კონტენტზე გადახტომა


სპეციალურად დებილი სტუდენტებისთვის


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
51 პასუხი თემაში

#1 უცხო_პლანეტელი    ნიკის ჩასმა

    ბოღმიანებზე მონადირე

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3953 წერილები:
  • Location:ცოდნის სამყარო
რეპუტაცია: 70
კარგი

დაწერილია 08 May 2010 - 09:48 PM

ეს გვერდი უნდა გავაპიარო

http://sakurso.freehostia.com/

რატომ გვირჩევენ ჩვენ

ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს სტრესით აღსავსე აკადემიური ცხოვრების დაბალანსებაში, ვაწვდით რა პროფესიონალების მიერ მომზადებულ, მაღალი ხარისხის, ორიგინალურ, შინაარსობრივად მდიდარ, ლოგიკურად კონსტრუირებულ, არგუმენტირებულ და უნიკალურ ნამუშევრებს - თქვენი მოთხოვნების შესაბამისად!



სტუდენტებს ხშირად სასწრაფოდ სჭირდებათ რეფერატი, საკურსო თუ პრეზენტაცია, რათა უზრუნველყონ დროულად, დათქმულ ვადებში ნაშრომის ჩაბარება. ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ ეს პრობლემა მთლიანად გადაჭრათ. მოგვანდეთ თქვენი სამუშაო ჩვენ და იძინეთ მშვიდად. თქვენ მოკლე დროში გამზადებულ ნაშრომს მიიღებთ!



ჩვენი სპეციალისტების ჯგუფი წარმოადგენს გამოცდილი, შემოქმედებითი, პროფესიონალი, დინამიური ადამიანების ერთობლიობას - თავიანთი სფეროს საუკეთესო ექსპერტებს - რომელთაც აქვთ სამეცნიერო ხარისხები შესაბამისი აკადემიური განხრით, გააჩნიათ მრავალ წლიანი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პრაქტიკა და უმრავლეს შემთხვევებში დასავლური საუნივერსიტეტო განათლება-გამოცდილება.



ნაშრომის შექმნა შრომატევადი, მრავალ ეტაპიანი პროცესია. მას შემდეგ რაც თემატიკის ფოკუსი დადგინდა, ხდება მისი სათანადოდ გააზრება, ანალიზი, მასალების დამუშავება, რის საფუძველზეც იქმნება საწყისი ვერსია (ე.წ. დრაფტი). მომდევნო ეტაპზე ხორციელდება ნაშრომის რევიზია, რეორგანიზება, შინაარსობრივად, სტრუქტურულად და ლოგიკურად გამართვა. დასკვნით ეტაპზე ხდება ნაშრომის გრამატიკული, ლექსიკური, სინტაქსურ-ორთოგრაფიული გასწორება, ფორმატირება და საბოლოო სახის მიცემა.



ყველა ნაშრომი ექვემდებარება კონტროლის სპეციალისტების მიერ რევიზიას, ხარისხის კონტროლის მიზნით. ნაშრომი არ წარმოადგენს უკვე არსებული რაიმე ნაშრომის სახე შეცვლილ კოპირებას, არამედ იქმნება სპეციალურად თქვენთვის და ეფუძნება მდიდარ სამეცნიერო წყაროებს, უახლეს თეორიასა და პრაქტიკას და ჩვენი კოლექტივის ცოდნას, პროფესიონალიზმსა და შემოქმედებით აზროვნებას.



დაზოგეთ თანხა – შეგვიკვეთეთ ადრე, ნუ გადადებთ ბოლო წუთამდე! პიკურ პერიოდებში შეკვეთილი სამუშაოს მოცულობა ხშირად აჭარბებს ჩვენს რესურსს. ასე რომ თუ “დედლაინი” გიახლოვდებათ, განათავსეთ თქვენი შეკვეთა ახლავე – დაზოგეთ თანხა, მოიგეთ დრო!



