Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

და რა არის ტოლერანტობა?

 

სხვისი რწმენის, აზრის შემწყნარებლობა... ვგონებ...

 

ვცდები??? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

უცხო_პლანეტელი

ტოლერანტობა _ უმთავრესი რელიგიური ღირებულება თუ თავსმოხვეული იდეოლოგია   ,,რელიგიებს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავება და წინააღმდეგობა. თუმცა ეს განსხვავება და წინააღმდეგობა არა მტ

უცხო_პლანეტელი

საინტერესო განცხადება ვნახე:   სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე -

DonCaredo

ტოლერანტობა ჰგავს იმ ანდაზას, კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო, როცა ვერ სცემ საკადრის პასუხს, და ამას ამართლებ შენი ტოლერანტობით

ტოლერანტობა

 

1.

L. ტოლერე“>„ატანა“.

E. tolerance

,,ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის” თანახმად (ხელმოწერილია 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ), ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.” ტერმინის ,,ტოლერანტია” (ლათ.) სემანტიკაში ერთმანეთს კვეთს სამი შინაარსი: 1. მდგრადობა, ამტანობა 2. შემწყნარებლობა; 3. დაშვება, დასაშვები გადახრა. განსაკუთრებით საინტერესო ტოლერანცე-ს (ინგლ.) მნიშვნელობათა სპექტრია, რომელიც ინგლისურ-რუსულ ფსიქოლოგიურ ლექსიკონში გვხდება: შეძენილი მდგრადობა; გაურკვევლის, უცნობის მიმართ მდგრადობა; კონფლიქტის წინაშე მდგრადობა; მდგრადობა ქცევითი გადახრისადმი. ეს განსაზღვრებები გულისხმობს განსხვავებული ნაციონალობის, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულების, სოციალური ან ეთნიკური წარმომავლობის, საკუთრების და ზოგადად სხვის მიმართ დამთმენ დამოკიდებულებას. გაუმართლებელი იქნებოდა ტოლერანტობის მხოლოდ პასიურ შემწყნარებლობამდე დაყვანა, ვინაიდან ტოლერანტობა - ეს არის კულტურებში, რელიგიებსა და ანთროპოლოგიურ ტიპებში გამოხატული მსოფლიოს მრავალფეროვნებით გამოწვეული სიყვარული. აქ მხოლოდ ერთი შეზღუდვა არსებობს: აუცილებელია, მრავალფეროვნებამ არ გადალახოს ჰუმანიზმის საყოველთაო ნორმის საზღვარი, რომელიც კაცობრიობის ერთგვარი კონსესუსია ამ უკანასკნელთან დაკავშირებით. ტოლერანტობა გულისხმობს კომპრომისს, მაგრამ არა - უპრინციპობას, ანუ როგორც ნეტარი ავგუსტინე იტყოდა: მთავარში - ერთობა, საკამათოში - თავისუფლება, ყველაფერში - სიყვარული”.

Source: ნოვიკი ბენიამინ, ტოლერანტობის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები/ სოლიდარობა #3’06/ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/2006 წ.,

 

2.

XVI საუკუნეში ლათინურ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში დამკვიდრდა და კონფესიურ განხეთქილებას დაუკავშირდა. ამ კონტექსტში მან, უპირველეს ყოვლისა, სხვა რელიგიურ აღმსარებლობათა მიმართ შემწყნარებლობის ვიწრო მნიშვნელობა შეიძინა. XVI-XV საუკუნეებში რელიგიური ტოლერანტობა უკვე სამართლებრივ ცნებად გვევლინება. მთავრობები გამოსცემენ ტოლერანტულ აქტებს, რომელიც სახელმწიფო მოხელეებსა და მართლმორწმუნე მოსახლეობას რელიგიურ უმცირესობებთან: ლუთერანებთან, ჰუგენოტებთან, პაპისტებთან მიმართებაში ტოლერანტულ ქცევას აკისრებს.განსხვავებული რწმენის ადამიანებისა და მათი პრაქტიკის ადმინისტრაციული ფორმით შეწყნარების სამართლებრივი აქტები დღემდე განსაზღვრავენ ტოლერანტული დამოკიდებულების მოთხოვნას ჩაგრული და დევნილი რელიგიური გაერთიანებების წევრების მიმართ. ინგლისური ენა უფრო მკაფიოდ განასხვავებს ტოლერანტობას (,,tolerance“), როგორც ქცევის ნორმასა თუ სიკეთეს და ტოლერანტობას (,,toletation“), როგორც სამართლებრივ აქტს, ვიდრე გერმანული ენა.

Source: თავისუფლება №11(35) - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.,

 

3.

ცნება, გაგებული როგორც მაორგანიზებელი განწყობა და მისწრაფება, მრავალპლანიანია. თავის სათავეს ის XVI-XVIII საუკუნეების რელიგიური შემწყნარებლობის პრაქტიკიდან იღებს, როცა მისი მეშვეობით მშვიდობა ნარჩუნდებოდა და ის კონფესიებს შორის მხოლოდ განყენებულ, დამთმენ, ამტან დამოკიდებულებას გულისხმობდა. მაგრამ ოდითგანვე არსებობს განსხვავებათა მიღების კიდევ უფრო ღრმა და არსებითი ფორმები. დათმენის, ატანის შემდეგ მეორე შესაძლო პოზიცია პასიურობა, განსხვავებულისადმი კეთილგანწყობილი განურჩევლობაა: „დაე, აყვავდეს ყველა ყვავილი“. მესამე მიმართება ერთგვარად მორალური სტოიციზმიდან გამომდინარეობს და პრინციპულად აღიარებს, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები მაშინაც კი, როცა მათ მიერ ამ უფლებების გამოყენების ფორმა აღშფოთებას იწვევს. ტოლერანტობის გამოვლენის შემდეგი ვარიანტი განსხვავებულის მიმართ ღიაობას, დაინტერესებას, პატივისცემას, სხვისგან სწავლისა და მისი ყურისგდების სურვილს უკავშირდება. და ბოლოს, სხვაგვარის მიმართ აღტაცებული დამოკიდებულება, მისი ესთეტიკური აღიარება, რომლითაც განსხვავებები სამყაროს კულტურულ ხატად არის აღქმული, ტოლერანტობის ყველაზე განვითარებულ სახეს წარმოადგენს. უფრო პრაგმატულად კი ეს მულტიკულტურალიზმის, როგორც კაცობრიობის განვითარების ერთერთი მთავარი პირობის, ფუნქციონალური აღიარებაა. ამგვარი ხედვით ყველას ენიჭება არჩევანის თავისუფლება, მთელი თავისი სისავსით, რადგან არჩევანის თავისუფლება პიროვნების ავტონომიურობის არსს წარმოადგენს.

Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007

 

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=...;d=5&t=4992

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჰა... აღმოჩნდა რომ არ ჰქონია მინუსები... )))

 

წავიკითხე, გავნათლდი...

 

მართლა მადლობთ... ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოლერანტობა

"ჩემი კლასის ცისარტყელა"

განიხილეთ ბავშვებთან ერთად სიტყვა “ტოლერანტობა”-ს მნიშვნელობა. შემდეგ კითხეთ როგორ ფიქრობენ, რით არიან უნიკალურები - რა გააჩნიათ ისეთი რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს. შესთავაზეთ ფურცელზე დაწერონ თავისი უნიკალური თვისების შესახებ და დახატონ შესაბამისი ნახატი.

 

 

 

შემდეგ განიხილეთ ცისარტყელა- მისი შვიდი ფერი, რომელთაგან თითოეული თავისთავად ლამაზია და ყველა ერთად ულამაზეს ცისარტყელას შეადგენს. შეადარეთ ცისარტყელა ჩვენს კლასს - ვიღაცას ხატვა უყვარს, ვიღაცას ჭადრაკის თამაში, ვიღაცას ყველაზე უკეთესად გემრიელი სადილების მზადება ეხერხება და ა. შ.

ცისარტყელა ცაზე მხოლოდ ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში ჩნდება : წვიმა, მზე, სინათლის სხივის გარდატეხის კუთხე... თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ისევე, როგორც 7 ფერი ცისარტყელისათვის და ჩვენი კლასიც მეგობრული მხოლოდ მაშინ ხდება, როცა თვითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია რაღაც ისეთი, რაც შეგვიძლია ერთმანეთს შევთავაზოთ და გავუზიაროთ.

ბოლოს ბავშვები ამზადებენ პოსტერს “ჩემი კლასის ცისარტყელა”. პოსტერის ერთი ნახევარი 7 ფერისგან შემდგარი ცისარტყელაა, მეორე ნახევარი კი ჩვენი კლასის ბაშვების განსხვავებული თვისებებისგან შემდგარი ცისარტყელა. ბავშვები თითონ ჩაწერენ თითო სიტყვით თავის ერთ თვისებას და დახატავენ შესაბამის ნახატს.

 

 

http://tolerance-elen.blogspot.com/

 

მართლა მადლობთ... ))

არაფრის :pupuza:

 

აჰა... აღმოჩნდა რომ არ ჰქონია მინუსები... )))

და მაინც რატომ არის კარგი?

 

lasha_alo ამ სფეროსი მოღვაწეობდა თუ არ ვცდები, მაგრამ ფეხი მაინც არ დაუცდა ამ თემაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოლერანტობა _ უმთავრესი რელიგიური ღირებულება თუ თავსმოხვეული იდეოლოგია

 

,,რელიგიებს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავება და წინააღმდეგობა. თუმცა ეს განსხვავება და წინააღმდეგობა არა მტრობის, არამედ მეგობრობის მიზეზი უნდა გახდეს. ჩვენ შეგვიძლია, აღვფრთოვანდეთ ყოველგვარი თეოფანიით (ღვთის გამოცხადებით), რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე ყველა მათგანის ,,რეკაპიტულაციას,, ახდენს _ თავის თავში შემოკრებს და მათზე მაღლდება, როგორც ამბობენ წმ. ირინეოს ლიონელი და წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ჩვენ შეგვიძლია, ყოველ ადამიანში უფლის სახე დავინახოთ, რადგან ვიცით, რომ ყველაფერი შექმნილია ღვთის სიტყვის _ ლოგოსის მიერ და აღდგენილია მისი განკაცებით. აქედან გამომდინარე, ქრისტეში ცხოვრების მცდელობა ნიშნავს საკუთარ ლოცვაში, მსახურებაში, სიყვარულში მთელი კაცობრიობის ჩართვას.,,_ ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი ეგნატე 1V.

 

ტოლერანტობის [ლათ. Tolerantia- მოთმენა ,შეწყნარება, ატანა, დაშვება] _ ქართული შესატყვისები უფრო ადამიანის ან სოციუმის რომელიმე უარყოფით გამოვლენასა და მხარეს ეხება, რომელსაც ითმენენ აუცილებლობისა გამო, იწყალებენ, პატიობენ, ან ნებას რთავენ. ასეთი გაგება მხოლოდ ერთი ასპექტია, პასიური მხარეა იმ სულიერი უნარისა რომელსაც ტოლერანტობას ვუწოდებთ.

ტოლერანტობა უპირატესად ადამიანის აქტიური პოზიციაა _ პარტნიორობა, თანაგრძნობა, სხვებისთვის ზრუნვა და გამომდინარე აქედან _Dპოზიტიური მსოფლმხედველობა; ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა, საკუთარი და სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი, სამყაროს მრავალფეროვნებისა და ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერება, მის მიმართ გულისხმიერება და გულშემატკივრობა, რომელიც განსხვავებულის, უცხოს და უფრო მეტიც _ მტრისაც, არა მხოლოდ მოთმენას არამედ სიყვარულსა და მასზე ზრუნვას გულისხმობს. Aაქ არის მხოლოდ ერთი პირობა, ერთი შეზღუდვა, რაზედაც არ ვრცელდება ტოლერანტობის პრინციპი _ არ უნდა მოხდეს საყოველთაოდ და ცალსახად აღიარებული ჰუმანური ნორმებიდან გამოსვლა. როგორებათაც შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა; მისი უზრუნველყოფის გარანტი ლიბერალურ-დამოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო უნდა იყოს, როგორც აუცილებელი ძალადობის ინსტრუმენტი_ მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გაიმიჯნოს დამნაშავე და დანაშაული.

 

,,ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციით,, (ხელმოწერილით 16 ნოემბერს 1995 წლისა პარიზში, იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ) _ ტოლერანტობა ნიშნავს: ” ჩვენი სამყაროს მდიდარ კულტურული მრავაფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანური ინდივიდუალობის გამოვლენის შესაძლებლობების პატივისცემას, მიღებასა და მართებულ გაგებას. მას ესაჭიროება ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა, აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლება. ტოლერანტობა _ ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. იგი არა მხოლოდ მორალური მოვალეობა, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა_ეს ქველმოქმედია, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და შეუძლია შესცვალოს ომის კულტურა მშვიდობის კულტურით”. ეს განსაზღვრება გულისხმობს შემწყნარებლურ დამოკიდებულებას სხვა ეროვნების, რასების, კანის ფერისა, სქესის, სქესობრივი ორიენტაციის, ასაკისა; ინვალიდობისა, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვაგვარი შეხედულებების, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, საკუთრების და სხვა განსხვავებათა მიმართ.

.

 

 

 

 

 

 

 

 

ჯონ სოლტმარში (XVII ს-ნე), გამოჩენილი დამცველი ამ პრინციპისა ანგლო-საქსურ რეალობაში, ამბობდა: ,,შენი მტკიცებულებანი ისეთივე ბნელი იქნება ჩემთვის, როგორც ჩემი _ შენთვის, სანამ უფალი არ აგვიხელს თვალს ორივეს.,,

განმანათლებლობის ეპოქაში ტოლერანტობის კლასიკური თეორიის გამომხატველი აფორიზმი ვოლტერს (XVIII ს-ნე) ეკუთვნის _ ,,მე არ ვეთანხმები იმას, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ სიცოცხლეს გავწირავ, რათა დავიცვა თქვენი უფლება საკუთარი აზრის გამოთქმისა.,,

 

ტოლერანტობა წარმოადგენს არა იდეალურ პრინციპს, არამედ _ აუცილებელს. გამოცდილებამ უჩვენა, რომ მშვიდობის საფუძველია, არ მოახვიო თავს საზოგადოებას რელიგიური ერთობის იდეა.

გავრცელებული აზრი _ რთულია იყო მომთმენი განსხვავებული რელიგიური მოსაზრებების ადამიანებთან ურთიერთობისას, ემყარება შეხედულებას, რომ რელიგია თავის საფუძველში ფანატიკურია, რადგანაც ითხოვს საკუთარი თავის ბოლომდე გაღებას. იდეალში კი, რწმენა უნდა ბადებდეს თანაგრძნობასა და თანალმობას, რადგანაც ის ფრაგმენტული და შეზღუდული შესაძლებლობებით აბსოლუტურსა და ღვთაებრივს უნდა ემსგავსოს.

ნებისმიერი მტკიცებულებას _ რელიგიურს, პოლიტიკურსა თუ კულტურულს _ მივყავართ შეუწყნარებლობამდე, თუკი უალტერნატივოა იმ იდეის სიმართლე, რომლისაც ჩვენ გვჯერა და იმ შეხედულებათა სიცრუე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით.

 

ძველ, როგორც დასავლელ, ასევე აღმოსავლელ მოაზროვნეთა თხზულებებში არგუმენტები ნაწილობრივი ტოლერანტობის სასარგებლოდ მრავლად გვხვდება, მაგრამ ტოლერანტობის იმ იდეის გარეშე, რომლეს მიხედვით, იგი თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. თანამედროვე ლიბერალური და დემოკრატიული შეხედულებები ძველ დასავლურ ტრადიციაში წარმოდგენილია, როგორც მხოლოდ წარმომქმნელი ელემენტები და არა მთლიანი თეორიის სახით. ერთია ტოლერანტობის ღირებულება _ განსხვავებული რწმენის, შეხედულებისა და საქმიანობის მიმართ, ხოლო მეორე _ თანსაწორობა ტოლერნტობაში, შემწყნარებლობა რომელიმე ერთის მიმართ გონიერების საზღვრებში სხვებზეც უნდა გავრცელდეს (იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა ერთის მიმართ შემწყნარებლობას მეორისადმი შეუწყნარებლობამდე მივყავართ).

 

 

 

აზიელ ავტორებთან _ ბუდისტურ ტრადიციაში თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ინდური ფილოსოფიის ზოგიერთ, ბუდიზმთან მონათესავე მიმდინარეობაშიც ასევე არანაკლები ადგილი ეთმობა ნებისა და არჩევანის თავისუფლებას. ღირსეულ ქცევას თავისუფლების პირობებში ,,სწავლობენ,, და ასეთი მიზანდასახულობა იმ იდეური მიმართულებებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომლებიც ამქვეყნიური ამაოებისგან სრულ თავისუფლებას ქადაგებენ (ასეთია მოკშის ფილოსოფია).

კონფუცისთან მნიშვნელოვანია საკუთარი აზრისა და პოზიციის არსებობა_ ,,იმოქმედე გაბედულად და ილაპარაკე ფრთხილად,,.

ჩვ,წ_მდე მე IV ს-ნის ინდოელი მოაზროვნე _კაუტილიასთვის თავისუფლება ფასეულობაა, მაგრამ მისი საზღვარი საზოგადოების უმაღლესი ფენითაა შემოსაზღვრული.

ჩვ. წ_მდე III ს_ნის ბუდისტი იმპერატორის აშოკას ტექსტებში პირდაპირაა ასახული ტოლერანტობის აუცილებლობა _,,უჯეროა მარტოოდენ თავისი თემის პატივგება ან უპირობოდ სხვისი თემის შებღალვა. . . ნებისმიერი თემი ამა თუ იმ მიზეზით პატივის ღირსია. . .ვინც პატივს მიაგებს თავის თემს და სხვას კი მარტოოდენ საკუთარი ერთგულებისა და განდიდების განზრახვით შეურაცხყოფს, სინამდვილეში უდიდეს ზიანს გვრის მშობლიურ თემს,,

 

ტოლერანტობის საკითხი ისლამშიც საგულისხმო იყო ¬_ რელიგიური პრაქტიკის და აღმსარებლობის საკითხებში მნიშვნელოვანი ფიგურაა დიდი მოგოლი იმპერატორი აქბარი, მის განკარგულებებში ნათქვამია: ,,არავის უნდა შეექმნას დაბრკოლება რელიგიური წესის აღსრულებისას. ნებისმიერს ეძლევა ნებართვა, მიიღოს ის აღმსარებლობა, რომელსაც მოიწადინებს,,

მე_XI ს_ში ირანელი მათემატიკოსი ბირუნი ცდილობდა რა ხელი შეეწყო ტოლერანტობის განვითარებისთვის იმდროინდელ მსოფლიოში, აღშფოთებით აღნიშნავდა, რომ ,,უცხოელთა გინება ყველა ხალხს ახასიათებს,,

თურქი იმპერატორები ხშირად უფრო შემწყნარებლები იყვნენ, ვიდრე მათი ევროპელი კოლეგები. Mმაგალითისათვის, იუდეველი მეცნიერი მაიმონდი (XII ს) გამოექცა ებრაელთა მდევნელ შეუწყნარებელ ევროპას და თავშესაფარი კაიროში სულთან სალადინთან იპოვა.

ის რომ, რელიგიური ტოლერანტობა თვით ათეიზმის მიმართაც ვრცელდებოდა, ინდური ათეისტური სკოლების _ ჩარვაკას და ლოკაიატას ათას წელზე მეტი ხნის არსებობიდან ჩანს, ,,რამაიანაში,, ,,უპანიშადებში,, რელიგიური ორთოდოქსულობის მიმართ მკვეთრად დისიდენტური ფრაზები გვხვდება.

 

დასავლელ ავტორებთან, ადამიანის უფლებათა საკითხის დასმის კლასიკური ნიმუში _ სოფოკლეს ტრაგედიიდან ,,ანტიგონე,, მთავარი გმირის წინააღმდეგობაა, როცა მან ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად მიწას მიაბარა ომში დაღუპული ძმა, ,,ღმერთების დაუწერელ, მაგრამ მყარ კანონზე,, დაყრდნობით.

ცნობილია, რომ პლატონიცა და არისტოტელეც მხარს უჭერდნენ მონობას და მონებს სრულფასოვან ადამიანებად არ მიიჩნევდნენ. მაგალითად, არისტოტელესთან მხოლოდ შერჩევით ვპოულობთ მხარდაჭერას ზოგიერთი იმ ელემენტისა, რასაც თავისუფლების თანამედროვე გაგება წარმოადგენს _პირადი თავისუფლების ღირებულებები მნიშვნელოვანი და გარანტირებული უნდა იყოს ,,პატივდებული,, ადამიანებისთვის. მათი სიიდან ქალები და მონები არისტოტელემ ამოწერა. ანუ თავისუფლებაში თანასწორობის პრინციპის დაცვა გვიანდელი წარმომავლობისაა. ასევე ხშირად გვხვდება არგუმენტები ნაწილობრივი ტოლერანტობის სასარგებლოდ, როგორც ტოლერანტობის ღირებულებების და არა იმ იდეის, რომ იგი თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე.

Mმაგრამ უნივერსალური ეთიკის ელემენტები უკვე მკვეთრად გამოიხატა სტოიკოსების ფილოსოფიურ_ეთიკურ ნააზრევში(ძენონი, ეპიქტეტე, სენეკა, ციცერონი) _

,,ადამიანი ადამიანისათვის ღმერთია, თუკი უწყის საკუთარი მოვალეობები,, და ,,ადამიანი წმინდაა სხვა ადამიანისთვის.,,

ბუნებითი, სახელმწიფო კანონებზე მაღლა მდგომი სამართალის იდეა გვხვდება უფრო ადრეც, მაგალითად ბერძენ სოფისტებთან.

წარმართული პოლითეიზმი ნაკლებად იწვევდა შეუწყნარებლობას, რელიგიური დოგმები თავიანთი ორთოდოქსულობით და შესაბამისი ექსკლუზიურობით მათთვის უცხო იყო. სოკრატე განსხვავებული აზრისთვის უფრო იდევნებოდა, ვიდრე სხვაგვარი რწმენისთვის, თუმცა ბრალი დასდეს, რომ ამკვიდრებდა ახალ ღმერთებს.

 

რომაულ, სარწმუნოებრივად ეკლექტურ გარემოში კი რელიგიისადმი გულგრილობას ტაციტუსის სიტყვები გამოხატავს ,,ღმერთების შეურაცხყოფა ეხება მხოლოდ ღმერთებს.,,

 

 

 

,,თავისუფლება ადამიანის სულის მარადიული საწყისია, სული არის თავისუფლება. თავისულებაა ადამიანური ურთიერთობის მარადიული საწყისიც; ნამდვილი ურთიერთობა მხოლოდ თავისუფალი ურთიერთობა თუ შეიძლება იყოს. თავისუფლების უფრო ღრმა გაგება მარტოოდენ უფლებას კი არა, მოვალეობასაც გულისხმობს. ადამიანს თვით ღმერთი უწესებს ვალად თავისუფალი იყოს და იცავდეს სულის თავისუფლებას, რაგინდ მძიმეც არ უნდა იყოს, რამდენ ტანჯვასა და მსხვერპლსაც არ უნდა მოითხოვდეს ეს. ადამიანი მოვალეა პატივს სცემდეს და უფრთხილდებოდეს მეორე ადამიანის თავისუფლებას და არა მარტო თავისას.,,_ წერდა ნიკოლოზ ბერდიაევი.

 

 

 

არატოლერანტობა, როგორც ნებისმიერი ურყოფითი სტერეოტიპი ადვილად იკიდებს ფეხს საზოგადოებაში და ძნელად ექვემდებარება ცვლილებას. ამისBბიოლოგიური საფუძველი ადამიანის ბუნების მატერიალურ ნაწილშია, რომელიც ექვემდებარება ბუნებაში გამუდმებით მიმდინარე სასტიკ ბრძოლას არსებობისათვის. რაციონალისტური მიზეზი _ მონოლოგიური რაციონალიზმია, რაც გამოვლინდება ანთროპოცენტრული მსოფლხედვის შედეგად და ასევე ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების უალტერნატივობის უარყოფით. ადამიანის ნება ეგოიზმსა და ალტრუიზმს შორის მერყეობს. ,,ზრუნვა საკუთარი პურის მოსაპოვებლად _ მატერიალური ზრუნვაა, ხოლო ზრუნვა პურზე სხვისათვის _ სულიერია.,, _ ნ. ა. ბერდიაევი.

 

არატოლერანტულობა ადვილად მიღწევადია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს გვაროვნულ_ტომობრივი ცნობიერება. Aადამიანები ერთიანდებიან მათთან, ვინც იზიარებს მათ აზრებს, ანდა ერთი ენისა და კულტურის მატარებელია, ან კიდევ _ მიეკუთვნება ერთი და იგივე ეთნიკურ ჯგუფს. ჩვენ მიდრეკილი ვართ მტრულად ან შიშით განვეწყოთ ,,სხვებისადმი,, _ მათდამი, ვინც ჩვენგან განსხვავდება და ეს განსხვავება შესაძლებელია ბიოლოგიური, კულტურული, პოლიტიკური რეალობის ნებისმიერ დონეზე.

ეს განსაკუთრებით მტკივნეულია ტრადიციულ საზოგადოებებში, რომელთა ერთობაც შენარჩუნებულია კულტურასა და რელიგიაში ფუნდამენტალური ტრადიციების ხარჯზე. ტოლერანტობა _კულტურული და რელიგიური პლურალიზმის თანმხლებია და ამასთან, მისი შემდგომი განვითარების პირობაც.

 

საზოგადოებისა და პიროვნების არატოლერანტულ ქცევას, ფსიქო-ბიოლოგიურთან ერთად, ასევე განაპირობებს მენტალური ფაქტორი. ეს გულისხმობს აზროვნების ორგვარ უკიდურესობას _ ერთის მხრივ ცალსახა რაციონალიზმს, რაც ყოველგვარ რელიგიურსა და ზებუნებრივს უარყოფს და მატერიალიზმისა და ათეიზმის საფუძველია (მაგალითად საბჭოთა ათეისტური ტოტალიტარიზმი), ხოლო მეორეს მხრივ _ ცალსახა ირაციონალიზმი, რომელიც ფანატიზმსა და მრავალგვარ ცრურწმენას ასაზრდოებს. ტოლერანტობის საფუძველი კი ინტეგრირებული ცნობიერებაა, სადაც ორივე მიმართულება აბალანსებსა და ავსებს ურთიერთს.

 

,,უნდა ვიბრძოლოთ მონიზმის წინააღმდეგ, უნდა დავამკვიდროთ დუალიზმი და პლურალიზმი, სულიერისა და ბუნებრივ-სოციალურის, არსებობის სამყაროსა და ობიექტივირებული სამყაროს, ღვთის სამეფოსა და კეისრის სამეფოს, ეკლესიისა და სახელმწიფოს სხვაობა და გაყოფადობა. . . ერთიანი რწმენა დღეს არ არსებობს არცერთ საზოგადოებაში, არც ერთ სახელმწიფოში. იძულებით ერთობას კოლექტივის ემოციური სიშმაგე განაპირობებს.,, _ წერდა ნიკოლოზ ბერდიაევი _ ,,ეს ერთპლანიანობა არსებობდა ყველა ძველ თეოკრატიულ სისტემაში, რომლებიც ფარდობითსა და ისტორიულად წარმავალ სოციალურ ფორმებში თეოფანიას ხედავდნენ. ეს აშკარაა და თითქმის საყოველთაოდ აღიარებული. მაგრამ აღსანიშნავია, რომ იგივე ერთპლანიანობა, რასაც სულის ტყვეობასა და თუნდაც შენიღბულ და ფარულ ტირანიამდე მივყავართ, დემოკრატიის იდეოლოგიაშიც იყო: ჟან ჟაკ რუსო, იაკობინელები. არავითარ საზღვარს, რომელიც იცავს პიროვნების თავისუფლებას და სულის დამოუკიდებლობას, იაკობინელთა დემოკრატია არ იცნობს. რუსო არ აღიარებდა სინიდისის თავისუფლებას, სავალდებულო სამოქალაქო რელიგიას უჭერდა მხარს და მოითხოვდა სრულყოფილი რესპუბლიკიდან გაედევნათ ქრისტიანები. Eეს იმავე პრინციპის ახალი ფორმაა, რასაც ვხვდებით პლატონის უტოპიაში თუ შუასაუკუნოებრივ თეოკრატიაში. . . ყოველთვის ასე იქნება, როცა ვაღიარებთ ადამიანური არსებობის ერთპლანიანობას და პირწმინდად სოციალურ და სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მიერ დეტერმინირებულ არსებად ვსახავთ ადამიანს, ე.ი. ., როცა ვუარყოფთ ყოფიერების სულიერი პლანის თვითმყოფობას და დამოუკიდებლობას. . .ქრისტიანობა კი მოითხოვს როგორც თვით ქრისტიანული ჭეშმარიტების შინაარსის, ისე ადამიანის ცხოვრების თვისობრივი შინაარსის თავისუფლებას. Dდა ეს თანაბრად ვრცელდება აზრზეც, სულიერ შემოქმედებასა და სოციალურსა თუ ეკონომიურ ცხოვრებაზედაც.,,

 

ეს პრინციპი დიდადაა დამოკიდებული სოციალურ სტატუსზეც, თუ რა ადგილი უკავია ამ თუ იმ რელიგიურ ჯგუფს საზოგადოებაში _ გაბატონებულ ჯგუფს ე.წ. მაინსტრეამ-ს წარმოადგენს თუ მარგინალურს, რადგანაც მათი როლების ცვლილება ხშირად ტოლერანტულ ღირებულებებს არატოლერანტულით ცვლიდა, ამის დასტურად ისტორიიდან არაერთი ფაქტის

მოხმობაა შესაძლებელი, შეგახსენებთ ზოგიერთ მათგანს: მე-4 საუკუნიდან ქრისტიანული ეკლესია სწორედ ამ ცვლილებას დაექვემდებარა, მარგინალურიდან მეინსტრიმში გადაინაცვლა, დევნილიდან მდევნელად იქცა.

 

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი იწონებდა იმპერატორ თეოდოსის ძალისხმიერ ქმედებას წარმართთა წინააღმდეგ, ამართლებდა წარმართული ქანდაკებების ნგრევასა და მოშლას. 380 წელს თეოდოსიმ გამოსცა ედიქტი, რომლის თანახმადაც მისი ქვეშევრდომი ყველა ხალხი იძულებული ხდებოდა “მიეღო ის რელიგია, რომელიც მოციქულმა პავლემ ასწავლა რომაელებს”. ამ ედიქტით, სხვა ღმერთების თაყვანისცემის შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა. 382 წელს გამოიცა კანონი, რომლითაც მანიქეველები სიკვდილითა და ქონების კონფისკაციით ისჯებოდნენ. ასევე, პრეტორიის პრეფექტებს ევალებოდათ დაენიშნათ საგანგებო თანამდებობის პირები _ ინკვიზიტორები, რათა მათ გამოევლინათ მანიქეველები და დაედანაშაულებინათ ისინი სასამართლოს წინაშე.

 

იმპერატორ იუსტინიანე დიდის დროს არნახული დევნა ხდებოდა სხვაგვარად მოაზროვნეთა და მორწმუნეთა, დღესასწაულობდა ენით აღუწერელი ძალადობა;

მას ეკუთვნის გამონათქვამი: “წარმართებმა არ უნდა იცხოვრონ დედამიწაზე”.

529 წელს დაიხურა ათენის ფილოსოფიური სკოლა.

 

მე-4 სს ალექსანდრიელმა ქრისტიანებმა, უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა _ ქრისტიანმა ფანატიკოსებმა, მხეცურად აწამეს და მერე დაწვეს ალექსანდრიელი ფილოსოფოსი ქალი ჰიპათია. უფრო მეტად სამწუხარო ის იყო, რომ ყოველივე ეს ქრისტეს ეკლესიის სახელით აღესრულებოდა.

 

ვიდრე აფრიკაში ერეტიკოსები (დონატისტები) უპირატესობით სარგებლობდნენ და ნეტარ ავგუსტინეს დევნიდნენ, სინდისის თავისუფლების პრინციპს დევნილი გულმხურვალედ იცავდა. შემდეგ, როცა მათი პოზიციები შესუსტდა, ავგუსტინე მდევნელად იქცა და ერეტიკოსთა წინააღმდეგ იმპერატორის ხელისუფლებას მიმართა. ის თვლიდა, რომ ძალადობა გამართლებულია, თუკი ჭეშმარიტების სახელით ხორციელდება. ეს არგუმენტაცია შემდგომში ერეტიკოსთა დასჯის გასამართლებლად იქნა გამოყენებული.

 

როცა, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეკლესიას საბჭოთა ტოტალიტარიზმში უხდებოდა მარგინალურ მდგომარეობას დასჯერებოდა _ მისი გენერალური კურსი მისაბაძად ტოლერანტული იყო, მისი უწმიდესობა წლების განმავლობაში გახლდათ ეკლესიათა მსოფლიო_ეკუმენური საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მისი ქადაგებები თუ პირადი ცხოვრების მაგალითებიც ტოლერანტული გახლდათ; მაგრამ როცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მარგინალურიდან გაბატონებულ მდგომარეობაში გადაინაცვლა, მკაფიოდ ტოლერანტული კურსი ასეთივე არატოლერანტულმა შესცვალა, თავი იჩინა რელიგიურმა ნაციონალიზმმა, კონფესიონალიზმმა, ქსენოფობიამ, რელიგიურმა ექტრემიზმმა, ობსკურანტიზმმა და მრავალმა ამგვარმა სიმახინჯემ; დატოვებულ იქნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ეკუმენიზმი გამოცხადდა ერესად ყოველგვარი არგუმენტისა და ლოგიკური დასაბუთების გარეშე.

 

ისევ ნიკოლოზ ბერდიაევს მოვუსმინოთ: ,,ორთოდოქსია ყოველთვის სოციალური ფენომენი იყო, ის ყოველთვის სოციალური კოლექტივით განისაზღვრებოდა, ერესი სოციალური კოლექტივის ცნობიერებიდან გადახრაა. ჩვენს დროში ორთოდოქსიებისა და ერესების გათავისთავადება, რაც დაკავშირებულია პიროვნულ სინდისზე კოლექტივის მბრძანებლობასთან, ხელახლა იქცევა პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორად.,, _

 

მთლიანობაში კი, ჭეშმარიტად ქრისტიანი ავტორები ქადაგებდნენ, რომ ადამიანმა თავისი ნებიდან და რწმენიდან უნდა მიმართოს ღმერთს. ამიტომაც დაუშვებელია, აიძულო ვინმე, მიიღოს ეს თუ ის რელიგია საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ _ იძულება თავად რწმენის ხასიათს გამორიცხავს.

ღმერთმა თავისი თავი გამოსახა ადამიანში, ადამიანის შექმნით გამოავლინა თავისი ღვთაებრივი პოტენციალი და მას კაცი უწოდა.

აი რას ამბობს ამის შესახებ წმიდა ათანასე ალექსანდრიელი:

“ღმერთმა ადამიანი თავისუფალ არსებად გააჩინა, მან ადამიანს სრული ავტონომიურობა მიანიჭა, თავად უფალი არაფერს გვაიძულებს, არამედ სრულად აღიარებს ჩვენს თავისუფალ ნებას, რაკი ყველას გვეუბნება: `ვისაც სურს მე მომდიოს~ (მათე, 16:24). მოწაფეებსაც ასევე თავსუფალ არჩევანს ანდობს: `თქვენც ხომ არ გსურთ წასვლა~. მაცხოვარი მოდის თითოეულ ჩვენთაგანთან და მხოლოდ აკაკუნებს და რაჟამს კარს უღებენ, შედის, ხოლო როცა აყოვნებენ ანდა კარს უხშობენ, მიდის.,,

 

ქრისტიანი აპოლოგეტების, კერძოდ წმ. იუსტინეს ქრისტიანულ-უნივერსალისტური ფილოსოფიის სულისკვეთება კარგად მეტყველებს ტოლერანტობის პრინციპის სასარგებლოდ.

II-III სს.-ში ტერტულიანე წერდა: ,,ყოველ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ნება და ძალაუფლება, თაყვანი სცეს იმას, რასაც თვით მიიჩნევს თაყვანისცემის ღირსად. ერთი ადამიანის რელიგია სხვისთვის არც ურგებია და არც სარგებლის მომტანი. სარწმუნოებრივად გაუმართლებელია, ვინმე აიძულო, თაყვანს სცემდეს სხვა რელიგიას. თაყვანს ძალადობის შედეგად კი არა, ნებაყოფლობით უნდა სცემდე.,,

 

ლაკტანციუსი (დაახლოებით 320წ.) რომელსაც ,,ქრისტიან ციცერონსაც,, უწოდებენ, მკაფიოდ საუბრობს პიროვნების პრიორიტეტის შესახებ: ,,ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პატივს თანამემაულეებს უნდა მივაგებდეთ, ხოლო უცხოტომელებზე ზრუნვა კი საჭირო არ არის, ანგრევენ ადამიანთა საზოგადოებას და, ამასთან, თელავენ სათნოებას, სიქველესა და სიმართლეს.,, (,,ღვთაებრივი დარიგებების შესახებ,,VI, 6). იგი დარწმუნებით იმეორებს ციცერონის აზრს უნივერსალური ეთიკის (ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების) თაობაზე: ,,ჭეშმარიტი კანონი არის უშუალო და ბუნების ამსახველი გონი, რომელიც ყველა ადამიანშია შთანერგილი და უცვალებელი, მდგრადი და მარადიულია. ის სიკეთის ქმნას ჩაგვაგონებს და გვიკრძალავს ბოროტების ჩადენას. . .მისი განმარტებისა თუ ახსნის საჭიროება არ არსებობს. . .შეუძლებელია, აქ ისე მოხდეს, რომ ერთი კანონი რომისთვის, მეორე აფრიკისთვის იყოს განკუთვნილი, ერთი აწმყოს მიემართებოდეს, ხოლო მეორე _ მყოფადს. იგი ყველა ხალხისთვის ერთნაირია და ყველა დროში უცვლელად არსებობს.,, (,,ღვთაებრივი დარიგებების შესახებ.,,VI, 8). . .,,რელიგიას იმგვარად უნდა ვიცავდეთ, რომ ჩვენ კი არ მოვკლათ, არამედ უმალ თავად ვიყოთ მოკლულნი; არა სისასტიკე, არამედ მოთმინება; არა ბოროტმოქმედება, არამედ სამართლიანობა. . .ვინაიდან არაფერია რელიგიაზე მეტად თავისუფალი,,. . .

ამგვარი ხედვა აღმოსავლელ მამებთანაც გვხვდება. მაგალითად, წმ. ილარიუს პიკტიკაველი (დაახლოებით 367წ.) მიმართავდა იმპერატორ კონსტანცის: ,,ძალადობას ჭეშმარიტი რწმენის დასაცავადაც რომ მიმართოთ, მაშინ ეპისკოპოსები, თავიანთი სამოძღვრო ავტორიტეტით, თქვენს წინააღმდეგ გამოვლენ და იტყვიან: ღმერთი მთელი სამყაროს შემოქმედია. მას მონური, ნებაწართმეული მორჩილება არ სჭირდება. ის არ მოითხოვს იძულებით აღიარებას, მისი მოტყუება შეუძლებელია. ღვთის კეთილგანწყობა მხოლოდ წრფელი აღსარებით შეიძლება დავიმსახუროთ.,,

 

წმ. ათანასე ალექსანდრიელი აგრესიულად განწყობილ არიოზელებს მიმართავდა _,,მახვილითა და ისრებით, ან სამხედრო ძალის გამოყენებით როდი გვეუწყება ჭეშმარიტება, არამედ მხოლოდ რჩევითა და დარწმუნებით. იქ კი სადღაა დარწმუნება, სადაც მეფის მიერ შიში ინერგება. სადღაა იქ რჩევა სადაც განსხვავებული აზრისათვის გასახლებითა ან სიკვდილით ისჯები?~

ასეთი პოზიციის ძალას, პროფესორ ბოლოტოვის აზრით, ასუსტებდა ის გარემოება, რომ იგი მხოლოდ არიოზელთაგან დევნილი მხარის მიერ გამოიხატებოდა. პროტესტი მაშინაც რომ გამოთქმულიყო, როცა კეისრის ძალაუფლება თავად არიოზელებმა იწვნიეს, მისი ზემოქმედება უფრო ძლიერი იქნებოდა.

 

ამ ეპოქისთვის ტოლერანტობის კლასიკურ გაგებას ნეტარ ავგუსტინესთან (354_430 წწ.). ვხვდებით: “ არსებითში ერთობა, არაარსებითში თავისუფლება და ყველაფერში სიყვარული”.

 

ძველი აღთქმა ისტორიაში პირველად აცხადებს ჭეშმარიტებას ყველა ადამიანის, როგორც ღვთის ხატისა და მსგავსის თანაბარი ღირსების შესახებ.

 

მოსეს რჯული იუდეველთაგან არა მარტო ქვრივ_ობლების, არამედ უცხო ტომელების დაცვასაც მოითხოვდა:

,,მდგმურს ნუ შეავიწროვებ; თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში,,(გამოსვლათა 23,9) ,,როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენ შორის მდგმურად დამდგარი კაცი. Gგიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში,, (ლევიტელთა 19, 34)

ძველ აღთქმაში სიმართლე არც კლანურ_ნაციონალური, არც კორპორაციული და არც აღმსარებლობითი აზრით არ გაიგება, ეს ღვთის სამართალია, რომელსაც საყოველთაო მნიშვნელობა აქვს.

 

ახალი აღთქმის მთავარი მცნებაა _ ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,, სახარება რელიგიური თავისუფლების შესახებ ამგვარადაც მიგვითითებს: ,,მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და ჩვენ დავუშალეთ მას, რადგან არ მოგვდევს ჩვენ.,, უთხრა მას იესომ: ,,ნუ დაუშლით, რადგან ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენთანაა.,, (ლუკა 9, 49_50)

 

განსხვავებული შეხედულებების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას გვასწავლის პავლე მოციქული: ,,ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.,, (რომაელთა 14, 5_6)

 

იგივე მოციქულის საზოგადო დარიგებები ასეთია: ,,იყვნენ მზადმყოფნი ყოველგვარი კეთილი საქმისათვის, არავინ შეურაცხყონ, იყვნენ მშვიდობიანნი, მომთმენნი, იჩენდნენ თვინიერებას ყველა ადამიანის მიმართ, რადგან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი...,, (ტიტე 3 1_3)

 

 

მაღალგანვითარებულ რელიგიებს ერთი უმთავრესი პრინციპი აქვთ საერთო. ეს არის ზნეობრივი ოქროს წესი, უმთავრესი მცნება, რომელსაც თავად იესო ქრისტე ძველი და ახალი აღთქმის საფუძვლად აცხადებს და ამგვარი ფორმულირებით გადმოგვცემს: ,,ამიტომაც ყველაფერში როგორც გსურთ მოგექცნენ ადამიანები,თქვენც ასევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.,, (მათ.7:12; ლუკ.6:31)

 

ეს არის ადამიანში არსებული ზნეობრივი კანონი, ანუ ბუნებითი რჯული, სინდისის რჯული რომლის შესახებაც აღტაცებით ლაპარკობდა იმანუელ კანტი _ ორი რამ მაოცებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ადამიანში”. ესაა ადამიანის გულის ეტრატზე დაწერილი უფლის ქალაქის საღვთო კონსტიტუცია, რომლის ფრაგმენტები შემოგვრჩენია მხოლოდ როგორც ძნელად საკითხავი პალიმფსესტი _ ეშმაკის მოძღვრებით შერყვნილი და შებღალული, რომლის აღსადგენადაც განკაცდა მისი ზეციური რჯულმდებელი.

მსჯელობას დავასრულებ ციტატებით ქართული პოეზიის ორი უბადლო ნიმუშიდან, სადაც ზეიმობს კაცობრიობის ტოლერანტული სული:

ხან იფიქრებდა, უდედოდ

გაზრდა ვინა თქვა შვილისა

იქნება ვეფხის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა,

წავიდე, მასთან მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა.

ისიც მიამბობს ამბავსა, მეც უთხრა ჩემი შვილისა;

იმასაც ბრალი ექნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა.

ბალადა ვეფხსა და მოყმეზე (ხალხური)

 

 

 

 

ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ

მხოლოდ ჩვენ გვზრდიან დედანი,

ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ

კუპრში მოელით ქშენანი.

ამის თქმით ვწარამარაობთ

ღვთის შვილთ უკეთეს იციან,

ყველანი მართალს ამბობენ

განა ვინაცა ჰფიციან;

ალუდა ქეთელაური (ვაჟა-ფშაველა)

 

 

ლიტერატურა:

1.ბიბლია _ საპატრიარქოს გამოცემა 1989 წ.

2. ნ.ბერდიაევი _ ,,ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში,,

3. იღუმენი ბენიამინ ნოვიკი ,,რა არის ადამიანის უფლებები?,, ზღვარი #1(3)/2004

4. ამარტია სენი ,,კულტურა და ადამიანის უფლებები,, ,,თავისუფლება,,1(37)_2(38)/2005

6. iRumeni beniamin noviki ,,ra aris adamianis uflebebi?,, zRvari #1(3)/2004

7. amartia seni ,,kultura da adamianis uflebebi,, ,,Tavisufleba,,1(37)_2(38)/2005

8. www.toleranse.ru/vek-tol/3-0-chistiakov.html

9. www.toleranse.ru/vek-tol/1-0-asmolov.html

10.www.inguk.ru/biblio/multi/1_lazutina.html

11. www.peter-club.spb.ru/context/novik15.html

12. http://bio.1september.ru/ 2002/16/4.html(Биологические и соцйалные основы толеарантности человека.)

 

 

 

 

წყარო

http://www.lib.ge/body_text.php?5444

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქვე ჩემი ძველი თემა

http://planeta.ge/index.php?showtopic=13457

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო განცხადება ვნახე:

 

სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება"

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - ,,ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის პრესცენტრი იუწყება.

 

 

კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (იუ-ენ-დი-პი) მხარდაჭერით.

 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 18 თებერვლიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გავრცელებულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას:

 

საქართველოს ეთნოსთაშორის და/ან რელიგიათშორის ურთიერთობებს; საქართველოს ეთნოსებისა და/ან მოქმედი რელიგიების ყოველდღიურობას, კულტურასა და თავისებურებებს; ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს განვითარების პოტენციალს; უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში;

საზოგადოებაში შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის პრობლემას;

საზოგადოებაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით არსებული სტერეოტიპების ანალიზს; შეუწყნარებლობასთან, დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ასახვას საქართველოში; სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტებს.

 

გამოქვეყნებული პუბლიკაცია საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებას, მრავალფეროვნების კულტურის პატივისცემასა და ზემოჩამოთვლილ საკითხებზე დისკუსიის ინიცირებას უნდა უწყობდეს ხელს.

 

სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიტყვისა.

 

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია.

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებითა და პრიზებით.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაზეთის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად სახალხო დამცველის აპარატს უნდა მიაწოდონ გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული ვარიანტიც მისამართზე: თბილისი, მაჩაბლის 11, სახალხო დამცველის ოფისი, ტოლერანტობის ცენტრი. მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

სტატიების შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ოქტომბერი.

http://www.ghn.ge/news-9312.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰაა, რა ვქენიტ გავხდით ყველა ტოლერანტები? :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ისმის კითხვა,

რამდენად შესაძლებელი, უფრო სწორედ მიზანშეწონილია

არატოლერანტობის ტოლერირება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხან იფიქრებდა, უდედოდ

გაზრდა ვინა თქვა შვილისა

იქნება ვეფხის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა,

წავიდე, მასთან მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა.

ისიც მიამბობს ამბავსა, მეც უთხრა ჩემი შვილისა;

იმასაც ბრალი ექნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა.

ბალადა ვეფხსა და მოყმეზე (ხალხური)

ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ

მხოლოდ ჩვენ გვზრდიან დედანი,

ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ

კუპრში მოელით ქშენანი.

ამის თქმით ვწარამარაობთ

ღვთის შვილთ უკეთეს იციან,

ყველანი მართალს ამბობენ

განა ვინაცა ჰფიციან;

ალუდა ქეთელაური (ვაჟა-ფშაველა)

 

დავით აღმაშენებელმა თბილისი რომ აიღო მუსლიმებით დასახლებულ უბნებში ქრიასტიანებს ღორის დაკვლა აუკრძალა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოლერანტობა,

ტოლერანტობა არის ის როცა ინკვიზიციაზე წვავ არამართლმადიდებლებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოლერანტობა არის ის როცა ინკვიზიციაზე წვავ არამართლმადიდებლებს D.gif

:yes:

 

დავით აღმაშენებელმა თბილისი რომ აიღო მუსლიმებით დასახლებულ უბნებში ქრიასტიანებს ღორის დაკვლა აუკრძალა...

წარმოგიდგენია რამხელა "პროგრესი" განგვიცდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოლერანტობა (ანუ იგივე შემწყნარებლობა) სხვისი აზრის ან რწმენის მიმართ შემწყნარებლობის გამოვლენაა. ესე იგი, როდესაც ვიღაც ამბობს ან აკეთებს იმას, რასაც ჩვენ არ ვამბობთ, არ ვეთანხმებით ან არ ვაკეთებთ და ამ დროს ვავლენთ მოთმინებას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონი ამ თემის საზოგადოების განყოფილებაში გადატანა ჯობია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...