კონტენტზე გადახტომა


ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
1 reply to this topic

#1 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 08 April 2010 - 12:17 AM

დადებული სურათი

მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ საიტს----Visit Website

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#2 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 09 April 2010 - 02:42 PM

NORLAG-ის შესახებ------Visit Website

1.---საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა---Visit Website

2.---უწყვეტი არსებითი განხილვა---Visit Website

3.---არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება---Visit Website

4.---წინასწარი დაკავება/საპყრობილე---Visit Website

5.---ციხისათვის განკუთვნილი პროექტები---Visit Website

6.---მცირე გრანტები---Visit Website

7.---სასწავლო ვიზიტი ნორვეგიაში---Visit Website

8.---ადამიანია უფლებათა ევროპული კონვენციის მე–5 და მე–6 მუხლების გამოყენება სისხლის სამართლია საქმეებზე---Visit Website



ურთიერთგაგების მემორანდუმი
ნორვეგიის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში
ნორვეგიის მხრიდან წვლილის შეტანის შესახებ


საქართველოში ეფექტური მმართველობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების ხელშეწყობის სურვილით,

ნორვეგიის სამეფოსა და საქართველოს მთავრობათა საერთო ინტერესის გათვალისწინებით - მოხდეს ამ კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით,

ბოლოდროინდელი ორმხრივი კონტაქტების საფუძველზე, რაც შეეხებოდა ნორვეგიის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შესაძლო თანამშრომლობას მართლმსაჯულების სფეროში, რაც ასევე განხილული იქნა ნორვეგიელი მოხელეების თბილისში ვიზიტის დროს მიმდინარე წლის დასაწყისში,

იმის გათვალისწინებით, რომ ნორვეგიის სამეფოს მთავრობა გამოგზავნის ნორვეგიელ ექსპერტებს სამართლის სფეროში, რომლებიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ საქართველოს მთავრობასთან და დახმარებას გაუწევენ საქართველოს კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში, როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული,

მიღწეული იქნა შემდეგი ურთიერთგაგება:

1. ნორვეგიის სამეფოს მთავრობა გამოგზავნის რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც დახმარებას გასწევენ შემდეგ სფეროებში:

• იუსტიციის სამინისტროში ადმინისტრირების განმტკიცება და ინსტიტუციონალური სტრუქტურების შექმნა;
• სასამართლოთა პროფესიული დონის ზრდა, რათა მოხდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და სახელმძღვანელო პრონციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
• გენერალურ პროკურატურაში ინსტიტუციონალური სტრუქტურების განმტკიცება, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

2. მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმის მხარეები თანხმდებიან, იქონიონ რეგულარული კავშირი იმისათვის, რომ მოხდეს თანამშრომლობის თითოეული მხარის მოლოდინის შესაბამისად გაგრძელების უზრუნველყოფა.

დოკუმენტი ხელმოწერილია თბილისში, 2004 წლის 8 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე და ორივე მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

ნორვეგიის სამეფოს იუსტიციისა და პოლიციის სამინისტროსა
და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის
თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა





არაოფიციალური თარგმანი

2007 წლის 11-13 აპრილს ნორვეგიის სამეფოს იუსტიციისა და პოლიციის მინისტრის, ბ-ნი კნუტ სტორბერგეტის ვიზიტის დროს, ნორვეგიის სამეფოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში ”მხარეები”) შეთანხმდენენ, 2007-2008 წლებში განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები:

1. ა) მხარეთა პასუხისმგებელი თანამდებობის პირების გაცვლითი ვიზიტების ორგანიზება, რათა მოხდეს ორივე ქვეყნის მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი სისტემების გაცნობა და შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ბ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დაწესებულებათა საქმიანობების გაცნობა და ამ სფეროებში გამოცდილებათა გაზიარება;
გ) მართლმსაჯულების სფეროში მომუშავეთათვის ტრენინგების ორგანიზების გაცნობა და იმ დაწესებულებებთან თანამშრომლობა, რომლებიც ტრენინგებს ატარებს;
დ) უფასო იურიდიული დახმარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიასთან (NORLAG).

3. ზემოხსენებულ საქმიანობათა განხორციელების ადგილი და დრო განისაზღვრება მხარეთა მიერ მუშაობის პროცესში.

4. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით და ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი, ნორვეგიის სამეფოს იუსტიციისა და პოლიციის მინისტრის სახელით, იქნებიან საკონტაქტო პირები თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

ეს დოკუმენტი შედგენილია თბილისში, 2007 წლის 11 აპრილს, ორ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე.











მოკლე ინფორმაცია ნორვეგიის სამართლებრივი სისტემის შესახებ






ძირითადი სამთავრობო და სამართლებრივი სისტემა

ნორვეგია არის საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანა. კონსტიტუცია დაფუძნებულია ძალაუფლების სამ ნაწილად გაყოფის პრინციპზე, აღმასრულებელ (მთავრობა), საკანონმდებლო (პარლამენტი) და სასამართლო (სასამართლოები) ხელისუფლებებს შორის.

სამართლებრივი სისტემა ეფუძნება კონტინენტურ სამართალს, მაგრამ დიდია საერთო სამართლის გავლენაც. მაგ., ბრალეულობის საკითხი მძიმე დანაშაულის საქმეებზე წყდება ნაფიც მსაჯულთა მიერ, რაც, ისტორიული მიზეზების გამო, სააპელაციო სასამართლოში ხდება

სასამართლოები

სასამართლო სისტემა სამსაფეხურიანია: უზენაესი სასამართლო, 6 სააპელაციო სასამართლო და 65 საქალაქო/რაიონული სასამართლო. ყველა სასამართლო და მოსამართლე განიხილავს სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებს.

მოსამართლეებს ნიშნავს “მეფე საბჭოში” (ანუ, მთავრობა). ძალიან იშვიათი გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მათი სამსახურიდან განთავისუფლება არ შეიძლება. სასამართლოები ხელმძღვანელობენ კანონმდებლობით. დაუშვებელია კონკრეტულ საქმეებზე მოსამართლეებისთვის მითითებების მიცემა. სასამართლოები დაფინანსებას იღებენ ეროვნული სასამართლო ადმინისტრაციისგან, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა.

პროკურატურა

პროკურატურას ევალება სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და დევნის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურის სისტემა ოთხსაფეხურიანია:
- “მეფე საბჭოში” - აძლევს განკარგულებებს პროკურატურას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებათა შესაბამისად). “მეფეს საბჭოში” ასევე შეუძლია მითითებები მისცეს სისხლის სამართლის საქმეზე ან გააუქმოს გენერალური პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა, პრაქტიკაში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა.
- პროკურატურის დირექტორი (გენერალური პროკურორი);
- საოლქო პროკურატურა (10 ოლქი და 2 სპეციალური განყოფილება: ორგანიზებულ და სხვა მძიმე დანაშაულთა დევნის ეროვნული სამმართველო და ნორვეგიის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დანაშაულთა გამოძიებისა და დევნის ეროვნული სამმართველო).
- პროკურორები პოლიციის განყოფილებაში (28 რაიონი).

პროკურატურა დამოუკიდებელია. გენერალურ პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ნიშნავს “მეფე საბჭოში”. მათი სამსახურიდან განთავისუფლება არ შეიძლება.

გენერალურ პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ნიშნავს ”მეფე საბჭოში” უვადოდ (საპენსიო ასაკამდე).

გამასწორებელი სამსახური

გამასწორებელ სამსახურს ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო. სამსახური აღასრულებს პროკურატურისა და სასამართლოების განკარგულებებს და საშუალებას აძლევს დამნაშავეებს, შეცვალონ თავიანთი დანაშაულებრივი ქცევა საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.

ციხეები:

ნორვეგიაში 44 ციხე და 6 სარეაბილიტაციო ცენტრია. ციხეები იყოფა მაღალი უსაფრთხოების (დახურული) და დაბალი უსაფრთხოების (ღია) ციხეებად. აქ ხდება დაკავება, წინასწარი პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა. ციხეში კარგი პირობებია შენობებისა და ისეთი სარეაბილიტაციო ღონისძიებების თვალსაზრისით, როგორიცაა განათლება და პროფესიული გადამზადება.

პრობაცია:

ნორვეგიაში არის პრობაციის სამსახურის 17 ძირითადი ოფისი და 23 რაიონული განყოფილება, სადაც მზადდება სოციალური კვლევის ანგარიშები (წინასასამართლო გამოძიება), ხდება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის აღსრულება და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება ალკოჰოლოზმით დაავადებული იმ პირებისათვის, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდნენ ავტომობილს.

დამნაშავეობა

2005 წელს პოლიციაში რეგისტრირებულია 402.252 სისხლის სამართლის დანაშაული.

ეკონომიკური დანაშაული: 63%
ნარკოტიკული დანაშაული: 14%
ძალადობა: 9%
მკვლელობა: 29 საქმე.

დანაშაულის გახსნა: 36,2% (2005)

პროცედურებისათვის საჭირო საშუალო დრო (პოლიციასა და პროკურატურაში): 128 დღე

130.000 ნაკლებად მძიმე დანაშაული
აქედან: დაახლოებით 50% საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მოდის.

სასჯელის დადგენილი ზღვარი

სასჯელის მაქსიმალური ვადა სამხედრო დანაშაულის, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და მძიმე ტერორიზმის შემთხვევაში 30 წელია. სხვა ტიპის მძიმე დანაშაულის შემთხვევებში სასჯელის მაქსიმალური ვადა 21 წელია. სასჯელის ვადა განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლთა უმეტესობაში და ხშირ შემთხვევაში არის 3 წელი (მაგ. ქურდობისთვის) ან 6 წელი (დამამძიმებელ გარემოებაში ქურდობისთვის). სულ რამდენიმე მუხლი არსებობს, რაც მინიმალურ სასჯელს ითვალისწინებს.

სასჯელის ზომა

სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით: დაახლოებით 3-4 წელი.

სიცოცხლის განზრახ მოსპობა: დაახლოებით 10-13 წელი.

განზრახ მკვლელობა ან განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში: 14-21 წელი.

ქურდობა: ხშირად ხდება ჯარიმის, პირობითი სასჯელის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება (მაშინაც კი, როცა ქურდობა დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი, თუ საქმე ეხება ისეთ პირს, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, ან არასრულწლოვანს).

ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ძირითადად გათვალისწინებულია ჯარიმები.

იმ პირების თითქმის ერთ მესამედს, რომელთათვისაც ბრალის წაყენება და პატიმრობის შეფარდება 2007 წლის განმავლობაში მოხდა, პატიმრობის ვადა 1 თვეზე ნაკლები ჰქონდა. 23 პირის მიმართ მოხდა პატიმრობის სასჯელის შეფარდება 10 წელზე მეტი ვადით.

2006 წელს სასამართლოებში 2804 განაჩენით მოხდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება.

ამჟამად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებაზე გამოტანილი განაჩენები შეადგენს საერთო რაოდენობის 10%-ს.

წინასწარი პატიმრობა

წინასწარი პატიმრობის შეფარდება იშვიათად ხდება და ძირითადად გამოიყენება მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, ან რეციდივისტთა მიმართ. წინასწარი პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა წელიწადში 60-70 დღეა.

სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი - 15 წელი

პატიმრები: დაახლოებით 3.500 (2007).





















კონტაქტი დადებული სურათი


მისამართი:
თავისუფლების მოედანი #4,
თბილისი, საქართველო

ტელეფონი: 983-176

ფაქსი: 983-176

ელ-ფოსტა: norlag@norlag.ge

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 09 April 2010 - 02:40 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი






1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი