Jump to content
Planeta.Ge

რას იტყვით ხატია შიუკაშვილზე?

Recommended Posts

  • Replies 83
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

zaratustra22 დამიკოპირეთ ერთი - სად არის ბოღმა? რა დავწერე ცუდი?   გულის რევა სწორედაც ბოღმამ იცის - ძვირფასო ეხლა კიდე იტყვის ვინმე, რომ პიარს არ უკეთებენ შიუკაშვილს?   zaratustra22 ამისთვის დარეგ

kisa

zaratustra22 პროქსით შემოსულო იუზერო, ამას მე მეუბნებით? თქვენი ხსენება რომ არ იყო ამ ქვეყანაზე ჩემი თაობა კომუნისტებს ებრძოდა zaratustra22 მიშაზე უარესები იყვნენ და გბ დღევანდელ უბადრუკ "ვანიჩკას კა

zaratustra22

სამწუხაროა, როგორც ჩანს ქართველი ხალხი და საქართველო თავის წიაღში ღირსეულ ადამიანებს და მოქალაქეებს ვერ ინარჩუნებს გაიძახით პოლიტიკაში ვირთხა ესე იგი. ბუნძური უნდა იყოოო? შიუკაშვილი არ არის მხოლოდ

Posted Images

zaratustra22, ძალიან კარგია რომ ეს თემა გამოაცოცხლე! მეტი ინტელექტუალურობაა საჭირო პოლიტიკურ განყოფილებაში...

მეც ეგ აზრი "დამოუკიდებლობა კერძო საკუთრებაა" მიმაჩნია გასაღებად იმ ბნელ კარებების, რომლის იქითაც ჩვენი უახლოსი და მომავალი ისტორიაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

""პოლიტიკაში გაცვეთილი უნდა იყო...აბა, ნორმალური ადამიანი თუ ხარ, ისემოგატყუებენ და მიგაჩმორებენ, აზრზეც ვერ მოხვალ....

სისუფთავე არ უხდება პოლიტიკას.....ვირთხა უნდა იყო - ვირთხიჭამია ვირთხა """

ვირთხების განადგურების მეთოდებიც არსებობს! :TAT:

მაინცდამაინც ბინძური უნდა იყოს ბინძურებმა რომ არ მოგატყუონ?

იყავით ვითარცა მტრედნი გულითა და გველნი გონებითა, ამას მოითხოვს ჩვენგან უფალი :yes:

სიბინძურის გამარტლება პოლიტიკაში ეს არის უმეცრება :yes:

ბინძური ადამიანით გინდათ დაამარცხოთ მიშა? მაშინ იყოს მიშიკო, თუკი ერთი სიბინძური მეორე სიბინძურით

უნდა შეიცვალოს მოსახლეობას რა ხეირი რო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცნობ საქართველოს პოლიტიკურ სპეკტრს და პოლიტიკოსებს.

რასაც 2006 წლის მერე ვაკვირდები არავითარ შთაბეწდილებას ჩემზე არ ახდენს.

ჩემთვის მთავარია ადამიანის პოლიტიკური პოზიცია, შემდეგ კი ამ პოზიციის განსახორციებელი მოქმედებები. ამ ორი კრიტერიით პოლიტიკოსი ვერ ვნახე, რომ გული დამედოს....

იქნებ ახალგაზრდებში ღვივდება ის ქართული პოლიტიკური აზრი და აზროვნება, რაც გაგვაერთიანებს უბრალო ქართველებს და ერთმანეთის მხარის ძალას გვაგრძნობინებს?

გუშინ, ფრიდრიხის და ანალგინის დებატების მოლოდინში, აი ეს წავიკითხე შემთხვევით:

http://www.lib.ge/body_text.php?6546

რუსეთ–საქართველოს ომი

ხატია შიუკაშვილი

შემდეგ კი აი ეს:

http://www.lib.ge/body_text.php?6547

პასუხი, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს

ხატია შიუკაშვილი

თუ გესმით რას ნიშნავს ქალისთვის რუსების ტანკების ლულების ქვეშ, გრუხუნში და რუსი ჯარისკაცების ყიჟინში (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!) ახალსოფლიდან თბილისის გზაზე იგოეთამდე ფეხით ჩამოსვლა? მაშინ, როდესაც ამავე დროს 10 კმ იქით მამაკაცი (მთავარსარდალი ვარო :) დამცველებით ალყაშემორტყმული) მიწაზე ენთხმევა და მზად არის თაგვის სორო მოძებნოს...

ხატიას მაღალი სულისკვეთების გარდა მე აზროვნების და მეტყველების უნარიც მომეწონა ("პასუხი, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს" გადაიკითხეთ).

მე არ ვიცნობ მაგ ქალს და გუშინ პირველად გავიგე. მე თქვენი აზრი მაინტერესებს ხატია შიუკაშვილზე:

ვისი ხატია მიშა და ვისი ხატია შიუკაშვილი?

ვიცნობ და ძალიან მაგარი გოგოა. ყოველთვის აღნიშნავს რომ ქართველი ერის ნაწილი შემგუებელი აღმოჩნდა რუსული ოკუპაციის მიმართ და რაც მთავარია სულ აღნიშნავს რომ აუციებელია ანტისაოკუპაციო მოძრაობის გაჩაღება საქართველოს მასშტაბით.

ისე რაც ჩვენ გვიკამათია ფეისბუქზე ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცნობ და ძალიან მაგარი გოგოა. ყოველთვის აღნიშნავს რომ ქართველი ერის ნაწილი შემგუებელი აღმოჩნდა რუსული ოკუპაციის მიმართ და რაც მთავარია სულ აღნიშნავს რომ აუციებელია ანტისაოკუპაციო მოძრაობის გაჩაღება საქართველოს მასშტაბით.

ისე რაც ჩვენ გვიკამათია ფეისბუქზე ...

ოკუპაცია და შეგუება ძალიან დიდი თემაა. თანაც მრავალმხრივი და არაერთაზროვანი. მაგალითად ქართულ ეკონომიურ ემიგრანტებს აქვთ ოკუპირებული რუსეთი, თუ რუს ეკონომიურ ემიგრანტებს საქართველო? საარსებო ფული რუსეთიდან შემოდის საქართველოში თუ საქართველოდან რუსეთში?

ოკუპანტები ქართველ სოფლებში ოქროს ფასათ პროდუკტს ყიდულობენ, მხოლოდ "მშობლიური" ხელისუფლება ქართველ მოსახლეობისგან არაფერს არ ყიდულობს.

ქართულ სტერეოტიპებზე მეცინება. როგორც ძველზე (ნაკლებად, რადგან რაციონალური იყო) ისე ახალზე (რადგან ირაციონალური და აგრესიულია). ამ გადმოხედვიდან ხატია შიუკაშვილის პოსტულატი ("სამშობლო - კერძო საკუთრებაა") ჩემთვის გასაგები და მისაღებია. საქართველო უკვე არის კერძო საკუთრება ხელისუფლების და რატომ არ უნდა იყვეს იგივე კერძო საკუთრება ხალხისთვის?

სამშობლო (დამოუკიდებლობა) კერძო საკუთრებაა. აი ამ თვალსაზრისით რა გქონდათ საკამათო, პატივცემულო shamili, ხატიასთან?

შამი;ლისთვის პატრიოტიზმი ძირს ღორი რუსი ოკუპანტების ძახილია :yes:

ხვალ, მთელი ქონება რუსების ხელში რომ გადავიდეს ეს მას არ შეაწუხებს, თუკი ამ ქონების გაყიდვის წინააღმდეგი პადოშვა და ირაკლი წერეთელი არ იქნებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკნადმო. როდესაც შიუკაშვილზე წერთ ამ სისულელეებს;"ხვალ, მთელი ქონება რუსების ხელში რომ გადავიდეს ეს მას არ შეაწუხებს, თუკი ამ ქონების გაყიდვის წინააღმდეგი პადოშვა და ირაკლი წერეთელი არ იქნებიან ""

ჯერ კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ მისი აზროვნება, მისი კონცეფცია ის წერს:"პირადად ჩემთვის: სამშობლო – კერძო საკუთრებაა! ქ ო ნ ე ბ ა, რომელიც გარკვეულ ხალხს და ადამიანებს ეკუთვნით. სამშობლო უნდა დავიცვათ,როგორც კერძო საკუთრების უფლება, რომელიც ადამიანის, დარა მარტო; ერის და სახელმწიფოს ავტონომიურობის და თავისუფლების გარანტია!!!"

ამდენად მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული : "საკუთრების უფლება საკუთარი სამშობლოც და მისი რაობაც! ის თვლის,რომ ეს კერძო საკუთრებ -საკუთარი სამშობლო ადამიანის და არა მარტო ერის და სახელმწიფოს ავტონომიურობის და თავისუფლების გარანტია!და ამ გააზრებულ და გაზიარებულ თავისუფლებას და ვტონომიურობას, ის არასოდეს გაყიდის! სამშობლოზე ურა პატრიოტები არასოდეს არ იტყვიან, რომ კერძო საკუთრებააა ! მაგრამ წარსული საქართველს ისტორა და არა მარტო წარსულის, უახლესი საქარველოს ისტორია გვიჩენებს თუ როგორ იდიან საქართველო ე.გმირები და პატიოტები დოლარში და რუსულ ფულში!.

და კიდევ კერძო საკუთრების უფლება ლიბერალური ფასეულობაა! შიუკაშვილისთვის საშობლო ერთი ლარი ირს მაგრამ ის არასოდეს გაჰყიდის, იმიტომ, რომ მსთვის სამშობლო არ იყიდება! არ იყიდება და ეს სტყვები მრავალჯერ აწერა გაზეთშიც და ფეისბუკზეც, მრავალჯერ რადგან შენნარ პატრიოტები ევაჭრებოდნენ სამშობლოს! ევაჭრებოდნენ, იმიტომ , რომ თქვენთვის სამშობლო და ადამიანი ვაჭრობი საგანია, მისთვის კი უმაღლესი შეუფასებელი ფასეულობა! მხოლოდ ადამიანის შემდეგ! რადგან მისთვის, როგორც ღმერთისთვის ადამიანია უპირველეს ყოვლისა,ადამიანი!:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკნადმო. როდესაც შიუკაშვილზე წერთ ამ სისულელეებს;"ხვალ, მთელი ქონება რუსების ხელში რომ გადავიდეს ეს მას არ შეაწუხებს, თუკი ამ ქონების გაყიდვის წინააღმდეგი პადოშვა და ირაკლი წერეთელი არ იქნებიან ""

ჯერ კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ მისი აზროვნება, მისი კონცეფცია

სიკნადმო ამას shamili-ზე წერს და არა შიუკაშვილზე. ყურადღებით წაიკითხეთ, რომ თავი ავაქციოთ გაუგებრობებს.

Edited by GeoStream
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ნუ იაზვობ ქალივით. მე წინააღმდეგი ვარ გაზსადენის გაყიდვის მაგრამ რითი შევეწინააღმდეგო, მომიწოდე გავაპროტესტოთო და უარი გითხარი ? ეხლა მე კრემლის ბოზების მიერ ბოზების წინააღმდეგვე გამართულ მიტინგზე ვერ მივალ და შენ თუ გინდა იარე

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

post-5900-006918400%201278574397_thumb.jpgხათია შიუკაშვილი

"პირადად ჩემთვის: სამშობლო – კერძო საკუთრებაა! ქ ო ნ ე ბ ა, რომელიც გარკვეულ ხალხს და ადამიანებს ეკუთვნით. სამშობლო უნდა დავიცვათ, როგორც კერძო საკუთრების უფლება, რომელიც ადამიანის, და არა მარტო; ერის და სახელმწიფოს ავტონომიურობის და თავისუფლების გარანტია!!! მაგრამ, ყოვლად გაუმართლებელია, საკუთრება, იგივე ქონება ,იგივე სამშობლო, დააყენო ადამიანებზე და მათი სიცოცხლის უფლებაზე მაღლა, ეს უ ღ მ ე რ თ ო ბ ა ა! და ჩვენი ხალხი უღმერთობისგანაა შეპყრობილი!

სულ 3–4 წლის წინ ჯერ კიდევ აღფრთოვანებაში მოვყავდი 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ ინაუგურაციის ცერემონიაზე წარმოთქმულ ფრაზას: "ნუ იკითხავთ, სამშობლომ თქვენთვის რა გააკეთა, იკითხეთ, თვითონ რა გააკეთეთ თქვენი სამშობლოსთვის"!... დღეს ეს ფრაზა მაღიზიანებს , მაღიზიანებს ასევე საქართველოში "დამკვიდრებული"" ლოზუნგების ენა. გულსმირევს პოლიტიკოსების მიერ "საბჭოთა კავშირის " დროინდელი ზეიდეების პროპაგანდირება, რომლის ტირაჟირება ყოველდღიურად ხდება ჩვენი მედიის საშუალებით!...

ჩემთვის საქართველო აბსტრაქტული, ჰაერში გამოკიდებული ცარიელა სლოგანი არ არის, არც სალვადორ დალის სიურეალისტური ჩანახატი! ჩემთვის საქართველო ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ია !!!! ჩემს გარშემო მცხოვრები ადამიანები და ის 1600 ქუჩის მაწანწალა ბავშვი, მომენტის წებოებით, რომ იწამლიან გონებას და სხეულს. ის სამათხოვროდ ქუჩაში გამოსული გაძვალტყავებული და გადათეთრებული მოხუცებია, დაუსაქმებელი და უპერსპექტივო ახალგაზრდები. უმისამართო ადამიანთა მთელი არმია! ... და მე, ეს ადამიანები უფრო მედარდება, ვიდრე აბსტრაქტული ხელშეუვალი "საქართველო"! როგორც ცარიელი სლოგანი! როგორც უსახური ზეიდეა! ეს ნამდვილი, გულისამრევი პოლიტპორნოგრაფიაა, გაუსაძლისი ვაკხანალია და მარაზმი, რომელიც როგორც ჩანს ჯერ კიდევ დიდხან გაგრძელდება საქართველოში. დიდხანს გაგრძელდება 'ცხოვრება" ლოზუნგით ; "ზა როდინუ, ზა სტალინა"!!!

იმ ფონზე, როდესაც საქართველეოში ადამიანი მიტოვებული, დაუცველი და დაკნინებულია! და მისი ბედი არავის აღელვებს. მე ასეთი მრწამს ჩამომიყალიბდა;

სამშობლო ადამიანისათვის! და არა ადამიანი სამშობლოსათვის!!!

სახელმწიფო ადამიანისათვის, და არა ადამიანი სახელმწიფოსათვის!!!

ხელისუფლება ადამიანისათვის, და არა ადამიანი ხელისუფლებისათვის!!!

ეკლესია ადამიანისათვის და არა ადამიანი ეკლესიისათვის!!!

პატრიარქი ადამიანისათვის და არა ადამიანი პატრიარქისათვის!!!

ღმერთი ადამიანისათვის, და არა ადამიანი ღმერთისათვის!!!"""

და წერილი":"ხატია შიუკაშვილი

თავისუფლება დეტალებშია!

ნამდვილი რევოლუციები ყოველთვის უსისხლო და

ნებაყოფლობითი პროცესია და ის კეთდება არა ფულით და დაკვეთით,

არამედ შინაგანი მე-ს კარნახით.

და რაც უფრო მეტი სუბვერსიული ელემენტი და

იდეალისტი ადამიანი ჰყავს საზოგადოებას - მით უფრო მზადაა ის რევოლუციისთვის.

რუდი დუჩკე

ჭეშმარიტი! და არა ცრუპენტელა – ვარდისფერი თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება ერთ დღეში, ერთ წელში არ მიიღწევა!, თავისუფლება მუდმივი ძალისხმევას, მუდმივ მოძრაობას და ბრძოლას მოითხოვს!...

გახსოვდეთ! ადამიანი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია თავისუფალი, აი ეს არის თავისუფლება!

რა წამს შეაჩერებ ბრძოლას და მოძრაობას იმ წამს ხელებიდან გეცლება "ასე ნანატრი თავისუფლება"! დიახ, ხელებიდან გეცლება იგი! ..

ამიტომ მეგობრებო! არ დაიჯეროთ, თუ ერთ დღეს გამოგიცხადებენ, რომ "დემოკრატიამ გაიმარჯვა", როგორც ეს 2003 წელს მოხდა, რომ ქვეყანაში "დემოკრატია გაბრწყინდა", რადგან არ არსებობს არსად მსოფლიოში "გაბრწყინებული დმოკრატიები", არ ა რ ს ე ბ ო ბ ს!

იფიქრეთ, იფიქრეთ, იფიქრეთ, რადგან ფიქრია ცხოვრება, ცხოვრება კი ბრძოლა!...

ქალბატონი შიუკაშვილი, ძალზედ შენიღბულ, აზროვნების გამხრწნელ აზრებს ნერგავს საზოგადოებაში. ამიტომ საჭიროა მისი დროული მხილება და მავნე აზრის სააშკარაოზე გამოტანა.

ზოგადად შიკაშვილის აზროვნება, "ილაუნისა" და "თავ-ინსტიტუტის" ნაშიერთა აზროვნების მსგავსია, ოღონდ უფრო მეტად შენიღბულ-შეფუთული.

მისი ნააზრევზე ერთი თვალის გადვლებითაც კი დაინახვათ, რომ იგი ერზე, როგორც ადამიანთა შემკრებზე-გამაერთიანებელ ერთობაზე საერთოდ არ საუბრობს. ხოლო თავად ადამიანს ერისაგან მოწყვეტილად განიხილავს და არა მის შემადგნელ ნაწილად.

თანაც პიროვნებას უფრო მაღლა აყენებს ვდრე სამშობლოს, რაც ეშმაკის ხრიკია.

სამშობლოს, ერის გარეშე პიროვნება, ფუტკრის ოჯახს მოწყვეტილი ფუტკარივითა, რომელიც უსარგებლოა და აუცილებლად დასაუპადაა განწირული. რამეთუ პიროვნება ერის ნაწილია და ერის დაღუპვასთან ერთად ისიც იღუპება. ერი პირველადია და პიროვნება მეორადია. შუკაშვილი კი გვმოძღვრავს, რომ სამშობლო უნდა ზრუნავდეს პიროვნებაზე (ადამიანზე) და არა პირიქით.

შუკაშვილი აპირისპირებს პიროვნებასა და სამშობლოს, მოითხოვს სამშობლომ იზრუნოს პიროვნებაზე და არა პირიქით.

აშკარაა, რომ იგი განგებ ურევს სამშობლოსა და ხელისუფლების მცნებებს.

- სამშობლოს უპირისპირებს ადამიანს.

- სარწმუნოებას უპირისპირებს ადამიანს.

და ბოლოს ისე გაკადნიერდა, რომ თავად ღმერთი დაუპირისპირა ადამიანს.

შუკაშვილის ნააზრევმა თეა თუთბერიძე, ხომ არ გაგახსენათ შემთხვევით?

http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/pozicia/politikosebi/tutberidze_tea19_318_211283759.jpgთეა თუთბერიძე

შუკაშვილისა და თუთბერიძის სულიერი ნათესაობა სახეზეა.

ხატია შუკაშვილის ეს სიცრუე რად ღირს:

"ნამდვილი რევოლუციები ყოველთვის უსისხლო და ნებაყოფლობითი პროცესია და ის კეთდება არა ფულით და დაკვეთით,

არამედ შინაგანი მე-ს კარნახით."

სწორედ რომ პირიქითაა, ე.წ. "რევოლუციები" სწორედ გარედან დაკვეთით, ფულით და ძალდატანებით ხორციელდება.

ამის ნათელი მაგალითია 1917 წლის მასონ-ბლშევიკური ე.წ. "ოქტომბრის რევოლუცია" და 2003 წლის მასონ-ნაცსაძმოელთა ე.წ. "ვარდების რევოლუცია".

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალბატონი შიუკაშვილი, ძალზედ შენიღბულ, აზროვნების გამხრწნელ აზრებს ნერგავს საზოგადოებაში.

დაჩი, ამ პოსტამდის კიდევ პატივს გცემდით. ეხლა ეჭვი შემეპარა თქვენში. ძალიან ზომბირებულ ჩანხართ ამ პოსტში. არა ხართ მართალი შიუკაშვილის მიმართ. ეხლა მეტს არ დავწერ, რადგან მეეჭევება რომ ციტატების გარდა რამე წაკითხული გქონდეთ ადამიანზე, რომელსაც ვითომც "განაჩენი" გამოუტანეთ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი, ამ პოსტამდის კიდევ პატივს გცემდით. ეხლა ეჭვი შემეპარა თქვენში. ძალიან ზომბირებულ ჩანხართ ამ პოსტში. არა ხართ მართალი შიუკაშვილის მიმართ. ეხლა მეტს არ დავწერ, რადგან მეეჭევება რომ ციტატების გარდა რამე წაკითხული გქონდეთ ადამიანზე, რომელსაც ვითომც "განაჩენი" გამოუტანეთ ...

პატივს მე კი არ მცემდით, ჩემს აზრს სცემდით პატივს.

ასე უფრ მართებული იქნება, რადგან თქვნ მე არ მიცნობთ, ასე რომ პატვისცმა-უპატივცემულობა უადგილოა.

ასევე შუკაშვლის პიროვნებაზე კი არა, არამედ შუკაშვლის გამოთქმულ აზრების მავნებლობაზეა საუბარი.

შუკაშვილს პირადად არ ვიცნობ და არსად დამიწერია საპირისპირო.

განაჩენი კი, მხოლოდ მოსამართლეს გამოაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერაფერი შევამჩნიე მის მოსაზრებებში "მასონური" და რაა მასონობა ეს კიდევ , კიდევ დიიიიიდი თემაა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალბატონი შიუკაშვილი, ძალზედ შენიღბულ, აზროვნების გამხრწნელ აზრებს ნერგავს საზოგადოებაში. ამიტომ საჭიროა მისი დროული მხილება და მავნე აზრის სააშკარაოზე გამოტანა.

ზოგადად შიკაშვილის აზროვნება, "ილაუნისა" და "თავ-ინსტიტუტის" ნაშიერთა აზროვნების მსგავსია, ოღონდ უფრო მეტად შენიღბულ-შეფუთული.

მისი ნააზრევზე ერთი თვალის გადვლებითაც კი დაინახვათ, რომ იგი ერზე, როგორც ადამიანთა შემკრებზე-გამაერთიანებელ ერთობაზე საერთოდ არ საუბრობს. ხოლო თავად ადამიანს ერისაგან მოწყვეტილად განიხილავს და არა მის შემადგნელ ნაწილად.

თანაც პიროვნებას უფრო მაღლა აყენებს ვდრე სამშობლოს, რაც ეშმაკის ხრიკია.

სამშობლოს, ერის გარეშე პიროვნება, ფუტკრის ოჯახს მოწყვეტილი ფუტკარივითა, რომელიც უსარგებლოა და აუცილებლად დასაუპადაა განწირული. რამეთუ პიროვნება ერის ნაწილია და ერის დაღუპვასთან ერთად ისიც იღუპება. ერი პირველადია და პიროვნება მეორადია. შუკაშვილი კი გვმოძღვრავს, რომ სამშობლო უნდა ზრუნავდეს პიროვნებაზე (ადამიანზე) და არა პირიქით.

შუკაშვილი აპირისპირებს პიროვნებასა და სამშობლოს, მოითხოვს სამშობლომ იზრუნოს პიროვნებაზე და არა პირიქით.

აშკარაა, რომ იგი განგებ ურევს სამშობლოსა და ხელისუფლების მცნებებს.

- სამშობლოს უპირისპირებს ადამიანს.

- სარწმუნოებას უპირისპირებს ადამიანს.

და ბოლოს ისე გაკადნიერდა, რომ თავად ღმერთი დაუპირისპირა ადამიანს.

შუკაშვილის ნააზრევმა თეა თუთბერიძე, ხომ არ გაგახსენათ შემთხვევით?

http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/pozicia/politikosebi/tutberidze_tea19_318_211283759.jpgთეა თუთბერიძე

შუკაშვილისა და თუთბერიძის სულიერი ნათესაობა სახეზეა.

ხატია შუკაშვილის ეს სიცრუე რად ღირს:

"ნამდვილი რევოლუციები ყოველთვის უსისხლო და ნებაყოფლობითი პროცესია და ის კეთდება არა ფულით და დაკვეთით,

არამედ შინაგანი მე-ს კარნახით."

სწორედ რომ პირიქითაა, ე.წ. "რევოლუციები" სწორედ გარედან დაკვეთით, ფულით და ძალდატანებით ხორციელდება.

ამის ნათელი მაგალითია 1917 წლის მასონ-ბლშევიკური ე.წ. "ოქტომბრის რევოლუცია" და 2003 წლის მასონ-ნაცსაძმოელთა ე.წ. "ვარდების რევოლუცია".

ნეტა ხატია თუ კითხულობს ამ პოსტს ? დამიჯერეთ მაგრად იკაიფებდა.

მართალია ხატიას ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები, მაგრამ ეს პოსტი რომ წავიკითხე მეც მაგრად ვიკაიფე, მაგრამ თუთბერიძეს რომ შეადარეს ეგ გამიტყდა მაგრად.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...