კონტენტზე გადახტომა


ნატო-საქართველო


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
5 პასუხი თემაში

#1 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 01 April 2010 - 10:31 PM

დადებული სურათი დადებული სურათი






ბიოგრაფია

გიორგი ბარამიძე დაიბადა 1968 წლის 5 იანვარს ქ. თბილისში. მან დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას გარემოს დაცვის კათედრაზე. არის მეცნიერული კვლევების ავტორი. გიორგი ბარამიძე იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. მონაწილეობას იღებდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების გადარჩენა-აღდგენის საქმეში.

1989 წლიდან იგი იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრალური საბჭოს წევრი. 1990 წელს საქართველოს მწვანეთა პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ამ პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი.

1992 წელს მუშაობა დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კომიტეტში, სამმართველოს უფროსად.

აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მწვანეთა ეგიდით აფხაზეთის მოსახლეობის დახმარების ჰუმანიტარულ შტაბს. შემდგომ გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა დაკარგულთა მოძიებისა და ტყვეთა გათავისუფლების სახელმწიფო შტაბს. მისი უშუალო ძალისხმევით სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ იქნა მძევლად დარჩენილი 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ტყვეობიდან გათავისუფლდა 200-მდე ქართველი მებრძოლი, მონაწილეობას იღებდა ოჩამჩირეში, (სოფ. ლაბრაში), სოხუმში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

1992 წლიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და გახდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობის საკითხთა კომისიის მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი, აგრეთვე NATO-ს პროგრამაში «პარტნიორობა მშვიდობისათვის» საქართველოს მონაწილეობის სახელმწიფო საკოორდინაციო კომისიის წევრი.

1995 წელს დაამთავრა აშშ თავდაცვის სამინისტროს ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უშიშროების საკითხთა და თავდაცვითი ეკონომიკის ცენტრი (გერმანია, გარმიშ-პატერკირხენი).

1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად დიდუბის რაიონიდან.

1995 წლის ნოემბიდან 1996 წლის მარტამდე ასრულებდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოვალეობას.

1996 წლის მარტიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით კომისიის მუშაობის საფუძველზე თანამდებობიდან გადაყენებულ იყვნენ მინისტრები: დ. გულუა (სოფლის მეურნეობის), ფ. ინჯია (კავშირგაბმულობისა და ფოსტის), დ. ზუბიტაშვილი (ენერგეტიკის), დ. იაკობიძე (ფინანსთა). ასევე დ. ელიაშვილი (საქ. გაზის დეპარტამენტის თავმჯდომარე). კომისიის დასკვნის საფუძველზე სახელმწიფოს მფლობელობაში დაუბრუნდა გუდაურის სასტუმროს 8. მლნ. ლარის ღირებულების აქციათა პაკეტი.

1996 წლის სექტემბრიდან კი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია «მოქალაქეთა კავშირი»-ს თავმჯდომარედ.

1997 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოში «გაერო»-ს განვითარების პროექტის ერთობლივი პროგრამა «კორუფციის კვლევის ცენტრი», რომლის პირველ ეროვნულ დირექტორად თავად დაინიშნა.

1998 წლის ივლისში გადადგა სმკ-ს ფრაქციისა და პარლამენტის ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

1998 წლიდან იმყოფებოდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში, სადაც იგი, როგორც უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა და ამავდროულად სენატორ კარლ ლევინთან (მიჩიგანის შტატი, დემოკრატი) იკვლევდა ა.შ.შ. სახელისუფლო სტრუქტურების ფუნქციონირების პოლიტიკის საკითხებს. აგრეთვე სწავლობდა აშშ-სა და კავკასიის რეგიონის პოლიკიტური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშორმლობის მექანიზმებს.

1999 წლის ივლის-აგვისტოში პრაქტიკა გაიარა აშშ-ს სენატის სამხედრო სამსახურის კომიტეტში.

1999 წლის ოქტომბრიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრად დიდუბის რ-ნის # 8 საარჩევნო ოლქიდან.

2000 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის აპრილამდე იყო არჩეული პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2001 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2002 წლის ივნისში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია «გაერთიანებული დემოკრატები»-ს თავმჯდომარედ. ამავდროულად, იყო NATO-ს საპარლამეტნო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ბალტიისპირეთში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე.

2003 წელს კვლავ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად დიდუბის რაიონის #8 საარჩევნო ოლქიდან.

2003 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.

2004 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.

2004 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

2006 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრად.

2006 წლის თებერვალში ლიტვის დამოუკიდებლობისა და საქართველო-ლიტვის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის ლიტვის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო ""The Grand Cross of Commander of the Order for Merits to Lithuania" გადაეცა.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებს.
არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ფარიკაობაში და საქართველოს კარატე-დო-ს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

ჰყავს მეუღლე - ეკა ჯაფარიძე და ქალიშვილი ანა.