თქვენ ჩვენგან იღებთ (საკურსო, რეფერატი, სადიპლომო...)

referatiღრმა, დეტალური ანალიზი დასმული თემის გარშემო

diplom100% უნიკალური, სპეციალურად თქვენთვის დაწერილი

referatsგამოცდილი, დინამიური, პროფესიონალი კოლექტივის მიერ შექმნილი

reperatiარასოდეს ხდება ნაშრომის გადაყიდვა

referatარავითარი დამატებითი ხარჯები თქვენთვის

gegmaჩვენ გვაქვს ხელმოწერა არა ერთ საერთაშორისო სპეციალიზებულ ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან, ბიბლიოთეკებთან, გამოცემებთან, წიგნების, ჟურნალების, სტატიების, ანგარიშების, მოხსენებების ჩათვლით

biznesჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ შესრულებული სამუშაო იქნება მაღალი ხარისხის და ყველაზე თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული

* დასაწყისი



როგორ ხდება შეკვეთა

თქვენ გვაწვდით თქვენთვის საჭირო ნაშრომის კონკრეტულ სათაურს, ან გვაძლევთ თემატიკის აღწერილობას, ჩვენ სპეციალურად თქვენთვის, ნულიდან შევქმნით მაღალი ხარისხის, თანამედროვე, ორიგინალურ ნაშრომს, რომელიც ერთად ერთია და რომლის ანალოგიც არ მოიპოვება. თქვენ გექნებათ უნიკალური ნაშრომი და ამდენად პლაგიატი გამორიცხულია – ვერავინ ვერასოდეს დაგადანაშაულებთ, რომ მიითვისეთ სხვისი ნაშრომი!



შეკვეთა ხორციელდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე, თქვენ ჩვენ მოგვაწვდით ნაშრომის კონკრეტულ (ან სავარაუდო) სათაურს და/ან თემის განვრცობის სასურველ მიმართულებას. ამის შემდეგ, ჩვენგან მიიღებთ ნაშრომის მოკლე სქემატურ აღწერილობას, რაც წარმოდგენას შეგიქმნით ნაშრომის შემდგომი განვითარების თაობაზე. თუ თქვენ კმაყოფილი დარჩებით, თქვენ გადაიხდით მომსახურების სრულ საფასურს (შესაბამისი პრეისკურანტით, გამომდინარე იქიდან თუ რამდენად სწრაფად გსურთ შეკვეთის შესრულება). ნაშრომის წინასწარი მოკლე სქემატური აღწერა იხილეთ აქ, ჩვეულებრივ ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. წინასწარი მონახაზი ასევე გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტით.



წინასწარი გადახდის მოთხოვნა დადგენილია იმისათვის, რომ ჩვენი სპეციალისტების შრომა ფუჭად არ გაიხარჯოს იმ შემთხვევისთვის თუ თქვენ გადაიფიქრებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. ყოველი შეკვეთა და გადახდა საბოლოოა და თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

* დასაწყისი



რას ამბობენ ჩვენზე

“მივიღე ჩემი რეფერატი. ძალიან კარგად არის დაწერილი და რაც მთავარია ცინცხალი და გამოუყენებელია. ყველაფერი დანარჩენი შესანიშნავია. დიდი მადლობა.”

ირაკლი, თბილისი



“ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინეთ. რეფერატი კარგად იკითხება, გასაგები სტრუქტურა და შინაარსი აქვს და ძალიან დამეხმარა. ნამდვილად არ ვნანობ რომ დაგიკავშირდით.”

ლევანი



“თქვენი მარტივი და მოსახერხებელი სერვისის წყალობით ცხოვრება გამიადვილდა. თქვენი წყალობით უმაღლესი შეფასება მივიღე. გმადლოობ!!!!”

მარიკა

* დასაწყისი



ანონიმურობა, უნიკალურობა, აკადემიური ეთიკა

მას შემდეგ რაც შეკვეთილ ფაილს მიიღებთ, ფაილი განადგურდება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი ნაშრომი იქნება უნიკალური და დაცული და არ დაექვემდებარება შემდგომ გადაყიდვას. მაშინ როდესაც სხვა სერვისები თქვენ გთავაზობენ ერთი და იგივე, მრავალჯერ მოხმარებულ რეფერატებს, საკურსოებს, სადიპლომო თუ სხვა ნაშრომებს - რაც ზრდის თქვენს მიერ მათი გამოყენების რისკებს, რამეთუ თქვენმა პედაგოგმა შესაძლებელია უკვე იცოდეს კონკრეტული ნაშრომის არსებობის შესახებ... შესაძლო შედეგებზე მე მგონი ზედმეტია საუბარი.



გარდა ამისა, სხვაგან ხშირად საკმაოდ რთულია მოიძიოთ ისეთი ნაშრომი რომელიც თქვენ გამოგადგებათ. ჩვენ კი სპეციალურად თქვენთვის დავწერთ თავიდან, რათა ზუსტად გავცეთ პასუხი თქვენს კონკრეტულ თემატიკას.



ჩვენთან თქვენი კონფიდენციალურობაც დაცულია: ჩვენ თქვენგან ვითხოვთ მხოლოდ თქვენს (პირობით) სახელს, საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართს და გადახდის დადასტურებას. ნაშრომის მოწოდების შემდეგ თქვენი საკონტაქტო რეკვიზიტები სისტემიდან ამოიშლება.



ჩვენი სერვისი - ეს არის თქვენთვის გაწეული დახმარება პროფესიონალების მიერ, რათა შეძლოთ უზრუნველყოთ სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზება, დროის მაქსიმალურად ეფექტური გადანაწილება სხვადასხვა დისციპლინებს შორის - და მიიღოთ მაღალი ხარისხის ნაშრომი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ უფრო ღრმად ჩაწვდეთ საგნობრივ არსს და თემატიკას! ამდენად ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი დახმარება მთლიანად თავსდება აკადემიური ეთიკის ფარგლებში და თქვენთვის სასარგებლო და ფასდაუდებელია.

* დასაწყისი



ფორმატი - როგორ ნამუშევარს მიიღებთ

ფაილი: Microsoft Word

შრიფტი: AcadNusx, ზომა 12

სტრიქონებს შორისი ინტერვალი – 2

მინიშნება: ინტერვალის 2 ზომაზე დასაყენებლად ერთდროულად დააჭირეთ “Ctrl” და “2” კლავიშებს: [Ctrl-2], 1,5 ინტერვალისთვის [Ctrl-5], ხოლო 1 ზომის ინტერვალისთვის [Ctrl-1].

სტანდარტული აკადემიური ფორმატის ნაშრომი, დასავლური სტანდარტების შესაბამისად, გეგმა/შინაარსით, შესავალი/ანოტაციით, დასკვნით, ლიტერატურით (სქოლიოებით) და ა.შ.

თავფურცელი (სატიტულო ფურცელი) – რომელზეც მითითებულია თქვენი სახელი-გვარი, სასწავლებლის სახელწოდება, ფაკულტეტი, ნაშრომის სათაური, ხელმძღვანელი და ა.შ. თავად უნდა შეადგინოთ, რათა იყოს ინდივიდუალურად დაფორმატებული თქვენი გემოვნებისა და სასწავლებლის ეტიკეტის შესაბამისად.

* დასაწყისი



როგორ ხდება ანგარიშსწორება

გადახდა შესაძლებელია 2 გზით: როგორც I. eMoney ელექტრონული სისტემით (ანგარიშის შევსება - მომენტალური გადახდების OSMP და NOVA ქსელით, TBCPAY ქსელით ან Standard Bank-ის მეშვეობით; არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ ჩვენი eMoney ანგარიშის ნომერი: 3i6i0i3i8i3i1i6i0), ან ასევე II. თუ თქვენი შეკვეთა არ აღემატება 60 ლარს, მობილური სატელეფონო ბარათების მეშვეობით (მონო ან ლაილაი ბარათებით).



ფასები დამოკიდებულია შეკვეთის შესრულების სისწრაფეზე.



თუ გსურთ ნაშრომის მიღება:(



* 7 დღეში – თითო გვერდი ღირს 5 ლარი
* 5 დღეში – თითო გვერდი ღირს 6 ლარი
* 3 დღეში – თითო გვერდი ღირს 7 ლარი
* 24 საათში – თითო გვერდი ღირს 10 ლარი




*დღე არის სამუშაო დღე



თანხის გამოთვლა და დამრგვალება: თანხა გამოითვლება გვერდების რაოდენობის გამრავლებით გვერდის ღირებულებაზე (შესაბამისი პრეისკურანტით) და დამრგვალდება შემსრულებლის სასარგებლოდ. მაგალითი: თუ თქვენ გსურთ 7 გვერდიანი ნაშრომი ხუთ დღეში (გვერდის ფასი 6 ლარი), თანხა შეადგენს 42 ლარს, რომელიც დამრგვალდება 45 ლარამდე. შესაბამისად, თქვენ გადაიხდით 45 ლარს – eMoney-ს მეშვეობით ან ჩატვირთავთ შესაბამისი ღირებულების მობილურ სატელეფონო ბარათებს (მონო ან ლაილაი). დამრგვალებული თანხა უნდა იყოს 5-ის ჯერადი (ბოლოვდებოდეს 0-ზე ან 5-ზე).



განსაკუთრებით დიდი მოცულობის ნაშრომისათვის, რომელიც მოიცავს მრავალ ათეულ/ასეულ გვერდს (მაგ. დისერტაცია), ვადები დგინდება შეთანხმებისამებრ, სამუშაოს შესრულების გონივრულ ვადებში. გთხოვთ ისარგებლეთ საკონტაქტო ფორმით (შეკვეთის განთავსება - A. ეტაპი პირველი – საკონტაქტო ფორმა) ან დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით.

* დასაწყისი



ნაშრომის წინასწარ მონახაზზე შეთანხმება

შეკვეთა ხორციელდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე, თქვენ ჩვენ მოგვაწვდით ნაშრომის კონკრეტულ (ან სავარაუდო) სათაურს და/ან თემის განვრცობის სასურველ მიმართულებას. ამის შემდეგ, ჩვენგან მიიღებთ ნაშრომის მოკლე სქემატურ აღწერილობას, რაც წარმოდგენას შეგიქმნით ნაშრომის შემდგომი განვითარების თაობაზე. თუ თქვენ კმაყოფილი დარჩებით, თქვენ გადაიხდით მომსახურების სრულ საფასურს (შესაბამისი პრეისკურანტით, გამომდინარე იქიდან თუ რამდენად სწრაფად გსურთ შეკვეთის შესრულება). ნაშრომის წინასწარი მოკლე სქემატური აღწერა იხილეთ აქ, ჩვეულებრივ ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. წინასწარი მონახაზი ასევე გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტით.

* დასაწყისი



შეკვეთის განთავსება
A. ეტაპი პირველი – საკონტაქტო ფორმა (გვითხარით რა ტიპის შეკვეთა გსურთ)

შენიშვნა: ერთი და იგივე შეკვეთაზე განმეორებით დაკავშირებისას საკმარისია შეავსოთ ამ ეტაპის პირველი, მეორე, მეშვიდე და მერვე ველები მხოლოდ – 1., 2., 7. და 8., ხოლო შეკითხვა/ინფორმაცია მიუთითეთ 6.-ე ველში.

* სავალდებულოა შესავსებად
გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!

უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე @ ერთი ჭკვიანი კაცი

განათლება გადაარჩენს საქართველოს!

ცოდნის სამყარო!

წინ კოსტა რიკისკენ!

Tradition is a lantern, but only the fool adheres to it and for the wiser head it lightens the way

#2 Anima Libera    ნიკის ჩასმა

    Super Panteleimon

  • გლობალ მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9033 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Ganab Universe
რეპუტაცია: 194
საუკეთესო

დაწერილია 08 May 2010 - 09:52 PM

არა, ეს აქ უნდა იყოს... პოლიტიკაა ჩმდშ....
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ...


http://www.iPress.ge

#3 უცხო_პლანეტელი    ნიკის ჩასმა

    ბოღმიანებზე მონადირე

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3953 წერილები:
  • Location:ცოდნის სამყარო
რეპუტაცია: 70
კარგი

დაწერილია 08 May 2010 - 09:59 PM

მაგენს სეზონური, საბითუმო ან ერთგული კლიენტებისთვის ფასდაკლებაც ექნება.


გამოხმაურების ნახვაJonathan Livingstonს ციტატა(დაპოსტვის დრო 8th May 2010 - 10:52 PM):

არა, ეს აქ უნდა იყოს... პოლიტიკაა ჩმდშ....
ასაპინი თემა :(
გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!

უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე @ ერთი ჭკვიანი კაცი

განათლება გადაარჩენს საქართველოს!

ცოდნის სამყარო!

წინ კოსტა რიკისკენ!

Tradition is a lantern, but only the fool adheres to it and for the wiser head it lightens the way

#4 dariala    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1073 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 18
პოზიტიური

დაწერილია 08 May 2010 - 10:05 PM

ისა და საკურსოების დამწერი არ გჭირდებათ? :))
Ты даже не знаешь, что играешь? Это джаз!

#5 უცხო_პლანეტელი    ნიკის ჩასმა

    ბოღმიანებზე მონადირე

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3953 წერილები:
  • Location:ცოდნის სამყარო
რეპუტაცია: 70
კარგი

დაწერილია 08 May 2010 - 10:08 PM

გამოხმაურების ნახვაdarialaს ციტატა(დაპოსტვის დრო 8th May 2010 - 10:05 PM):

ისა და საკურსოების დამწერი არ გჭირდებათ? D.gif
მიმართე გვერდი ადმინისტრაციას :))
გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!

უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე @ ერთი ჭკვიანი კაცი

განათლება გადაარჩენს საქართველოს!

ცოდნის სამყარო!

წინ კოსტა რიკისკენ!

Tradition is a lantern, but only the fool adheres to it and for the wiser head it lightens the way

#6 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 08 May 2010 - 10:12 PM

არადა რეალურად ყველა ქვეყანაში ხდება მსგავსი რაღაცეები...რა შეიცხადეთ
2X2=4

#7 უცხო_პლანეტელი    ნიკის ჩასმა

    ბოღმიანებზე მონადირე

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3953 წერილები:
  • Location:ცოდნის სამყარო
რეპუტაცია: 70
კარგი

დაწერილია 08 May 2010 - 10:13 PM

გამოხმაურების ნახვაnewstudioს ციტატა(დაპოსტვის დრო 8th May 2010 - 11:12 PM):

არადა რეალურად ყველა ქვეყანაში ხდება მსგავსი რაღაცეები...რა შეიცხადეთ
არ შემიცხადიებია, რეკლამას ვუკეთებ :)) :))
გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!

უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე @ ერთი ჭკვიანი კაცი

განათლება გადაარჩენს საქართველოს!

ცოდნის სამყარო!

წინ კოსტა რიკისკენ!

Tradition is a lantern, but only the fool adheres to it and for the wiser head it lightens the way

#8 უცხო_პლანეტელი    ნიკის ჩასმა

    ბოღმიანებზე მონადირე

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3953 წერილები:
  • Location:ცოდნის სამყარო
რეპუტაცია: 70
კარგი

დაწერილია 08 May 2010 - 10:20 PM

ეხöლა ვეზებ გერმანულად მაგრამ ასეთი სერვისი ვერსად ვიპოვე,
არსებობს ბევრი ნიმუში, ძირითადად სკოლის მოსწავლეებისთვის და ბევრი მითითებები,მაგრამ ასეთი სერვისი ჯერ არ აქვთ
გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!

უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე @ ერთი ჭკვიანი კაცი

განათლება გადაარჩენს საქართველოს!

ცოდნის სამყარო!

წინ კოსტა რიკისკენ!

Tradition is a lantern, but only the fool adheres to it and for the wiser head it lightens the way

#9 უცხო_პლანეტელი    ნიკის ჩასმა

    ბოღმიანებზე მონადირე

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3953 წერილები:
  • Location:ცოდნის სამყარო
რეპუტაცია: 70
კარგი

დაწერილია 08 May 2010 - 10:29 PM

რა გევალებათ თქვენ

ყოველთვის მიზანშეწონილია გაეცნოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ნაშრომის შინაარსს დეტალურად (რეფერატები, საკურსოები, პრეზენტაციები და ა.შ.). იყავით გათვითცნობიერებული და იქონიეთ მზაობა უპასუხოთ შესაძლო შეკითხვებს პროფესურისა თუ სტუდენტობის მხრიდან. გახსოვდეთ, რომ კარგად სწავლა და მაღალი აკადემიური მოსწრება თქვენი წარმატებული მომავლის საწინდარია!
გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!

უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე @ ერთი ჭკვიანი კაცი

განათლება გადაარჩენს საქართველოს!

ცოდნის სამყარო!

წინ კოსტა რიკისკენ!

Tradition is a lantern, but only the fool adheres to it and for the wiser head it lightens the way

#10 Anima Libera    ნიკის ჩასმა

    Super Panteleimon

  • გლობალ მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9033 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Ganab Universe
რეპუტაცია: 194
საუკეთესო

დაწერილია 08 May 2010 - 10:40 PM

უცხო_პლანეტელი
ეეე აზზე არა ხარ, სად ჩვენი განათლება და სად გერმანული, მაგაშიც ვუსწრებთ.
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ...


http://www.iPress.ge

#11 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 08 May 2010 - 10:59 PM

უცხო_პლანეტელი

გამოხმაურების ნახვაchanoს ციტატა(დაპოსტვის დრო 8th May 2010 - 10:13 PM):

არ შემიცხადიებია, რეკლამას ვუკეთებ
:)) :))
2X2=4

#12 Marta1    ნიკის ჩასმა

    აქტიური წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2061 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:Tiflis
რეპუტაცია: 72
კარგი

დაწერილია 08 May 2010 - 11:06 PM

ვააა, მთელი აკადემია მანდ ზის? რამდენი სპეციალობებია

#13 kisa    ნიკის ჩასმა

    vredina

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 11416 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 111
საუკეთესო

დაწერილია 08 May 2010 - 11:14 PM

სავსეა მსგავსი განცხადებებითა და საიტებით ნეტი

ერთს ვიტყვი - არასდროს არ ვარგა ეს ნაშრომები და იმ წამს ეტყობა, რომ შენი სტუდენტის დაწერილი არ არის :))
"როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…"
მარტინ ნიმოელერი

#14 უცხო_პლანეტელი    ნიკის ჩასმა

    ბოღმიანებზე მონადირე

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3953 წერილები:
  • Location:ცოდნის სამყარო
რეპუტაცია: 70
კარგი

დაწერილია 08 May 2010 - 11:18 PM

გამოხმაურების ნახვაkisaს ციტატა(დაპოსტვის დრო 8th May 2010 - 11:14 PM):

ერთს ვიტყვი - არასდროს არ ვარგა ეს ნაშრომები და იმ წამს ეტყობა, რომ შენი სტუდენტის დაწერილი არ არის smile.gif
ნიშნებზე თუ აისახება, ეგა მნიშვნელოვანი და ყველა ლექტორი თუ ამცნევს ეგეც საკითხავია
გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!

უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე @ ერთი ჭკვიანი კაცი

განათლება გადაარჩენს საქართველოს!

ცოდნის სამყარო!

წინ კოსტა რიკისკენ!

Tradition is a lantern, but only the fool adheres to it and for the wiser head it lightens the way

#15 kisa    ნიკის ჩასმა

    vredina

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 11416 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 111
საუკეთესო

დაწერილია 08 May 2010 - 11:25 PM

უცხო_პლანეტელი

გამოხმაურების ნახვაchanoს ციტატა(დაპოსტვის დრო 9th May 2010 - 12:18 AM):

ნიშნებზე თუ აისახება, ეგა მნიშვნელოვანი და ყველა ლექტორი თუ ამცნევს ეგეც საკითხავია
რა თქმა უნდა ყველა ამჩნევს, სილაბუსი ინდივიდუალურადაა შედგენილი ლექტორის მიერ + სტუდენტი მე მიზის ლექციაზე და არა კუნძივით ( ამის საშუალებას ვერ მივართმევ), ინტერაქტივში ამჟღავნებს თავის შესაძლებლობებს უნარს და ცოდნას + ყველა წერილობით ნაშრომს დაცვა ან პრეზენტაცია სჭირდება ( გააჩნია ლექტორი რას ითხოვს სილაბუსით)
გარდა ამისა წერილობითი ნაშრომი მხოლოდ ერთერთი კომპონენტია შეფასების სკალაში ( ნიშანი არის კრებსითი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით)
სადიპლომოს კი საერთოდ ყავს ხელმძღვანელი და მისი თვალყურით ხდება მისი დაწერა და დაცვა :)
გარდა ამისა ყველ;ა სასწავლებელს აქ საკუთარი სპეციფიური მოთხოვნები სადიპლომოს ნამუშევართან დაკავშირებით
"როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…"
მარტინ ნიმოელერი





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი