Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მივმართავ იმ ხალხს, ვინც არ მიდის ამ არჩევნებზე მაინც გაყალბდება-ს მოტივით!

 

1. თუ ბევრი ხალხი მივა გამარჯვების შანსი მკვეთრად იზრდება.

 

2. თუ ბევრ ხალხი მივა არჩევნებზე, ხელისუფლებას კოსმეტიკური "გაყალბე4ბი"-ს ნაცვად ტოტალური გაყალბება მოუწევს რათა უგულავა გაათრიონ.

 

შესაბამისად ფაქტებზე დაჭერა უფრო ადვილი იქნება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ გააპრავებს, და ხალხის სამართლიან პროტესტს და ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებსაც კი გამართლება ექნება.

 

რაც არი იყო შარშანდელი გაზაფხულის აქციების დროს.

 

ვინც იძახით გაყალბდება რა აზრი აქ მისვლასო, მაგონებთ სააკაშვილს, რომელმაც მირატვორცების მანდატის გაუქმებამდე დაარტყა რუსის ჯარს, რამაც რუსეთს ხელფეხი გაუხსნა.

 

ანუ არჩევნებში მონაწილეობა სტრატეგიულად სწორი ნაბიჯია ჩემი აზრით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ არჩევნებში მონაწილეობა სტრატეგიულად სწორი ნაბიჯია ჩემი აზრით!

არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. თუ ბევრი ხალხი მივა გამარჯვების შანსი მკვეთრად იზრდება.

 

ვისი გამარჯვების?

 

ვისაც უნდა დავენიძლავები, ხელისუფლებას არჩევნები უკვე მოგებული აქვს ყოველგვარი გაყალბების გარეშე.

 

ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც დღეს პოლიტიკანობას თამაშობს ოპოზიციის მხრიდან, ისინი იმდენად უვარგისები არიან, რომ ელემენტარულად სსაარჩევნო კამპანიის წარმართვაც არ შეუძლიათ.

 

თქვენ გრძნობთ, რომ ორ თვეში არჩევნები იქნება?

 

თქვენს გარშემო რამე ხდება, რომლითაც შეიძლება მიხვდეთ, რომ ხალხი ხმას ოპოზიციას მისცემს?

 

თუ ხალხი ცალკეა და პოლიტიკოსები ცალკე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იგივე მოწოდებები, აი ზუსტად იგივე.

ასევე, ყველა არჩევნებს ჰქონდა ერთნაირი დასასრული, როგორც ხელისუფლების მხრიდან ( გაყალბებას ვგულისხმობ ) ასევე ოპოზიციის მხრიდან ( ტყუილად ტრაკზე გახევა, გულზე მჯიღის ცემა, თითოეული ხმის დაცვა, მაგრამ ბოლოს ჩაჯმა )..

იგივე მოხდება ახლაც, ხოდა მე აღარ მინდა მონაწილეობა მივიღო ამ უაზრო სპექტაკლებში.

 

შესაბამისად ფაქტებზე დაჭერა უფრო ადვილი იქნება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ გააპრავებს, და ხალხის სამართლიან პროტესტს და ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებსაც კი გამართლება ექნება.

 

ყოველთვის დაიჭირეს ფაქტებზე, მაგრამ შედეგი ნული :)

 

ჩემი არჩევნებზე არ მოსვლით, არაფერი დააკლდება დედასამშობლოს, მაგრამ გაგახსენებთ ჩემს სიტყვებს :)

ახალს არაფერს მთავაზობენ რა, ერთი და იგივე სულ, ერთნაირი დაპირებები, ერთნაირი მუქარები. არც დაპირებების ასრულება მახსენდება, არც მუქარების, აადა ყოველწელიწადს უწევთ განმეორება :D

ხოდა, ხალხი კი არ არის დამნაშავე უნდობლობას რომ უცხადებს, თვითონ არიან დამნაშავენი, როგორც ერთი, ისე მეორე მხარეც.

 

 

 

 

ბადრი_წიქორაძე

ვისაც უნდა დავენიძლავები, ხელისუფლებას არჩევნები უკვე მოგებული აქვს ყოველგვარი გაყალბების გარეშე.

 

ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც დღეს პოლიტიკანობას თამაშობს ოპოზიციის მხრიდან, ისინი იმდენად უვარგისები არიან, რომ ელემენტარულად სსაარჩევნო კამპანიის წარმართვაც არ შეუძლიათ.

 

თქვენ გრძნობთ, რომ ორ თვეში არჩევნები იქნება?

 

თქვენს გარშემო რამე ხდება, რომლითაც შეიძლება მიხვდეთ, რომ ხალხი ხმას ოპოზიციას მისცემს?

 

თუ ხალხი ცალკეა და პოლიტიკოსები ცალკე?

 

გეთანხმებით პატივცემულო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„საარჩევნო სიას აქვს დიდი პრობლემა მონაცემების შეტანის ვადების თვალსაზრისითაც. 2010 წლის ორ დღეს 300 000 კაცი დარეგისტრირდა, რაც პრაქტიკულადაც და თეორიდიულადაც შეუძლებელია. მაგრამ სია სწორედ ამას ამბობს, რაც ადასტურებს, რომ პრობლემა შეგნებულად არის დაშვებული“.

 

„ჩვენ ვატარებთ ორი ტიპის მონიტორინგს: ერთი ელექტრონული ფორმით კეთდება და მასზე მონაცემთა ბაზის სპეციალისტები მუშაობენ. იქ პოულობენ უამრავ დუბლიკატსა და ხარვეზს. მონიტორინგის მეორე სახე არის „კარდაკარ“. პირველი ეტაპი იყო ექსპერიმენტული სახის, პირველადი ტესტი, წარმოდგენა რომ გვქონოდა, რასთან გვექნებოდა საქმე. შევამოწმეთ სოციოლოგიური კვლევის პრინციპით, სხვადასხვა უბანში. ამ 500 ბინაში 20% არის არარსებული ამომრჩეველი ანუ ხელოვნური მიწერები; დაახლოებით 10% არის ისეთი ადამიანი, ვინც იმყოფება უცხოეთში; არიან მიცვალებულები, თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა. თავისთავად ჯამში საარჩევნო სიების 30% რომ გამოუსადეგარია, ძალიან შემაშფოთებელია“.

 

http://republicans.ge/index.php?module=%E1...lay&sid=951

 

ესეც ნახეთ

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=17691

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

პატივცემულო!

 

როდესაც იკვეხნიან ამდენი და ამდენი წევრი გვყავს პარტიაშიო, ის წევრები მასიურად უნდა გამოეყვანათ მიტინგებზე, რომ 50% არ დაეთმოთ. ამის ტვინი და ტრაკი მათ არ ჰქონდათ და ახლა მილიონი მიზეზი არსებობს არჩევნების ობიექტურად წასაგებად ოპოზიციის მიერ, მათ შორის სიებიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არჩევნები და ერთადერთი გზაა ჩემი აზრით გამარჯვებისთვის კველა მივდივართ არჩევნებზე :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ გააპრავებს, და ხალხის სამართლიან პროტესტს და ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებსაც კი გამართლება ექნება

ანუ, რესპები და ახლები აპირებენ რადიკალურ ნაბიჯებს? კი მაგრამ, ეგენი ხომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნებს მიიჩნევენ? სულ სხვის ხარჯზე უნდათ ყველაფერი. აღარ გამოუვათ. არჩევნების გაყალბების მერე, რესპუბლიკელები ან ახლები რომ გამეჩითნონ ტრუბუნაზე სიტყვით, პირადად მე მივალ და შევაგინებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნები თუ გააყალბეს თმებით უნდა ვათრიოთ! უსამართლობა და ხალხის ფეხებზე დაკიდება აღარ უნდა ეპატიოს არც ერთ მთავრობას! დავემსგავსებით თურქმენეთს ცოტა ხანში თუ ესეც გადავყლაპეთ...პრინციპში დიდი არაფერი არ გვიკლია. და იმით სპეკულირება უნდა მორჩეს კიდევ რუსეთი სარგებლობსო. რუსეთი ყოველთვის ჩვენი მმართველების უუნარობით სარგებლობდა.

 

თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს რომ მისი ხმა არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის. და აღარ უნდა არავის ფერება! ცხვირში უნდა ვადინოთ ყოველი შეცდომა ვინც იქნება აწი და ამათაც ვინც ეხლა გვყავს.

Edited by zoixter
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი ამ თემაში რამდენად უნდა ვწერდე ამას.

მაგრამ რატომღაც მაინც დავაკავშირე.

თუ ამჯერადაც:

გაყალბდა არჩევნები.

აშშ-მ ტრაკი მოწმინდა მიშას ( რისი ირიბი ნიშნებიც ასე თუ ისე შეინიშნება )

საპროტესტო ტალღებმა უშედეგოდ ჩაიარა.

და გაჩნდა იმის პერსპექტივა რომ გენერალური რეპეტიცია ჩავლილია და შეგვიძლია წყნარად ვემზადოთ საპრეზიდენტო ნაციონალების გაყალბებისთვის...

 

მაშინ.

შევ.... არჩევნებს.

შევ... დასავლეთს, აშშს, ნატოს და ყველა ძმანს მათთსას.

შევ... ყველა მათ აქაურ მხარდაჭერსაც.

გადავდივარ შურისძიების მოლოდინის რეჟიმში და ვხდები, რუსეთუმეც, ირანუმეც, შულავერელიც და რა ვიცი ვინც კი შეიძლება კოშმარულ სიზმარში დაესიზმროს, მოდნიცა, პედერასტმოყვარულ მოლიბერალო და (რაც მთავარია), სუსტ, მშიშარა და ლუზერ სხადნიაკს.

 

თუ არ გაყალბდა...

ან თუ მცირედით გაყალბდა...

ან თუ ისე გაყალბდა რომ ფაქტები ვერავინ ვერ მოიძია...

მაშინ ნება ვინებოთ დავატიოთ ტაკოები და შევეგუოთ წყნარად და მშვიდად იმას, რომ ღირსები ვართ რომ გავიკუზოთ :))

 

ვოტ ტაკ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იგივე მოწოდებები, აი ზუსტად იგივე.

ასევე, ყველა არჩევნებს ჰქონდა ერთნაირი დასასრული, როგორც ხელისუფლების მხრიდან ( გაყალბებას ვგულისხმობ ) ასევე ოპოზიციის მხრიდან ( ტყუილად ტრაკზე გახევა, გულზე მჯიღის ცემა, თითოეული ხმის დაცვა, მაგრამ ბოლოს ჩაჯმა )..

იგივე მოხდება ახლაც, ხოდა მე აღარ მინდა მონაწილეობა მივიღო ამ უაზრო სპექტაკლებში.

 

 

 

ყოველთვის დაიჭირეს ფაქტებზე, მაგრამ შედეგი ნული :))

 

ჩემი არჩევნებზე არ მოსვლით, არაფერი დააკლდება დედასამშობლოს, მაგრამ გაგახსენებთ ჩემს სიტყვებს :)

ახალს არაფერს მთავაზობენ რა, ერთი და იგივე სულ, ერთნაირი დაპირებები, ერთნაირი მუქარები. არც დაპირებების ასრულება მახსენდება, არც მუქარების, აადა ყოველწელიწადს უწევთ განმეორება :)

ხოდა, ხალხი კი არ არის დამნაშავე უნდობლობას რომ უცხადებს, თვითონ არიან დამნაშავენი, როგორც ერთი, ისე მეორე მხარეც.

 

 

 

 

ბადრი_წიქორაძე

 

 

გეთანხმებით პატივცემულო!

 

 

გასაგებია, მაგრამ რომ მიხვიდე და გაიმარჯვონ, მაშინ ხომ გაგიხარდება რომ შენი წვლილიც შეიტანე ამ გამარჯვებაში? ხოლო თუკი ისევ გააყალბებბენ ბოლშევიკები, სენს მომავალ ტაობებს იმას მაინც ეტყვი რომ არ შეგეშინდა მათი და არჩვენბზე მათ წინააღმდეგ გამოხვედი. ხოლო არჩევნებზე უარის თქმა , იმის მანიშნებელია რომ ბოლშევიკებმა დააშინეს ხალხი და კიდევ ერთხელ დამტკიცეს რომ მონათმფლობელური წყობილება დაამყარეს საქართველოში. დაამტკიცე რომ არ ხარ მონა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია
:)

ყველა სხვა გზა ხელისუფლების შეცვლისა არის კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის დაშლისკენ.IMHO

 

ყველაფერი უნდა გაკეთდეს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ამისათვის ყველაზე ეფექტური გზა არის ამომრჩეველთა რაც შეიძლება მაღალი აქტიურობა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...