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 06 April 2010 - 10:09 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#2 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 06 April 2010 - 10:01 PM

რა არის NATO

ნატო

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს არის ჩრდილო ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.

ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას. ნატო წარმოადგენს ფორუმს სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ ერთობლივად განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და იმოქმედონ ერთობლივად.

ნატო არის სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სესიებს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი.

ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც გათვალისწინებულია დამფუძვნებელი ხელშეკრულების მეხუთე მიხლით:
“ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმის და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც აუცილებელი იქნება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის.

პარტნიორობა მშვიდობისათვის

პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) არის ნატო-ს პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის დამყარებას ალიანსი-ს, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. იგი პირველად შემოთავაზებულ იქნა, როგორც ამერიკის ინიციატივა 1993 წლის 20-21 ოქტომბერს, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია).

1994 წლის 10-11 იანვარს, ნატო-მ წარადგინა პრაქტიკული ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა - პარტნიორობა მშვიდობისათვის, ნატო-სა და ინდივიდუალურ წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს დაამყარონ ინდივიდუალური ურთიერთობა ნატო-სთან, თანამშრომლობისათვის საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით.

დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რაზეც დგას თავად ალიანსი, პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის მიზანია სტაბილურობის გამყარება, საფრთხეების თავიდან აცილება და მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, როგორც ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყანას შორის, ისე პარტნიორ სახელმწიფოებს შორის.

პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სპეციალურ ვალდებულებებს თიოთოეული პარტნიორისთვის. პარტნიორი სახელმწიფო ღებულობს დემოკრატიული საზოგადოების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის შეთახმებებით აღებული ვალდებულებების დაცვის, სამხედრო ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების პატივისცემის და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის და ნატო-სთან ერთად ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ.

პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას ღებულობენ ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა და დასაწყობებული აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების, ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნასა და სამეცნიერო კვლევებში.

პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან კონტრიბუციას ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში პარტნიორი ქვეყნის ძალების თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა და პარტნიორებს შორის.


ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო

ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) არის მრავალმხრივი ფორუმი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ნატო-ს, ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ევროპისა და აზიის პერიფერიებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. დღეს ის არის 28 წევრ სახელმწიფოს და 22 პარტნიორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმი, რომელიც იკრიბება ყოველთვიურად ელჩების დონეზე, ხოლო ყოველწლიურად საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე. წევრი ქვეყნები იკრიბებიან, რათა ითანამშრომლონ და შეთანხმდნენ რიგ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე.

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა 1997 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ ევრო–ატლანტიკური პარტნიორიბის საბჭო, რომელმაც ჩაანაცვლა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო.

გრძელვადიანი პოლიტიკური კონსულტაციები და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში ხორციელდება ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის სამუშაო პროგრამის ფარგლებში. ეს სფეროები მოიცავს მშვიდობის დაცვისა და კრიზიების მართვის ოპერაციებს, რეგიონულ საკითხებს, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებაზე კონტროლს, საერთაშორისო ტერორიზმს, დაგემგვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიის პოლიტიკას, საგანგებო სიტუაციების დაგეგმარებას, შეიარაღების ოპერაციებს, ატომურ უსაფრთხოებას, საჰაერო მიმოსვლის მართვის სამოქალაქო და სამხედრო კოორდინაციასა და სამეცნიერო თანამშრომლობას.


ნატო-ს სტრუქტურა

ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებისა და მისიების მუშაობის სრულყოფილად განხორციელებას ეხმარება ნატო-ს საერთაშორისო და სამხედრო სამსახური, რომელიც მდებარეობს შტაბ-ბინაში. თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელს აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი საბჭოს შეხვედრების დროსა და არსებულ კომიტეტებში, მათ აქვთ სუვერენული ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად ისინი არიან პასუხისმგებელნი მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ნატო-ს შტაბ-ბინა არის ალიანსის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მუდმივი ადგილსამყოფელი.

ნატო-ს შტაბ-ბინაში იკრიბება სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები ყველა წევრი ქვეყნიდან, რათა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე. შტაბ-ბინა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის წარმოების ადგილს მოკავშირე ქვეყნებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მათ ერთობლივ მუშაობას სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით.

ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამსახურს, და ადმინისტრაციული კუთხით კი არის საერთაშორისო სამსახურის წევრი. მას გააჩნია პირადი ოფისი, შემდგარი დირექტორის, მომუშავე პერსონალის, გენერალური მდივნის მოდგილის, სამართლებრივი საკითხების მრჩევლისა და პოლიტიკის დაგეგმარების განყოფილებისაგან.

ნატო იმართება 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულებით და სხვა არსებული დოკუმნეტებით. ყველა წევრი სახელმწიფო აგზავნის დელეგაციას ბრუსელში (ბელგია) ნატო-ს შტაბ-ბინაში. თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი არის მუდმივი წარმომადგენელი. მუდმივი წარმომადგენლები ქმნიან ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება.

საბჭო პერიოდულად ატარებს უფრო მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც იკრიბება წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო მინისტრები ან სახელმწიფოს მეთაურები. ამ დონის შეხვედრებზე გადაწყვეტილებები მიიღება ნატო-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა თუ რა დონეზე ტარდება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები, გადაწყვეტილებები თანაბარმნიშვნელოვანია.

ნატო-ს შტაბ-ბინაში დაახლოებით 4200 ხალხი მუშაობს სრული განაკვეთით. ამათგან 2100 არის მოკავშირე ქვეყნების ეროვნული დელეგაციის წევრი და ნატო-ს სამხედრო ეროვნული წარმომადგენელი. დაახლოებით 1200 არის ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის სამოქალაქო წევრი, ხოლო დაახლოებით 500-ზე მეტი – საერთაშორისო ეროვნული სამხედრო სამსახურის წევრი. სამოქალაქო წევრები, ნატო-ს სააგენტოების თანამშრომლების ჩათვლით, განლაგებულნი არიან ბრიუსელის გარეთ, იმ სამოქალაქო წევრების რაოდენობა, რომლებიც მსახურობენ ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურში, დაახლოებით აღწევს 5200-ს.

ნატო-ს გაფართოება

ნატო-ს “ღია კარის პოლიტიკა” ემყარება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლზე. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მოწვევას გახდეს ალიანსის წევრი, იღებს ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, ნატო-ს ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. მესამე სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ნატო-ს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. გაფართოების მიზანი მდგომარეობს სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში, ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობაში, მშვიდობისათვის გაერთიენებაში, დემოკრტიული და საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, გაატაროს წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები და ხელი შეუწყოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 1949 წლიდან ნატო-ს წევრ ქვეყანათა რაოდენობა, გაფართოების ექვსი საფეხურის გავლით 12-დან გაიზარდა 18 ქვეყანამდე.

გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) გახდნენ წევრი ქვეყნები, მიმდინარეობდა ცივი ომის დროს, როდესაც გადაწყვეტილები მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოების პროცესი წარმოადგენდა ცოცხალი დებატების საგანს. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება მოიტანდა სასურველ შედეგს. ზოგიერთი შიშობდა გაფართოების პოლიტიკით ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით რუსეთთან შესაძლო ნეგატიურ გავლენაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატო-ს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც მადრიდის სამიტზე, 1997 წელს გაწევრიანების მიზნით ალიანსმა მოიწვია ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი, რომლებიც 1999 წელს შეუერთდენენ ალიანსს. ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრებიდან, ეს ქვეყნები გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.

1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შემუშავებული იქნა წევრობის სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan- MAP), რათა დახმარებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს მომზადებულიყვნენ ნატო-ს შესაძლო წევრობისათვის.

ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დასაწყების მიზნით მიწვეულ იქნენ ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს და ნატო-ს წევრები გახდნენ 2004 წელს. აღსანიშნავია, რომ შვიდივე ქვეყანა მონაწილეობას იღებდა წევრობის სამოქმედო გეგმაში.

ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც მიწვეულ იქნენ 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე, ოფიციალურად ალიანსს შეუერთდნენ 2009 წლის 1 აპრილს.

2009 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან მიერთების მიზნით მიიწვიეს მონტენეგრო და მიიღეს გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცოგოვინას მიწვევის შესახებ, ქვეყნის მიერ რეფორმების გატარების კუთხით საჭირო პროგრესის მიღწევის შემდეგ.

ბუქარესტის სამიტზე გაფართოების შესახებ მიღებულ იქნა მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მონტენეგროსთან დაიწყო ინტენსიური დიალოგი გაწევრიანებასა და რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. მოკავშირე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა, რომლებიც უკვე ჩართულნი იყვნენ ინტენსიურ დიალოგში ნატო-სთან, მომავალში გახდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.










ინფორმაცია საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებ

• 1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი (NAჩჩ);
• 1994 წლის 23 მარტს საქართველო შეუერთდა ნატო -ს ''პარტნიორობა მშვიდობისათვის'' პროგრამას (PFP);
• 1995 წლის 18 ივლისს საქართველო შეუერთდა ~შეთანხმებას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ-ქვეყნებსა და ''პარტნიორობა მშვიდობისათვის~ პროგრამაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის ძალების სტატუსის შესახებ''(SOFA);
• 1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო -ში პირველი "ინდივიდუალური პარტნიორობის" პროგრამა (Indivisual Partnership Programm/IPP);
• 1997 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა გაუკეთა რატიფიცირება "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ" შეთანხმებას (SOFA);
• 1997 წლის 30 მაისს შეიქმნა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი;
• 1998 წლის 22 აპრილს NATO-ში საქართველოს დიპლომატიური მისია გაიხსნა და საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა NATO-ს გენერალურ მდივანს;
• 1999 წლის მარტში საქართველო მიუერთდა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის "დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს" ანუ როგორც შემოკლებით უწოდებენ პარპ-ს (Planning and review Process – PARP). საქართველომ აიღო ვალდებულება 25 "თავსებადობის ამოცანის" განხორციელების თაობაზე. ამასთან, დოკუმენტში საქართველოს გაცხადებული აქვს მსუბუქ ქვეითთა ერთი ბატალიონი (იგულისხმება კოჯრის სასწავლო ცენტრი), რომლის ერთი ოცეული მზად უნდა ყოფილიყო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად 1999 წლის დასასრულისათვის, რაც პრაქტიკულად განხორციელდა და ამით PARP-ის პირველი საფეხური რეალურად იქნა დაძლეული;
•1999 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში;
• 2000 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა გაუკეთა რატიფიცირება "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ" შემდგომ დამატებით ოქმს;
• 2001 წელს დაიწყო PARP-ის ახალი ციკლი, რაც თავსებადობის მიზნების საპარტნიორო ამოცანებად შეცვლას ითვალისწინებს. საპარტნიორო ამოცანები უფრო დაწვრილებითი ხასიათისაა და უფრო მომთხოვნია საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ. NATO-მ უკვე შეიმუშავა საპარტნიორო ამოცანების პროექტი საქართველოსთვის. მათი განხილვა თბილისში 2001 წლის აპრილში ნატოელ კოლეგებთან ერთად მოხდა, ხოლო საბოლოოდ იმავე წლის მაისში დამტკიცდა. ამგვარად, მიღწეული თავსებადობით საქართველო შეძლებს, სრულფასოვანი გახადოს თავისი მონაწილეობა ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამშვიდობო ოპერაციებში;
• 2001 წლის 11-23 ივნისს საქართველოში ჩატარდა (ქ. ფოთი) NATO-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები "კოოპერატივ პარტნერ-2001" (Cooperative Partner-2001);
• 2002 წლის 17-28 ივნისს საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა NATO-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები "კოოპერატივ ბესტ ეფორტ-2002" (Cooperative Best Effort-2002);
• 2002 წლის ივნისში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობა NATO-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან ((NAMCA – NATO Maintainance and Supply Agency) "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში (PfP Trust Fund);
• 2002 წლის 13 სექტემბერის საქართველოს პარლამენტის #1661-ის დადგენილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისა და ეფექტურად წარმართვისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, დაადგინა, რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალოს საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად დაიწყოს NATO-ში გაწევრიანების პროცესი;
• 2002 წლის 21-22 ნოემბერს ქ. პრაღაში გამართული NATO-ს უმაღლესი დონის სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში - "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში" მონაწილეობის მიღების თაობაზე;
• 2002 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა "საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა", რომელიც ხუთი ძირითადი ნაწილისგან შედგება:1) პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები; 2) თავდაცვის და სამხედრო საკითხები; 3) რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები; 4) უსაფრთხოების საკითხები; 5) სამართლებრივი საკითხები;
• 2003 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #235 ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებათა და ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი;
• 2003 წლის სექტემბერში (ქ. თბილისი) ჩატარდა NATO-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო-სამედიცინო წვრთნები "მედ კეირ -–რესკურერ 03" (Med Care Rescue - 03);
• 2003 წელს საქართველომ ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში (ISAF) მიიღო მონაწილეობა.
• 2004 წლის 28-29 ივნისს სტამბოლში გამართულ NATO-ს უმაღლესი დონის სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ოფიციალურად შეუერთდნენ "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის" ინიციატივას;
• 2004 წლის 29 ოქტომბერს NATO-ს უმაღლესმა ორგანომ ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ (NAC) ე.წ "დუმილის პროცედურის" საფუძველზე დაამტკიცა საქართველოს "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა";
• 2004 წლის 31 დეკემბერს, ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციის ხელშეწყობის, სახელმწიფო სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ეფექტური კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, (საქართველოს მთავრობის დადგენილება #133) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა;
• 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი სახელმწიფო კომისია, რომელიც წარმოადგენს უწყებათაშორის ჯგუფს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიას დაევალა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინირება და მონიტორინგი;
• 2005 წლის 14 თებრვლიდან ძალაში შევიდა შეთანხმება "NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის მეკავშირე ოფიცრის მოვლინების შესახებ საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის", რის საფუძველზეც საქართველოში მოვლინებულ იქნა სამხრეთ კავკასიისთვის მეკავშირე ოფიცერი;
• 2005 წლის 2 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის NATO-ს ძალებისა და NATO-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ";
• 2005 წელს გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი NATO-ს შესახებ;
• 2006 წლის 21 სექტემბერს ნიუ-იორკში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე – ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე (Intencified Dialogue on Membership Issues) გადავსვლასთან დაკავშირებით;
• 2007 წელს საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP საჰაერო წვრთნებს “Cooperative Archer 2007”;
• 2008 წლის 3 აპრილს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში NATO-ს სამიტზე ალიანსის წევრ-სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრი ქვეყნები;
• 2008 წლის 19 აგვისტოს, ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის დროს ალიანსმა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) დაარსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ურთიერთგაგების მემორანდუმს 2008 წლის 15 სექტემბერს, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი და გაიმართა კომისის პირველი სხდომა. კომისია პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს;
•2008 წლის 2-3 დეკემბრის NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფორმატში MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე გაგრძელდეს. საქართველო ANP-ის NATO-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს და შესაბამისად დოკუმენტს ყველა იმ მნიშვნელოვანი რეფორმებითა და საკითხებით ტვირთავს, რომლითაც ხელს შეუწყობს NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას.NGC–ი და ANP–ი მთავარ როლს შეასრულებს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაში;
• 2008 წელს, აგრეთვე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის შექმნასთან დაკავშირებით;
• 2009 წლის მაისში საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP წვრთნებს “Cooperative Longbow&Lancer 2009”, სადაც 14 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა;
• 2009 წლის ნოემბერში ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში გაიგზავნა ერთი სახმელეთო ასეული.

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#3 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 06 April 2010 - 10:08 PM

1.----წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) ----Visit Website


2.----NATO-საქართველოს კომისია/NGC----Visit Website
3.---- ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე - ID----Visit Website
4.----ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP)----Visit Website
5.----საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია----Visit Website
6.----საქართველოს მისია NATO-ში----Visit Website
7.----საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო----Visit Website
8.----ახალი ამბები---Visit Website








მისამართი:
ინგოროყვას7, თბილისი, 0134
ტელ/ფაქსი (995 32) 932867

e-mail:info@eu-nato.gov.ge

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 06 April 2010 - 10:13 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#4 kisa    ნიკის ჩასმა

    vredina

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 11416 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 111
საუკეთესო

დაწერილია 06 April 2010 - 10:31 PM

ამ განყოფილებაში ნატოს რა უნდა? :givi:

საზოგადოება და პოლიტიკა > სამართალი , კანონი,ადამიანის უფლებები
"როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…"
მარტინ ნიმოელერი

#5 Saturn    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 170
საუკეთესო

დაწერილია 06 April 2010 - 10:32 PM

გამოხმაურების ნახვაkisaს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 6 2010, 10:31 PM):

ამ განყოფილებაში ნატოს რა უნდა? :givi:

საზოგადოება და პოლიტიკა > სამართალი , კანონი,ადამიანის უფლებები
ნატოს წევრ ქვეყნებში არის კარგი სასამართლო, კანონი კანონობს და ადამიანის უფლებებიც დაცულია :D
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე

#6 kisa    ნიკის ჩასმა

    vredina

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 11416 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 111
საუკეთესო

დაწერილია 06 April 2010 - 10:34 PM

Saturn

გამოხმაურების ნახვაSaturnს ციტატა(დაპოსტვის დრო 6th April 2010 - 11:32 PM):

ნატოს წევრ ქვეყნებში არის კარგი სასამართლო, კანონი კანონობს და ადამიანის უფლებებიც დაცულია
მერე რა? მაინც სამხედრო ალიანსია

გამოხმაურების ნახვაFRIDRIXს ციტატა(დაპოსტვის დრო 6th April 2010 - 11:01 PM):

ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას. ნატო წარმოადგენს ფორუმს სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ ერთობლივად განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და იმოქმედონ ერთობლივად.
აგერ დადო ინფო ბატონმა მოდერატორმა :givi:
"როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…"
მარტინ ნიმოელერი





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი