კონტენტზე გადახტომა


საქართველოს მთავარი პროკურატურა


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
4 პასუხი თემაში

#1 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 01 April 2010 - 09:33 PM

დადებული სურათი

მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ საიტს---Visit Website


მთავარი პროკურატურის საქმიანობა

მთავარი პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
სისხლის სამართლებრივ დევნა;
სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების დაკავება, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა როგორც მხარე - სახელმწიფო ბრალდება;
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათას განხორციელების უზრუნველყოფა;
უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემა და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემა;
,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება





დადებული სურათი











მთავარი პროკურორი

მურთაზ ზოდელავა

დადებული სურათი



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა 1993-1998



სამუშაო გამოცდილება

საქართველოს მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურორი 2009

საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი ივნისი, 2008

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
თებერვალი-აპრილი, 2008

საქართველოს გენერალური პროკურატურა
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი იურიდიული სამმართველოს უფროსი
2007-2008

საქართველოს გენერალური პროკურატურა

სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი იურიდიული სამმართველოს უფროსი პროკურორი
აპრილი, 2007

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
2006-2007

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კადრების სამსახურის უფროსის მოადგილე
2005-2006

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი კონსულტანტი
მარტი-ივლისი, 2005

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანაშემწე უფროსი კონსულტანტი
2004-2005

შპს "სანდო, სააკაშვილი და კუკავა" საადვოკატო ბიურო
იურისტი
2000-2003



კომპიუტერის ფლობა

პროგრამები: Word, Excel, Internel



ენები

ქართული (მშობლიური)
რუსული (თავისუფლად)
ინგლისური(თარგმნის ლექსიკონით)



მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე

დავით საყვარელიძე



დადებული სურათი



განათლება

ტოიოს უნივერსიტეტი იტაკურა (იაპონია)
რეგიონალური განვითარების ფაკულტეტი (მაგისტრანტი) 2006-2007

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა 1999-2004

აშშ-ს (ნიუ-ორკი) წმ. ბონავენტურას სახელობის უნივერსიტეტი
პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტი 2001-2002



სამუშაო გამოცდილება

საქართველოს მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე 2009

საქართველოს მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - ქ. თბილისის პროკურორი
2008-2009

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა
საოლქო პროკურორი 2007-2008

მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა
საოლქო პროკურორი ივნისი-ივლისი,2007

საქართველოს გენერალური პროკურატურა
აპარატის უფროსის მოადგილე აპრილი-ივნისი, 2007

ქ. თბილისის მერია

კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი
2005-2006

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი
ივლისი, 2005

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახური. სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი მრჩეველი
2004-2005

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სამართლებრივი რეფორმების და იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის წევრი
2003-2004

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის სპეციალისტი
აპრილი-ნოემბერი,2003



კომპიუტერის ფლობა

პროგრამები: Windows XP; Office-XP;Internet



ენები

ქართული (მშობლიური)
რუსული (თავისუფლად)
ინგლისური(თავისუფლად)
იაპონური(კითხულობს და შეუძლია განმარტება)



სახელმწიფო ჯილდო

ღირსების მედალი 2008 წლის 28 მაისი






მოადგილე


გიორგი ობგაიძე


დადებული სურათი


განათლება
საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი 1998 წ.
,,თბილისი" სპეციალობა - იურისტი

სამუშაო გამოცდილება
საქართველოს მთავარი პროკურატურა 2009 წლის ოქტომბრიდან
მთავარი პროკურორის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2008-10.2009
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე

საქართველოს გენერალური პროკურატურა 04.2007-02.2008
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის
იურიდიული სამმართველოს პროკურორი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 01.2007-04.2007
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო
მდივნის სამსახურის ანალიზისა და სამართლებრივი
სამმართველოს მთავარი კონსულტანტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2004-2007
სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური
სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2004-2005
სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური
სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი

საქართველოს იუსტიციის უმაღლედი საბჭო 2003-2004
იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული 1999-2003
სასამართლო - მოსამართლის თანაშემწე

ენები
ქართული, რუსული, ინგლისური (თარგმნის ლექსიკონით)


კომპიუტერის ფლობა
საოფისე პროგრამები


მთავარი პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი

დავით ჩხატარაშვილი

დადებული სურათი






განათლება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
სპეციალობა სამართალმცოდნეობა
მაგისტრის ხარისხი 2008

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სპეციალობა სამართალმცოდნეობა 2001

თბილისის სოციალურ-ეკონომუკური ინსტიტუტი
სპეციალობა ეკონომისტი 1999

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სპეციალობა მათთემატიკოსი 1993

სამუშაო გამოცდილება

საქართველოს მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურორის მოადგილე
საგამოძიებო ნაწილის უფროსი 2008 დღემდე

საქართველოს შსს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტი
დირექტორის მოადგილე 2005 - 2008

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამმართველოს უფროსის მ/შ 2004 - 2005

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამმართველოს უფროსი 2003-2004



საქართველოს უშიშროების სამინისტრო
(სხვადასხვა თანამდებობებზე) 1999 - 2003

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საინფორმაციო-საკონტროლო სამმართველო
სამმართველოს სარევიზიო განყოფილების
უფროსი -სამმართველოს უფროსის მოადგილე 07.1999 - 10.1999

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის
დეპარტამენტის კონსულტანტი 01.1999 - 07.1999

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე 1998 - 1999

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია
ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე 25.09.1998 - 30.09.1998

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია
ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის
პირველი მოადგილე 06.1998 - 09.1998

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია
ოპერატიული სამმართველოს უფროსის
პირველი მოადგილე 03.1998 - 06.1998

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 1997 - 1998

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია
ოპერატიული სამმართველო საორგანიზაციო და
პირადი შემადგენლობის ინსპექციის
განყოფილების უფროსი 1996 - 1997

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია
ოპერატიული სამმართველოს უფროსის
თანაშემწე საგანგებო დავალებათა ხაზით 1995 - 1996

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია
ოპერატიული სამმართველოს უფროსი
სპეციალისტი 1994 - 1995

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 03 April 2010 - 05:11 PM

Posted Image Posted Image Posted Image Posted Image Posted Image


#2 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 03 April 2010 - 03:39 PM

საქართველოს პროკურატურის ეთიკის კოდექსი
თავი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კოდექსის მიზანი

1. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში _ კოდექსი) აყალიბებს პროკურატურის მუშაკთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საჯარო ინტერესს.
2. კოდექსის მიზანია პროკურატურის მუშაკთა ქცევის ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობენ:
ა) თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში;
ბ) პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურ განხორციელებას;
გ) ადამიანის უფლებათა დაცვას საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით;
დ) სამართლიანი, ეფექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას;
ე) მართლმსაჯულების უპირობო და ეფექტური აღსრულების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას;
ვ) პროფესიულ და პირად საქმიანობაში პროკურატურის მუშაკის მიერ კანონის მოთხოვნების განუხრელ დაცვას;
ზ) საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას.
მუხლი 2. კოდექსის განმარტება

კოდექსი არ შეიძლება შეზღუდულად იქნეს განმარტებული. მისი დებულებები სრულად გამოიყენება პროკურატურის მუშაკის ისეთი ქცევის მიმართ, რომლებიც კოდექსში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის პრინციპებიდან.
მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო

კოდექსის მოქმედება თანაბრად ვრცელდება საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.


თავი 2. ზოგადი ეთიკური ნორმები
მუხლი 4. მორალური სტანდარტები

1. პროკურატურის მუშაკს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი პროფესიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას საზოგადოების წინაშე გააჩნია საჯარო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ვალდებულებები.
2. პროკურატურის მუშაკი უნდა მოქმედებდეს პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით. იგი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს კულტურის, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპებით, საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებით. პროკურატურის მუშაკი ხელს უნდა უწყობდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცებას.
მუხლი 5. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა

1. პროკურატურის მუშაკი უნდა აცნობიერებდეს, პატივი უნდა სცეს და იცავდეს საქართველოს კონსტიტუტუცით, კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპი სავალდებულოა პროკურატურის მუშაკისათვის.
2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
მუხლი 6. საზოგადოებასთან ურთიერთობა

1. საზოგადოებასთან ურთიერთობისას პროკურატურის მუშაკი პატივისცემით უნდა მოეპყროს თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
2. დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც მიზნად ისახავს პირის შეზღუდვას ან შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის ნიშნით.
მუხლი 7. დამოუკიდებლობა და გავლენისაგან თავისუფლება

1. პროკურატურის მუშაკი თავისუფალი უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და ცალკეულ პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა) გავლენისაგან და დაემორჩილოს მხოლოდ კანონს, სასამართლო პრაქტიკას, შიდაუწყებრივ მითითებებსა და ზოგად საჯარო ინტერესს.
2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითებით.
3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია თავი შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ პოლიტიკური მრწამსის ნიშნების აშკარა დემონსტრირება. აგრეთვე, დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ რელიგიური შეხედულებების აშკარა გამოხატვა, თუ მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს.


