კონტენტზე გადახტომა


საქართველოს იუსტიციის უამღლესი საბჭო


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
2 პასუხი თემაში

#1 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 01 April 2010 - 09:19 PM

დადებული სურათი

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#2 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 06 April 2010 - 02:01 PM

მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ საიტს----Visit Website




საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ბოჭორმის 12, თბილისი, ტელ: 27 31 00
council@hcoj.gov.ge






სტრუქტურა მოქმედი წევრები


ანჯაფარიძე კახაბერ

დადებული სურათი


დაიბადა 1976 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში.

1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.თბილისის #54 საშუალო სკოლა.

1993–1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1998–2001 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაზე.

2001–2004 წლებში მუშაობდა საადვოკატო კომპანია ,,სანდოს“ იურისტად.

2002–2004 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ,,გორგასალში“ (სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოს და სამართლის ისტორია, სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, კონსტიტუციური სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი).

2004–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე.

2005–2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – მთავარი მრჩევლის, მთავარი კონსულტანტის, სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2008 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამისნისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

2008 წლის 21 მარტიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი – იურიდიული კომიტეტისა და საპროცედურო საკითთა და წესების კომიტეტის წევრი.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.









გურული მალხაზ


დადებული სურათი


დაიბადა 1973 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ზესტაფონში.

1979-1990 წლებში სწავლობადა ქ. ზესტაფონის #4 საშუალო სკოლაში.

1990-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1996-1997 წლებში მუშაობდა ზესტაფონის შ.ს. რაიგანყოფილების ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილებაში უფროს მომკვლევ ინსპექტორად.

1999-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.


2004 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის სექტემბრამდე მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში პროკურორად.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, 2004 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება, 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2005 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის #795 ბრძანებულებით დაინიშნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2005 წლის 10 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს #1/93-2005 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის #777 განკარგულებით დაეკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2006 წლის 6 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #6 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის #83 ბრძანებულებით გათავისუფლდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის #81 ბრძანებულებით გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს იუსტიციის იუმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 თებერვლის #1/34-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #6 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.







კუბლაშვილი პავლე

დადებული სურათი


დაიბადა 1976 წელს ქ. ტყიბულში.

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997 წელს დანიშნულ იქნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის კანცელარიაში კონსულტანტად.

1998 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.

2000 წელს დაინიშნა საგადასახადო სამინისტროს ცენტრალური აპარატის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იმავე წელს გადაყვანილ იქნა სამინისტროს აპარატის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსად.

2000 წელს დაინიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.

2001 წელს დაინიშნა საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროში სამართლის ექსპერტის თანამდებობაზე.

2004 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

2004 წელს დაინიშნა საქართელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდონაციის დეპარტამენტის დირექტორად.

2004 წელს მუშაობა განაგრძო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

2004 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად და საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნად.

2005 წელს დაინიშნა საქართელოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

2005 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. დაინიშნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2008 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.

2008 წლის 11 ივნისის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.







კუბლაშვილი კონსტანტინე


დადებული სურათი


დაიბადა 1973 წელს ქ. ტყიბულში.

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტად.

1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო შემდგომ ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ.

1998-2000 წლებში იყო გერმანიის ქალაქ ჰანოვერის უნივერსიტეტის დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა `სამართლის დოქტორის~ (Dr. Jur.) სამეცნიერო ხარისხი.

2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.

2000-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში `ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის~ იურისტად.

2004 წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

2005 წლის 23 თებერვალს არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამავე პერიოდიდან 2007 წლის ივნისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.2007 წლის ივნისიდან დღემდე არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

კოტე კუბლაშვილი არის სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებში არაერთი სამეცნიერო შრომის, პუბლიკაციის, სახელმძღვანელოს ავტორი.




კობერიძე კახა


დადებული სურათი


დაიბადა 1965 წლის 31 იანვარს, ქ. რუსთავში.

1982-1987 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1984-1987 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის სპეციალობით.

1987 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის პროკურატურის სტაჟიორად.

1987 წლის 23 დეკემბრიდან მუშაობდა ქ. რუსთავის პროკურატურაში სტაჟიორად პროკურორის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწედ.

1989-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სამმართველოს პროკურორის თანამდებობაზე.

1990-1993 წლებში მუშაობდა ბოგდანოვსკის (შემდგომში ნინოწმინდის) რაიონის პროკურორად.

1993-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჯერ სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ამავე სამმართველოს უფროსად.

2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

2004-2008 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.

2001 წლის 29 მაისს მიენიჭა იუტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.

დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით.

უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გავლილი აქვს სწავლების მოკლევადიანი კურსები.

2002 წლის 29 მაისს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წლის 26 ივლისს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 დეკემბრის #872 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.






კალანდაძე ლაშა


დადებული სურათი


დაიბადა 1974 წლის 21 მარტს ქ. ქუთაისში.

1991 წელს დაამთავრა ქუთაისის #24-ე საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი.

1992-97 წწ. სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე.

1998-2001 წწ. იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის ასპირანტი.

1998-2001 წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში იუსტიციის საბჭოს წევრის რეფერენტად, კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად, იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ.

2001-2004 წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 დეკემბრის #588 ბრძანებულებით დანიშნულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აპრილის #267 განკარგულებით დანიშნულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის #879 ბრძანებულებით დაეკისრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის #325 განკარგულებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ.

2006 წლის 6 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #4 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #9 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #12 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 31 აგვისტოს #1/161-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

ჰყავს მეუღლე და შვილი.





ლალიაშვილი ნიკოლოზ


დადებული სურათი


დაიბადა 1973 წლის 17 დეკემბერს. ქ. თბილიში.

1990 წელს დაამთავრა 47-ე საშუალო სკოლა.

1991 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე.

1993-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1997 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

2000 წლიდან მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა სამსახურში.

2002 წელს მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

2004 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,საკრალური და პროფანული კატეგორიები ქართულ ფოლკლორში”. მიენიჭა ფილოლოგის მეცნიერებატა კანდიდატის ხარისხი.

2005-2007 წლებში მუშაობდა ,,PA CONSULTING GROUP”-ის გენერალური მდივნის მრჩევლის თანამდებობაზე.

2008 წლიდან არის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი.

2003 წელს მიენიჭა სამხედრო წოდება: ,,პოლკოვნიკი”.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.




მინაშვილი აკაკი


დადებული სურათი


დაიბადა 1980 წლის 24 სექტემბერს. ქ. თბილისში.

1998 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა.

1998 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2003-2004 წლებში საწავლობდა ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტში და მიიღო ადამიანის უფლებების სამართალში მაგისტრის ხარისხი.

1999-2000 წლებში მუშაობდა სტუდენტურ თვითმმართველობის ასოციაციაში გაზეთის რედაქტორას.

2001-2003 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, ამავე დროს 2002 ივნისიდან დეკემბრამდე იყო ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული პროექტის ,,ადამიანის უფლებების განათლებაში” კოორდინატორი.

2004 – 2006 წლებში იყო თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.

2007 – 2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, იყო თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი.

2008 წლიდან არის საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.
2002 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე იყო ბრიტანეთის საბჭოს პროექტი – "ტრენინგები ადამიანის უფლებათა სამართალში", კოორდინატორი.

01/2004 – 04/2004 – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციის "მუხლი 19" ინტერნი.

2004 სექტემბრიდან დეკემბრამდე იყო ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორი ადამიანის უფლებების საფუძვლებში.

2005–2007 წლებში იტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი მედია სამართალში.

2007-2008 წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭო აპარატში დეპარტამენტის დირექტორად.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.




ჟღენტი რამაზი


დადებული სურათი


დაიბადა 1950 წლის 17 მარტს ქედის რაიონში

1966 წელს დაამთავრა ქედის საშუალო სკოლა.

1966-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1975 წლის 4 აპრილიდან 2 ივნისამდე მუშაობდა ქობულეთის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად.

1975 წლის 2 ივნისიდან 31 დეკემბრამდე მუშაობდა ქედის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორად.

1975-1976 წლებში მუშაობდა ქედის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად.

1976-1978 წლებში იყო ქედის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

1978-1980 წლებში იყო აჭარის უმაღლესი სასამართლოს წევრი.

1980-1987 წლებში იყო ქ.ბათუმის პროკურორი.

1987-1989 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ.

1989-1992 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში აჭარის ა/რ პროკურორად.

1992-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში საგამოძიებო სამმართველოს უფროსად.

1994-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში მოკვლევისა და გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად.

2004 წლის 21 მაისიდან 2 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლისსამართლერივი დევნისა და კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლისსამართლებრივი დევნისა და კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად.

2005 წლის 3-დან 5 მაისამდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შსს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად.

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამნოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად.

1976-1982 წლებში მიენიჭა III, II და I კლასის იურისტის წოდება.

1983-1989 წლებში მიენიჭა იუსტიციის უმცროსი მრჩეველის, მრჩეველის, უფროსი მრჩეველის და სახელმწიფო მრჩეველის წოდებები.

2000 წელს პრეზიდენტის #244 ბრძანებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

saqarTvelos prezidentis 2009 wlis 28 ivlisis #507 brZanebulebiT dainiSna saqarTvelos iusticiis umaRlesi sabWos wevrad.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.





ფხაკაძე მამია


დადებული სურათი


დაიბადა 1976 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში.

1993 წელს დაამთავრა თბილისის #42 ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა.

1993 წელს ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის თბილისის სამართლისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს.

2000 წლის 10 მაისიდან 2002 წლის 27 აპრილამდე მუშაობდა სასჯელთა აღსრულებისას კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე.

2002 წლის 27 აპრილიდან 2003 წლის 11 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2003 წლის 22 ოქტომბრიდან 2003 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე.

2003 წლის 31 დეკემბრიდან 2004 წლის 22 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე.

2004 წლის 22 ნოემბრიდან 2004 წლის 17 დეკემბრამდე მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2004 წლის 17 დეკემბრიდან 2005 წლის 3 მაისამდე მუშაობდა მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე.

2005 წლის 3 მაისიდან 2007 წლის 2 აგვისტომდე მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე.
2007 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

აქვს სპეციალური წოდება – იუსტიციის მრჩეველი, გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს #1/138-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს #1/143-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 14 სექტემბრის #1/173-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 17 სექტემბრის #1/185-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/292-2007 გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/293-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2008 წლის 13 თებერვლის #1 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2008 წლის 13 თებერვლის #2 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის წევრად.




შავლიაშვილი გიორგი


დადებული სურათი


დაიბადა 1973 წლის 11 აგვისტოს ქ. ყვარელში.

1990-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1994 წლიდან მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექსპედიტორად, ინსპექტორად, სხდომის მდივნად, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ივნისის #511 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ივლისის #530 განკარგულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ივლისის #531 განკარგულებით დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2006 წლის 6 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #1 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #9 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.




ჩინჩალაძე მიხეილ


დადებული სურათი


დაიბადა 1978 წლის 9 მარტს, ქ. თბილისში.

1984-1995 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #57-ე საშუალო სკოლა.

1995-2000 წლებში წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება, იურისტის კვალიფიკაციით-სპეციალობა სამართალმცოდნეობა.

2000-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი.

ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.

2005 წლის მაისი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2004 წლის ივნისი სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე.

2006 წლის მაისი აშშ ქ. ინდიანაპოლისი, აშშ პროკურატურის კვლევის ინსტიტუტის სერტიფიკატი - კონფერენცია საზოგადოებრივი პროკურატურის თემაზე.

2007 წლის იანვარი - წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით).

(ასევე წარმატებით ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა (საერთო სპეციალიზაციით) საკვალიფიკაციო გამოცდები).

2009 წლის ივნისი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - მდგრადი განვითარება საჭიროებს კანონიერებას.

2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2007 წლის 31 ივლისის #7 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.





ცერცვაძე ვალერი (საბჭოს მდივანი)


დადებული სურათი


დაიბადა 1974 წლის 14 დეკემბერს თბილისში.

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სტაჟიორად.

1999-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩეველი.

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სექტორის უფროსად.

2001-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

2002 წელში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად.

2002–2004 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი.იმავე პერიოდში იყო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტში.

2004–2005 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

2005 წლიდან 2007 წლის 9 ნოემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

2007 წლის სექტემბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 10 ნოემბრის #1/240-2007 გადაწყვეტილება დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 10 ნოემბრის #1/245-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 10 ნოემბრის #1/247-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2007 წლის 28 ნოემბრის # 17 დადგენილებით არჩეული იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციის კომიტეტის 2008 წლის 8 ოქტომბრის #3 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#3 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 06 April 2010 - 02:07 PM

1.----სასამართლო რეფორმა----Visit Website


2.----საბჭოს გადაწყვეტილებები----Visit Website


3.----მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი----Visit Website


4.----დისციპლინური სტატისტიკა----Visit Website


5.----საერთო სასამართლოები ----Visit Website


6.----საკვალიფიკაციო გამოცდები----Visit Website


7.----პრეს-რელიზი----Visit Website


8.----სასარგებლო ინფორმაცია----Visit Website


9.----ჩვენს შესახებ----Visit Website


10.----კანონმდებლობა----Visit Website

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 06 April 2010 - 09:41 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი






1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი