯების ჩათვლით).

პროგრამის განხორციელება:

პროგრამა – „სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს“ – განხორციელდება, როგორც მუნიციპალური პროგრამა, რისთვისაც თბილისის მუნიციპალიტეტი გამოაცხადებს ტენდერს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების გამოსავლენად.

პროგრამის რაოდენობრივი და ღირებულებითი მახასიათებლები:

• თბილისის 6 წლამდე მოსახლეობა – 65 000 კაცი;

• თბილისის 65 წელს ზევით ასაკის მოსახლეობა – 150 000 კაცი;

• გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პაკეტით დასაზღვევი მოსახლეობა - 600 000 ადამიანი.

ასაკობრივი ჯგუფი რაოდენობა

(ათასი კაცი) სადაზღვევო პრემია(ლარი) ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

6 წლამდე 65 120 7,800

65 წელს ზემოთ 150 120 18,000

გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაზღვევა 600 40 24, 000

სულ 49,800

3. უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს

• უფასო მედიკამენტი 3 წლამდე და 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა თბილისელს

• წამალი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს

საქართველოს, და განსაკუთრებით, თბილისის ფარმაცევტული საცალო (სააფთიაქო ქსელი) ბაზარი არ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან არც ნომინალურ ანტიმონოპოლიურ და არც ანტიტრასტულ რეგულირებას და პრაქტიკულად ოლიგოპოლიურ მდგომარეობაშია. შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წამლის შეძენა არ შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფატალური შემთხვევების რისკს.

პროგრამის აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს 3 წლამდე და 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა თბილისელის ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული საბაზისო მედიკამენტებით უფასოდ უზრუნველყოფას, საშუალოდ 100 ლარის ფარგლებში.

ასევე, ყველა თბილისელს ყველა მიეცემა შესაძლებლობა იაფად შეიძინოს ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.

თბილისელებისათვის ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიწოდება განხორციელდება სპეციალურად ამ მიზნებისთვის შექმნილი თბილისის მუნიციპალური ფარმაცევტული საწარმოს (მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის) საშუალებით.

მედიკამენტების სარეალიზაციო ფასები განისაზღვრება საერთაშორისო ტენდერებით შეძენილი მედიკამენტების თვითღირებულებაზე რეალიზაციის ხარჯების დანამატით.

ზემოაღნიშნული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების გარდა, ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს და ხელს შეუწყობს კერძო ფარმაცევტულ საცალო ქსელში სამედიცინო მედიკამენტებზე ფასების ოპტიმიზაციის პროცესს.

პროგრამის ამ კომპონენტის საპროგნოზო ბიუჯეტი და მასში ჩართული მოსახლეობის რიცხოვნება:

ასაკობრივი ჯგუფი რაოდენობა

(ათასი კაცი) წამლის წლიური ხარჯი საშუალოდ (ლარი) ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

3 წლამდე 50 50 2,500

65 წელს ზემოთ 150 100 15,000

სულ 17,500

 

 

4. უფასო მშობიარობა და ორსულების პატრონაჟი

 

2007 წლამდე ორსულობისა და მშობიარობის ხარჯებს აფინანსებდა სახელმწიფო 800 ლარიანი ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც ხელისუფლებამ უსაფუძვლოდ გააუქმა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა შობადობის ზრდის სტიმულირებას და მნიშვნელოვნად დააზარალა ახალგაზრდა ოჯახების ისედაც მწირი ბიუჯეტი.

უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ორსულობისა და მშობიარობის სტანდარტული, სამედიცინო პროცედურების გარეშე ჩატარების შემთხვევები, რასაც ფატალური შედეგებიც კი მოჰყვა.

აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროგრამის აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს თითოეული თბილისელი ორსულისათვის, მიუხედავად მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, ორსულობისა და მშობიარობის ხარჯების დაფინანსებას 800 ლარის ლიმიტის ფარგლებში, რაც მოიცავს შემდეგს:

ორსულობის პატრონაჟი – ორსულობის განმავლობაში ხარჯების დაფინანსება (მონოტორინგი, რისკების განსაზღვრა, პროფილაქტიკა, მკურნალობა) – 200 ლარიანი ვაუჩერით.

მშობიარობის ხარჯების დაფარვა (მათ შორის, გართულებული) ყველა ფეხმძიმისთვის 600 ლარიანი ვაუჩერით.

პროგრამის საპროგნოზო ბიუჯეტი:

დასახელება რაოდენობა (ათასი) ლიმიტი (ლარი) ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

ორსულობის ხარჯები 20 200 4,000

მშობიარობის ხარჯები 20 600 12,000

სულ 16,000

 

 

პროგრამის განხორციელების შედეგად:

თბილისის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურების უნივერსალური მინიმალური ბაზისური პაკეტით და სამედიცინო დაზღვევის გარანტიებით, რაც მოიცავს:

• ყველა თბილისელის უზრუნველყოფას ოჯახის ექიმის მომსახურებით;

• ყველა ოჯახის უზრუნველყოფას სამედიცინო დაზღვევით;

• ყველა თბილისელის უზრუნველყოფას უფასო და იაფი წამლით:

– უფასო წამალი ბავშვებს და ხანდაზმულებს

– წამალი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს

• უფასო მშობიარობას და ორსულობის პატრონაჟს თითოეულ ორსულზე 800 ლარიანი ვაუჩერის გაცემით.

 

 

 

რაც შეეხება თქვენს გათვლებს ამაზე ხვალ გავაგრძელებ თქვენთან საუბარს, რადგან სხა იუზერებსაც მინდა გავცე პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მე მინდა თქვენ ჩვენი "მესიჯი" გამოგიგზავნოთ. ეჭვი მეპარება გაცნობილი იყოთ. ეს პროგრამა უკვე ერთი თვეა გამოქვეყნებულია სხვადასხვა ინტერნეტგვერდებზე, პარტიის საიტზე, ასევე www.iraklialasania.ge და გავრცელებულია ბეჭდური სახით.

 

ველოდები თქვენგან სხავა პარტიის ეგრეთწოდებულ არარსებულ პროგრამას ჯანდაცვის სფეროში. რომელ პარტას აქვს და სად შეიძლება მისი გაცნობა???

 

აი ჩვენი პროგრამა თქვენებურად "მესეჯი":

 

ბატონო დავით ეს რაც ეხლა გააკეთეთ გაბარაზებული ბავშვის პოზაა.

მე თქვენ კონკრეტული შეკითხვები დაგისვით და თან მიახლოებითი გამოთვლებიც მოგითავსეთ მანდ.

 

თქვენი პარტიის ე.წ. პროგრამს კარგა ხანია გავეცანი. საერთოდ მაინტერესებს ეს საქმე და თქვენი ინფორმაციისათვის, პარტიულ პროგრამებს მინიმუმ ასე 10 წელია ვსწავლობ.

თქვენ ჩემს შეკითხვებს რომ პასუხს ვერ გასცემდით ესეც წინასწარ ვიცოდი. არ ვარ მე დამწყები ბავშვი.

ისე თქვენი მხრიდან უფრო პოლიტიკურ პასუხს ველოდი. ვთქვათ ასეთი ტიპის "თქვენი შეკითხვები უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს და მომავალში აუცილებლად გავცემთ პასუხს."

არა და მოითხოვს, იმტომ რომ ამ შეკითხვებზე პასუხი რომ გქონდეთ, მაშინ პროგრამაც სათანადო გექნებოდათ.

 

ბოდიში შეწუხებისათვის.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო. კიდევ ერთ რამეს დავამატებ. თქვენ მეკითხებით სხვა პარტიებზე.

 

შეკითხვებს ბატონო დავით მხოლოდ "რჩეულ" პარტიებს ვუსვამ, აბა ცხენზე ამხედრებული დოვნანა პარტიებს რა შეკითხვები დავუსვა. :020:

 

"მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო".

 

გაიხარეთ. მეტს არ შეგაწუხებთ.

 

პ.ს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს გააბრაზოთ. :D ჩემ მტერს. კიბო ხომ იცით? იმაზე უარესი ვარ მე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ალიანსს მხარს ვუჭერ და ყველაზე საქმიანი პროგრამა აქვს.

თუ ხვალ გვიპასუხებთ შეიძლება კიდევ დავამატო კითხვები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა შვრებით ბატონოჩემო კონსულტაციებს ატარებთ? :020:

 

საჩქარო კი არ არის ხვალ, ზეგ გაეცით პასუხი. კიდევ მქონდა ერთი ბიზნეს პროგრამაზე და არ ვიცი დაბა დავდო თუ არა.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაგვეძინა ბატონო დავით ან უპასუხეთ ბატონების კითხვებს ან დაგვემშვიდობეთ...

ბაბუა არ დამიჩაგროთ .არ გაგიციათ პასუხი.

ვამთქნარო თუ გავიდე?!

madloba rom me mipasuxeT.

 

უკაცრავათ რომ ჩაგაძინეთ. ამასობაში სხვა პარტიული საქმეებითაც ვარ დაკავებული და მუდმივად ვერ ვახერხებ კომპუტერთან მისვლას. თანაც დავითობაა. ეხლა რამდენიმე კითხვას ვუპასუხებ და ხვალ განვაახლოთ 14:00

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Onoprishvili

ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა!

რავა მაშვინ მე და ჩემი ოჯახი ადამიანები არ ვართ? ერთი სიტყვით გეთკითხათ პატივცემულო ვინმესთან ან სადმე რატომ აღმოჩნდა ეს ხალხი იქ სადაც აღმოჩნდა და საქმე საქმეზე რომ მიდგა და დახმარება დაჭირდათ თუ ოფიციალური თბლისი არაფერშია დამნაშავე, რატომ არ მიეცათ უკან დაბრუნების საშუალებაო? ზედმეტად ძნელი ხომ არ არის ყველაზე ღირებულის რეალურად დაცვა, ან იქნებ სხვა რამე უფრო ღირებულია პატივცემული ალიანსისთვის?

 

თუ საქართველოს მოქალაქეები აღარ ვართ მე მაპატიეთ, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს : ))) და საერთოდ მაპატიეთ რომ ვარსებობთ :020:

 

შეგიძლიათ პასუხზე არ შეწუხდეთ.. ისედაც ყველაფერი გასაგებია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ნამდვილად არ არის პროგრამაში, მაგრამ ზოგადად მაინტერესებს თქვენი ხედვა ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებით....წლის ბოლომდე უკვე უნდა განისაზღვროს ამ სამსახურის ფუნქციები და თქვენი აზრით, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს??

 

მინდა გითხრათ, რომ მე გახლავართ 1996 წლის ანტიმონოპოლური კანონმდებლობის ავტორი. მაშინ გახლდით ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავჯდომარე პარლამენტში. ეს თემა ჩემთვის პროფესიონალურად ახლოსაა და მიმაჩნია ჩვენს ეკონომიკაში პრობლემები უმრავლესობა ამ კანონის მიზანმიმართულად გაუქმების გამო არის გამოწვეული. ამჯერადაც არის ფასადური მცდელობა "აღდგენის" მხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტი ავალდებულებს ამას ხელისუფლებას.

 

ამასთან დაკავსირებით შეგზლიათ გაეცნოთ ჟურნალ "ლიბერალში" 15 დეკემბერი, 2009 წელი. http://www.liberali.ge/node/990

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდის იქნება შესაძლებელი, რომ "უფასოზე" უარი ვთქვათ და აღარ იყოს საჭირო მუნიციპალიტეტის მიერ "რაღაცეების" დაფინანსება??? პროგრამებს ვგულისხმობ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...