Jump to content
Planeta.Ge

დედამიწის დაღუპვის განრიგი

Recommended Posts

ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა დღეს ისეთი მძიმეა, როგორიც არასოდეს ყოფილა. საერთაშორისო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დედამიწის კლიმატის ცვლილებაში ადამიანების წვლილი 90 პროცენტს შეადგენს. ყველა ბუნებრივი ცვლილება სწორედ ადამიანის მოქმედებითაა გამოწვეული.

მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ მომავალში ტემპერატურა შესაძლოა 2–დან 11 გრადუსამდე გაიზარდოს, ხოლო ზღვის დონე ნახევარ მეტრზე მაღლა აიწევს. ასევე გამოითქმება ვარაუდი, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე საკუთარი ღერძის გარშემო შეიცვლება.

და ეს ყველაფერი არ არის. არცთუ სახარბიელო პროგნოზების თანახმად, დიდ, მაღალ ქედებზე და პოლუსებზე ყინული დადნება. ზოგიერთი რაიონი მთლიანად წყლით დაიფარება, სხვა ადგილებში კი გვალვა დაისადგურებს. ადამიანებს უწყლობა შეაწუხებს. მოსახლეობას თავს შიმშილი და ეპიდემიები დაატყდება. ფინალურ აკორდად კი ფლორისა და ფაუნის თითქმის მეოთხედით შემცირება იქცევა.

ნავთობის მსოფლიო წარმოება თავის პიკს 2009–დან 2018 წლამდე მიაღწევს. ეს გარდატეხის მომენტი იქამდე მიგვიყვანს, რომ ნავთობის წარმოება შემცირებას დაიწყებს, და ბოლოსდაბოლოს ეს საკვების ნაკლებობამდე და სხვადასხვა ქვეყნების გამუდმებულ კამათამდე მიგვიყვანს ამოწურვის პირას მყოფი რესურსების კუთვნილებასთან დაკავშირებით.

2020 წელს ევროპას უამრავი წყალდიდობა დაატყდება თავს, რომლებიც მოსავლის უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ წვიმები სულ უფრო იშვიათად წამოვა, შეიძლება სასოფლო–სამეურნეო კულტურების 50 პროცენტი დაზარალდეს. ამ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 7,6 მილიარდ ადამიანი იქნება.

2030 წელს ყველა მარჯნის რიფის თითქმის მეხუთედი გაქრება, ხოლო აზიის სანაპიროებთან ეს დანაკარგი 30 პროცენტს შეადგენს. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,3 მილიარდამდე გაიზრდება.

არქტიკული ზღვის ყინულები 2040 წლისთვის გადნება, თუმცა მრავალი მეცნიერი ამ ვარაუდს არ ეთანხმება და ამ პროცესს 2060–დან 2105 წლამდე ვარაუდობს.

2050 წელს იმის დიდი ალბათობაა, რომ პატარა ალპური ყინულები გაქრება, ხოლო დიდი მყინვარები თავიანთი მოცულობის 70 პროცენტს დაკარგავენ.

2060 წელს აღმოსავლეთ აზიაში მოსავალი 20 პროცენტით გაიზრდება, ცენტრალურ აზიაში კი 30 პროცენტით შემცირდება. ამგვარი ცვლილებები სხვა კონტინენტებზეც შეინიშნება. ცხოველთა სამყაროს მეოთხედი გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდება.

2080 წლისთვის ადამიანთა დასახლებების 20 პროცენტს წყალდიდობები წალეკავს. სანაპიროებზე მცხოვრებ 100 მილიონ ადამიანს ყოველწლიური წყალდიდობები შეაწუხებს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს თავს ტროპიკული გრიგალები დაატყდება. 1,1–დან 3,2 მილიარდამდე ადამიანი წყლის კატასტროფული უკმარისობით დაზარალდება, ხოლო 600 მილიონს შიმშილობა შეაწუხებს. ამ ყველაფერს დაემატება ტროპიკული ცხელების ეპიდემია, რომელიც 3,5 მილიარდ ადამიანს დაატყდება თავს.

2100 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცილდება. ეკოსისტემას კლიმატის ცვლელებასთან შეგუება მოუწევს. მუდმივი გამყინვარებისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩება. დედამიწის თითქმის 40 პროცენტზე სხვაგვარი კლიმატი დამყარდება, ხოლო გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.

2200 წლისთვის კი დღე წამის მეათედით შემცირდება, ვინაიდან ოკეანეების ზომის ცვლილების გამო დედამიწა დამძიმდება და მეტი სიჩქარით იბრუნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მჯერავს და რაც მალე დაიღუპება, მით უკეთესი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი უბედური კატაკლიზმები ხდება დღესდღეობით თუ გადავხედავთ, ძნელი დასაჯარებელი არ უნდა იყოს ეს "ვარაუდები".. ბოლოს და ბოლოს მეცნიერები მუშაობენ ამაზე..

თუმცა იქნებ მანამდე არც მიაღწიოს კაცობრიობამ, ან იქნებ გამოსწორდეს.. ეს არავინ იცის...

მთავარია, ადამიანები გონს მოვეგოთ და გავუფრთხილედეთ რამდენადაც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან..

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანებს ზემოთ მდგომი ადამიანები მართავენ, რომელთა მმართველობას ერთი ადამიანი ვერ შეეწინააღმდეგება ..

აღდგენას კი უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე განადგურებას დასჭირდა ...

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეცნიერები მუშაობენ ამაზე..

ზუსტად ეგ მეცნიერები აჩქარებენ პრცესს :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუსტად ეგ მეცნიერები აჩქარებენ პრცესს :TAT:

მაგას ვიძახი, ზემოთ მდგომ ადამიანებში ეგენი ვიგულისხმე..

მაგრამ ყველა მეცნიერს ერთ ქვაბში ნუ ვხარშავთ..

ეგ სხვა მეცნიერები არიან..

ყველაფერი რაც დღეს გვაქვს მაგათი დამსახურებაა, თუმცა სავალალო შედეგებით.. მივაღწიეთ სასწაულებს, მაგრამ ვანადგურებთ დედამიწას.. ისევ მაგათმა იციან ამ შედეგების ფასი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა მეცნიერს ერთ ქვაბში ნუ ვხარშავთ..

არა, როგორ გეკადრებათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთაშორისო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დედამიწის კლიმატის ცვლილებაში ადამიანების წვლილი 90 პროცენტს შეადგენს. ყველა ბუნებრივი ცვლილება სწორედ ადამიანის მოქმედებითაა გამოწვეული.

მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ მომავალში ტემპერატურა შესაძლოა 2–დან 11 გრადუსამდე გაიზარდოს, ხოლო ზღვის დონე ნახევარ მეტრზე მაღლა აიწევს. ასევე გამოითქმება ვარაუდი, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე საკუთარი ღერძის გარშემო შეიცვლება.

და ეს ყველაფერი არ არის. არცთუ სახარბიელო პროგნოზების თანახმად, დიდ, მაღალ ქედებზე და პოლუსებზე ყინული დადნება. ზოგიერთი რაიონი მთლიანად წყლით დაიფარება, სხვა ადგილებში კი გვალვა დაისადგურებს. ადამიანებს უწყლობა შეაწუხებს. მოსახლეობას თავს შიმშილი და ეპიდემიები დაატყდება. ფინალურ აკორდად კი ფლორისა და ფაუნის თითქმის მეოთხედით შემცირება იქცევა.

ნავთობის მსოფლიო წარმოება თავის პიკს 2009–დან 2018 წლამდე მიაღწევს. ეს გარდატეხის მომენტი იქამდე მიგვიყვანს, რომ ნავთობის წარმოება შემცირებას დაიწყებს, და ბოლოსდაბოლოს ეს საკვების ნაკლებობამდე და სხვადასხვა ქვეყნების გამუდმებულ კამათამდე მიგვიყვანს ამოწურვის პირას მყოფი რესურსების კუთვნილებასთან დაკავშირებით.

2020 წელს ევროპას უამრავი წყალდიდობა დაატყდება თავს, რომლებიც მოსავლის უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ წვიმები სულ უფრო იშვიათად წამოვა, შეიძლება სასოფლო–სამეურნეო კულტურების 50 პროცენტი დაზარალდეს. ამ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 7,6 მილიარდ ადამიანი იქნება.

2030 წელს ყველა მარჯნის რიფის თითქმის მეხუთედი გაქრება, ხოლო აზიის სანაპიროებთან ეს დანაკარგი 30 პროცენტს შეადგენს. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,3 მილიარდამდე გაიზრდება.

არქტიკული ზღვის ყინულები 2040 წლისთვის გადნება, თუმცა მრავალი მეცნიერი ამ ვარაუდს არ ეთანხმება და ამ პროცესს 2060–დან 2105 წლამდე ვარაუდობს.

2050 წელს იმის დიდი ალბათობაა, რომ პატარა ალპური ყინულები გაქრება, ხოლო დიდი მყინვარები თავიანთი მოცულობის 70 პროცენტს დაკარგავენ.

2060 წელს აღმოსავლეთ აზიაში მოსავალი 20 პროცენტით გაიზრდება, ცენტრალურ აზიაში კი 30 პროცენტით შემცირდება. ამგვარი ცვლილებები სხვა კონტინენტებზეც შეინიშნება. ცხოველთა სამყაროს მეოთხედი გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდება.

2080 წლისთვის ადამიანთა დასახლებების 20 პროცენტს წყალდიდობები წალეკავს. სანაპიროებზე მცხოვრებ 100 მილიონ ადამიანს ყოველწლიური წყალდიდობები შეაწუხებს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს თავს ტროპიკული გრიგალები დაატყდება. 1,1–დან 3,2 მილიარდამდე ადამიანი წყლის კატასტროფული უკმარისობით დაზარალდება, ხოლო 600 მილიონს შიმშილობა შეაწუხებს. ამ ყველაფერს დაემატება ტროპიკული ცხელების ეპიდემია, რომელიც 3,5 მილიარდ ადამიანს დაატყდება თავს.

2100 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცილდება. ეკოსისტემას კლიმატის ცვლელებასთან შეგუება მოუწევს. მუდმივი გამყინვარებისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩება. დედამიწის თითქმის 40 პროცენტზე სხვაგვარი კლიმატი დამყარდება, ხოლო გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.

2200 წლისთვის კი დღე წამის მეათედით შემცირდება, ვინაიდან ოკეანეების ზომის ცვლილების გამო დედამიწა დამძიმდება და მეტი სიჩქარით იბრუნებს.

მალინა

ამის წყაროს ვერ მეტყვი?

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

ერთ-ერთ საიტზე იდო წორდის ფაილის სახით

გასაგებია... არმაგედონია რა - გული მისკდება რომ ვკითხულობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

მე პახოდუ ვითვლი, რომელში რამდენის ვიქნები :D :D

ჩემზე არა, ჩემს ძმიშვილებზე ვითვლი :ravic: თავს მოვიკლავ ცვეტში ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

ძმიშვილებზე

უფ :ravic:(( კაი რა.....

მე ჩემზე და ნეკროზე :D :user: ჩვენ არ გვიწვეს მგონი :duel: არადა მე მინდა რომ მომიწიოს :D

რა უფ არ გამაგიჟო ეხლა :sad: ეგენი არიან ჩემი "ნეკროები" :cry:

და რად გინდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

ეგენი არიან ჩემი "ნეკროები" :

ლოოოოლ :D :ravic:)

და რად გინდა?

რავი მინდა.... მაინტერესებს რა მოხდება... აუ მართლა მინდა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...