კონტენტზე გადახტომა


დადაიზმი


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
10 პასუხი თემაში

#1 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 28 May 2008 - 02:31 PM

რას ფიქრობთ დადაიზმზე და დადაისტებზე...

დადაიზმი მარტო ლიტერატურას არ ეხება, ყველაფერს შეიცავს ერთდროულად ლიტერატურა, კინო, ფოტოგრაფია, მხატვრობა - მოკლედ ყველაფერი.

სიტყვა დადა ნიშნავს სათამაშოს. მათი მიმდევრები ანუ დადაისტები ყველაფერს უარყოფდნენ, ყველაფერს რაც კი კაცობრიობამ გაჩენის დღემდე შექმნა...

დადაიზმი - 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით. დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (DADA) და დაუმატეს დაბოლოება ISM, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.

დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიურ ნორმებს...
Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#2 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 30 May 2008 - 11:46 PM

ზდანევიჩის ლექსები დადე რა :)
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#3 anina    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 115 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 June 2008 - 09:01 PM

დადაიზმსა და ნიჰილიზმს შორის მეტად მკრთალი ზღვარია, ვფიქრობ...
ადამიანი დოგმათა დასარღვევადაა შექმნილი, ამიტომ დადაისტების საქმიანობა ყველაფრის მიუხედავად გამართლებულია
და მაინც... საქართველოში დადაიზმის ადგილი ჯერ არაა და არც იქნება კიდევ რამდენიმე წელი, მგონი

#4 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 05 June 2008 - 09:05 PM

საქართველოში დადაიზმი უკვე იყო :user:
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#5 Xogais Mindi    ნიკის ჩასმა

    იბერო კავკსიელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1233 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:VALHALLA
  • Interests:P A G A N I S M
რეპუტაცია: 2
პოზიტიური

დაწერილია 05 June 2008 - 09:12 PM

საშინლად არ მომწონს იდეოლოგია...
"ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს."

#6 anina    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 115 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 June 2008 - 09:39 PM

გამოხმაურების ნახვაticianeloს ციტატა(დაპოსტვის დრო Jun 5 2008, 09:05 PM):

საქართველოში დადაიზმი უკვე იყო :user:
მე არ ვეძახი იმას დადაიზმს და რა ვქნა, ნამდვილი დადაიზმი წინ გვაქვს მგონი...

#7 Lanius    ნიკის ჩასმა

    One-Eyed God Is On My Way

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 612 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Rivendell
  • Interests:Pagan / Folk / Black === &gt; All About This <br /><br />PAGANISM Folkism Blackism =))
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 20 August 2008 - 01:41 AM

მაგარი სულელური იდეოლოგიაა...
:fool:
Hail To Thee Veraldur ! ! !

Folk/Pagan/Black/Viking Metal

#8 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - &quot;ცისფერი ყანწები&quot;
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 27 August 2008 - 10:35 PM

გამოხმაურების ნახვაaninaს ციტატა(დაპოსტვის დრო Jun 5 2008, 09:39 PM):

მე არ ვეძახი იმას დადაიზმს და რა ვქნა, ნამდვილი დადაიზმი წინ გვაქვს მგონი...
ზდანევიჩის სასტავს გულისხმობ?
მე სამწუხაროდ მაგათ შემოქმედებას არვიცნობ და ვერაფერსაც ვერ ვეძახი :D:



ისე ომი ახალი დამთავრებულია, შანსი გვაქვს მსოფლიო გავაოცოთ :D
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#9 ემილია    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 10 November 2009 - 04:42 PM

დადა მანიფესტი

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსულ რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთლი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რაშეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა ##################
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენეს
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში.. შეღბილი ინით თათარი
ატორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაობზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაია.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.


22 ოქტომბერი, 1923წ
ტიციან ტაბიძე

#10 mea    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 48 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 11 January 2010 - 09:55 PM

გამოხმაურების ნახვაaninaს ციტატა(დაპოსტვის დრო Jun 5 2008, 09:39 PM):

მე არ ვეძახი იმას დადაიზმს და რა ვქნა, ნამდვილი დადაიზმი წინ გვაქვს მგონი...
რას არ ეძახი დადაიზმს? ილიაზდი საქართველოში კი არა რუსეთში ითვლება ფუტურიზმის ერთ-ერთ დამაარსებლად და ევროპელები დადაიზმის ერთ-ერთ მამას ეძახან ( ერთ-ერთი მამა არ მოგწონთ?)

და რა გვაქვს წინ? დადაიზმი? რაღა დროს დადაიზმია, ოჭამა მაგან თავისი დრო და მოკვტა : )

#11 earthman    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 6 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 28 January 2011 - 03:17 PM

დადაიზმსა და ნიჰილიზმს შორის მეტად მკრთალი ზღვარია, ვფიქრობ...... საქართველოში დადაიზმის ადგილი ჯერ არაა და არც იქნება კიდევ რამდენიმე წელი, მგონი .


თუ დადაიზმსა და ნიჰილიზმს ასე აახლოებ ერთმანეთთან,ეს ნიშნავს იმას,რომ დღევანდელ,პოსტმოდერნისტულ ეპოქასთან(რომელიც სავსეა ნიჰილისტებით),ახლოა დადაიზმი. აი პოსტმოდერნიზმსა და დადაიზმს შორის კი არა მარტო საუკუნე,არამედ დიდი იდეოლოგიური დაშორებაა.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი