კონტენტზე გადახტომა


რატომ სძულთ „პრადვინუტ“ ქართველებს საკუთარი სარწმუნოება?


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
556 პასუხი თემაში

#1 lasha1997    ნიკის ჩასმა

    აკეთე სიკეთე

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 16499 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:აშშ
რეპუტაცია: 120
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 05:34 AM

მე არა ვარ მორწმუნე,მაგრამ არც თავს ვაძლევ უფლებას,რომ ვიღაცას ის ვასწავლო თუ როგორ უნდა იცხოვროს.ცხონებული ბებიაჩემი იმას მეუბნებოდა ქაშვუეთში რომ დავყავდი,თუ არა გწამს არც ცუდი არა სთქვაო და ეგრეც ვიქცევი.

ეს თემა იმიტომ გავხსენი,რომ პრობლემა მგონია ამისთანა დამოკიდებულება სხვისი ცხოვრების მიმართ.ყველას თავისი გზა აქვს და ყველა ადამიანს რაღაცის სწამს ამ ქვეყანაზე და გავეშვათ რა სხვის ცხოვრებას.ესეთი დამოკიდებულება პატრიარქის და სარწმუნოების მიმართ ამ ხელისუფლების დამსახურება მგონია დამატებით.უცბად უნდოდათ ევროპელები გამხვდარიყავით,მაგრამ არ გამოვა ესეთი რამ.ყველაფერს დრო სჭირდება და საკმაოდ დიდი დრო.


ხვალ ტრადიცისამებრ,კვერცხები უნდა შევღებოთ ხახვის ჩენჩოებით.ხენდრო აქ არ იყიდება. :)

#2 ბადრი_წიქორაძე    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 597 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:თბილისი
რეპუტაცია: 6
პოზიტიური

დაწერილია 02 April 2010 - 07:46 AM

მე შემიძლია ვთქვა, რომ მორწმუნე ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ჯერ არ მითქვამს აღსარება და არ დამიცავს მარხვა. ღმერთის არსებობის ძალიან მწამს და არაერთხელ დავრწმუნებულვარ მის არსებობაში. სხვა მხრივ ცხოვრებაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რაც ღმერთს არ ესიამოვნებოდა.

ღმერთი ნამდვილად არსებობს და იმიტომაა ღმერთი, რომ ჩვენ მის არსს ვერასოდეს ჩავწვდებით. თუ ვიცხოვრებთ ისე, როგორც მას გაუხარდება, მისი თანადგომა გარანტირებული გვაქვს. როგორც მამას უყვარს თავისი შვილები, ისე ვუყვარვართ ჩვენ მას და ხან და ხან თუ განსაცდელს მოგვივლენს, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ცოდვები შეგვაგნებინოს და სწორ გზაზე დაგვაყვენოს.

"პროდვინუტი" ქართველების საკუთარი სარწმუნოების სიძულვილი და ქართველ ერს თავს დატეხილი სხვა უბედურებები განპიროვნებულია იმ რისხვით, რაც ქართველმა ერმა დაიმსახურა ღმერთის გზიდან გადახვევით. თქვენ გგონიათ ღმერთი ასე ადვილად გვაპატიებდა მას, რაც ჩვენ მის რჩეულ შვილს, ზვიად გამსახურდიას დავმართეთ? ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ღმერთი სამზარეულოში დაუჯდებათ და ეტყვით: ამას ამიტომ და ამიტომ ვაკეთებო. ისეთი ბედნიერი როლის შესრულება, რომელიც მას ერგო, მხოლოდ და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. არასდროს ვყოფილვარ გამსახურდიას მოთაყვანე და გთხოვთ არ ჩათვალოთ რომ მე მას მესიად ვთვლიდე. ღმერთმა თავისი რჩეულიც დასაჯა იმ შეცდომების გამო რაც მას ცხოვრებაში ჰქონდა. (ღმერთო მაპატიე თუ ვისმეს განვსჯი)

აკეთეთ კეთილი საქმეები, რომელიც ღმერთს გაუხარდება, განათავისუფლეთ თქვენი გული შურისა და სხვა ბოროტებისაგან და თითეული თქვენთაგანი შეიგრძნობს ღმერთის თანადგომას.

გამოხმაურება რედაქტირებულია ბადრი_წიქორაძე: 02 April 2010 - 07:47 AM

საქართველოში, საერთო სიდუხჭირის ფონზე, არ არსებობს არც ერთი მუნიციპალური საავადმყოფო უპოვართათვის.

#3 Gagi 67    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 980 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:PhD Adelphi Univ. USA.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 April 2010 - 08:33 AM

არავინ არ ცვლის არც "დედის ძუძუს" და არც სარწმუნოებას. ამერიკაში ჩვენ გვაქვს ორი ეკლესია ორივე მოქმედია და მრევლიც ძალიან კარგი - ლოცვა შრომა და კანონების დაცვა ამერიკის ცხოვრების ქვაკუთხედია, აქ ყველა კონფესიას ძალიან კარგი პირობები აქვს ასევეა ქართული ავტოკეფალიური ეკლესიის მიმართაც- მალე სამი დაოთხიც იქნება ოჰაიოს და პენსილვანიის ქართული ეკლესიები , პენსილვანიისაში მონაზვნებისთვის კეთდება სახლი-სავანე. კანონმორცილება, შრომა და ლოცვა ესაა ჩვენი საზრდო. ადრე ტუ ჩვენ ქაოსურად ვეხმარებოდიტ საქართველოში ახლა უფრო ბევრის გაკეთება შეიძლება . ამერიკელები კი კვლავაც აგრძელებენ რუსებისმიერ განადგურებული ქართული ფრესკების განახლების უძვირეს საქმეში თანხების გაღებას როგორც ეს 16 წლის წინ დაიწყეს. ის კი არა და ვანის, ნოქალაქევის და ზოგიერთი ქართული ეკლესიის სიწმინდის რესტავრირება უდიდესი პროფესიონალიზმითა და რუდუნებით მოხდა მეტროპოლიტან მუზეუმში და ფილადელფიის ასევე ლოს ანჯელესის სარესტავრაციო ცენტრებში, რუსებიუსაგან განსხვავებიტ ყველა გაძი გალამაძებულ გაბრწყინებული დაბრუნდა საქართველოში. მომავალში ქართული სიმღერების ცამწერი ცენტრისათვის კეთდება უძლიერესი საარქივო ტექნიკის გადაცემა, ასევე სარესტავრაციო საკონსერვაციო ტექნოლოგიები შეისწავლეს მრავალმა ქართველმა აქ და ნაჩუქარი ტექნიკით ბრუნდებიან საქართველოში. რუსი გვინგრევს და გვინგრევდა ეკლესიას, ამერიკელების, იტალიელებისა და ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით. ადრე თუ მარშალია გეგმა გადახნულ გერმანიასაღუდგენდა აგურაგურ ქვაქვა გერმანულ ხუროთმოძღვრებას, ჩვენც ასევე გავაკეთებთ, რუსს კი ტყუილად შემოაქვს აქ სულელური ვითომ ძალათი გაამერიკელების ტემა- არავის არ დაადგნენ თოფით გაამერიკელდიო, არავის არ კლავენ წმინდანთა სარკოფაგებზე, როგორც რუსი ღორები კომანის და სხვა ეკლესიებში აკეთებდნენ.

ГЕ-БЕ-шники со старым пафосом и по старым традициям обЬявляют Новодворскую сумашедшим.

Для совковых реликтов инакомышление так и осталось синдромом безумия.

Давно поржавевшый серп и молот мертва срослось в головах ГЕ-БЕ-шных реликтов.

Эти мумифицированные реликты, из советских мрачных период, недавно оживил бывшый консультант Штази .

Воинственный "пиротехник
" Вова-Франкенштеин ГЕ-БЕ-йстких реликтов сегодня из Украйны и из Киргизии цинично сгребает урожай насилия.


#4 Siknadmo    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17112 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 215
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 10:06 AM

ერთი თეა თუთბერიძეა პროდვინუტი და მეორე ლეო ნაFტა :)

ძირითადად ეგ. წოდებული პროდვინუტები из неблагополучных семей არიან, ადამიანები
რომლებიც ითვლებოდნენ მარგინალებად იმ საზოგადოებაში და ამის გამო გაუჩნდათ
აგრესია,
ხოლო შემდეგ მოითრიეს გრანტები და გაუჩნდათ უამრავი დრო და საშუალება
რომ ფორუმებში ფსევდო ინტელექტუალური პოსტებით დააბოლონ დაბალი ინტელექტის
მქონე, ძირთადად პროვინციელი ახალგაზრდობა :D

შანსი არაა ამ სასტავმა თბილისურ საზოგადოებაში რაიმე პატივისცემა მოიპოვონ,
მიშას წასვლის შემდეგ თოვლივით დადნებიან :no:

გამოხმაურება რედაქტირებულია Siknadmo: 02 April 2010 - 10:08 AM

დიდება შენდა, უფალო!!! ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო! ...

მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი

#5 dariala    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1073 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 18
პოზიტიური

დაწერილია 02 April 2010 - 10:10 AM

ისე მე პირიქით მეგონა, რომ ეკლესიაში სიარული იყო მოდა და არა ლანძღვა :D იმაზე მეცინება ხოლმე, რომელიმე ნაციონალის ინტერვიუ რომაა და სპეციალურად ხატების ფონზე რომ დგანან - აქაოდა აი ნახეთ რა მორწმუნე ვარ, ტყუილს როგორ გეტყვითო. :no:
რა თქმა უნდა ყველას აქვს არჩევანის უფლება, უნდა ბუდისტი იქნება, უნდა ქრისტიანი და უნდა ცეცხლთაყვანისმცემელი. მაგრამ აი მე ხომ ვარ მართლადიდებელი - ისლამში მაგალითად ბევრი რამ არ მომწონს, გნებავთ ქრისტიანობის განშტოება - კათოლიციმზში, მაგრამ ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას შევურცხყო რომელიმე მათგანი. მითUმეტეს ჩემი მშობლიური, ჭეშმარიტი სარწმუნოების. მით უფრო, რომ ჩემს წინაპარს ამ სარწმუნოების დაცვაში სისხლი დაუღვრია.
არის კიდევ ერთი - ეკლესიის გმობა ღმერთის გმობაა და ადრე თუ გვიან ეგ ურემიც დაგვეწევა.
მაგრამ უნდა განისაზღვროს - რას გმობს ადამიანი? სარწმუნოებას მთლიანად თუ შორტებიან მოძღვარს???
პ.ს. ისე რატომ გონია ვინმეს რომ მხოლოდ ეკლესიაშია სიარულით და ფილაქანზე თავის რყტმევით ისაზღვრება რწმენა, ან ის რატომ გონიათ, რომ მხოლოდ კარგი საქმეების კეთების ცხონდება ადამიანი. მხოლოდდამხოლოდ მაშინ არის ადამიანი სწორად მორწმუნე, როცა ეს ორივე მხარე გაერთიანებულია.
ნუ ხო, ზოგს ის მიზეზი აქვს - ეკლესიაში იმიტომ არ დავდივარ, რომ მღვდელი არ მომწონსო. კაცოოუუუუ - შეიძლება სკოლაში მასწავლებელი არ მოგწონდეს, მაგრამ ხომ მაინც დადიხარ? ასეა აქაც - სულსაც უნდა სწავლა და მკურნალობა :)

გამოხმაურება რედაქტირებულია dariala: 02 April 2010 - 10:23 AM

Ты даже не знаешь, что играешь? Это джаз!

#6 Siknadmo    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17112 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 215
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 10:22 AM

ბადრი_წიქორაძე

 qartlosiს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 07:46 AM):

მე შემიძლია ვთქვა, რომ მორწმუნე ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ჯერ არ მითქვამს აღსარება და არ დამიცავს მარხვა. ღმერთის არსებობის ძალიან მწამს და არაერთხელ დავრწმუნებულვარ მის არსებობაში. სხვა მხრივ ცხოვრებაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რაც ღმერთს არ ესიამოვნებოდა.
ანუ, წმინდანი ბრძანდებით ბატონო ბადრი,
ქალისთვის გულისთქმით არ გაგიხედავთ, რისხვაში არ ჩავარდნიხლხართ,
ფუჭად არ გიოცნებიათ სიმდიდრეზე, კარიერაზე,
მოყვასი ისევე გიყვართ როგორც საკუთარი თავი და ემსახურებით მათ ისევე როგორც საკუთარ თავს

გამოხმაურება რედაქტირებულია Siknadmo: 02 April 2010 - 10:24 AM

დიდება შენდა, უფალო!!! ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო! ...

მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი

#7 Siknadmo    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17112 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 215
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 10:27 AM

dariala

 darialaს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 10:10 AM):

ნუ ხო, ზოგს ის მიზეზი აქვს - ეკლესიაში იმიტომ არ დავდივარ, რომ მღვდელი არ მომწონსო. კაცოოუუუუ - შეიძლება სკოლაში მასწავლებელი არ მოგწონდეს, მაგრამ ხომ მაინც დადიხარ? ასეა აქაც - სულსაც უნდა სწავლა და მკურნალობა
ყველა პროდვინუტს თუ დვინუტს თავისი ისტორია აქვს როგორ მივიდა გულანთებული ეკლესიაში და როგორ გადააწყდა საშინელ ურჩხულ ბავშვი ჭამია ანაფორას ამოფარებულ სერიულ მკვლელს :)

გამოხმაურება რედაქტირებულია Siknadmo: 02 April 2010 - 10:28 AM

დიდება შენდა, უფალო!!! ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო! ...

მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი

#8 dariala    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1073 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 18
პოზიტიური

დაწერილია 02 April 2010 - 10:30 AM

Siknadmo
:) ხო ეგეთებიც მსმენია, მაგრამ ზოგჯერ თავად მრევლი ისე გაბრკოლებს. ერთხელ მეგობარმა მომიყვა - წირვაზე იყო და ვიღაც გოგონა შარვლით შევიდა ტაძრის ეზოში. ხოდა ყოვლისმცოდნე და სტაჟიანობის გამო ამაყი ქალები რომ არიან ხოლმე- ერთერთმა კინაღამ შემოახია თურმე - როგორ შემოხვედი აქ ეგეთიო. კი, მართალია, რომ არ უნდა ჩაიცვა შარვალი ტაძარშიც და მის გარეთაც, მაგრამ იმ ინცინდენტის შემდეგ ის გოგო ხომ აღარც გაიხდავს ტაძრისკენ. მეც არ ვიცოდი თავიდან და ერთხელ შარვალი მეცვა და ისე ვეზიარე :D
Ты даже не знаешь, что играешь? Это джаз!

#9 Siknadmo    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17112 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 215
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 10:36 AM

 darialaს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 2 2010, 10:30 AM):

Siknadmo
:no: ხო ეგეთებიც მსმენია, მაგრამ ზოგჯერ თავად მრევლი ისე გაბრკოლებს. ერთხელ მეგობარმა მომიყვა - წირვაზე იყო და ვიღაც გოგონა შარვლით შევიდა ტაძრის ეზოში. ხოდა ყოვლისმცოდნე და სტაჟიანობის გამო ამაყი ქალები რომ არიან ხოლმე- ერთერთმა კინაღამ შემოახია თურმე - როგორ შემოხვედი აქ ეგეთიო. კი, მართალია, რომ არ უნდა ჩაიცვა შარვალი ტაძარშიც და მის გარეთაც, მაგრამ იმ ინცინდენტის შემდეგ ის გოგო ხომ აღარც გაიხდავს ტაძრისკენ. მეც არ ვიცოდი თავიდან და ერთხელ შარვალი მეცვა და ისე ვეზიარე :D
ოოო, ასაკოვანი ქალების გარკვეული კატეგორია ასეთია :D
ხშირად ეკლესიაში ხალხი იმიტომაც მიდის რომ ძალიან დიდი სტრესი მიიღეს
ცხოვრებაში, ერთსულოვნების ტელევიზიაში სასულიერო პირებთან არის პირდაპირი ზრები და კითხვები მოძღვართან,
ძირითადად ასაკოვანი ქალები რეკავენ და ნახევარზე მეტი კითხვის დასმისას ტირის
ან ეტყობა ხმაზე რომ ნევროზი აქვს,
ამ ადამიანებმა ცხოვრების მეორე ნახევარში გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ ეკლესიურები
და ეკლესია მათთვის ფსიქოლოგიური განტვირთვის ადგილი უფროა ვიდრე სულიერი
ხსნის და სრულყოფილების გზა

რუსულ ეკლესიებში კი არიან ბაბკები-მოხუცი ქალები, რომლებთანაც შედარებით
ჩვენი ასაკოვანი ქალბატონები უფრთო ანგელოზად მოგეჩვენება :)

გამოხმაურება რედაქტირებულია Siknadmo: 02 April 2010 - 10:38 AM

დიდება შენდა, უფალო!!! ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო! ...

მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი

#10 nuaka    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 784 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 April 2010 - 10:41 AM

 lasha1997ს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 06:34 AM):

„პრადვინუტ“ ქართველებს
ხომ ვერ განმარტავდით ამ ტერმინს?:)
ვის გულისხმობთ პრადვინუტ ქართველებში -ბრჭყალებში და ბრჭყალებს გარეთ?

 qartlosiს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 08:46 AM):

მორწმუნე ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ჯერ არ მითქვამს აღსარება და არ დამიცავს მარხვა. ღმერთის არსებობის ძალიან მწამს და არაერთხელ დავრწმუნებულვარ მის არსებობაში.
დადებული სურათი
დედაჩემის ბებიას 17 და 18 წლის ქალიშვილები დაეღუპა ერთდროულად.რაღაც საშინელი გრიპის ეპიდემიით.
ეს ქალი იყო სულიერიად არისტოკრატი და მატარებელი ყველა ქალურ-ადამიანური ღირსებისა.ამ უბედურებამ მას აღმოახდენინა:"ღმერთი რომ არსებობდეს,ჩემი უმანკო ანგელოსების დახოცვას როგორ დაუშვებდაო?" იმ დღის მერე მას ფეხი აღარ მიუდგამს ეკლესიაში.
მაგრამ
თურმე დედაჩემს ჩაესმოდა ხოლმე თუ როგორ ლოცულობდა ის გამთენიისას,ყველასგან მალულად.
და ყოველ შობასა და აღდგომას ბავშვებს კალათით გაატანდა საჭმელებს ტაძარში ღარიბი ადამიანებისათვის დასარიგებლად.

მორალი:
ადამიანის დღევანდელ ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს, მის შეკითხვებს ადამიანისათვის აუცილებელ სასიცოცხლო ღირებულებებზე, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს ეკლესიური დოგმატური სწავლება, რომელიც მოითხოვს ცნობიერების ჩაურევლად, ანუ ბრმად აღიარებას და უსიტყვო მორჩილებას.
ადამიანის ღირსებას, მის ცნობიერ მდგომარეობას არ შეესაბამება და არც ეკადრება იმის ბრმად მიღება, ანუ დაჯერება, რაც საკუთრივ პირადი ცნობიერებით არ იქნება აღქმული. უწინ ეს ასე არ იყო. რადგან ადამიანს არ გააჩნდა ცნობიერების ის მოცულობა რაც მან შეიძინა დროთა განმავლობაში,ევოლუციის პროცესში.
არა ბრმად დაჯერებას, არამედ აწ საკუთარი, პირადი აღქმის მონაწილეობას მიელტვის ადამიანი იმ საგანთა და მოვლენათა შესამეცნებლად, რაც უწინ მიუწვდომელი იყო, ხოლო ახლა ეს შესაძლებელია.
მაგრამ რელიგიური ინსტიტუტი შორეულ წარსულში გაქვავდა და გაიყინა თავის მიმართებებში. მაშინ, როცა ადამიანი შეიცვალა და გაიზარდა.
ასეთია ფაქტობრივი ვითარება.

#11 Siknadmo    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17112 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 215
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 10:46 AM

nuaka

 nuakaს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 10:41 AM):

ადამიანის დღევანდელ ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს, მის შეკითხვებს ადამიანისათვის აუცილებელ სასიცოცხლო ღირებულებებზე, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს ეკლესიური დოგმატური სწავლება, რომელიც მოითხოვს ცნობიერების ჩაურევლად, ანუ ბრმად აღიარებას და უსიტყვო მორჩილებას.
ჩემსას აკმაყოფილებს შენსას ვერ აკმაყოფილებს, ასე რომ გამოდის მე არ ვარ ადამიანი?
იქნებ შენ ვერ აკმაყოფილებ იმ სტანდარტებს რასაც აწესებს ეკლესია?

გამოხმაურება რედაქტირებულია Siknadmo: 02 April 2010 - 10:47 AM

დიდება შენდა, უფალო!!! ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო! ...

მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი

#12 ბადრი_წიქორაძე    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 597 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:თბილისი
რეპუტაცია: 6
პოზიტიური

დაწერილია 02 April 2010 - 11:01 AM

 Siknadmoს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 2 2010, 10:22 AM):

ბადრი_წიქორაძე

ანუ, წმინდანი ბრძანდებით ბატონო ბადრი,
ქალისთვის გულისთქმით არ გაგიხედავთ, რისხვაში არ ჩავარდნიხლხართ,
ფუჭად არ გიოცნებიათ სიმდიდრეზე, კარიერაზე,
მოყვასი ისევე გიყვართ როგორც საკუთარი თავი და ემსახურებით მათ ისევე როგორც საკუთარ თავს

ქალებში ჩამჭერით ბატონო შიკმანდო! მაქვს მაგ ცოდვა. კარგად რომ დავაკვირდეთ შეიძლება სხვებიც აღმომაჩნდეს, მაგრამ ჩემს გულში შური და ბოროტება არასდროს ყოფილა, არც არავინ დამიჩაგრავს ცხოვრებაშ და ბევრი დაჩაგრულის ფეხზე დაყენებაც მიცდია.

როგორც ცოდვილ ადამიანს შეფერის, ისე ვცდილობ, რომ რაიმე ნაბიჯის გადადგმის დროს გავიაზრო, მოეწონება ეს ნაბიჯი ღმერთს თუ არა.

წმინდანობის პრეტენზია ნამდვილად არა მაქვს. კაცობის კი.

გამოხმაურება რედაქტირებულია ბადრი_წიქორაძე: 02 April 2010 - 11:03 AM

საქართველოში, საერთო სიდუხჭირის ფონზე, არ არსებობს არც ერთი მუნიციპალური საავადმყოფო უპოვართათვის.

#13 Siknadmo    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17112 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 215
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 11:16 AM

 ბადრი_წიქორაძეს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 2 2010, 11:01 AM):

ქალებში ჩამჭერით ბატონო შიკმანდო! მაქვს მაგ ცოდვა. კარგად რომ დავაკვირდეთ შეიძლება სხვებიც აღმომაჩნდეს, მაგრამ ჩემს გულში შური და ბოროტება არასდროს ყოფილა, არც არავინ დამიჩაგრავს ცხოვრებაშ და ბევრი დაჩაგრულის ფეხზე დაყენებაც მიცდია.

როგორც ცოდვილ ადამიანს შეფერის, ისე ვცდილობ, რომ რაიმე ნაბიჯის გადადგმის დროს გავიაზრო, მოეწონება ეს ნაბიჯი ღმერთს თუ არა.

წმინდანობის პრეტენზია ნამდვილად არა მაქვს. კაცობის კი.
და რა იცით რა მოთხოვნები აქვს ღმერთს ადამიანის მიმართ?
თუკი თქვენ ღმერთმა კაგი ზნე და ბუნება მოგანიჭათ და თქვენი ბუნებიდან გამომდნარე
ხართ კეთილი ადამიანი, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს უფლის თვალში,

წმინდანები-საკუთარ თავს უცოდვილეს ადამინებად აღიქვავდნენ-და ეს არ იყო სპექტკაკლი და შოუ,
საკუთარი ცოდვილი ბუნების აღქმა ესაა საფუძVელი ადამიანის სულის ხსნის,
ასეა ჩვენებურად-მართლმადიდებლურად,

ანუ, ჩვენ მართლმადიდებლები ვთვლით რომ, თუკი ადამიანს არა აქვს აღქმა
საკუთარი ცოდვების, იგი შორსაა ღმერთისგან,

საკმაოდ, საკმაოდ მიუღებელია ეს ადამიანის ამპარტავანი ბუნებისთვის,
როგორ კაცი, ჩემზე მართალი და წესიერი ადამიანი ამ ქვეყნააზე არ დადის,
ძალიან ხშირია შემთხვევა როდესაც ადამიანი მიდის მოძღვართან და ეუბნება

მე არანაირი ცოდვა არ ჩამიდენია ცხოვრებაში, მართალი ვარ :)
აბა შე კაი კაცო თუ მართალი ხარ რაღა გინდა ეკლესიაში წადი ცაში :D (თქვენ არ გგულისხმობთ ზოგადად)
დიდება შენდა, უფალო!!! ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო! ...

მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი

#14 Saturn    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 170
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 11:21 AM

lasha1997

 lasha1997ს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 05:34 AM):

ხენდრო აქ არ იყიდება
ხენდრო თუ ენდრო? :)

dariala

 darialaს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 10:10 AM):

ისე მე პირიქით მეგონა, რომ ეკლესიაში სიარული იყო მოდა
რატომ გეგონა და არ გგონია? რამემ დაგარწმუნა საწინააღმდეგოში?

Siknadmo

 Siknadmoს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 10:06 AM):

შანსი არაა ამ სასტავმა თბილისურ საზოგადოებაში რაიმე პატივისცემა მოიპოვონ
თბილისური საზოგადოება? ასეთი რამ არსებობს?
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე

#15 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 02 April 2010 - 11:24 AM

 lasha1997ს ციტატა(დაპოსტვის დრო 2nd April 2010 - 06:34 AM):

რატომ სძულთ „პრადვინუტ“ ქართველებს საკუთარი სარწმუნოება?
ვის გულისხმობ პროდვინუტებში ჯერ ეს თქვი და მერე ექნება აზრი ლაპარაკს.
"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი