Jump to content
Planeta.Ge

ზეგამტარული ბომბი


Recommended Posts

ზეგამტარული ბომბი

 

როგორც ცნობილია ჰოლანდიელმა მეცნიერმა კამერლინგ-ონესმა 1911 წელს აღმოაჩინა ზეგამტარობის მოვლენა რაც იმას ნიშნავს რომ ზედაბალ ტემპერატურებზე ბევრ ნივთიერებებში ელექტრული დენი მიედინება ყოველგვარი დანაკარგების გარეშე. ხოლო იმ ტემპერატურას რომლის ქვემოთაც ესა თუ ის ნივთიერება ხდება ზეგამტარი ჰქვია კრიტიკული ტემპერატურა. დღემდე არსებულ ნივთიერებებს შორის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქვს ნიობიუმ-გერმანიუმის ქიმიურ შენაერთს და მისი კრიტიკული ტემპერატურაა 23 კელვინი:Nb3Ge (Tkr=23 K).

 

როდესაც ჩვეულებრივ გამტარში (რკინაში მაგალითად) გადის დენი გამტარი ამ დროს თბება ხოლმე (ამის ყველაზე ცხადი მაგალითებია ელექტროქურის სპირალი (იგი რკინის სპეციალური შენადნობებისგან არის დამზადებული) და ვარვარების ნათურის ძაფი (აქ ვოლფრამი გამოიყენება)). ასე არ ხდება ზეგამტარში რადგან მისი წინააღმდეგობა ნულის ტოლია. ზეგამტარი ნივთიერების ტემპერატურის კრიტიკულზე მაღლა აწევის ან ელექტრული დენის მეტისმეტად გაძლიერების დროს (ცნობილია რომ ძლიერ დენს თან ახლავს ძლიერი მაგნიტური ველი რომელიც თვითონ სპობს ზეგამტარობას) ზეგამტარობა ირღვევა და ზეგამტარი გამოჰყოფს სითბოს-იგი თბება როგორც დენის ნებისმიერი არც ისე კარგად გამტარი ნივთიერება. თუკი მოვახერხებთ რომ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა იყოს დიდი და რაც მთავარია ეს სითბო გამოიყოს დროის მეტად მოკლე მონაკვეთში მაშინ შეიძლება მივიღოთ მძლავრი აფეთქება რომლის პრინციპული სიმძლავრე ალბათ არაფრით იქნება შეზღუდული……..

 

ნებისმიერი ბომბის აფეთქების დროს მნიშვნელოვანია ცხადია გამოყოფილი ენერგიის რაოდენობა მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება თუ რამდენად სწრაფად გამოიყოფა ეს ენერგია. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან შემდეგ მაგალითს: რომ ავიღოთ ერთი კილოგრამი ქვანახშირი და იგი დავწვათ ჩვენ მივიღებთ იმაზე რვაჯერ მეტ ენერგიას ვიდრე იგივე რაოდენობის, ანუ ერთი კილოგრამი მძლავრი ფეთქებადი ნივთიერების-ტრინიტროტოლუოლის (ტროტილის) აფეთქების შედეგად. აქედან გამომდინარეობს რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გამოყოფილი ენერგიის გამოყოფის სიჩქარე და არა მისი რაოდენობა. და მართლაც-(ბომბის) სიმძლავრე ესაა დროის ერთეულში შესრულებული სამუშაო და არა ენერგიის რაოდენობა, თუმცა რათქმაუნდა გამოყოფილი ენერგიის რაოდენობაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენს შემთხვევაში საჭიროა რაც შეიძლება მძლავრი დენის გაშვება ისეთ ნივთიერებაში რომლის კრიტიკული ტემპერატურა ყველაზე მაღალია და ამავდროულად ზეგამტარი რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურამდე უნდა იყოს გაცივებული-საამისოდ შეგვიძლია ყველაზე ცივი სითხე-თხევადი ჰელიუმი გამოვიყენოთ. ამ პირობების დაცვით ჩვენ შეგვიძლია გამოსაყოფი ენერგიის რაოდენობა რაღაც ზღვრულ მაქსიმუმამდე ავიყვანოთ და ვიზრუნოთ მთავარზე-როგორ მივაღწიოთ იმას რომ ეს ენერგია გამოიყოს რაც შეიძლება სწრაფად.

 

ჯერ განვიხილოთ ჩვეულებრივი ქიმიური ფეთქებადი ნივთიერებები და გავიხსენოთ როგორ ფეთქდებიან ისინი. აფეთქების გზა, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ფეთქებად ნივთიერებაში აფეთქების გავრცელების საშუალება არსებითად ორია:

1. აფეთქება სითბოთი

2. აფეთქება დარტყმითი ტალღით

უფრო მეცნიერულად მივუდგეთ საქმეს:

 

როგორ ვრცელდება აფეთქება ფეთქებად ნივთიერებაში, მაგალითად, მგრგვინავ გაზში (ესაა წყალბადის ნარევი ჟანგბადთან)? როდესაც ფეთქებად ნივთიერებას ცეცხლს უკიდებენ, წარმოიშვება ადგილობრივი გახურება. რეაქცია მიმდინარეობს გახურებულ მოცულობაში. მაგრამ რეაქციის დროს გამოიყოფა სითბო, რომელიც სითბოს გადაცემის გზით გადადის ნარევის მეზობელ ფენებში, ეს სითბო საკმარისია იმისათვის, რომ მეზობელ ფენებშიც დაიწყოს რეაქცია. გამოყოფილი სითბოს ახალი რაოდენობა გადადის მგრგვინავი გაზის შემდგომ ფენებში და, ამგვარად, სითბოს გადაცემასთან დაკავშირებული სიჩქარით რეაქცია მთელ ნივთიერებაში გავრცელდება. ასეთი გადაცემის სიჩქარე 20-30 მ/წმ სიდიდის რიგისაა. რასაკვირველია, ეს ძალიან სწრაფი პროცესია. გაზით სავსე მეტრიანი მილი წამის ერთი მეოცედი ნაწილის განმავლობაში ფეთქდება, ე.ი. თითქმის მყისიერად, იმ დროს, როცა ხის ან ნახშირის ნაჭრების წვის სიჩქარე ზედაპირიდან და არა მოცულობის შიგნით წუთში სანტიმეტრებით იზომება, ე.ი. რამდენიმე ათასჯერ ნაკლებია.

მიუხედავად ამისა ამ აფეთქებასაც შეიძლება ნელი ვუწოდოთ, რამდენადაც არსებობს სხვა აფეთქება, რომელიც რამდენიმე ასეულჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე აღწერილი.

სწრაფ აფეთქებას დარტყმითი ტალღა იწვევს. თუ ნივთიერების რომელიმე ფენაში მკვეთრად იზრდება წნევა, მაშინ ამ ადგილიდან იწყება დარტყმითი ტალღის გავრცელება. როგორც ვიცით, დარტყმითი ტალღა იწვევს ტემპერატურის მნიშვნელოვან ნახტომს. მეზობელ ფენაში მისვლისას დარტყმითი ტალღა ზრდის მის ტემპერატურას. ტემპერატურის აწევა დასაბამს აძლევს აფეთქების რეაქციას, ხოლო აფეთქება იწვევს წნევის მატებას და ხელს უწყობს დარტყმით ტალღას, რომლის ინტენსივობა ამის გარეშე სწრაფად დაეცემოდა მისი გავრცელების მიხედვით. ამრიგად, დარტყმითი ტალღა იწვევს აფეთქებას, ხოლო აფეთქება თავის მხრივ ხელს უწყობს დარტყმით ტალღას.

ჩვენ მიერ აღწერილ აფეთქებას დეტონაცია ეწოდება. რადგანაც დეტონაცია ნივთიერებაში დარტყმითი ტალღის სიჩქარით (1 კმ/წმ) ვრცელდება, ამიტომ იგი მართლაც “ნელ” აფეთქებაზე რამდენიმე ასეულჯერ უფრო სწრაფია.

რომელი ნივთიერებები ფეთქდება “ნელა”, და რომელი “სწრაფად”? საკითხის ასე დასმა არ შეიძლება: ერთი და იგივე ნივთიერება სხვადასხვა პირობებში შეიძლება “ნელაც” აფეთქდეს და დეტონაციითაც, ზოგ შემთხვევაში კი “ნელი” აფეთქება დეტონაციაში გადავიდეს.

 

ლ.ლანდაუ, ა.კიტაიგოროდსკი; “ფიზიკა ყველასათვის”, თბილისი, 1974 წელი, გვ. 425-427.

 

ამ ორი გზის გამოყენება ფეთქებადი ნივთიერებებისათვის სხვადასხვა შედეგს იძლევა რაც რათქმაუნდა საკვირველი არაა, რადგან აქ მთავარია აფეთქების სიგნალის მატარებელი “სუბსტანცია” რა სისწრაფით მოძრაობს და რამდენად სწრაფად იძლევა სიგნალს აფეთქების შესახებ. რაც სწრაფად მოძრაობს სიგნალი მით სწრაფად ფეთქდება ფეთქებადი ნივთიერების მოლეკულები და შედეგიც მით მძლავრი გამოდის.

 

ანუ ჩვენს შემთხვევაში მთავარია ზეგამტარობის რაც შეიძლება სწრაფად “მოხსნა” და არსებული ტემპერატურის კრიტიკულ ტემპერატურაზე მაღლა რაც შეიძლება სწრაფად და ერთდროულად აწევა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ-მნიშვნელოვანია რომ ზეგამტარობა რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას ყველგან, ანუ ზეგამტარობის თვისების მქონე ნივთიერების ყველა წერტილში. საფიქრებელია რომ ტემპერატურის აწევა კრიტიკულზე ოდნავ მაღლაც კი საკმარისი იქნება რადგან ცდებით დადგენილია რომ კრიტიკულ ტემპერატურაზე დაბლა ამა თუ იმ ნივთიერების წინააღმდეგობის უნარი ნახტომისებურად ეცემა თითქმის ნულამდე. (ასე რომ არ ყოფილიყო მაშინ საჭირო გახდებოდა ბომბის ზეგამტარული ნივთიერების საკმაოდ მაღალ ტემპერატურამდე მეყსეულად გაცხელება რაც ამოცანას გაართულებდა). ამის მიღწევა შეიძლება მრავალი სხვადასხვა გზით; მაგალითად შეგვიძლია ზეგამტარული ბომბის გვერდით მოთავსებული იყოს ჩვეულებრივი ბომბი რომლის აფეთქება მოსპობდა ზეგამტარობას, შეგვიძლია თხევად ჰელიუმში მოთავსებულ წრედში დამატებით შევიყვანოთ დენი და ამგვარად გაზრდილი დენი თვითონ მოხსნიდა ზეგამტარობას. შეგვიძლია აგრეთვე ამისათვის გამოვიყენოთ სინათლე, უფრო სწორად კი მისი უძლიერესი და მიმართული წყაროები-ლაზერები.

 

მე ასე წარმომიდგენია ამ ბომბის პრინციპული სქემა: მის შუაგულში იქნება ზეგამტარული ნივთიერებისგან დამზადებული შეკრული წრედი რომელშიც იმოძრავებს არამილევადი დენი. წრედი მოთავსებული იქნება თხევად ჰელიუმში რომელიც თავის მხრივ მოთავსებული იქნება ერთი მხრიდან გამჭვირვალე კონტეინერში. აუცილებელ პირობად მიმაჩნია ამ კონტეინერის გამუდმებით ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ყოფნა (საფიქრებელია რომ ეს გარემოება ზეგამტარულ ბომბს არაპრაქტიკულს გახდის რადგან იგი განუწყვეტელი ელექტროენერგიის ხარჯს მოითხოვს მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს). ბომბი ამოქმედდება ლაზერის მეტად მძლავრი და ხანმოკლე იმპულსის თხევადი ჰელიუმის და კედლის გამჭვირვალე გარემოში გასვლის შედეგად როცა ეს ძლავრი იმპულსი მეყსეულად (ეს პირობით ცნებაა და ჩემი აზრით გადამწყვეტი-ჩვენი ამოცანაა ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს) გაზრდის წრედის ტემპერატურას კრიტიკულზე მაღლა, მოხსნის ზეგამტარობას და ელექტროენერგიას დროის უმცირეს მონაკვეთში გამოუშვებს სითბოს სახით რასაც გარეგნულად აფეთქების სახე ექნება. ეს კარგად ჩანს ამ სქემაზე:

http://img39.imageshack.us/img39/9696/sqema.png

მე ვფიქრობ რომ შეიძლება ზეგამტარობა “მოიხსნას” აგრეთვე უაღრესად მძლავრი მაგნიტური ველის მყისიერად ჩართვით. როგორც ცნობილია მლავრი მაგნიტური ველი თვითონვე სპობს ზეგამტარობას და ეს სწორედ ისაა რაც ჩვენ გვჭირდება. თან ლაზერთან შედარებით მაგნიტური ველის გამოყენებას ის უპირატესობა აქვს რომ როცა ლაზერი ჩაირთვება გარკვეული დრო მოუნდება მის ამოქმედებას (თუნდაც ძალიან მცირე), გარკვეული რაოდენობის ენერგია დაიხარჯება თხევადი ჰელიუმის გათბობაზე (ლაზერის სხივმა ხომ ჯერ მასში უნდა გაიაროს ვიდრე ზეგამტარამდე მიაღწევს). მაგნიტურ ველთან დაკავშირებით ვფიქრობ რომ ეს პრობლემა არ იქნება. ამასთან, უნდა ითქვას ისიც რომ ელექტრომაგნიტი (რომლის მოვალეობაცაა სწორედ მძლავრი მაგნიტური ველის წარმოქმნა) კონსტრუქციულად უფრო მარტივი და მოსახერხებელი მოწყობილობაა ვიდრე ლაზერები-სინათლის კვანტურ გენერატორები.

 

რაც შეეხება ელექტროენერგიის წყაროს ლაზერისათვის ან ელექტრომაგნიტებისათვის, აქ მისწრებაა კონდენსატორები, მათ შეუძლიათ დიდი ენერგიის მოცემა დროის უმცირეს მონაკვეთში (ეს სწორედ ისაა რაც ჩვენ გვჭირდება). მე მგონი არაა მნიშვნელოვანი კონდენსატორი ერთბაშად მოგვცემს ენერგიას და მაშასადამე ელექტრომაგნიტის მიერ წარმოშობილი მაგნიტური ველის დაძაბულობა ერთბაშად გაიზრდება (ეს მაინც აშკარად უფრო სასურველია) თუ შედარებით ნელა. თვით იმ შემთხვევაშიც კი ვთქვათ კონდენსატორმა ენერგია შედარებით ნელა რომ მოგვცეს და მაგნიტური ველის დაძაბულობა შედარებით ნელა რომ გაიზარდოს ზეგამტარობა მაინც რაღაც ერთ მომენტში მოიხსნება ყველგან (ამის თაობაზე ჩვენ უკვე ვთქვით თუ რატომაა ზეგამტარობის ყველგან ერთად მოხსნა საჭირო) რადგან როგორც ვთქვით ზეგამტარის ტემპერატურის კრიტიკულზე ქვემოთ დაწევისას მისი წინაღობა ერთბაშად ნახტომისებურად ეცემა პრაქტიკულად ნულამდე. ბუნებრივია რომ ზეგამტარობის დარღვევისას მისი წინაღობა სწორედ ასევე ერთბაშად ნახტომისებურად გაიზრდება და სითბოც გამოიყოფა რასაც აფეთქების სახე ექნება გარეგნულად. სწორედ ეს ერთი მომენტი უნდა იქნეს მიღწეული ზეგამტარი ნივთიერების ყველა წერტილში. რაც შეეხება კონდენსატორის მიერ დაგროვილ ენერგიას, იგი განისაზღვრება კონდენსატორების ფირფიტების მოცულობით, ასე რომ ვფიქრობ საჭირო რაოდენობის დაგროვება და მისი სწრაფად გაცემა პრობლემა არ იქნება.

 

აქ ერთი რამეც უნდა ითქვას: ზეგამტარობის მოხსნისას (ვთქვათ ლაზერის მძლავრი იმპულსით რომელიც ზეგამტარს მოხვედრისთანავე გაათბობს რაზეც ზემოთ იყო ლაპარაკი) რასაკვირველია სრულიად აუცილებელია ზეგამტარი ნივთიერების ტემპერატურის სულ ცოტა კრიტიკულზე მაღლა აწევა, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით კიდევ უკეთესი იქნებოდა თუკი მოხერხდებოდა ამ ტემპერატურის კიდევ უფრო მაღლა აწევა რადგან მაღალ ტემპერატურაზე წინაღობა მეტია და მაშასადამე გამოყოფილი სითბოს/ენერგიის რაოდენობაც მეტი იქნებოდა, სწორედ ამიტომ საფიქრებელია, რომ ზეგამტარობის მოსახსნელად ლაზერების გამოყენება ამ მიზეზით უფრო უკეთესი იქნებოდა ვიდრე ელექტრომაგნიტის და მის მიერ წარმოშობილი მაგნიტური ველის.

 

სხვათაშორის, ზეგამტარული ბომბი ბირთვულ ბომბთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა იქნება რადგან მისი აფეთქების დროს არ წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში რადიოქტიური ნივთიერებები. აფეთქების პროდუქები იქნებიან იგივე ქიმიური შემადგენლობისა რაც საწყისი ნივთიერებები-ჰელიუმი, ზეგამტარის და ბომბის სხვა ნაწილების ნივთიერები და ა.შ.

 

რა სფეროში შეიძლება ზეგამტარული ბომბი იქნეს გამოყენებული? სამხედრო საქმეში მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება არსებითად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი იგი იქნება გაბარიტებით შედარებით პატარა და ტრანსპორტირებადი და აგრეთვე-თუკი იგი არ იქნება იმდენად ფაქიზი და მგრძნობიარე რომ ტრანსპორტირების შემთხვევაში (მაგალითად ბალისტიკური რაკეტის შემთხვევაში როდესაც სტარტის დროს გადატვირთვა ძალიან დიდია) მისი უნებლიე დეტონაცია მოხდეს. ეს საკითხი შეიძლება გაირკვეს მხოლოდ ზეგამტარული ბომბის აგების შემდეგ. ზეგამტარული ბომბს კიდევ ერთი აშკარა ნაკლი ექნება-მისთვის აბსოლუტურად საჭირო იქნება დენის მუდმივი წყარო რადგან აუცილებელია მასში ზეგამტარისათვის ზედაბალი ტემპერატურის განუწყვეტლივ შენარჩუნება. თუკი გამოირკვევა რომ ზეგამტარული ბომბი ტრანსპორტირებისათვის მოუხერხებელია ზემოთხსენებული ორი მიზეზის გამო, მაშინ იგი გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა მიზნებისათვის. ასეთი შეიძლება იყოს მეტად მძლავრი ნაღმების აგება რომელთაც თავისუფლად შეეძლებათ დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალი ძალის და ტექნიკის განადგურება რაიმე გარკვეულ ადგილას რომელიც ზემოთხსენებული ბომბით იქნება დანაღმული. შესაძლებელია აგრეთვე გიგანტური სამთო-საინჟინრო აფეთქების შესრულება.

 

რაც შეეხება მთავარ საკითხს-რამდენი ენერგიის “შენახვა” შეუძლია ზეგამტარს და შესაბამისად რა რაოდენობის ენერგია გამოთავისუფლდება ამ ბომბის აფეთქების შემთხვევაში და რა სიმძლავრის იქნება საბოლოოდ ასეთი ბომბი-ეს საკითხი სამწუხაროდ გამოურკვეველი დარჩა ჩემს მიერ. ბოლო რამდენიმე კვირაა სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმებზე დავსვი საკითხი თუ რა ენერგიის “შენახვა” შეეძლებოდა ზეგამტარს მაგრამ ჩემთვის როგორც არაფიზიკოსისათვის საკმაოდ რთული ფორმულები და გაუგებარი ტერმინები დამისახელეს, რომლებიც ჩემგან შორს არიან. ზოგან კი ის მითხრეს რომ ამის განსაზღვრა საერთოდ შეუძლებელია.

 

სურვილის შემთხვევაში ფიზიკის კარგად მცოდნეს საკმაოდ იოლად შეუძლია გამოიანგარიშოს რა რაოდენობის ენერგიის “შენახვა” შეუძლია ზეგამტარს და შესაბამისად დაადგინოს საერთოდ რა პერსპექტივა ექნება ასეთ ფეთქებად მოწყობილობას….....

 

 

http://img213.imageshack.us/img213/4305/zegamtari.png

Edited by arcivi9
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
როდესაც ჩვეულებრივ გამტარში (რკინაში მაგალითად) გადის დენი გამტარი ამ დროს თბება ხოლმე (ამის ყველაზე ცხადი მაგალითებია ელექტროქურის სპირალი (იგი რკინის სპეციალური შენადნობებისგან არის დამზადებული) და ვარვარების ნათურის ძაფი (აქ ვოლფრამი გამოიყენება)). ასე არ ხდება ზეგამტარში რადგან მისი წინააღმდეგობა ნულის ტოლია. ზეგამტარი ნივთიერების ტემპერატურის კრიტიკულზე მაღლა აწევის ან ელექტრული დენის მეტისმეტად გაძლიერების დროს (ცნობილია რომ ძლიერ დენს თან ახლავს ძლიერი მაგნიტური ველი რომელიც თვითონ სპობს ზეგამტარობას) ზეგამტარობა ირღვევა და ზეგამტარი გამოჰყოფს სითბოს-იგი თბება როგორც დენის ნებისმიერი არც ისე კარგად გამტარი ნივთიერება. თუკი მოვახერხებთ რომ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა იყოს დიდი და რაც მთავარია ეს სითბო გამოიყოს დროის მეტად მოკლე მონაკვეთში მაშინ შეიძლება მივიღოთ მძლავრი აფეთქება რომლის პრინციპული სიმძლავრე ალბათ არაფრით იქნება შეზღუდული……..

მე მგონი აქ ფიზიკურად არაკორექტულად გაქვს ჩამოყალიბებული, გამტარიანობა სულ სხვა რამა ხოლო ნათურაში ფაქტიურად მოკლე ჩართვასთან გვაქვს საქმე , იგივე ქურის შემთხვევაში. მაგალითად უფრო როზეტი ივარგებს როცა ცუდი კონტაქტი აქვს მაშინ თბება და ხანძრის წამოშობის საშიშროებაც კი იქმნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რაც შეეხება მთავარ საკითხს-რამდენი ენერგიის “შენახვა” შეუძლია ზეგამტარს და შესაბამისად რა რაოდენობის ენერგია გამოთავისუფლდება ამ ბომბის აფეთქების შემთხვევაში და რა სიმძლავრის იქნება საბოლოოდ ასეთი ბომბი-ეს საკითხი სამწუხაროდ გამოურკვეველი დარჩა ჩემს მიერ. ბოლო რამდენიმე კვირაა სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმებზე დავსვი საკითხი თუ რა ენერგიის “შენახვა” შეეძლებოდა ზეგამტარს მაგრამ ჩემთვის როგორც არაფიზიკოსისათვის საკმაოდ რთული ფორმულები და გაუგებარი ტერმინები დამისახელეს, რომლებიც ჩემგან შორს არიან. ზოგან კი ის მითხრეს რომ ამის განსაზღვრა საერთოდ შეუძლებელია.
სურვილის შემთხვევაში ფიზიკის კარგად მცოდნეს საკმაოდ იოლად შეუძლია გამოიანგარიშოს რა რაოდენობის ენერგიის “შენახვა” შეუძლია ზეგამტარს და შესაბამისად დაადგინოს საერთოდ რა პერსპექტივა ექნება ასეთ ფეთქებად მოწყობილობას….....

მე მგონბი პირველ რიგსი ამას უნდა გამოთვლა,რადგან ეს გვიჩვენებს რამდენად ღირებულია ასეთი ბომბის შექმნა ნერგეტიკული თვალსაზრისით.

 

როგორც წესი პირველ რიგში ჯერ ხდება თეორიული გამოთვლა თუ რა ენრგიის გამოყოფა შეიძლება და შემდეგ ასეთი ანალიზის და სტრატეგიაზე ფიქრი და ჩამოყალიბება(იმჰო)

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონბი პირველ რიგსი ამას უნდა გამოთვლა,რადგან ეს გვიჩვენებს რამდენად ღირებულია ასეთი ბომბის შექმნა ნერგეტიკული თვალსაზრისით.

 

როგორც წესი პირველ რიგში ჯერ ხდება თეორიული გამოთვლა თუ რა ენრგიის გამოყოფა შეიძლება და შემდეგ ასეთი ანალიზის და სტრატეგიაზე ფიქრი და ჩამოყალიბება(იმჰო)

სწორია მაგრამ ჯერ ვერავინ ვნახე რომ ზუსტად მითხრას ამის გამოანგარიშება როგორ უნდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

arcivi9

 

ძალიან საინტერესო თემაა. შეგიძლია უფრო განავრცო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

arcivi9

 

ძალიან საინტერესო თემაა. შეგიძლია უფრო განავრცო?

მეტი აღარ ვიცი რა დავწერო. სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცი როგორ შეიძლება იმის გამოანგარიშება თუ რამდენ ენერგიას "დაიტევს" ზეგამტარი............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონი ზეგამტარები უფრო საინტერესოა, ვიდრე ზეგამტარული ბომბი :viking:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არამილევად დენს საიდან აწვდის უწყვეტი ენერგიის ნაკადს?

ერთხელ უნდა მიაწოდო და ესაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი თემაა მაგრამ ჩვენ რამდენად შევძლებთ ზეგამტარი ბომბის გაკეთებას არვიცი :)

 

ხო ისე 23 კელიუმი თუარვცდები მინუს 250 გრადუსია და თხევადი ჰელიუმი რამდენი გრადუსია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ისე 23 კელიუმი თუარვცდები მინუს 250 გრადუსია და თხევადი ჰელიუმი რამდენი გრადუსია?

0 კელვინი არის - 273,15 გრადუსი(ცელსუსის სკალით :) ) და ამ ჰეილუმიც 0 კელვინამდე უნდა გააცივო რომ თხევადი გახდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

აუ შემეშალა 23 კელვინი უდრის 250.15 გრადუსს ანუ მაგ 273.15-ს უნდა გამოვაკლოთ 250 რაც გამოდის მინუს 23 გრადუსი ხო? და შენ ზუსტად იცი რომ თხევადი ჰელიუმი მინუს 273.15 გრადუსია? და გაცივებაში რას გულისხმობ მაგ ტემპერატურამდე როგორ უნდა გააცივო? თუ ეგ უბრალოდ თეორიულადაა ეგრე? და უფრო მაღალ ტემპერატურაზე ჰელიუმი აირად მდგომარეობაშია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და უფრო მაღალ ტემპერატურაზე ჰელიუმი აირად მდგომარეობაშია?

გათხევადება მარტო ტემპერატურაზე არა დამოკიდებული, არამედ წნევაზეც.

 

აუ შემეშალა 23 კელვინი უდრის 250.15 გრადუსს ანუ მაგ 273.15-ს უნდა გამოვაკლოთ 250 რაც გამოდის მინუს 23 გრადუსი ხო?

ეს ვერ გავიგე :) გაურკვევლად გიწერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ვერ გავიგე გაურკვევლად გიწერია

ანუ ავტორი ხომ ამბობს რომ ყველაზე მაღალი კრიტიკული ტემპერატურა აქვს რომელიღაც ნივთიერებას რომლის კრიტიკული ტემპერატურაც 23 კელვინი არისო ხო? ხოდა მე იმის გაგება მინდოდა 23 კელვინი ცელსიუსით რამდენი გრადუსი იქნება თქო ხოდა 23 კელვინი არის 250.15 გრადუსი ანუ 273.15-ს რომ გამოვაკლოთ 250.15 ხომ გამოვა 23 გრადუსი არა? (ნუ ეს მინუსებში ყველაფერი) აქედან გამომდინარე Nb3Ge-ის კრიტუკული ტემპერატურა არის მინუს 23 გრადუსი ანუ 23 კელვინი...

 

ხო წნევა დამავიწყდა ანუ დიდი წნევის ქვეშ აბსოლიტურ მინუსამდე ეცემა ჰელიუმის ტემპერატურა ხო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ავტორი ხომ ამბობს რომ ყველაზე მაღალი კრიტიკული ტემპერატურა აქვს რომელიღაც ნივთიერებას რომლის კრიტიკული ტემპერატურაც 23 კელვინი არისო ხო?

არა თანამედროვე ზეგამტარებს 48 თუ 58 კელვინია.

ხოლე 23 კელვინი არის 273,15 - 23 =250,15

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...