Jump to content
Planeta.Ge

დრედებიანი თბილისში


Recommended Posts

ქართულად მოლაპარაკე დრედიანი მულატი ანუ რატომ იწერენ მოხუცები პირჯვარს სამორი ბალდეს დანახვისას?

მისი ქუჩაში გამოჩენა, საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, მულატი, დრედიანი (წვრილად დაწნული თმა) ბიჭი თბილისში, რომელიც ქართულად კარგად ლაპარაკობს, საზოგადოების ყურადღებას იქცევს. 23 წლის სამორი ბალდე, იგივე სემი, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში შემხვდა. როგორც გაირკვა, ის ჩემი თანამგზავრის ნაცნობი აღმოჩნდა და მისი ქართული ლაპარაკის მოსმენისას, სასიამოვნოდ აღტაცებული დავრჩი. როდესაც ინტერვიუსთვის დავუკავშირდი, გაეცინა, - ახალი რა უნდა მოგიყვე? საქართველოში გაზრდილი მულატი ვარო! - თუმცა მოსაყოლი ბევრი ჰქონია...

 

 

- როგორ აღმოჩნდი საქართველოში?

- დედაჩემის მამა ქართველია, ბებია - უკრაინელი. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი მოსკოვში სწავლისას გაიცნეს და რუსეთშივე დაქორწინდნენ, ორივენი გეოლოგები არიან, მამაჩემი აფრიკელი ფერადკანიანია - გვინეიდან. 3 წლამდე, საქართველოში დედასთან ერთად პერიოდულად ჩამოვდიოდი; 3 წლის შემდეგ კი, როცა დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ, საქართველოში ვცხოვრობ.

 

- ოდესმე აფრიკაში თუ ყოფილხარ?

- სამწუხაროდ, არა, მაგრამ იქ წასვლის დიდი სურვილი მაქვს. მამაჩემი აფრიკაში ცხოვრობს, იქ ბევრი ნათესავიც მყავს, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე გამგზავრება... ამ სურვილს აუცილებლად ავიხდენ.

 

- დედმამიშვილები თუ გყავს?

- არა, მაგრამ დედის მხრიდან და და ძმა მყავს, ხოლო მამის მხრიდან - ძმები და და; მათთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და აფრიკაშიც მელოდებიან (იღიმის).

 

- უცხო გარეგნობა გაქვს, რა რეაქცია აქვთ ქართველებს შენი დანახვისას?

- აბა, როგორ გითხრა, ამას წინათ, ავტობუსში რომ ავედი, ერთმა ბებომ პირჯვარი გადაიწერა (ხარხარებს). უკვე ერთი წელია, რაც დრედი მაქვს. როცა ასეთ ვარცხნილობას არ ვატარებდი, ბევრს ალბათ ალაზანზე გაშავებული კახელიც ვეგონე (იცინის). ისე, ბევრი ქართველი დიდი "ფითქინობით" არ გამოირჩევა და მათ ფონზე, ვფიქრობ, რომ ჩემი კანის ფერიც ნაკლებად შესამჩნევია. თან, ქართულად რომ ვლაპარაკობ, ბევრს ქართველიც ვგონივარ, რადგან გამოკვეთილი აფროიდული ნაკვთები არ მაქვს.

 

მას შემდეგ, რაც დრედი გავიკეთე, ამან ჩემი აფრიკელობა უფრო "გაამწვავა". ბევრს ჩემი დანახვა ქუჩაში უკვირს; ლაპარაკს რომ დავიწყებ, მაშინ უნდა ნახო მათი გაკვირვება! ხშირად, ჩემზე ლაპარაკობენ - ჰგონიათ, რომ ქართული არ ვიცი და მჭორავენ (იცინის). მსგავსი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში ყოველდღე ხდება. აი, ახლაც, ავტობუსით რომ მოვდიოდი, მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი.

 

- რას ლაპარაკობენ შენზე?

- რა ვიცი, რასაც ფიქრობენ, ალბათ იმას ლაპარაკობენ. ძირითადად, კარგს, თუმცა საკუთარ თავზე ცუდიც მესმის (იცინის). შემდეგ, პასუხს რომ გავცემ ან გამოველაპარაკები ქართულად, რა დღეში ცვივდებიან, იცი?! ადრე ზოგადად მჭორავდნენ, ახლა ყურადღებას ჩემს თმას აქცევენ. რომ დამინახავენ, მაშინვე იმაზე მსჯელობენ - ჩემი ვარცხნილობა ნამდვილია, მატყლისაა თუ პარიკი მახურავს?! ვარაუდობენ, რომ თავს არ ვიბან, ტილები მყავს და თმას საერთოდ არ ვივარცხნი... მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ თავს ძალიან ხშირად ვიბან და არც ტილები მყავს (იცინის).

 

- ამ ვარცხნილობით ვინ "დაგაჯილდოვა"?

- ქართველმა ძმაკაცმა გამიკეთა, მან დრედის გაკეთება ჩემს თმაზე ისწავლა, მისი საცდელი "ბაჭია" ვიყავი (იცინის). უკვე წელიწადზე მეტია, ამ ვარცხნილობით დავდივარ და დროდადრო ვაახლებ. როგორც გითხარი, ჩემი დრედი ბევრს პარიკი ჰგონია. განსაკუთრებით, მოხუცების დარწმუნება მიჭირს ჩემი ვარცხნილობის ბუნებრიობაში. ერთი ბებო, რომ ვერ დავაჯერე, ადგა და თმაზე ისე მომქაჩა, კინაღამ სკალპი ამაძრო (იცინის). დარწმუნებული იყო, რომ არ მეტკინებოდა. - კარგად გაქვს მიწებებულიო! - მაინც მეკამათებოდა.

 

- რა პროფესიის ხარ?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ფეხბურთს ვთამაშობდი და მინდოდა, სპორტისათვის მეტი დრო დამეთმო.

 

- ახლა აღარ თამაშობ?

- ახლა ინტენსიურად აღარ ვთამაშობ, მაგრამ სულ ვვარჯიშობ. ერთი პერიოდი თურქეთშიც ვიყავი, იქ ვთამაშობდი; შემდეგ, ტრავმის გამო ოპერაცია გავიკეთე და ნელ-ნელა ფეხბურთს ჩამოვშორდი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სპორტს ისევ დავუბრუნდე. მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრება რთულია, სხვა შემოსავლის წყაროცაა საჭირო.

 

- ქართულის გარდა, რამდენ ენას ფლობ?

- რუსულ და ინგლისურს, საუბარი ორივე ენაზე თავისუფლად შემიძლია.

 

- ვიცი, რომ ღამის კლუბში მუშაობ...

- კი (იღიმის). კვირაში 2 დღეა კლუბში წვეულება და მეც სტუმრების "დაქოქვას" ვცდილობ ხოლმე.

 

- მუსიკალური სასწავლებელი გაქვს დამთავრებული?

- არა, მუსიკას პროფესიონალურ დონეზე არასოდეს დავუფლებივარ და დღეს ამას ძალიან ვნანობ. ყოველთვის მეგონა, რომ არც ხმა მქონდა და არც - სიმღერა შემეძლო. ბოლო დროს, მე თვითონ ვსწავლობ გიტარაზე დაკვრას. საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ მაქვს მუსიკალური და რიტმის გრძნობაც; რომ გითხრა, მაგარი ხმა მაქვს-მეთქი, მოგატყუებ. მამაჩემიც ძალიან მუსიკალურია და როგორც ჩანს, მისი გენი გამომყვა. მრავალმხრივად მინდა განვვითარდე და ამიტომ მუსიკაში საკუთარ თავს ვცდი. სიმართლე გითხრა, კლუბში ნაცნობს რომ არ მივეწვიე, არც მივიდოდი. იქ მისული კი, სიტუაციით დავინტერესდი, ძალები მოვსინჯე, საზოგადოების აყოლიება გამომივიდა და მას შემდეგ იქ ვარ...

 

- კლუბში შენს ფუნქციებში რა შედის?

- იმპროვიზაციას ვაკეთებ; წინასწარ არც ვიცი ხოლმე, რომელი დიჯეი უკრავს, მაგრამ მუსიკის, საზოგადოებისა და სიტუაციის გათვალისწინებით, ხან ვმღერი, ხან - ხალხს ვამხნევებ, ვართობ, ვლაპარაკობ... ურთიერთობას ვამყარებ მსმენელთან და მათ განწყობილებაზე ვზრუნავ. ძნელია, ჩემს საქმიანობას რაიმე სახელი დაარქვა, როცა მეკითხებიან, რას აკეთებ კლუბშიო? - ვპასუხობ, რომ ჩემი საქმიანობა სრული იმპროვიზაციაა.

 

- საქართველოში გაიზარდე. რას ნიშნავს ეს ქვეყანა შენთვის?

- საქართველო ჩემი სახლია, სამშობლო... ეს ქვეყანა ჩემთვის ისეთივეა, როგორიც დანარჩენი ქართველებისთვის. აფრიკისადმი მსგავსი განცდა ნამდვილად, არა მაქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ არასოდეს ვყოფილვარ (იღიმის). დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს, თუ სად იზრდები და ყალიბდები... ამიტომ საქართველო ჩემთვის მშობლიური და კომფორტული ადგილია!.. ამის შემდეგ, სადაც უნდა წავიდე საცხოვრებლად, საქართველო მაინც ჩემი სახლი და ქვეყანა იქნება.

 

- აქ მცხოვრებ აფრიკელებს იცნობ?

- კი, მათ უმეტესობას ვიცნობ და ხანდახან ვნახულობთ კიდეც ერთმანეთს. აფრიკელი მეგობრებიც მყვანან, რომლებიც საქართველოში სასწავლებლად ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს ჩამოვიდნენ.

 

- მოდი, ქართველ გოგონებზეც ვისაუბროთ...

- (იღიმის) ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ... იცი, ქართველების გარდა, სხვა გოგონები არ მინახავს (იცინის). ისინი მეც ისევე მომწონს, როგორც სხვა ქართველ ბიჭებს (იცინის).

 

- მათში ალბათ დიდი პოპულარობით სარგებლობ...

- რა ვიცი, ზოგს მოვწონვარ, ზოგს - არა. ვერ ვიტყვი, რომ თაყვანისმცემელთა არმია მახვევია გარს.

 

- მარტო ცხოვრობ?

- არა, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ვცხოვრობ, დედა ამჟამად საზღვარგარეთაა. ხანდახან მარტოსაც მიწევს ცხოვრება. საკმაოდ კარგად ვუმკლავდები საოჯახო საქმეებსაც, გარეცხვაც შემიძლია და სადილების მომზადებაც. კარგია მარტოობა (იღიმის).

 

- როგორც ამბობენ, ყოფილი სპორტსმენები არ არსებობენ; დღემდე ვარჯიშობ?

- კი, მაგრამ პერიოდულად რეჟიმიდან ამოვვარდები ხოლმე და ამ დროს დიდ დისკომფორტს განვიცდი, "ჯანზე მოსასვლელად" აუცილებლად ვვარჯიშობ.

 

- სამომავლო გეგმებზე არაფერს მეტყვი?

- რა ვიცი, არ მიყვარს წინასწარ გეგმების დაწყობა, როგორც წესი, დაგეგმილი რაღაცები არასოდეს მისრულდება... ვიცი, ცხოვრებაში რისი გაკეთებაც მინდა, კმაყოფილი ვარ დღევანდელი მდგომარეობით. დიდი ბედნიერებაა, როდესაც საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროც ხდება. ბედნიერი ვიქნები, ფულს მთელი ცხოვრება საყვარელი საქმიანობით თუ ვიშოვი.

რა რეაქცია გიჩნდებათ ქართულად მოლაპარაკე ზანგის დანახვისას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ შავკანიანი ქართულად გამართულად ლაპარაკობს მიკვირს და ამავე დროს მიხარია რომ ჩვენი ენა იცის და ისწავლა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საყვარელიიიიი!!

( დრედები მაგრად მევასება-დაჯე იუზერის მევასა მაგ ნიკის გამო:( )

 

 

პ.ს ვაფშეტა ზანგი რასისტული სიტყვაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...