თავი 3. პროკურატურის მუშაკი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას
მუხლი 8. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება

1. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის.
2. დაუშვებელია:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზეწოლისათვის;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;
გ) სამსახურებრივი დროისა და ქონების, ასევე სხვა თანამშრომელთა დროისა და ქონების გამოყენება არასამსახურებრივი მიზნებისათვის (ეს წესი არ ვრცელდება სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე);
დ) პირადი ინტერესებისათვის იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, თუ ეს ზიანს მიაყენებს საქართველოს პროკურატურის ინტერესებს;
ე) შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას იმ პირისაგან, რომელიც ახორციელებს საქართველოს პროკურატურისათვის პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებას.
მუხლი 9. დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის მუშაკი მკაცრად უნდა იცავდეს კერძო ინტერესებისაგან დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებს. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იგი არ უნდა მოექცეს ცალკეულ პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ. პროკურორის მუშაობა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის სტანდარტებს.
2. პროკურატურის მუშაკი პატივს უნდა სცემდეს უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს, როგორც უზენაეს სამართლებრივ ღირებულებებს.
მუხლი 10. ეფექტურობა და პროფესიონალიზმი

1. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით და პასუხისმგებლობით შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.
2. პროკურატურის მუშაკი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უნდა უნერგავდეს ყველა მხარეს მართლმსაჯულებისადმი პატივისცემას.
3. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პროკურატურის მუშაკი ვალდებულია გაუფრთხილდეს საქართველოს პროკურატურის ქონებას, იყენებდეს მას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის. სამსახურებრივი მოძიების შედეგად თუ გამოვლინდება პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობის საფუძველი, ამ უკანასკნელმა უნდა აანაზღაუროს პროკურატურისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. იურიდიული დახმარება

პროკურატურის მუშაკმა თავი უნდა შეიკავოს სამართლებრივი კონსულტაციების მიცემისა და იურიდიული დახმარების გაწევისაგან ნებისმიერი პირისათვის, თუ ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან საქართველოს პროკურატურის ინტერესებს.
მუხლი 12. კოლეგებთან ურთიერთობა

1. კოლეგებთან ურთიერთობისას პროკურატურის მუშაკი უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული სოლიდარობის პრინციპით.
2. პროკურატურის მუშაკი:
ა) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;
ბ) საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;
გ) თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში ჩარევისაგან;
დ) არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
დ) წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში;
ე) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას კოლეგის შეცდომასა და ხარვეზებზე;
ვ) უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.
მუხლი 13. საიდუმლო ინფორმაცია

დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება კერძო ინტერესების სასარგებლოდ. პროკურატურის მუშაკმა აქტიურად უნდა იმოქმედოს, რათა არ დაუშვას საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება მესამე პირთა ინტერესებისათვის.
მუხლი 14. კომენტარები სისხლის სამართლის საქმეზე

1. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა მუშაკის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს.
2. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა მუშაკის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს პროცესის რომელიმე მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ან ინფორმაციის გამოქვეყნება ემსახურება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიზანს.
3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია საჯაროდ არ გამოხატოს ისეთი შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება ბრალდების ოფიციალურ პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.
მუხლი 15. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობა

1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას პროკურატურის მუშაკი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კოდექსით, შიდაუწყებრივი ნორმებით და სტანდარტებით, რომლებიც მიმართულია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე მხარეთა მიმართ ეთიკური და პროფესიონალური ქცევის უზრუნველყოფისაკენ.
2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია საქმის განხილვის წინასასამართლო და სასამართლო სტადიაზე თავი შეიკავოს საქმის განმხილველ მოსამართლესთან როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული მოტივით ურთიერთობისაგან, (უშუალოდ საქმის სასამართლო განხილვის სტადიის გარდა), დროულად გამოცხადდეს სასამართლოს სხდომაზე, დაიცვას ოფიციალური ჩაცმულობის სტილი სასამართლოში, თავი შეიკავოს დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი ქმედებებისაგან ან განცხადებების გაკეთებისაგან, პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ან ზედმეტად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან, ასევე საქმისადმი პირადი დამოკიდებულების გამოვლენისაგან.
მუხლი 16. შეუფერებელი მდგომარეობა

1. პროკურატურის მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური თუ სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია პროკურატურის მუშაკის ღირსებისათვის.
2. პროკურატურის ორგანოების შენობებში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.
მუხლი 17. სამსახურებრივი-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის გამოყენება

1. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივი-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის შენახვისა და ტარებისას.
2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია თავი შეიკავოს სამსახურებრივ- საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან საჭიროების გარეშე.
3. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება კანონით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირს გადასცეს მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო იარაღი ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობა.
<ჰ1>თავი 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა
მუხლი 18. საჯარო განცხადება

1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული ოფიციალური წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი და კარგად გააზრებული. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც საქართველოს პროკურატურის პოზიცია.
2. პროკურატურის მუშაკს, რომელიც აკეთებს განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, არ ეკრძალება, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ მოცულობის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ამ დროისათვის მისთვის არის ცნობილი.
თავი 5. ინტერესთა შეუთავსებლობა
მუხლი 19. შეუფერებელი საქმიანობა

პროკურატურის მუშაკი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ობიექტურად ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.
მუხლი 20. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. პროკურატურის მუშაკმა უნდა დაიცვას "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2. პროკურატურის მუშაკი, რომელსაც გააჩნია საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში.
მუხლი 21. საჩუქარი

1. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
2. პროკურატურის მუშაკმა თავი უნდა შეიკავოს საჩუქრის მიღებისაგან, თუ ამგვარი ქმედება წარმოადგენს მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ან შესაძლოა მომავალში მოახდინოს ასეთი ზეგავლენა.
3. შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკმა თავი უნდა შეიკავოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან ნებისმიერი სახის სარგებლის მიღებისაგან.
<ჰ1>თავი 6. კოდექსის აღსრულების მექანიზმები
მუხლი 22. კოდექსის აღსრულება

1. ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა განიხილება, როგორც პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელი, რაც გამოიწვევს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
2. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს დაასაბუთოს საკუთარი ქმედების შესაბამისობა ეთიკის კოდექსის ძირითად პრინციპებთან და წარმოადგინოს აღნიშნული ქმედების მოტივაცია.
3. ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ მოძიებას და საქართველოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს მოძიების მასალებს, ასევე წინადადებებს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.

Posted Image Posted Image Posted Image Posted Image Posted Image


#3 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 03 April 2010 - 04:00 PM

პროკურატურის დეპარტამენტები


1.----მთავარი პროკურატურის აპარატი----Visit Website

2.----საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო----Visit Website


3.----საგამოძიებო ნაწილი----Visit Website


4.----საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი----Visit Website


5.----სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი----Visit Website


6.---- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი----Visit Website


7.----შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი----Visit Website


8.---- ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტი----Visit Website


9.---- შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი----Visit Website

Posted Image Posted Image Posted Image Posted Image Posted Image


#4 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 04 April 2010 - 10:19 PM

პროკურატურის ოფისები

1.----ქ. თბილისის პროკურატურა

თბილისის პროკურორი
მამუკა გვარამია

პროკურორის მოადგილე
გირშელ ძებნიაური

პროკურორის მოადგილე - საგამოძიებო ნაწილის უფროსი

ვახტანგ იაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, რობაქიძის #7ა

კანცელარია: ტელეფონი (+995 32)40 54 12 40 54 11
ელ.ფოსტა: nsaginashvili@justice.gov.ge

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი დავით ზვიადაძე

პროკურორის მოადგილე
თამაზ მებონია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის #162
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40 53 57, 40 53 54
ელ.ფოსტა: nmekokishvili@justice.gov.ge



ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი : კონსტანტინე ცაცუა

პროკურორის მოადგილე რამაზ ლიპარტია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, რობაქიძის #7ა (შსს სამმართველოს შენობა)
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40 54 49
ელ.ფოსტა: magladze@justice.gov.ge



ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ირაკლი წერეთელი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის # 162
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40 53 79, 40 53 63
ელ.ფოსტა: mpapashvili@justice.gov.ge



ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი დავით გაგნიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის # 69
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40 53 26, 40 53 17
ელ.ფოსტა: tsologhashvili@justice.gov.ge



ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი პაატა ტყეშელაშვილი
პროკურორის მოადგილე გიორგი კოკაია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, დადიანის # 30, ქავთარაძის # 1
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40 53 05, 40 53 02
ელ.ფოსტა: tgelashvili@justice.gov.ge მეტი ინფორმაცია----Visit Website










2.----კახეთის საოლქო პროკურატურა

საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი
საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი ვაჟა მაღრაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თელავი, ვარდოშვილის ქ. #7
კანცელარია: 8 (250) 7-16-07; 8 (22) 40-56-53
ელ.ფოსტა: lbedoidze@justice.gov.ge



თელავის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ლაშა ესაიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თელავი, ვარდოშვილის ქ. #7
კანცელარია: 8 (250) 7-16-07; 8 (22) 40-56-53
ელ.ფოსტა: tmargalitashvili@justice.gov.ge



გურჯაანის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი გელა ლაზაშვილი
პროკურორის მოადგილე ზურაბ ბიკაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24
კანცელარია: 8 (253) 2-22-32, 8 (22) 40-56-60
ელ.ფოსტა: lbegashvili@justice.gov.ge



სიღნაღის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი დავით კოჭლამაზაშვილი
პროკურორის მოადგილე იოსებ გულოშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. სიღნაღი, ბარათაშვილის ქ. #1ა
კანცელარია: 8 (255) 3-14-65
ელ.ფოსტა: oqufarashvili@justice.gov.ge მეტი ინფორმაცია----Visit Website



3.----შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა

საოლქო პროკურორი გელა მამალაძე
საოლქო პროკურორის მოადგილე კახა ლაითაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. #1
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40-54-95
ელ.ფოსტა: mkhanishvili@justice.gov.ge



მცხეთის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ნიკოლოზ დგებუაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. მცხეთა, სამხედროს # 11
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40-55-95
ელ.ფოსტა: lbratchuli@justice.gov.ge

გორის რაიონული პროკურატურა


პროკურორის მოადგილე არჩილ ბედუკაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. # 1
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40-54-95
ელ.ფოსტა: ibezhanishvili@justice.gov.ge



ხაშურის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი
პროკურორის მოადგილე როზა სამუშია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ხაშური, ლომოურის ქ. # 15 ა
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40-53-38
ელ.ფოსტა: ttalakhadze@justice.gov.ge მეტი ინფორმაცია----Visit Website



4.----ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა

პროკურორი მიხეილ აბულაძე
პროკურორის მოადგილე ლაშა ლეთოდიანი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა #17
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 405465
ელ.ფოსტა: ivashalomidze@justice.gov.ge



რუსთავის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი დავით ნიკოლაშვილი
პროკურორის მოადგილე ლაშა არეშიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა #17
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40 54 77
ელ.ფოსტა: mshabashvili@justice.gov.ge



მარნეულის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი : გიორგი კაკულია
პროკურორის მოადგილე : ლევან ლაზარეშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ.მარნეული, გოგებაშვილის ქ #6
კანცელარია: ტელეფონი (+995 32) 40-53-31
ელ.ფოსტა: sshakirova@justice.gov.ge



ბოლნისის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი: ლევან სალია

პროკურორის მოადგილე სერგო ყურაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ #84
კანცელარია: ტელეფონი +995-258-2-23-27
ელ.ფოსტა: nmazanashvili.@justice.gov.ge მეტი ინფორმაცია----Visit Website



5.----სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა

საოლქო პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.#91
კანცელარია: 877-211203
ელ.ფოსტა: echilingarashvili@justice.gov.ge



ახალციხის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ბესიკ ბექაური
პროკურორის მოადგილე დავით ჯინჭველაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.#91
კანცელარია: 877-200 164 (+995 32) 40-56-30
ელ.ფოსტა: khabesadze@justice.gov.ge



ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი იურიკ უნანიანი
პროკურორის მოადგილე გიორგი ვანიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.#91
კანცელარია: 877-200 169 (+995 32) 40-56-67
ელ.ფოსტა: emikeladze@justice.gov.ge მეტი ინფორმაცია----Visit Website



6.----დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა

საოლქო პროკურორი ზაზა ცხაკაია
საოლქო პროკურორის მოადგილე მალხაზ საჯაია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქუთაისი, სადგურის მოედანი #3
კანცელარია: 8 (231) 55563 (+995 32) 405548
ელ.ფოსტა: lkurashvili@justice.gov.ge



ქუთაისის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი კახა კოჩივარი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქუთაისი, სადგურის მოედანი #3
კანცელარია: 8 (231) 5 55 73, (+995 32) 40 55 27
ელ.ფოსტა: igoderidze@justice.gov.ge



ზესტაფონის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი დავით ლეპერტი
პროკურორის მოადგილე ვახტანგ ჭუმბურიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ზესტაფონი, დ. აღმაშენებლის ქუჩა #4
კანცელარია: 8 (292) 5-12-16
ელ.ფოსტა: nqatamadze@justice.gov.ge



საჩხერის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ზვიად ჩხიკვაძე
პროკურორის მოადგილე ფრიდონ სვანიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ.საჩხერე, აღმაშენებლის ქ #7
კანცელარია: (+995 32) 40 57 08
ელ.ფოსტა: dabdushelishvili@justice.gov.ge



სამტრედიის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ჯუმბერ ლელაძე
პროკურორის მოადგილე ვლადიმერ ურუმაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. სამტრედია, რუსთაველის ქუჩა #3
კანცელარია: (+995 32) 405562
ელ.ფოსტა: evashakidze@justice.gov.ge



ოზურგეთის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ილია ჯალაღანია
პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ოზურგეთი, ვიქტორ დოლიძის #1
კანცელარია: 8 (296) 7-42-60 (+995 32) 40-56-71
ელ.ფოსტა: gjimshiashvili@justice.gov.ge



ამბროლაურის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ლევან ზალკალიანი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ამბროლაური, თამარ მეფის #13
კანცელარია: (+995 32) 40-56-79
ელ.ფოსტა: igagoshidze@justice.gov.ge



ცაგერის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი რამაზ ქურასბედიანი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ცაგერი, რუსთაველის 59
კანცელარია: (+995 32) 40 57 01
ელ.ფოსტა: nkopaliani@justice.gov.ge მეტი ინფორმაცია----Visit Website




7.----სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა

საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია
საოლქო პროკურორის მოადგილე ნუგზარ მღებრიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ზუგდიდი, სპირიდონ კედიას ქუჩა #5
კანცელარია: (+995 32) 40-56-95
ელ.ფოსტა: lmorgoshia@justice.gov.ge



ზუგდიდის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი : ბადრი შონია
პროკურორის მოადგილე დიმიტრი ხვიტია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ზუგდიდი, სპირიდონ კედიას ქუჩა #5
კანცელარია: (+995 32) 40-56-99
ელ.ფოსტა: itodua@justice.gov.ge



სენაკის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი : ლევან ხუხუა
პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. სენაკი, არჩილ ჯორჯაძის ქუჩა #18
კანცელარია: (+995 32) 405573
ელ.ფოსტა: lkobakhidze@ justice.gov.ge



ფოთის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი : კონსტანტინე არნანია
პროკურორის მოადგილე სერგო წულაია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ფოთი, გორგასლის ქ. #22
კანცელარია: (+995 32) 40 55 68
ელ.ფოსტა: npachkoria@justice.gov.ge



მესტიის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორის მ/შ ტერენტი კოკაია

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაბა მესტია, ბორის კახიანის ქ. 38
კანცელარია: 895 39 34 92
ელ.ფოსტა: Ninochartolani@gmail.com მეტი ინფორმაცია----Visit Website




8.----აჭარის ა/რ პროკურატურა

პროკურორი გიზო უგლავა
პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ჭაბუკიანი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ბათუმი, რუსთაველის #55
კანცელარია: (+995 32) 405 613
ელ.ფოსტა: sverdzadze@justice.gov.ge



ბათუმის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ავთანდილ კილაძე
პროკურორის მოადგილე სიმონ გოგილაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. ბათუმი, რუსთაველის # 55
კანცელარია: (+995 32) 405 609
ელ.ფოსტა: nmgeladze@justice.gov.ge



შუახევის რაიონული პროკურატურა

რაიონული პროკურორი ლაშა კლდიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

შუახევი, ხიმშიაშვილის #1
კანცელარია: (+995 32) 405 702
ელ.ფოსტა: dshantadze@justice.gov.ge მეტი ინფორმაცია----Visit Website




9.----აფხაზეთის ა/რ

ანზორ ლაცუზბაია

პროკურორი

მოადგილე

ვალერი გრიგალაშვილი



საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ.თბილისი,გორგასლის 24

ტელ (+995 32) 40 51 56

ელ.ფოსტა: alatsuzbaia@justice.gov.ge მეტი ინფორმაცია----Visit Website

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 04 April 2010 - 10:24 PM

Posted Image Posted Image Posted Image Posted Image Posted Image


#5 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 21 May 2010 - 11:35 AM

დადებული სურათი



მთავარმა პროკურატურამ სს ''ენერჯი ინვესტის'' ხელმძღვანელი დააკავა

2010 წლის 19 მაისს, დაკავებულ იქნა სს "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენადი მალაზონია, რომელიც ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის შედეგადაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი მიადგა.

სს "ენერჯი ინვესტის" ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს.

Posted Image Posted Image Posted Image Posted Image Posted Image






3 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 3 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი