კონტენტზე გადახტომა


რა არის ბოროტება?


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
21 პასუხი თემაში

#1 Guest_ჭანო_*

  • სტუმარი

დაწერილია 10 February 2010 - 03:24 AM

პირველ რიგსი მაინტერესბს რა არის ბოროტების განმარტება.
საინტერესოა რელიგიური, ფილოსოფიური და ასევე ბიოლოგიური ახსნა-განმარტებები.

#2 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 10 February 2010 - 02:09 PM

გამოხმაურების ნახვაჭანოს ციტატა(დაპოსტვის დრო Feb 10 2010, 03:24 AM):

პირველ რიგსი მაინტერესბს რა არის ბოროტების განმარტება.

ჭანო

ბოროტება არის ის, რაც (ზნეობრივად) ძალიან ცუდია და ცუდის მოტანა შეუძლია. ბოროტებაში იგულისხმება ის, რაც ზიანის მომტანია, ღვარძლიანია და გამანადგურებელია.

ციტირება

საინტერესოა რელიგიური, ფილოსოფიური და ასევე ბიოლოგიური ახსნა-განმარტებები.

რელიგიური კუთხით ბოროტების განმარტება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. გააჩნია რომელი რელიგიის თვალსაზრისი გაინტერესებს. ფილოსოფიური კუთხითაც სხვადასხვანაირად ხსნიან ადამიანები ბოროტებას და ადამიანთა მოსაზრებები მრავალნაირია და ბევრი მათგანი ურთიერთგამომრიცხავი და უინტერესოც კი. აი ბიოლოგიურ განმარტებაში არ ვიცი რას გუისხმობ.

გამოხმაურება რედაქტირებულია აზრი: 10 February 2010 - 02:19 PM

ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#3 Guest_ჭანო_*

  • სტუმარი

დაწერილია 10 February 2010 - 02:48 PM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 10th February 2010 - 02:09 PM):

ბოროტება არის ის, რაც (ზნეობრივად) ძალიან ცუდია და ცუდის მოტანა შეუძლია. ბოროტებაში იგულისხმება ის, რაც ზიანის მომტანია, ღვარძლიანია და გამანადგურებელია.
რას ქვია ზიანის მოყენება?
უფრო სწორედ ეგ ძალიან ინდიციდუალური გამოდის, მე ზინას სულ სხვანაირად აღვიქვამ, შენ სულ სხვანაირად და ა.შ.

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 10th February 2010 - 02:09 PM):

აი ბიოლოგიურ განმარტებაში არ ვიცი რას გუისხმობ.
ამაზე მოგვიანებით ვეცდები დავწერო

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 10th February 2010 - 02:09 PM):

რელიგიური კუთხით ბოროტების განმარტება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. გააჩნია რომელი რელიგიის თვალსაზრისი გაინტერესებს. ფილოსოფიური კუთხითაც სხვადასხვანაირად ხსნიან ადამიანები ბოროტებას და ადამიანთა მოსაზრებები მრავალნაირია და ბევრი მათგანი ურთიერთგამომრიცხავი და უინტერესოც კი.
ნებისმიერი საინტერესო უნდა იყოს

#4 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 10 February 2010 - 03:11 PM

გამოხმაურების ნახვაჭანოს ციტატა(დაპოსტვის დრო Feb 10 2010, 02:48 PM):

რას ქვია ზიანის მოყენება?

ჭანო

"ზიანი" რას ნიშნავს არ იცი?

ციტირება

მე ზინას სულ სხვანაირად აღვიქვამ, შენ სულ სხვანაირად და ა.შ.
კი მასეა; ზიანს ზოგი არასწორად აღიქვამს. მაგალითად, ნარკომანი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ნარკოტიკის მიღების შემთხვევაში, ის უკეთ იქნება და უკეთ იგრძნობს თავს რადგან "ლომკას" განიცდის და მხოლოდ ნარკოტიკის მიღებით შეძლებს არსებული პრობლემიდან გამოსვლას. ის ამაში დარწმუნებულია. მაგრამ, სინამდვილეში, ნარკოტიკის კიდევ დამატებითი მიღება რაც უკვე მიუღია ნარკომანს, მისთვის ზიანის მომტანია.

ასე რომ, გეთანხმები, ზიანი ზოგს ისე ესმის ზოგს ასე. მაგრამ ზიანი ზიანია. ერთია ჩვენს როგორ გვესმის და მეორეა სინამდვილეში სწორად გვესმის თუ არა. ამაზე დავა შორს წაგვიყვანს. მე უბრალოდ დავწერე ის, თუ რა არის ბოროტება და საკმაოდ გასაგები ენით.

დაწერე შენი თვალსაზისიც, საინტერესოა შენ როგორ განმარტავ "ბოროტებას".
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#5 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 10 February 2010 - 04:27 PM

აზრი

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 10th February 2010 - 02:09 PM):

ბოროტება არის ის, რაც (ზნეობრივად) ძალიან ცუდია და ცუდის მოტანა შეუძლია. ბოროტებაში იგულისხმება ის, რაც ზიანის მომტანია, ღვარძლიანია და გამანადგურებელია.
მრუშობა არის ბოროტება და თუ არის რატომ?
"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#6 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 10 February 2010 - 04:49 PM

გამოხმაურების ნახვაNukrikoს ციტატა(დაპოსტვის დრო Feb 10 2010, 04:27 PM):

აზრი

მრუშობა არის ბოროტება და თუ არის რატომ?
Nukriko

გააჩნია რა საზომით გავზომავთ, ანუ რა კრიტერიუმებით განვსაზღვრავთ ამ საკითხს.

ნარკომანის მაგალითი რომ მოვიყვანე ზემოთ, ისეთი ვარიანტია ახლაც. მრუშისთვის მრუშობის ჩადენა შეიძლება ფულის შოვნასთან ერთად, ზოგ შემთხვევაში სიამოვნებაც კი იყოს. რადგან მრუშობას მრავალი ცუდის მოტანა შეუძლია, ის შეიძლება ათეისტისთვისაც და თეისტისთვისაც ბოროტება იყოს. მაგრამ საკითხის განხილვისას, მთავარია რა თვალსაზრისით და კუთხით (კრიტერიუმებით) განვიხილავთ მას.

თუ ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისი გაინტერესებს, მოგახსენებ.
ქრისტიანული თვალსაზრისით მრუშობა არასწორი საქციელი და უკეთურებაა, რომელსაც მრავალი ზიანის მოტანა შეუძლია, ამიტომ ის ბიბლიური ღმერთის თვალში ბოროტებაა. (წაიკითხე იერემიას 5:7,8 და შეადარე ესაიას 61:8-ს და მათეს 5:27,28-ს).
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#7 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 10 February 2010 - 05:05 PM

არა და ბოროტება არის თავისუფალ სიყვარულის აკრძალვა

ჩემთვის არსებობს ორი რამე

1) ეს არის ავტორიტეტი, ტრადიცია, ტაბუ, მკაცრი იერარქია, მორჩილება და ა.შ

2) ეს არის თავისუფლება, თანასწორობა..

ჩემთვის რაც მიეკუთვნება პირველს არის ბოროტება რადგან ის ყველაფერი არის ანტიადამიანური და ჩემთვის პირველში გადის ქრისტიანობა და ზოგადად რელიგია.

რა არის რელიგია, ეს არის გალია, რომელშიც ადამიანის თავისუფალ ნებას ათავსებან და ადამიანს თეხავენ, იმორჩილებენ.

მრუშობა და თვაისუფალი სიყვარული კი არის სწორედ საპირისპირო, თავისუფლების გამოხატულება, ორ ადამიანის ყველანაირ დადგენილი წესების გარეშე აქვს ერთმანეთთან სიყვარული და სხვა სულ ფეხებზე კიდიათ.
"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#8 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 10 February 2010 - 05:09 PM

გასაგებია. შენთვის მრუშობა თავისუფლების გამოხატვის ერთერთი საშალებაა. ანუ, როგორც ნარკომანისთვის ნარკოტიკის მიღება მისთვის თავისუფლების გამოყენებაა და იმწამიერი პრობლემის დროებითი მოგვარება. ამიტომ დავწერე ზემოთ, მთავარი ისაა, საკითხს რა კრიტერიუმებით განვიხილავთ და როგორ მივიდგებით.
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#9 Guest_ჭანო_*

  • სტუმარი

დაწერილია 10 February 2010 - 05:12 PM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 10th February 2010 - 05:09 PM):

ამიტომ დავწერე ზემოთ, მთავარი ისაა, საკითხს რა კრიტერიუმებით განვიხილავთ და როგორ მივიდგებით.
ე.ი. მაინც ინდივიდუალური გამოდის ბოროტება?

#10 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 10 February 2010 - 05:19 PM

გამოხმაურების ნახვაჭანოს ციტატა(დაპოსტვის დრო Feb 10 2010, 05:12 PM):

ე.ი. მაინც ინდივიდუალური გამოდის ბოროტება?
ჭანო

არა, ბოროტება კი არაა ინდივიდუალური, არამედ ბოროტებას ადამიანები განიხილავენ და განმარტავენ ინდივიდუალურად. სინამდვილეში კი ის რაც ბოროტებაა, ადამიანების ინდივიდუალური განმარტებები არ ცვლის მის რეალურ არსს. ისევე როგორც ნარკომანის თვალსაზრისი ნარკოტიკზე ინდივიდუალურია (სუბიექტური) მაგრამ სინამდვილეში კი რეალურად კი ნარკომანის თვალსაზრისი მცდარია. ესაა და ეს. განმარტავენ ინდივიდუალურად, რეალური სურათი კი სხვაა.
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#11 Guest_ჭანო_*

  • სტუმარი

დაწერილია 10 February 2010 - 05:24 PM

აზრი
მასინ სიგარეტის მოწევაც ისეტივე დიდი ბოროტება,ასევე ალბატ ალკოფოლის, ასევე ალბათ ცხიმიანი საჭმელი,ტკბილეული - ესენი ყველაფერი ორგანიზმს არ ჭირდება,და ასევე მავნებელია. ე.ი. ესენი ყველაფერი ბოროტების იარაღი გამოდის.

#12 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 10 February 2010 - 05:27 PM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 10th February 2010 - 05:19 PM):

ისევე როგორც ნარკომანის თვალსაზრისი ნარკოტიკზე ინდივიდუალურია (სუბიექტური) მაგრამ სინამდვილეში კი რეალურად კი ნარკომანის თვალსაზრისი მცდარია. ესაა და ეს.
ნარკოტიკი ცუდი შედარებაა. ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება ადამიანი და ნარკოტიკს ეძალება ისეთი ადამიანები, რომლებსაც თვითრეალიზაცია არ შეუძლიათ და გაურბიან ამ პრობლემას კაიფში.

მრუშობა კი სულ სხვა რამეა..

გამოხმაურება რედაქტირებულია Nukriko: 10 February 2010 - 05:45 PM

"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#13 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 10 February 2010 - 09:28 PM

გამოხმაურების ნახვაჭანოს ციტატა(დაპოსტვის დრო Feb 10 2010, 05:24 PM):

აზრი
მასინ სიგარეტის მოწევაც ისეტივე დიდი ბოროტება,ასევე ალბატ ალკოფოლის, ასევე ალბათ ცხიმიანი საჭმელი,ტკბილეული - ესენი ყველაფერი ორგანიზმს არ ჭირდება,და ასევე მავნებელია. ე.ი. ესენი ყველაფერი ბოროტების იარაღი გამოდის.
ჭანო

მე არ ვამბობ (და არც მითქვამს) რომ სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელების ან ცხიმიანი და უცხიმო საკვების მიღება ბოროტებაათქო.

საკვები და სასმელი, ორგანიზმს სჭირდება; მათ გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ისეთი ნივთიერების მიღება, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, ნარკოტიკის მიღება ან სასმელის უზომოდ მიღება, ადამიანის სიცოცხლეს მომსწრაფებელია და შესაბამისად ის ვინც საკუთარ სიცოცხლეს არ უფრთხილდება და შეგნებულად აყენებს ზიანს, ბოროტად იყენებს ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს და საკუთარი თავისთვის ბოროტება მოაქვს. ამ თვალსაზრისით, ადამიანი საკუთარ თავს უქადის ცუდს, რაც არასწორია. ამას ვამბობდი მე.
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#14 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 10 February 2010 - 09:36 PM

გამოხმაურების ნახვაNukrikoს ციტატა(დაპოსტვის დრო Feb 10 2010, 05:27 PM):

ნარკოტიკი ცუდი შედარებაა. ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება ადამიანი და ნარკოტიკს ეძალება ისეთი ადამიანები, რომლებსაც თვითრეალიზაცია არ შეუძლიათ და გაურბიან ამ პრობლემას კაიფში.
ნარკომანის მაგალითი იდეალური მაგალითი არაა ცხადია, მაგრამ რაც უცებ თავში მომივიდა დავწერე რომ გადმომეცა ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხთან. გარდა ამისა, ნარკომანი რასაც აკეთებს, სწორედ ისაა რაც შენ დაწერე გეთანხმები მაგრამ, შენ ასახელებ მიზეზს, თუ რატომ იზიანებს ნარკომანი საკუთარ თავს, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მიზეზის დასახელება, არ ნიშნავს იმას რომ ის ბოროტს (ცუდს) არ უკეთებს საკუთარ თავს.

ციტირება

მრუშობა კი სულ სხვა რამეა..
რა თქმა უნდა, მრუშობა სხვაა ნარკომანია სხვა. ისევე როგორც მკვლელობა სხვაა და მრუშობა სხვა. სინამდვილეში, მრუშობითაც მოუსწრაფიათ ბევრს საკუთარი სიცოცხლე. მრავალს ვენერიული დაავადება შეყრია და სხვისთვის გადაუცია. ბევრი არასასურველ ფეხმძიმობამდე მივიდა, ზოგმა გააჩინა ბავშვი და მიატოვა. ყველაფერს არ ჩამოვთვლი, რაც ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც და ისედაც (რელიგიური თვალსაზრისიათაც) მრუშობა ხშირ შემთხვევაში ან საკუთარ თავს ავნებს ან სხვებს.

ადამიანისთვის, რომლისთვისაც რელიგია არაფერს წარმოადგენს, ბუნებრივია მისთვის მრუშობა "კარგ" რამეს წარმოადგენს, მაგრამ ეს "კარგი" ზოჯერ მწარე რეალობას ახვედრებს ბევრს.
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#15 Guest_ჭანო_*

  • სტუმარი

დაწერილია 11 February 2010 - 01:50 AM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 10th February 2010 - 09:28 PM):

მათ გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.

ტკბილეული,შაქარი და ა.შ. ორგანიზმს საერთოდ არ სჭირდება,მავნებელია და დიდი ზომით მიღება იწვევს ისეტ გართულებას როგორიცა დიაბეტი.
ასევე ორგანიზმს არ ჭირდება ამდენი ცხიმი, ანუ სალო ფაქტიურად საწმლავია მაგ თვალსაზრისით.
ნარკოტიკს იგივე ტვისებები ახასიათძებს უბრალოდ სხვა და სწრაფი შედეგით.

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 10th February 2010 - 09:36 PM):

ადამიანისთვის, რომლისთვისაც რელიგია არაფერს წარმოადგენს, ბუნებრივია მისთვის მრუშობა "კარგ" რამეს წარმოადგენს, მაგრამ ეს "კარგი" ზოჯერ მწარე რეალობას ახვედრებს ბევრს.
რატომ მეგობარი გოგონის ყოლა მრუშობა ქრისტიანული თვალსაზრისით, ამ შემთხვევასი ისეტივე რისკი უნდა გაწიო როგორც ცოლის მოყვანისას.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი