Jump to content
Planeta.Ge

მეორადი ავტომობილები


Recommended Posts

ჩამი აზრით საქართველოს ავტოპარკის 90%-ზე მეტს მეორადი ავტომობილები შეადგენენ ამ თემაში ვისაუბროთ ე.წ. იმათთვის ძვეელ ჩვენთვის კი ახალ ავტომობილებზე.

ეს საინტერესოა მგონი:

გარმანული ჟურნალი AutoBild-მა დაასახელა საუკეთესო მეორადი ავტომობილები არაუმეტეს 5000 ევროს ღირებულების, იტყობინება DW.

 

მაშ ასე, მცირე კლასში საუკეთესო ავტოდ მიჩნეულია Volkswagen Lupo. AutoBild-ს სპეციალისტთა აზრით ეს მანქანი არ ღირს ძვირი, აქვს უბრალო სალონი, და მცირე გაბარიტები. ამავდროულად იგი გამოირჩევა საიმედოობით, ამავდრულად შედარებით ახალი Lupo და ნაკლები გარბენით შესაძლებელია იაფად მოიძიოდ.

 

«С» კლასი, იგივე გოლფ-კლასი ევროპული კლასიფიკაციით, საუკეთესო ავტოდ დასახელდა Mazda 323. ეგრეთვე ლიდერობს Mazda «D» კლასშიც. ამგვარი ავტომობილის შეძენის მსურველებს AutoBild-ს ექსპერტები ურჩევენ Mazda 626-ს.თუ მაინც ბიზნეს-კლასის ავტომობილი გსურთ 5000 ევროდ, უმჯობესია თქვენი მზერა შეაჩეროდ Mercedes-Benz 220Е 1984 – 1995 წლებში გამოშვებულზე. სწორედ ამ ავტომობილს უწოდებენ უკანასკნელ « ნამდვილ Mercedes-Benz»-ს. ხოლო წარმომადგენლობითი კლასის მანქანებში 7 სერიის BMW. თუმცა AutoBild-ს ექსპერტები აქვე აღნიშნავენ რომ, 5000 ევროს მეშვიდე სერიის BMW-ს მოძიება კარგ მდგომარეობაში ძალზედ რთულია.

 

საუკეთესო მეორად ყველგანმავლად როგორც მოსალოდნელი იყო დასახელდა Toyota RAV4, ხოლო ყველაზე სანდო სპორტულ კუპე კი Audi 80 Coupe, ხოლო რეტრო-ავტომობილების მოყვარულებს 5000 ევროდ 60-80 წლებში დამზადებული Volkswagen Beetle-ზე ურჩევენ ყურადღების შეჩერებას. რაც შეეხება მეორად მინივენებს 5000 ევროდ, მათ შეძენაზე საერთოდ თავის შეკავებას ურჩევენ ექსპერტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...