Jump to content
Planeta.Ge

მანჰეტენი თვილისის ზღვაზე


Recommended Posts

გია ჭანტურია თბილისის ზღვაზე მანჰეტენის ანალოგის აშენებას გეგმავს

17:07 - 08.03.2010

 

"ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატი გია ჭანტურია დედაქალაქში ე.წ. აფთაუნის მშენებლობის დასაწყებად ემზადება. სწორედ ასე ეწოდება პროექტს, რომელიც, როგორც თავად ჭანტურია განმარტავს, თბილისში მანჰეტენის ანალოგის შექმნას ითვალისწირებს. როგორც "პირWელს" თბილისის მერობის კანდიდატმა განუცხადა, საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს-ქალაქის მშენებლობის დაწყებაზე. რამდენიმემილიარდიანი პროექტი უცხოელი არქიტექტორების მიერ მომზადდა, რომელთა შორისაა ცნობილი იტალიელი არქიტექტორი სერჯიო რუსო. "ეს იქნება მანჰეტენის მსგავსი ბიზნეს-ქალაქი, რომლის მშენებლობაში რამდენიმე მილიარდის ოდენობის უცხოური ინვესტიცია ჩაიდება" - განუცხადა "პირWელს" ჭანტურიამ. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული გია ჭანტურია აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას აპრილის თვეში გეგმავს. მისი თქმით, დაგეგმილია პროექტის ავტორების თბილისში ვიზიტი და საგანგებო შეხვედრების გამართვა ქალაქის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის - თბილისის მოქმედ მერთან გიგი უგულავასთან. აღსანიშნავია, რომ გია ჭანტურიამ საკუთარ ამომრჩეველს უკვე წარუდგინა გრანდიოზული პროექტები, რომელიც შავი ზღვისპირეთში ენერგოინდუსტრიული ზონის, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შექმნას ითვალისწინებს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...62&Itemid=1

 

ზღაპრებია თუ რეალობა?

http://shakethis.co.uk/pics/travelpics/us/manhatten.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა ზღაპარი მანჰეტენს ვერასდროს ვერცერთი მერი ვერ ააშენებს

 

მანჰეტენი რომ ააშენო ამერიკის ნაირი ქვეყანა უნდა გქონდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მანჰეტენი, სულ გამოსირდნენ!

 

აღარ იციან ფულები როგორ გაათეთრონ..

 

ბურჯ თბილისი ააშენონ ბლია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანჰეტენი თვილისის ზღვაზე

აკი ზოოპარკიო :+:

ნეტა ის საცოდავი ცხოველები სულ არ დახოცონ და აღარ დავეძებ, ისემც უქნიათ რიო ააშენონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეტა ის საცოდავი ცხოველები სულ არ დახოცონ და აღარ დავეძებ, ისემც უქნიათ რიო ააშენონ

ნეტავი დახოცონ..მაგატი ტანჯვის ატანა ძნელი საცქერალია:+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...