Jump to content
Planeta.Ge

აბა ვინ უნდა დავხოცოთ ბიბლიის მიხედვით, სია

Recommended Posts

ინტერნეტ_კონტრაბანდის თემაა ფორუმ.გე-ზე აქაც იყოს :)

ვინც ფიქრობს რომ ქრისტემ თითქოსდა რაიმე გააუქმა:

QUOTE

17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.

18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.

ჰოდა ახლა სია, ვინც უნდა დაიხოცოს:

ჰომოსექსუალები:

QUOTE

13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.

მოღალატეები

QUOTE

10. ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.

QUOTE

22. თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

ურჩი შვილები

QUOTE

9. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.

QUOTE

20. უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.

21. ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.

ორი მოწმე საკმარისია ადამიანის ჩასაქოლად:

QUOTE

2. თუ აღმოჩნდა შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, კაცი ან ქალი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის თვალში, დაარღვევს თავის აღთქმას,

3. წავა და შეუდგება უცხო ღმერთების სამსახურს და თაყვანსცემს მათ: მზეს ან მთვარეს ან ცის მხედრობას, რაც ავკრძალე,

4. მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიკვლევ და, აჰა, თუ სრული სიმართლე გამოდგება ყველაფერი - მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში,

5. გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოდ ჩაქოლე ისინი.

6. ორი მოწმის ან სამი მოწმის ჩვენებით მოსაკლავი უნდა მოკვდეს; ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.

შაბათ დღეს მუშაობა:

QUOTE

2. ექვს დღეს აკეთეთ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის - უფლის განსვენების შაბათი. ყველა, ვინც კი საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოკვდება.

QUOTE

32. ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.

33. მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან

34. დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მას.

35. უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ.

36. გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკს გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს

ყველა არა-ქრისტიანი

QUOTE

27. ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.

არა-ქალიშვილები

QUOTE

20. თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,

21. გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.

ჰა საიდან იწყებთ ხოცვა-ჟლეტას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბარემ მოგეყვანა მაგ თემის ავტორი რომ პასუხები მომზადებული ექნება და გაგიიოლდებოდათ თქვენი მოსაზრებების დაცვა. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ინტერნეტ_კონტრაბანდის თემაა ფორუმ.გე-ზე აქაც იყოს :D

შენ ხომ ათეისტი ხარ?!რატომ სვამ ასეთ კითხვას?მგონი ბოლომდე ვერ ხარ ათეისტი!ერტკიტხვას მეც დაგისვამ.რატომ ხოცავენ ადამიანები ადმიანებს:კოდექსში დაწერილის მიხედვით;თანამედროვე დროში მომხადრ ომებში? და ა.შ. და კიდევ რამდენს დახოცავენ??? მგონი ნათელია აქ ქრისტე და ქრისტიანობა არაფერ სუაშია.!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ხომ ათეისტი ხარ?

ათეთმადიდებელი ვარ

რატომ სვამ ასეთ კითხვას?

რატომ არ უნდა დავსვმა?

მგონი ბოლომდე ვერ ხარ ათეისტი!

ამას მე ვწყვეტ და არა შენ :)

ტომ ხოცავენ ადამიანები ადმიანებს:კოდექსში დაწერილის მიხედვით;თანამედროვე დროში მომხადრ ომებში?

მილიონი მიზეზია და კონკრეტე შემთხვევა და კონკრეტულ პასუხსაც მიიღებ

მგონი ნათელია აქ ქრისტე და ქრისტიანობა არაფერ სუაშია.!!!

მგონი ნათელია რომ ქრისტიანობაა აქ თავსI :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არ უნდა დავსვმა?

ამას მე ვწყვეტ და არა შენ :D

მილიონი მიზეზია და კონკრეტე შემთხვევა და კონკრეტულ პასუხსაც მიიღებ

მოიცა კომუნისტები ქრისტეს სახელით ან ბიბლიაზე დაყრდნობით ხოცავდნენ მილიონობით ხალხს?ან ფაშისტები?ან სიკვდილით დასჯა დღევანდელ "ცივილიზებულ"ქვეყნებში ბიბლიის მიხედვით არის დაკანონებული? Xლა ამ ყველაფერზე სათითაოდ კონკრეტულ მაგალითებს ნუ მომაყვანინებ ცოდო ვარ:018: პ.ს. ცოტა უფრო ადრინდელ ისტორიიდანაც უამრავი ასეთი შედარების მოყვანაც შესაძლებელია დამეთანხმე.

აბა ქრისტიანობაა აქ თაში?! არაა ბატონო არა!!! ეს თემა რომ დააყენე გასაგებია,შეიძლება გაუჩნდეს კითხვა გაურკვევლობაში მყოფ ადამიანს(ქრისტიანობაში გაურკვეველს ვგულისხმობ,კონკრეტულად კი მართლმადიდებლობას), მაგრამ ბოლო კითხვა(ჰა საიდან იწყებთ ხოცვა ჯლეტვას) ისეა დასმული,რომ ეს "კითხვა",რომ წინასწარ განზრახ მიაყენო შეურაცხყოფა იმ ხალხს ვისაც ქრისტიანიბის(მართლმადიდებლობის) სწამს.ასე არ შეიძლება დამეთანხმე!ასეთი კითხვები როცა გებადება და პასუხის გასაგებად ერთად ერთ გზას ტაძრამდე მიყავხარ!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაამბავი მოკვდეს მოკვდეს წერია :D

ზუსტი ციტატაა ბიბლიიდან?

ძველი აღთქმაა ხო?

მართლმადიდებლები არ აღიარებენ ძველ აღთქმას, ამბობენ ახალი უფრო მისაღებიაო :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაამბავი მოკვდეს მოკვდეს წერია :D

ზუსტი ციტატაა ბიბლიიდან?

ძველი აღთქმაა ხო?

მართლმადიდებლები არ აღიარებენ ძველ აღთქმას, ამბობენ ახალი უფრო მისაღებიაო :D

:018: კაი ხუმრობა იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცა კომუნისტები ქრისტეს სახელით ან ბიბლიაზე დაყრდნობით ხოცავდნენ მილიონობით ხალხს?ან ფაშისტები?ან სიკვდილით დასჯა დღევანდელ "ცივილიზებულ"ქვეყნებში ბიბლიის მიხედვით არის დაკანონებული? Xლა ამ ყველაფერზე სათითაოდ კონკრეტულ მაგალითებს ნუ მომაყვანინებ ცოდო ვარsmile.gif პ.ს. ცოტა უფრო ადრინდელ ისტორიიდანაც უამრავი ასეთი შედარების მოყვანაც შესაძლებელია დამეთანხმე.

აბა ქრისტიანობაა აქ თაში?! არაა ბატონო არა!!! ეს თემა რომ დააყენე გასაგებია,შეიძლება გაუჩნდეს კითხვა გაურკვევლობაში მყოფ ადამიანს(ქრისტიანობაში გაურკვეველს ვგულისხმობ,კონკრეტულად კი მართლმადიდებლობას), მაგრამ ბოლო კითხვა(ჰა საიდან იწყებთ ხოცვა ჯლეტვას) ისეა დასმული,რომ ეს "კითხვა",რომ წინასწარ განზრახ მიაყენო შეურაცხყოფა იმ ხალხს ვისაც ქრისტიანიბის(მართლმადიდებლობის) სწამს.ასე არ შეიძლება დამეთანხმე!ასეთი კითხვები როცა გებადება და პასუხის გასაგებად ერთად ერთ გზას ტაძრამდე მიყავხარ!!!

ბიბლიაში რაც წერია ის დავაციტირე და თუ ბიბლია არ არის ქრისტიანობასთან კავშირში, რაზე მელაპარაკები საერთოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიაში რაც წერია ის დავაციტირე და თუ ბიბლია არ არის ქრისტიანობასთან კავშირში, რაზე მელაპარაკები საერთოდ?

ბიბლია ქრისტიანობასთან კავშირში როგორ არაა,მაგრამ მე გითხარი ბიბლიას სწორი გაგება,რომ შეძლო ტაძარში უნდა მიხვიდე მეთქი!ისე ბევრ წინააღდეგობებში აღმოჩნდები!"ბიბლია ასწავლის ხალხის მოკვდინებას რაიმე მიზეზისათვის", მაგაზე,რომ საერთოდ არ ვიკამათოდ და მხოლოდ იმ მსჯელობას გავყვეთ,რომ შენ პრეტენზია ბიბლიასთან გაქვს ის,რომ ბევრგან არის ნახსენები სიტყვა "უნდა მოკვდეს" ხო ასეა?! მე გეტყვი, არცერთ მართმადიდებლურ ტაძარში ამას არ ქადაგებენ!ეს შენც კარგად იცი!პირიქით მიტევებაზე და სინანულზეა აგებული ადამიანის სულიერი ცხოვრების სწავლება! კიდე ვიმეორებ ეს განცდა რომ განიცადო ტაძარში უნდა მიხვიდე! არც ასეთი კითხვები არ გაგიჩნდება. "ახალ აღთქმაში" უამრავი ადგილას არის საუბარი მიტევებაზე და სინანულზე(კონკრეტული ციტატები ბევრია და ახლა არ მომყავს),რატომ ეგენი ვერ დაინახე?! მე კი დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გაქვს წაკითხული და დანახულიც.რატომ მაინცდა მინც ცუდი მხრიდან გინდა პირადად შენ ბიბლიის დანახვა,თან სხვასაც რომ მიუთითო აი ასეთია ბიბლია და სხვა მეტი არაფერია წერია შიგ კარგიო??? შენ სხვა თემაზე ერთერთ პოსტში ქრისტიანობას კარგად შეფუთულ პროდუქტს უწოდებ,რაღა ეს ცუდი მხარე ვერ შეფუთეს?!რამდენი შენნაირი ჩაუკირკიტებდა ასეთ ციტატებს? თუ ისეთი ძლიერი ფსიქოლოგები იყვნენ ბიბლიის დამწერნი,რომ 2000 წელია ვერაფერი დააკლეს ქრისტიანობას,მაშინ ისე იქნებოდა დაწერილი შენნაირები(შეურაცხყოფა არც მიფიქრია) ბიბლიაში ცუდ პერიფრაზებს ვერ იპოვნიდნენ. კიდევ ვამბობ ბიბლიის სწორად აღქმისათვის ტაძარში უნდა იარო!

ერთხელ რაც კარგი წერია ბიბლიაში ის ციტატები მოიყვანე სცადე აბა? ასეთი შინაარსის თემების გარშემო იმსჯელე.რა შენს ათეთმადიდებლობა დაკნინდება ამით?ან რწმენაში(ათეთმადიდებლობაში) დაბრკოლების გეშინია? სცადე მხოლოდ კარგი კუთხით დაინახო ბიბლია,ქრისტიანობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლმადიდებლები არ აღიარებენ ძველ აღთქმას, ამბობენ ახალი უფრო მისაღებიაო :))

ჰო, ეგ ბნელების დაწერილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ მე გითხარი ბიბლიას სწორი გაგება,რომ შეძლო ტაძარში უნდა მიხვიდე მეთქი!

რას ქვია სწორი გაგება? მხოლოდ მღვდლების ინტერპრეტირებული ბიბლიაა სწორი? :))

კარგი მაშინ სწორედ გამარკვიე ამ ციტატებში, რა ვერ გავიგე სწორედ?

კიდე ვიმეორებ ეს განცდა რომ განიცადო ტაძარში უნდა მიხვიდე!

მე განცდები არ მჭირდება, ყოველ შემთხვევაში ის რასაც თქვენ მთავაზობთ, მე მჭირდება რაციონალიზური ახსნა ყველაფრის..

რატომ ეგენი ვერ დაინახე?!

რას ჰქვია ვერ დავინახე? რაც უნდა დამენახა ის დავინახე..

ატომ მაინცდა მინც ცუდი მხრიდან გინდა პირადად შენ ბიბლიის დანახვა,თან სხვასაც რომ მიუთითო აი ასეთია ბიბლია და სხვა მეტი არაფერია წერია შიგ კარგიო???

მე კარგზე და ცუდზე არ ვლაპარაკობ, სიკეთეც ზოგადი ცნებაა და ბოროტებაც, მაგრამ რაც დამაინტერესა იმაზე ვამახვილებ ყურადღებას.

შენ სხვა თემაზე ერთერთ პოსტში ქრისტიანობას კარგად შეფუთულ პროდუქტს უწოდებ,რაღა ეს ცუდი მხარე ვერ შეფუთეს?!

არა პირიქით კარგად შეფუთეს, მაგრამ დრო გავიდა და დრო არაფერს არ ინდობს, ეხლა ბიბლიის ის ნაწილი რაც დროსთან აშკარად შეუთავსებელია, იმაზე ცდილობენ გაჩუმდნენ და მეტიც ისე აკეთებენ, თითქოს მსგავსი რამ ბიბლიაში არ წერია და ბიბლიაში არ წერია და ბიბლია გმობს სიკვდილით დასჯას, არადა კი არ გმობს პირიქით ქადაგებს კიდევადაც..

ერთხელ რაც კარგი წერია ბიბლიაში ის ციტატები მოიყვანე სცადე აბა?

ეს თქვენი პრიორიტეტია და არა ჩემი.. ნუ მთხოვ ის გავაკეთო, რაც თქვენი გასაკეთებელია :))

ასეთი შინაარსის თემების გარშემო იმსჯელე.

ეს რას ნიშნავს, შენ მიწყვეტ როგორი თემების ირგვლივ ვიმსჯელო და საერთოდ რატომ გაღელვებს, მე როგორ თემების გარშემო ვიმსჯელებ?

რა შენს ათეთმადიდებლობა დაკნინდება ამით?ან რწმენაში(ათეთმადიდებლობაში) დაბრკოლების გეშინია?

ათეთმადიდებლობა არ არის რწმენა, ათეთმადიდებლობა იგივე ათეიზმია, რწმენის არ ქონა. ათეიზმის ამოსავალი წერტილი კი ის არის რომ აბსურდი უარყოს.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რას ნიშნავს, შენ მიწყვეტ როგორი თემების ირგვლივ ვიმსჯელო და საერთოდ რატომ გაღელვებს, მე როგორ თემების გარშემო ვიმსჯელებ?

სიტყვა ვიმსჯელო ნიშნავს ლოგიკაში მოაქციო ადამიანმა თემა და ისე ისაუბრო!"ათეიზმი" ბიბლიიბ საწინააღმდეგოს მტკიცებიის ფორმად შეიძლება განიხილოს ადამიანმა,მაგრამ არა ბილბიის ისე წარმოჩინებაში თურმე რა ცუდია ის რასაც ბიბლიაში წერია.ბიბიაში რაც წერია შენ რატომ გაღელვებს?

არა პირიქით კარგად შეფუთეს, მაგრამ დრო გავიდა და დრო არაფერს არ ინდობს, ეხლა ბიბლიის ის ნაწილი რაც დროსთან აშკარად შეუთავსებელია, იმაზე ცდილობენ გაჩუმდნენ და მეტიც ისე აკეთებენ, თითქოს მსგავსი რამ ბიბლიაში არ წერია და ბიბლიაში არ წერია და ბიბლია გმობს სიკვდილით დასჯას, არადა კი არ გმობს პირიქით ქადაგებს კიდევადაც..

დრო აბსტრაქტული მცნებაა.ამაზე არ შემეკამათო!მიუხედავად ამისა დღეს ასქართველოში იმატა ნათლობებემა,მიუხედავად იმისა70 წელი ამის საშუალებას არ იძლეოდნენ.ბიბლია კი ისევ ის ბიბლიაა,რაც საუკუნეების წინ იყო!გარშემო არავის იცნობ მართლამადიდებელს კითხე რამდენჯერ უქაქდაგეს "მოაკვდინე" ადამიანიო?ასე,რომ აქაც სიმართლს არ ამბობ!

მე კარგზე და ცუდზე არ ვლაპარაკობ, სიკეთეც ზოგადი ცნებაა და ბოროტებაც, მაგრამ რაც დამაინტერესა იმაზე ვამახვილებ ყურადღებას.

რაღაც შენს არცერთ პოსტში სხვა შინაარსის თემები არ შემხვედრია.შეიძლება ყველა არ წამიკითხია,მაგრამ რაც წავიკითხე მე იმათზე ვსაუბრობ.

რას ჰქვია ვერ დავინახე? რაც უნდა დამენახა ის დავინახე..

ბიბლია იმისათვის ნამდვილად არ დაწერილა შენ რომ მასეთები დაგენახა.ჯერ არავის არ უთქვავს ბიბლია ბოლომდე მაქვს გაგებული და აღქმულიო,ალბათ იმიტომ რო მაგის დრო არდამდგარა.შენ პრეტენზია გაქვს რაც დასანახი იყო ბიბლიაში ყველაფერი დავინახეო(ანუ აღვიქვიო).

მე განცდები არ მჭირდება, ყოველ შემთხვევაში ის რასაც თქვენ მთავაზობთ, მე მჭირდება რაციონალიზური ახსნა ყველაფრის..

რასაც ვერ ხედავ იმაზე ამტკიცო არ არსებობსო ეს რაციონალურია?და ყველაფრის რაციონალური ახსნა მჭირდებაო ამბობ.დღეს მეცნიერები ცდილობენ პროტონები 14 ტევ(ტეტრე ელექტრონ ვოლტით) სიჩქარით შეაჯახონ ერთმანეთს და წარმოგიდგენია ამის შესახებ ამაზონის აბორიგენებს,რომ ესაუბრო?ამიტომაც ვამბობ თუ ბიბლიის გაგება გინდა ტაძარში უნდა მიხვიდე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ათეიზმი" ბიბლიიბ საწინააღმდეგოს მტკიცებიის ფორმად შეიძლება განიხილოს ადამიანმა,მაგრამ არა ბილბიის ისე წარმოჩინებაში თურმე რა ცუდია ის რასაც ბიბლიაში წერია.ბიბიაში რაც წერია შენ რატომ გაღელვებს?

რას ჰქვია ცუდად წარმოჩენა, რაც წერია იმის დაკოპირება ცუდად წარმოჩენაა?

რაც შეეხება მე რატომ მაღელვებს, მე ტყუილები არ მომწიონს, როდესაც ამბობენ რომ ბიბლია მკლელობას გმობს, აი ეს მიმაჩნია ტყუილი და ამის დასტურად ეს მოვიყვანე. ასევე ის არ მიმაჩნია სწორი როცა ამბობენ რომ ინცესტს გმობს

12. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად,

13. როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი.

14. აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.

26. სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.

27. ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი.

28. მოკვდა ჰარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეში თავის სამშობლო ქვეყნად, ქალდეველთა ურში.

29. ითხოვეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლი იყო სარაი, ნახორის ცოლი კი მილქა, ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქას მამა და ისქას მამა.

31. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.

32. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

33. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

34. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

35. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

36. დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან.

19. მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის საგვარეულოები თაობათა მიხედვით.

20. შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად და უშვა ქალმა აარონი და მოსე. ყამრამის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.

1. ამის შემდეგ იყო: ჰყაედა აბესალომ დავითის ძეს ლამაზი და, სახელად თამარი. შეუყვარდა იგი ამნონს, დავითის ძეს.

2. ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.

აი ნახე რამდენი ინცესტია ბიბლიაში. და მერე იმ ბიჭს "საიდუმლო სირობა" რომ დაწერა იმისთვის ეჩხუბებიან რომ იცესტზე დაწერა, ამევე დროს თავად ბიბლიაში რომ წერია ამაზე ხმას არ იღებენ.. გაიგე რა არ მომწონს?

მიუხედავად ამისა დღეს ასქართველოში იმატა ნათლობებემა,მიუხედავად იმისა70 წელი ამის საშუალებას არ

მეც მონათლული ვარ და ამით რა მერე? :) თითქოს თავის ნებით ინათლებოდნენ, ჩვილი ბავშვები მიჰყავთ და ნათოლავენ და ამას ქრისტიანულს უწოდებდნენ, ის მაინც იცოდნენ რომ ქრისტე თავად მხოლოდ 30 წლის ასაკში მოინათლა, ბიბლიის მიხედვით, ეს კი იმას ნიშნავს რომ ადამიანმა თავისით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოინათლება თუ არა.

რასაც ვერ ხედავ იმაზე ამტკიცო არ არსებობსო ეს რაციონალურია?

არა, რაც არც ერთ ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად ვერ მტკიცდება და პრინციპულად ვერც დამტკიცდება, ეს არის პრინციპული საკითხი, აი ღმერთის არსებობა, რომ პრინციპულად ვერ დამტკიცდება, სწორედ ეს არის ირაციონალური.

და ყველაფრის რაციონალური ახსნა მჭირდებაო ამბობ.დღეს მეცნიერები ცდილობენ პროტონები 14 ტევ(ტეტრე ელექტრონ ვოლტით) სიჩქარით შეაჯახონ ერთმანეთს და წარმოგიდგენია ამის შესახებ ამაზონის აბორიგენებს,რომ ესაუბრო?

გააჩნია რამდენი წლისაა და საკმარისი დრო რომ დაუთმო იმ ამაზონელ აბორიგენს, შეძლებ აუხსნა ფიზიკაც, ქიმიაც ად ა.შ

ამიტომაც ვამბობ თუ ბიბლიის გაგება გინდა ტაძარში უნდა მიხვიდე!

და რითია ერთი ტაძარში მყოფი მღვდელი ჩემზე მეტი? კი მესმის შენთვის ავტორიტეტია ყველა ვინც ანაფორას ატარებს, მარა ჩემთვის უკაცრავად და არანაირი ავტორიტეტი არ არის ის და რითი აჯობებს მისი ვერსია ჩემ ვერსიას.

ბიბლია კი ისევ ის ბიბლიაა,რაც საუკუნეების წინ იყო

ბიბლია რაც გადაიწერა, დაიმჯერე შეცვლილია, ელემენტარულად ძველ. ებრაულ ან არამეულ ენებზე ბიბლია არ არის შემორჩენილი, არამედ ბერძნულ ენაზეა გადაწერის შედეგად შემორჩენილი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ჰქვია ცუდად წარმოჩენა, რაც წერია იმის დაკოპირება ცუდად წარმოჩენაა?

Nukriko

არანაირად არ არის ბიბლიის ტექსტის გამდოკოპირება მისი ცუდად წარმოჩენა. :) უბრალოდ რა კომენტარს და ინტერპრეტაციას უკეთებ იმას აქვს მნიშვნელობა. ხომ ასეა?

ბიბლია რაც გადაიწერა, დაიმჯერე შეცვლილია,

ამაში ნაწილობრივ დაგეთანხმები. ბიბლიის ხელნაწერები გადაიწერა მართალი ხარ და მცდელობებიც იყო ტექსტში ცვლილებები შეეტანათ და გადამწერების მცირე ნაწილმა შეგნებულად შეიტანა მასში ცვლილებები, ზოგჯერ უნებურ შეცდომებსაც ჰქონდა ადგილი. მიუხედავად ამისა, დღემდე ბიბლიის ტექსტმა ისეთი სახით მოაღწია როგორი სახითაც თავდაპირველად დაიწერა. თუ რატომ ამასაცმოგახსენებ ქვემოთ.

ელემენტარულად ძველ. ებრაულ ან არამეულ ენებზე ბიბლია არ არის შემორჩენილი, არამედ ბერძნულ ენაზეა გადაწერის შედეგად შემორჩენილი. :)

ამაში საერთოდ ვერ დაგეთანხმები რადგან ბიბლიამ როგორც ებრაულ ისე არამეულ და ბერძნულ ენებზე მოაღწია ჩვენამდე. ამის ფაქტიურ დასტურს თავად ხელნაწერები (მანუსკრიპტები, პერგამენტები, პერგამენტები) წარმოადგენენ.

დღეს-დღეობით,ბიბლიის მრავალი უძველესი ხელნაწერი არსებობს. ამ ხელნაწერებიდან ზოგში ვრცელი მონაკვეთებია, ზოგში კი  მხოლოდ ფრაგმენტები. ცნობილია, რომ ორიგინალურ ბერძნულზე 5 000-ზე მეტი ხელნაწერი არსებობს. გარდა ამისა, არსებობს სხვა ენებზე შესრულებული 8 000-ზე მეტი ხელნაწერი. ასე რომ, ხელნაწერების რაოდენობა საერთო ჯამში 13 000-ს აჭარბებს. ეს ხელნაწერები, რომლებიც ახ. წ. II—XVI საუკუნეებითაა დათარიღებული, დედნის ანუ ორიგინალი ტექსტის დადგენაში ეხმარება მეცნიერ-მკვლევარებს.

ყველაზე ძველ ხელნაწერად ითვლება იოანეს სახარების ფრაგმენტი, რომელიც პაპირუსზეა შესრულებული და მანჩესტერში (ინგლისი), ჯონ რაილენდსის ბიბლიოთეკაში ინახება. (საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი). მისი აღმნიშვნელი სიმბოლოა P52. ის მეორე საუკუნის პირველი ნახევრით, დაახლოებით ახ. წ. 125 წლით დაათარიღეს მეცნიერებმა. ამრიგად, ეს ასლი ორიგინალის დაწერიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგაა შესრულებული.

ძველ კლასიკოსთა ნამუშევრების უმეტესობა მხოლოდ ერთეული — და, ხშირად, საუკუნეების შემდეგ შესრულებული — ხელნაწერების საფუძველზეა აღდგენილი. ჩვენს განკარგულებაში კი უამრავი ძვირფასი ხელნაწერია, რომელთაც ბიბლიის წერილების თავდაპირველ ტექსტამდე მივყავართ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიბლიის ხელნაწერების გამოკვლევისა და ერთმანეთთან შედარების წყალობით შესაძლებელი გახდა ბიბლიის ზუსტი ტექსტის დადგენა და იმის დანახვა, რომ მან ჩვენამდე პირვანდელი სახით მოაღწია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...