კონტენტზე გადახტომა


საქართველოს არბიტრაჟი


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
2 პასუხი თემაში

#1 T_A_T    ნიკის ჩასმა

    თავის-უფალი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 10823 წერილები:
  • Gender:Not Telling
  • Location:აქ
  • Interests:adamiani
რეპუტაცია: 114
საუკეთესო

დაწერილია 03 April 2010 - 06:01 PM

არბიტრაჟი განიხილავს ქონებრივ დავას
კანონი იხილეთ აქ:
http://www.justice.gov.ge/files/Documents/...is_shesaxeb.pdf


ჩემი პირადი რჩევაა ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმებისას შეიტანოტ პუნქტი არბიტრაჟის შესახებ.
პირადად მე ამ თადარიგის დაჭერა გამომადგა-მქონდა არბიტრაჟში ქონებრივი დავა რომელიც ჩემტვის წარმატებიტ დასრულდა.
დაინტერესების შემთხვევაში შეიძლება კამათი ამ კანოპნთან დაკავშირებიტ ( ტავის დროზე მაქსიმალურად დაკნინდა არბიტრაჯი მთავრობის მხრიდან და ეხლაც როგორც ვიცი არასახარბიელო ცვლილებები უნდა შეიტანონ) აქვე დავამატებ რომ კანონში არის ბევრი მიუღებელი პუნქტი-ანუ მაქსიმალურად არის ბარიერები შექმნილი მოსარჩელე მხარემ წარმატებას მიაღწიოს.

ციტირება

საქართველოს მთავრობა არბიტრაჟის სისტემის შემოღების გაუქმების საკითხს იხილავს
14:40 | 20/ 04/ 2005

საქართველოს მთავრობა არბიტრაჟის სისტემის - კერძო არბიტრაჟებში საგადასახადო დავების გადაჭრის - შემოღების გაუქმების საკითხს იხილავს.

20 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საკითხის გადასაჭრელად და მთავრობის მოქმედების სტრატეგიის შესამუშავებლად თავისთან შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები მიიწვია.

საუბარია მექანიზმების გამონახვაზე იმ საქმეთა შესაჩერებლად, რომლებიც კერძო არბიტრაჟებში უკვე იხილება, და საქართველოში არბიტრაჟის სისტემის გაუქმებაზე.

როგორც ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელმა განუცხადა, არბიტრების გადაწყვეტილებები უკიდურესად უსამართლოა და სახელმწიფომ რამდენიმე ათასი მილიონობით ლარის ოდენობის ზარალი შეიძლება განიცადოს. "ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ, ეს ფული ბიუჯეტში არ გადაირიცხოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე წარადგინა პარლამენტში კანონპროექტი საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ, რომელიც საგადასახადო დავების კერძო არბიტრაჟებში გადაჭრის გაუქმებას ეხება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხის განხილვა დღეს უნდა დაეწყო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელი სხდომა იმასთან დაკავშირებით შეწყდა, რომ არბიტრაჟის საკითხი სასწრაფო წესით უნდა გადაჭრილიყო. მთავრობის სხდომა პარასკევისთვის გადაიდო.

ამას წინათ ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ არბიტრაჟის სისტემა საგადასახადო დავების გადასაჭრელად დეტალურად ჩამოყალიბებული ჯერ არ არის. თუ არბიტრაჟი არსებული მოდელის მიხედვით ამოქმედდება, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველა დავას წააგებს.

ზურაბ ნოღაიდელის აზრით, ვიდრე საბოლოო მოდელი არ განისაზღვრება, არბიტრაჟში საგადასახადო დავები არ უნდა გადაწყდეს. აპრილის დასაწყისში საუბარი იყო აღნიშნული მოდელის ამოქმედების 2008 წლამდე შეჩერების თაობაზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა მაშინაც განაცხადა, რომ "შესაძლებელი იყო, ამ მოდელზე უარის თქმა გამხდარიყო საჭირო". ამასთანავე მან აღნიშნა, რომ თავის დროზე ეს საკითხი საგადასახადო კოდექსში იმ იმედით შეიტანეს, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის არბიტარჟში საგადასახადო დავების განხილვისას თანასწორუფლებიანი კონკურენციის რეჟიმი ჩამოყალიბდებოდა.

"სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ შეილახება სახელმწიფოს ინტერესები, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ", - ხაზი გაუსვა პრემიერმა.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო დავები ჯერ ფინანსთა სამინისტროში იხილება და წყდება. თუ დავა აღნიშნულ უწყებაში ვერ გადაიჭრა, პრობლემის მოგვარებას კერძო არბიტრაჟი კიდებს ხელს.

იანვარში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დავების განსახილველი საბჭო ჩამოყალიბდა. კოდექსის თანახმად, გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოებისადმი არსებული პრეტენზიებით არბიტრაჟს, სასამართლოს ან ფინანსთა სამინისტროს მიმართოს. საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრია.

GEORGIAN MENTALITET DEBIL
если вы не сходили с ума-значит его у вас нет
"Не бойтесь, что ваша жизнь закончится, бойтесь, что он никогда не начнется." -Grace Hauser

#2 T_A_T    ნიკის ჩასმა

    თავის-უფალი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 10823 წერილები:
  • Gender:Not Telling
  • Location:აქ
  • Interests:adamiani
რეპუტაცია: 114
საუკეთესო

დაწერილია 03 April 2010 - 06:07 PM

ციტირება

21 აპრილი 2005 / 20:03
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი არბიტრაჟის გაუქმებასა და ამ ფაქტის გამო ბიზნესმენთა უკმაყოფილებაზე განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი არბიტრაჟის გაუქმებასა და ამ ფაქტის გამო ბიზნესმენთა უკმაყოფილებაზე განცხადება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ არბიტრაჟის ინსტიტუტი შესაცვლელია და ის მხოლოდ ბიზნესმენებისათვის არის მისაღები. პრეზიდენტის თქმით, არბიტრაჟი ზოგიერთს ესმის ისე, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს, არგადახდილი გადასახადი კი, ნიშანვს იმას,რომ არ იარსებებს თეატრი, არ დაიგება გზები, ვერ გადავიხდით ხელფასებს და პენსიებს.”უნდა შეიქმნას სწორი სისტემა, სადაც სამართალი იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, არც სახელმწიფო არ იქნება უპირატეს მდომარეობაში და არც ბიზნესმენი, საზოგადოება იქნება მოგებული”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მიუხედავად ამ ყველაფრისა- სახელმწიფოს მხრიდან ამქსილალური შეზღუდვისა და გაუქმების მცდელობისა-ეს სტრუქტურა მუშაობს და შედეგიანადაც

არბიტრაჟი

ეს არის გზა მინიმალური დანახარჯებით და უმოკლეს ვადაში:
.გადაჭრათ სამოქალაქო ქონებრივი დავები;
.აღიდგინოთ თქვენი შელახული უფლებები;
.განახორციელოთ იძულებითი აღსრულება;

არბიტრაჟი VS სასამართლო

.არჩევანის თავისუფლება და მიუკერძოებლობა;
.ნაკლებად ფორმალური პროცესი და დაძაბული ურთიერთობები;
.კონფიდეციალურობა;
.პროცესის ხანგრძლივობა და ღირებულება;
.გადაწყვეტილების აღსრულება;

GEORGIAN MENTALITET DEBIL
если вы не сходили с ума-значит его у вас нет
"Не бойтесь, что ваша жизнь закончится, бойтесь, что он никогда не начнется." -Grace Hauser

#3 Anima Libera    ნიკის ჩასმა

    Super Panteleimon

  • გლობალ მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9033 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Ganab Universe
რეპუტაცია: 194
საუკეთესო

დაწერილია 12 April 2010 - 09:43 AM

http://www.parliament.ge/index.php?lang_id...amp;kan_id=3646

კანონი კერძო არბიტრაჟის შესახებ

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 17 August 2011 - 08:50 PM

არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ...


http://www.iPress.ge





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი