კონტენტზე გადახტომა


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხთა დახმარების სამინისტრო


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
330 პასუხი თემაში

#1 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 08:48 PM

დადებული სურათი


გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 09 August 2010 - 02:53 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#2 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 08:53 PM

ექს მინისტრი

დადებული სურათი

ბაჩანა ახალაია

დაბადების თარიღი: 24.10.1980
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული





განათლება:

1998 - 2004 მაგისტრის აკადემიური ხარისხი, იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2003 - 2004 პროექტის კოორდინატორი, ასოციაცია ”თავისუფლების ინსტიტუტი”;
2004 - 2005 სახალხო დამცველის მოადგილე, სახალხო დამცველის ოფისი;
2005 - 2008 დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
დეკემბერი 2008 - აგვისტო 2009 მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
აგვისტო 2009 - დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი


ექს მინისტრი

დადებული სურათი



დიმიტრი შაშკინი დაიბადა 1975 წელს 8 აგვისტოს ქ. თბილისში.

1992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.

1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში.

1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.

1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. იღებდა მონაწილეობას საქართველოს სასამართლოს რეფორმის მომზადებაში.

1998 წლიდან მუშაობდა აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2001-2008 პოლიტიკური პროგრამების დირექტორად, ხოლო 2008 წლიდან - IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.

1998-2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.

2009 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#3 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 08:58 PM

ახალი მინისტრი

დადებული სურათი

ხათუნა კალმახელიძე
დაიბადა 1979 წლის 11 თებერვალს ქ.თბილისში

განათლება:

2001-2005 წწ. სწავლობდა ნიუ-იორკის სითი უნივერსიტეტის ჰანტერის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიიღო ბაკალავრის წოდება.

2005-2007 წწ. სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ელიოტის სახელობის სკოლაში, რომელიც დაამთავრა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის წოდება.

სამუშაო გამოცდილება:

2004-2006 წწ. მუშაობდა საქართველოს მისიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

2006 წელს მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES) პოლიტიკურ-ფინანსური კვლევების მიმართულებით.

2008-2009 წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა ამ პოსტზე ხათუნა კალმახელიძე წარადგინა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე ხათუნა კალმახელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

პენიტენციალური სისტემის გაცნობის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებთან პირველი შეხვედრა გამართა. დაწესებულებების ხელმძღვანელებს მინისტრმა საკუთარი პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მათთან კოორდინირებული მუშაობით, მაქსიმალურად მოკლე ვადაში და წარმატებით უნდა დასრულდეს. ხათუნა კალმახელიძის თქმით, მთავარი ამოცანა მხოლოდ დამნაშავის დასჯა არ არის, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულები საზოგადოებას სრულყოფილ წევრებად დაუბრუნდნენ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დათვალიერება დაიწყო. ამ მიზნით, მინისტრის მოადგილესთან ლევან ზარანდიასთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დავით ჭაკუასთან ერთად სასჯელაღსრულების რუსთავის №2 საერთო და მკაცრი რეჟიმის კომპლექსურ დაწესებულებას ესტუმრა. დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების დაცვითაა აგებული და ოთხი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით დაწესებულებაში არაერთი პროექტი ხორციელდება. მინისტრმა საცხოვრებელი კორპუსები, პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სასადილო, ბიბლიოთეკები და თონე დაათვალიერა. შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ის პატიმრები მოინახულა, რომლებიც დაწესებულებაში კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს ეუფლებიან. რუსთავის №2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ხათუნა კალმახელიძემ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაც მოინახულა.

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#4 kisa    ნიკის ჩასმა

    vredina

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 11416 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 111
საუკეთესო

დაწერილია 29 December 2009 - 09:01 PM

FRIDRIX
ხო და რა?
ამათზე ვილაპარაკოთ?

ერტადერთი კითხვა მაქ, ისიც შაშკინთან დაკავშირებით -

გამოხმაურების ნახვაFRIDRIXს ციტატა(დაპოსტვის დრო 29th December 2009 - 08:53 PM):

992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.

1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში.

1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.

1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. იღებდა მონაწილეობას საქართველოს სასამართლოს რეფორმის მომზადებაში.

1998 წლიდან მუშაობდა აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2001-2008 პოლიტიკური პროგრამების დირექტორად, ხოლო 2008 წლიდან - IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.

1998-2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.

2009 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად
აი ამ გამოცდილების და განათლების ადამიანს რა ესაქმება განათლების სფეროში?
"როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…"
მარტინ ნიმოელერი

#5 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 09:07 PM

დადებული სურათი

ზარანდია ლევანი ექს მოადგილე

მინისტრის მოადგილე

დაიბადა 1980 წლის 7 აპრილს, ქ. ზუგდიდში.

განათლება:

1997 წელს დაამთავრა თბილისის 166-ე საშუალო სკოლა

1997-2001 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:

2002-2004 წწ. საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი.

2004 წლის 2 თებერვლიდან - 27 აგვისტომდე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველო, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი.


დადებული სურათი


მინისტრის მოადგილე

დაიბადა 1951 წლის 5 ივლისს ქ. ცხინვალში

განათლება:

1981 წელს დაამთავრა ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

1980-1987 წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის აღმასკომის იუსტიციის განყოფილების კონსულტანტად.

1987-1992 წწ. მუშაობდა ჯავის რაიონის მოსამართლედ.

1992-1994 წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

1994-1998 წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად.

1998 – 2002 წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრად.

2002 – 2005 წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

2008 წლიდან იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 22 May 2010 - 08:19 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#6 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 09:24 PM

სამინისტრო

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონის თანახმად 2009 წლის 1 თებერვლიდან შეიქმნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილებით დამტკიცდა სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს უფლებამოსილება და სტრუქტურა.

სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სამსახური.

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) იურიდიული დახმარების სამსახური;
ბ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.

სტრუქტურა

დადებული სურათი



ადმინისტრაცია

უფროსი: გენრიეტა მუმლაძე

საქმის წარმოების სამმართველო
უფროსი: ნინო ლაგვილავა

საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო
უფროსი: მირზა დევიძე

საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველო
უფროსი: დარეჯან მამულაშვილი



ეკონომიკური დეპარტამენტი

უფროსი: როინ გიუნაშვილი

ბიუჯეტის დაგეგმვის სამმართველო
უფროსი: გივი ქემოკლიძე

შესყიდვების სამმართველო
უფროსი: ნანა როსტობაია

საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო
უფროსი: კონსტანტინე ვარდანაშვილი

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
უფროსი: გიორგი გურგენიძე



საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

უფროსი: ეკა ჭუმბურიძე

ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო
უფროსი: ნათია ანასტასიადი

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო
უფროსი: თამუნა მამუკელაშვილი

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო
უფროსი: გიორგი გულუა

პრესცენტრი
უფროსი: დოდო გუგავა




სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი

უფროსი: პეტრე წურწუმია

იურიდიული სამმართველო
უფროსი: ივანე ბურდული

სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველო
უფროსი: ანა ქებაძე




საგამოძიებო დეპარტამენტი


უფროსი: გიორგი გვარჯალაძე

აღმოსავლეთის სამმართველო
უფროსი: ამირან აბუაშვილი

დასავლეთის სამმართველო
უფროსი: ჯონდო იობიძე




გენერალური ინსპექცია


უფროსი: ირაკლი ანდრიაშვილი
მოადგილე: ლევან ჩალიგავა

ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო
უფროსი: ნუგზარ ხუცაიძე

სამედიცინო ზედამხედველობის სამმართველო
უფროსი: ნიკოლოზ მეგრელიშვილი

სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველო
უფროსი: მამუკა საღარეიშვილი

საფინანსო-სარევიზიო სამმართველო
უფროსი: კახაბერ გარგულია

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#7 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 09:32 PM

დადებული სურათი


ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება


ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება ექსპულატაციაში 1987 წელს შევიდა. დაწესებულებაში სხვადასხვა დროს ჩატარებულია სარემონტო სამუშოები. დაავადებულ პატიმართა მკურნალობას უზრუნველყოფს სპეციალიზირებული მედპერსონალი.დაწესებულბაში ხორციელდება სამედიცინო პროექტები.დაგეგმილია უახლოეს მომავალში ახალი სამედიცინო დაწესებულების მშნებლობა,რომელიც ჩაანაცვლებს არსებულს.




მისამართი: მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი. ტელ: 758311

საფოსტო ინდექსი 3312










დადებული სურათი




არასრულწლოვანთა აღმრზრდელობითი დაწესებულება

არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა. 2008 წელს ჩატარდა სარემონტო სამუშოები - შეიცვალა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. დაწესებულაბაში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო საშუალო სკოლა. 2008 წლიდან არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთო ეროვნულ გამოცდებში. აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვადასხვა სახის ფსიქო–სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების პროგრამები ფუნქციონირებს. 2008 წლიდან დაწესებულებაში გაიხსნა მინანქრის სახელოსნო, სადაც მსჯავრდებულები ტიხრული მინანაქრის ხელობას სწავლობენ.დაწესებულებაში ფუნქციონირებს სხადასხვა სპორტული სახეობების, კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.









მისამართლი: ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. 33 ტელ 65 85 38

საფოსტო ინდექსი 0117

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 29 December 2009 - 09:31 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#8 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 09:38 PM

დადებული სურათი




მე-8 საპყრობილე

მე-8 საპყრობილე ექსპლუატაციაში 2007 წლის ბოლოს შევიდა. საპყრობილე თანამედროვე სტანდარტების დაცვით არის აშენებული. საპყრობილის კომპლექსში ხუთი საცხოვრებელი კორპუსი შედის. საპყრობილეში ნარკოტიკზე დამოკიდებულ პატიმართათვის ფუნქციონირებს მეტადონით მკურნალობის პროგრამა. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზეა პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.



მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის #7 მ/რ +2კმ. ტელ 580055 578833

საფოსტო ინდექსი 0107






დადებული სურათი


მე-7 საპყრობილე

მე-7 საპყრობილე 2004 წლიდან ფუნქციონირებს. საპყრობილეში 2007 წელს ჩატარდა სარემონტო სამუშოები. დაწესებულებაში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოების სისტემა. საპყრობილეში სასჯელს იხდიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე და ყოფილი ე.წ. “კანონიერი ქურდები”.







მისამართი: ქ.თბილისი, გულუას ქ. #31. ტელ. 27 28 92

საფოსტო ინდექსი 0114


დადებული სურათი




6-საპყრობილე

6-საპყრობილემ ფუნქციონირება 2006 წლიდან დაიწყო. 2007 წლის ბოლოსთვის კი კომპლექსს ახალი კორპუსი დაემატა. #6 საპყრობილე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. დაწესებულებაში მოქმედებს ნარკოტიკებზე და სხვა ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა ”ატლანტისი”.




მისამართი: ქ.რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, (სოფ. ციხისძირი). ტელ: 18 04 77. საფოსტო ინდექსი 3312

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 29 December 2009 - 09:38 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#9 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 29 December 2009 - 09:38 PM

FRIDRIX
შენ ისა თქვი ციხეები რომაა გადატვირთული მაგას რა ეშველება/?
2X2=4

#10 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 09:53 PM

დადებული სურათი




მე-4 საპყრობილე

მე-4 საპყრობილე აშენებულია 1954 წელს. საპყრობილის შენობას სხვადასხვა დროს ჩუტარდა სარემონტო სამუშოები, თუმცა თანამედროვე სტანდარტებთან მისი მოყვანა სარემონტო სამუშაოებით შეუძლებელია. ამის გამო დაგეგმილია საპყრობილის დახურვა და მისი ახლით ჩანაცვლება.







მისამართი: ქ. ზუგდიდი ც/დადიანის ქ. #9 ტელ 551614

საფოსტო ინდექსი 2100







დადებული სურათი




მე-3 საპყრობილე

მე3 საპყრობილის შენობა 1914 წელს არის აგებული. როგორც საპყრობილე 1960 წლიდან ფუნქციონირებს. საპატიმროს სხვადასხვა დროს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. საპყრობილეში ცალკე არის ქალ და არასრულწლოვან პატიმართა განყოფილებები. საპყრობილის სიძველის გამო დაგეგმილია მისი დახურვა და პატიმრების განთავსება ახალ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ დაწესებულებაში.





მისამართი: დაბა ხელვაჩაური , ურეხის დასახლება; ტელ 71302

საფოსტო ინდექსი 6400

დადებული სურათი




მე-2 საპყრობილე

მე-2 საპყრობილე ექსპლუატაციაში 2005 წელს შევიდა. ცალკეა საპატიმრო კორპუსი ქალებისთვის და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის. საპყრობილეში სხვადასხვა დროს ხორციელდებოდა ფსიქო–სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების პროგრამები. ამჟამად #2 საპყრობილეში კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს, რომელიც 2009 წლის ნოემბერში დასრულდება.









მისამართი: ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. #85 ტელ. 96067

საფოსტო ინდექსი 4600





დადებული სურათი




პირველი საპყრობილე

პირველი საპყრობილის ძირითადი კორპუსი აშენებულია 1912 წელს. დაწესებულება რამდენჯერმე გარემონტდა თუმცა შენობის სიძველის გამო დაგეგმილია დაწესებულების გაუქმება და პატიმრების ახალ დაწესებუელბაში გადაყვანა.





მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა #85 ტელ 752687; 752689

საფოსტო ინდექსი 0114



დადებული სურათი





მე-10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-10 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულება 2005 წლიდან ფუნქციონირებს, მანამდე იქ არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულება იყო. როგორც ყველა დაწესებულებაში აქაც არის ბიბლიოთეკა სადაც სისტემატიურად ხდება წიგნების განახლება. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია რომელიც პატიმართა ინიციატივით და ძალისხმევით აშენდა. შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. დაწესებულებაში არის სპეცკონტიგენტი -ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები.






მისამართი: ქ.თბილისი, ავჭალის გზატკეცილი #17 ტელ. 658566; 658568. საფოსტო ინდექსი 0192





დადებული სურათი



მე-9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შენობის სიძველის გამო დაგეგმილია დაწესებულების დახურვა და ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების აშენება. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ეკლესია.






მისამართი: ხონის რაიონი (ჩაის მეურნობა). ტელ: 823111090

საფოსტო ინდექსი 5900





დადებული სურათი




მე-8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ახალი კომპლექსის ფუნქციონირება 2009 წლის თებერვალში დაიწყო. დაწესებულების შემადგენლობაში რვა ინდივიდუალური კორპუსი შედის. მათ შორის – ადმინისტრაცია, ოთხი საცხოვრებელი, სამედიცინო და ორი სამეურნეო კორპუსი. დაწესებულებას აქვს დასასვენებელი და სასპორტო მოედნები. დაწესებულების კომპლექსი აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით. მისი მშენებლობა–რეკონსტრუქცია 2007 წლის ბოლოს დაიწყო და წელიწადსა და ორ თვეში დასრულდა.






მისამართი: ქ. წყალტუბო, სოფ. გეგუთი (ვარციხის დასახლება). ტელ: 823111094. საფოსტო ინდექსი 5404




დადებული სურათი






მე-5 ქალთა და არსრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-5 ქალთა და არსრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში სამი ქვედაწესებულება ფუნქციონირებს: ქალთა სერთო რეჟიმის დაწესებულება, ქალთა საპატიმრო დაწესებულება და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულება. 2007 წლის ბოლოსათვის ქალთა საერთო რეჟიმის დაწესებულებას ახალი კორპუსი დაემატა. დაწესებულებაში პატიმრებმა სხვადასხვა სახის ფსიქო – სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს. 2009 წლის 19 აპრილს #5 დაწესებულებაში მომხდარი არეულობის შემდეგ ქალთა საერთო რეჟიმის დაწესებულებიდან პატიმართა უმეტესი ნაწლი გადაყვანილია რუსთავსი #1 დაწესებულებაში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ.რუსთავში აშენდეს ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის ახალი დაწესებულება. მშენებლობა 2010 წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს.



მისამართი: ქ. თბილისი, აბუსერიძე–ტბელის ქ. #11 ტელ. 745321; 746561. საფოსტო ინდექსი 0120

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 29 December 2009 - 09:49 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#11 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 09:58 PM

დადებული სურათი





პირველი საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

პირველი მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში დღეისათვის ერთი თანამედროვე სტანდარტებით რეკონსტრუირებული საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციონირებს. დაწესებულება 1948 წლიდან ფუნქციონირებს, სიძველის გამო მოხდა მისი დემონტაჟი და დაიწყო ახლით ჩანაცვლება. სრულად კომპლექსის მშენებლობა 2010 წლის ბოლოსთვის დასრულდება, პატიმართა საცხოვრებელი ლიმიტი 2093-მდე გაიზრდება. ძველი ინფრასტრუქტურიდან დარჩება მხოლოდ ეკლესია. ეკლესიების მშენებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სწორედ #1 საერთო და მკაცრი რეჯიმის დაწესებულებიდან დაიწყო.





მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #60 ; ტელ 202240; 185391

საფოსტო ინდექსი 0114











დადებული სურათი




მე-3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მთავარი შენობა ექსპლუატაციაში 1985 წლიდან შევიდა. თავდაპირველად იქ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება იყო განთავსებული. ახალი სამკურნალო დაწესებულების გახსნის შემდეგ შენობა გარემონტდა და 2008 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო როგორც #3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებამ. საპატიმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ეკლესია.





მისამართი: ქ. თბილისი გორგასლის ქ. # 77 ა ტელ: 752691

საფოსტო ინდექსი 0114









დადებული სურათი



მე2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების კომპლექსში ოთხი საცხოვრებელი კორპუსი შედის. დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების დაცვითაა აგებული. 2006 წლიდან პატიმართა რესოციალიზაციისთვის სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. ამჟამად პატიმრები დაწესებულებაში კომპუტერულ საოფისე პროგრამებს ეუფლებიან. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია, რომლის აღდგენითი სამუშაოები 2008 წელს ჩატარდა. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის მოხატვა.



მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #64 ტელ. 268083; 824 185332. საფოსტო ინდექსი 3700

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#12 T_A_T    ნიკის ჩასმა

    თავის-უფალი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 10823 წერილები:
  • Gender:Not Telling
  • Location:აქ
  • Interests:adamiani
რეპუტაცია: 114
საუკეთესო

დაწერილია 29 December 2009 - 10:07 PM

ეს ყველაფერი არის პიარისთვის განკუთვნილი ფოტოები...რეალურად პატიმრების რიგრიგობით რომ სძინავთ და არანაირი პირობები არაა საყოფაცხოვრებო იმაზე უნდა გესაუბრა მგონი...
3-4ცალი, სამთავრობო ტელეარხებისთვის გადაცემული ახლადგარემონტებული საკნების კადრიც კარგად გვახსოვს -გიორგვლიანის მკვლეელბის 5 ვარსვალვიანი პატიმრობისთვის
განკუთვნილი
ფარული მუქარის გარდა ჯერჯერობით ამ თემაში ვერაფერი ვნახე:eshmak:
GEORGIAN MENTALITET DEBIL
если вы не сходили с ума-значит его у вас нет
"Не бойтесь, что ваша жизнь закончится, бойтесь, что он никогда не начнется." -Grace Hauser

#13 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 11:06 PM

მშენებარე დაწესებულებები



დადებული სურათი





სასჯელაღსრულების მშენებარე დაწესებულება


ნინოწმინდის რაიონის სოფელ საღამოში სასჯლაღსრულების დაწესებულების მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში დროებით შეჩერდა. პროექტის მიხედვით ახალი დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტების. კომლექსში შევა საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის კორპუსები, ასევე სამედიცინო, ადმინისტრაციის და სამეურნეო შენობა-ნაგებობები. დაწესებულების საცხოვრებელი ლიმიტი იქნება 3 500, აქედან 2 000 ადგილი გათვლილია მსჯავრდებულზე (ზონა) და 1 500 საპყრობილის რეჟიმის მქონე პატიმარზე.





მის: ნინოწმინდის რაიონი, სოფელი საღამო.







დადებული სურათი





მე-7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება

მე-7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება 1952 წლიდან ფუნქციონირებს. დაწესებულებას რამდენჯერმე ჩაუტარდა რემონტი. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია. #7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება შენდება. მშენებლობა დასრულდება 2010 წლის ნოემბერში. ახალი კომპლექსი ამჟამად მოქმედ დაწესებულებას ჩაანაცვლებს. ის 2 180 საცხოვრებელ ადგილზეა გათვლილი. კომპლექსში შედის სამი საცხოვრებელი და ერთი ადმინისტრაციის კორპუსი. დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდება რამდენიმე სასპორტო მოედანი. პროექტში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სისტემები. საცხოვრებელი ოთახების ტევადობა ორიდან რვამდე იქნება. ყველა ოთახს ექნება სველი წერტილი (ხელსაბანი), საპირფარეშო, ვინტილაცია და სათავსოები. დაწესებულების კომპლექსში გათვალისწინებულია რამდენიმე პალატიანი სამედიცინო ნაწილი (მსუბუქი ავადობისა და პირველადი დახმარებისთვის).



მისამართი: მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი. ტელ: 758312; 758313

საფოსტო ინდექსი 3312

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#14 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 11:09 PM

გამოხმაურების ნახვაkisaს ციტატა(დაპოსტვის დრო Dec 29 2009, 11:12 PM):

T_A_T

აცალე, ბოვში კომიქსებით ერთობა :D

რა დავაშავეთ რო?
ფაშიტი თვითონაა და კიდე ჩვენ შევეჩვიოთ ციხეს?


ამ ფორუმის წევრმა მომაკრა იარლიყი

ფაშისტი

მივმართავ ადმინისტრაციას რომ გააფრთხილონ

და მინდა გავიხსენო რომ მე ჩემი ნებით შევცვალე ორივე ავატარი ფორუმის ინტერესების სასარგებლოდ

ან მომიხადოს ბოდიში

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი


#15 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 29 December 2009 - 11:15 PM

მშენებარე დაწესებულება


დადებული სურათი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა დავით ჭაკუამ და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელმა იონი სკოგსტადმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას. გრანტის მიზანია, სასჯელაღსრულების ქალთა ახალ დაწესებულებაში სპეციალური განყოფილების აშენება, რაც დაწესებულების ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს დედებსა და ბავშვებს ერთად ცხოვრების პირობები შეუქმნას. ახალი დაწესებულების გახსნა 2010 წლის მარტისთვის იგეგმება.




დადებული სურათი



ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში სასჯლაღსრულების დაწესებულების მშნებლობა 2007 წელს დაიწყო, თუმცა საძირკვლის ჩასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში დროებით შეჩერდა. ამ ეტაპზე დაგეგმილია საამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ახალი დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტების. კომლექსში შევა საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის კორპუსები, ასევე სამედიცინო, ადმინისტრაციის და სამეურნეო შენობა-ნაგებობები. დაწესებულების საცხოვრებელი ლიმიტი იქნება 3 500 აქედან 2 000 ადგილი გათვლილია მსჯავრდებულზე (ზონა) და 1 500 საპყრობილის რეჟიმის მქონე პატიმარზე.





მისამართი: ოზურგუთეის რაიონი, სოფელი ლაითური

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 01 April 2010 - 06:42 PM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი






2 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი