Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ირმა ინაშვილი: "ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივი რადიოს მოდელს"


Recommended Posts

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8igxG35DiI/AAAAAAAADkA/mPc7q9N-3PQ/s200/9125_101153789903331_100000261328287_27754_5299839_n.jpgმიმიდინარე წლის 14 აპრილს ჟურნალისტთა კავშირმა "ობიექტივი" ახალი და უპრეცენდენტო მედია–პროექტის განხორციელება დაიწყო. რადიო "მონტე კარლოს" ეთერში, სიხშირეზე 101,4 "ობიექტივის" 7 საათიანი პირდაპირი ეთერი გაიხსნა.

"ობიექტივის" მედია–პროექტი ითვალისწინებს ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებების, თოქ–შოუებისა და დებატების მომზადებას. კვირის მანძილზე გადაცემებს 7 სხვადასხვა ჟურნალისტი წარუძღვება. როგორც "ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივის" წარმომადგენლები განმარტავენ,– რადიო–პროექტის ერთსაათიანი ტელევერისია ბათუმის 25–ე არხის ეთერში ყოველდღიურად განთავსდება. პარალელურად,კვირაში ერთხელ გამოიცემა გაზეთი "ობიექტივი", რომელიც მოსახლეობას საჩუქრად დაურიგდება.

ირმა ინაშვილი: "ჩვენ ეთერს ვუხსნით ყველა ტიპის რესპონდენტს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა და მრწამსისა. ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივი რადიოს მოდელს, რომელიც ამბობს სიმართლეს და არ ახარისხებს რესპონდენტებს სასურველებად და არასასურველებად. ყოველდღიურ გადაცემებს გაუძღვებიან ჟურნალისტები : ლუბა ელიაშვილი, ნინო ცხოიძე, ელგა ფოლადიშვილი, ანი მიროტაძე, ირაკლი კორძაია, ექსპერტი გია არეშიძე. ირმა ინაშვილის განცხადებით, "ობიექტივის" მედია–პროექტში ერთდროულად რამდენიმე მედია–ორგანიზაცია მონაწილეობს. მათ შორისაა საინფორმაციო სააგენტოები "ჯეოპოტნიუსი" და "პირWელი".

ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი" "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს დაფუძნდა და 6 წლის მანძილზე არა ერთი მედია–პროექტი განახორციელა. მათ შორის იყო ათობით საგამოძიებო ფილმი, "ქუჩის ტელევიზიის" პროექტი, რომელიც 2009 წლის გაზაფხულზე ხორციელდებოდა და საკმაოდ პოპულარული იყო მოსახლეობაში. "ობიექტივს" ეკუთვნის გახმაურებული გამოძიება მედია–სიხშირეების წართმევასთან დაკავშირებით. 2005 წელს ჟურნალისტთა კავშირს ხელისუფლებამ 35–ე დეციმეტრული არხი წაართვა და ტელეკომპანია "ალანიას" საჩუქრად გადასცა. ამ თემაზე ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა არა ერთი სენსაციური ფაქტი, დოკუმენტი და ფოტო გაავრცელა.

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

 

 

http://www.facebook.com/group.php?gid=334607155051გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე2907431438646605030-2051107101296704429?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...