Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აუ ნევროზი მთელი ფილოსოფიაა :))

თამამად შეიძლება ითქვას ნევროზი ყველა ადამიანს აქვს გარკვეული დონით

 

ძალიან ბევრი გამოვლინება აქვს ნევროზს და ბევრი ფორმა, ელემენტარულად ტიკები (წიკებს რო ეძახიან) ნევროზის გამოხატულებაა, ხელის ან ფეხის ნერვიული, ან სპონტანური მოძრაობა, ქუთუთოს ხამხამიც შეიძლება ნევროზის გამოვლინება იყოს გააჩნია როდის და როგორ

 

მოკლედ ბევრი გამოვლინება და ფორმა აქვს ნევროზს

 

ფსიქიკური დარღვევების კომპლექსური სახელია რომლებსაც როგორც წესი ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, გამოვლინებებია დაწყებული ასეთენიით, უხასიათობით, დამთავრებული მომაბეზრებელი საქციელით და ისტერიამდეც კი მიდის ბევრი (ეს ძალიან მძიმე შემთხვევებში), ისტერიის დროს შეიძლება გონებაც ჩაეკეტოს ადამიანს.

მიზეზი ყოველთვის კონფლიქტია, შინაგანი თუ გარემოს მიმართ, ზოგადად ცხოვრების მშვიდმა წესმაც და ერთფეროვნებამაც შეიძლება მიგვიყვანოს ნევროზამდე.

თაგვებზე ჩაატარეს ცდები ნევროზის გამოწვევა უნდოდათ და მარტივად მიაღწიეს, განმეორებით უქრობდნენ და უნთებდნენ შუქს და ასე მიყავდათ ნევროზამდე :D:

ხო წარმოგიდგენიათ ჯერ კიდევ როდის ატარებდნენ ჩვენზე ეგეთ ცდებს :D:

 

განსაზღვრება არ არსებობს დღემდე, იმდენჯერ გადამუშავდა და შეიცვალა მაგრამ მაინც ვერ დაარქვეს საბოლოო სახელი.

ასე შეიძლება განიმარტოს, უმაღლესი ნერვული სისტემის, ფუნქციონალური დარღვევა. თუმცა ამ დარრვევას რა გამოხატულება ექნება ძნელი სათქმელია, დიაპაზონი საკამოდ დიდია როგორც ვთქვი ისტერიამდე.

 

მენტალური სიმპტომები ასეთია:

ადვილად გაღიზიანებადობა, ასე ვთქვათ "უმიზეზოდ"

ხასიათის ცვალებადობა, ხან კარგ ხასიათზე ხარ, ხან უმიზეზოდ "იგრუზები"

შეიძლება ქონდეს ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები

თვითშეფასება არაადექვატურად მაღალი ან პირიქით დაბალი (დეპრესიულ ტიპებში)

შეიძლება ქონდეს ფობიები, შიში რაღაცის მიმართ, თუნდაც ჩაკეტილი სივრცის ან გაშლილის სივრცის მოკლედ ფობიები, და რთულ შემთხვევებში პანიკურ შეტევებამდე შეიძლება მივიდეს შიში

რადიკალურად განსხვავებული შეფასება და მიდგომა საგნებისადმი და პიროვნებების მიმართ, მიდგომა ცხოვრების მიმართ, საკუთარი თავის მიამართ, ტიპიურია ცინიზმი (აქ ჩემი თავი ვიცანი :D:)

ასევე ზოგჯერ არის გადაწვყვეტილების მიღება უჭირს

შეიძლება მოითხოვოს ახლობლებისგან ძალიან ბევრი და გადაჭარბებულ ყურადღებას ითხოვს

 

ფიზიკური გამოვლინებებზე დავწერე ზევით მაგრამ კიდევ არის

თავის ტკივილი, გულის ტკივილი ჩხვლეტას გრძნობს გულის არეში (ამ დროს გული სრულად ჯანმრთელია) ან მკერდის არეში ტკივილი

თავბრუსხვევები, წონასწორობის დაკარგვა

თვალების დაბნელება,

მადის გაუკუღმართება უფრო ხშირად ზედმეტს ჭამენ, იშვიათად შეიძლება პირიქით შიმშილობდეს, ბულემია

რა თქმა უნდა ძილის დარღვევები ღამე არ ეძინება, დაღლილობის შეგრძნება ძილის შემდეგაც (ისევ მე :D:)

ტკივილის გაუკუღმართებული შეგრძნება, მაგალითად თითზე ნაჩხვლეტის ტრაგიკული განცდა :D ასევე შეიძლება იყოს ჰიპერესთეზია მცირე შეხებაზე მწვავე რეაქცია

ასევე ტიკები, ხელს ატამაშებ უაზროდ ან თითს ან წარბს მოკლედ ტოპოლოგიას დიდი მნიშვნელობა არა აქვს

ფაქტია რომ ეს შეუგნებლად კეთდება

 

ყველაზე რთული გამოვლინებებია

პანიკის შეტევები

ფობიები

ისტერია

დეპრესია

ნევრასთენია

 

მოკლედ ნევროზის დიაგნოზის დასმა ადვილია ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია მიუყენო ამ სიმპტომებიდან რამოდენიმე და ნევროზის დიაგნოზი ხელში გაქვს :D:

 

განმარტებაზე უფრო რთული მკურნალობაა

პანიკური შეტევებისას და ისტერიისას დამამაშვიდებლები და ანტიდეპრესანტები შეიძლება გამოიყენო

ზოგჯერ ტრანკვილიზატორებიც ხდება საჭირო

და ზოგჯერ შემოლაწუნება ყველაზე კარგი და ჯანსაღი ხერხია :D

მაგრამ მედიკამენტები მხოლოდ ხანმოკლე ეფექტისთვის ვარგა

ან მთელი ცხოვრება ანტიდეპრესანტებზე უნდა იყო და გამოშტერდე საბოლოოდ

ან უფრო ძნელია მაგრამ ეფექტური ფსიქოტერაპია

 

ამერიკულ ფილმებში რომ ყოველი მეორე ფსიქიატრთან დადის ნევროზს მკურნალობენ მეტს კი არაფერს :)

 

თუ დააკვირდებით თითქმის ყველა ფსიქიატრთან მკურნალობს

ჩვენ ქართველებს მაგის ფული არა გვაქვს თორემ ნამდვილად გვჭირდება :D:

 

მოკლედ ნევროზის მკურნალობისთვის კარგია საკუთარი თავის ხელში აყვანა

ასე ვთქვათ თვით-ფსიქოთერაპია

თავს უნდა შეუძახო

კარგია განტვირთვები

მცირედი სპორტი

ბუნებაში გასვლა

მეგობრებრებთან ერთად გასეირნება

სხვათაშორის დალევაც კაი მეთოდია უბრალოდ ლოთობაში არ უნდა გადაიზარდოს :D:

ყოველდღიურობას და რუტინას მოშორება

ნებისმიერი ჰობი ძალიან კარგია

 

ერთი საინტერესო ფაქტი ძალიან მოიმატა გულის დაავადებებმა განვითარებულ ქვეყნებში

უეცარი ინფარქტები და სიკვდილები

გადაცემა მაქვს ნანახი რომელიღაც ტომი აღმოუჩენიათ სად და როგორ ნამდვილად არ მახსოვს

უბრალოდ მახსოვს რომ ადამიანები იმ ტომში ბედნიერები იყვნენ არაფერი აწუხებდათ და არც გულის დაავადებები

მოკლედ გაირკვა რომ არ ქონდათ ისეთი პრობლემები როგორიც არის რაღაცაზე ფულის არ ყოფნა, სამსახურის პრობლემები, პოლიტიკა და ასეთი სისულელები

შიშვლები დარბოდნენ და არაფერი ქონდათ დასაკრგი და არც არაფერი იმაზე მეტი მოსაპოვებელი ვიდრე უკვე ქონდათ

ერთადერთი საზრუნავი საჭმელი ქონდათ და იმ კონკრეტულ ჯუნგლებში მაგის პრობლემაც არ იყო

 

მოკლედ მე როგორც ვატყობ ნევროზი ცივილიზაციის და ურბანიზაციის მიერ მოტანილი პათოლოგიაა

განუვითარებელ ქვეყნებში მაგის პრობლემა ბევრად ნაკლებია

 

აუ რამდენი ვბეჭდე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა), მეორეს - ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანს ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთ-ელობის მდგომა-რეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება. ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად - სამი სახისა: კარდიალგიური სინდრომი, გულის რიტმის დარღვევის სინდრომი და სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. ნევროზული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნება გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ გაივლის შესაბამისი მედი-კამენტების მიღებისას. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდისა და შესაბამისი დვრილის მიდამოში. ასეთი ტკივილის აღმოცენებისას ადამიანი გულის მძიმე დაავადებას ეჭვობს. გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინ-დება. ამ ტიპის დარღვევა მყარიც შეიძლება იყოს და შეტევითი ხასიათისაც. პულსის გახშირება, წესისამებრ, ფსიქომა¬ტრავმირებელ გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ამოვარდნები) ნევროზული დარღვევების დროს იშვიათია. ნევროზს უმთავრესად გაძლიერებული გულისცემა ან გულის გაჩერების, ერთგვარი გამოთიშვის შეგრძნება ახასიათებს. სისხლ-ძარღვოვანი დისტონია უმეტესად ნევროზის სხვა სიმპტომებს ერთვის. ის ვლინდება არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. ამასთანავე, არტერიული წნევის მომატებისას არ აღინიშნება ჰიპერ-ტონიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწ¬რაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არიტმია - სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის.

ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული ლარინგოსპაზმი ან ნევროზული სლოკინი აღმოცენდება.

ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ - რამდენიმე წელიწადს. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკაც. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა:

 

პროგრესირებადი - როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება;

რეგრესირებადი - როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება;

სტაციონარული - როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია;

ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;

რემისიული - როდესაც აღინიშნება ნევროზულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგების პერიოდები.

ყურადსაღებია, რომ ნევროზით დაავადებული ერთდროულად რამდენიმე სინდრომს უჩივის. მაგალითად, იპოქონდრიულ, ასთენიურ სინდრომებს ვეგეტატიური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

აუ, რა წაიკითხავს ამდენს, ნევროზი დამემართება. :(

ისე დღეს ვისაც ნევროზი არ აქვს,ის გიჟიაო ამბობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ბევრი გამოვლინება აქვს ნევროზს და ბევრი ფორმა, ელემენტარულად ტიკები (წიკებს რო ეძახიან) ნევროზის გამოხატულებაა, ხელის ან ფეხის ნერვიული, ან სპონტანური მოძრაობა, ქუთუთოს ხამხამიც შეიძლება ნევროზის გამოვლინება იყოს გააჩნია როდის და როგორ

 

შეიძლება მოითხოვოს ახლობლებისგან ძალიან ბევრი და გადაჭარბებულ ყურადღებას ითხოვს

 

რა ნევროზიანი ვარ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
utilizatori

 

ეგ მე მგონი მთელ საქართველოს აქვს

საქართველოში თ ვინმე ნევროზი არა აქვს, ე.ი. ვერაა იმის საქმე კარგად :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ნევროზის მკურნალობისთვის კარგია საკუთარი თავის ხელში აყვანა

სათქმელად ადვილია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროზაკ უბერ ალეს :)

 

სერიოზულად კი, პროზაკ ნეიშენს უყურეთ.. კარგი ფილმია.. თემის შესაფერისი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე სკოლის დამთAვრების მერე მქონდ ა..როცა ქვეყანა დალაგებული იყო ანუ და მასიური სახე არ ქონდა ამ დაავადებას:))...მქონდა პროგრესირებადი -ერტ წელში რაც კი შეIძლება ცუდი დაემართოს ადამიანს ყველაფერი დამემართA და ამ რყევას ვერ გაუძლო ფსიქიკამ...ახლობელი მყავს ფქიქიატრი და ოჯახის წევრი ფსიქოლოგი. ეხლაც რომ წამოწევენ ჩემს თEმას, კამათობენ რა მეთოდი ჯობდა-ფსიქიატრის მედიკამენტოზური, თუ ფსიქოლოგის ტერაპია( მაშIნ ექშენის საბაბით მედიკამენტოზური იყო) დღემდე ვერ თAნხმდებიან.....ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ტერაპია უკეთესია და საწყის ეტაპზევე ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ( ცხადია შარლატანების ერიდეთ ბევრია)-სამწუხაროდ ამის კულტურა არაა საქართევლოში და იმიტომ დადის პლუს კიდე დანერვოზებული მტელი მოსახლეობა...ჩემთვის ყველაზე მიუღებელი კი ისაა რომ ბევრისთვის ფსიქოლოგის მომსახურება მღვდელმა( ე.წ. მამაომ) ჩაანაცვლა-რაც საზოგადოებაზე აშკარად უარყოფიდათ მოქმედებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერტ წელში რაც კი შეIძლება ცუდი დაემართოს ადამიანს ყველაფერი დამემართA

T_A_T

უფრო კონკრეტრულად რომ ბრძანოთ, ქალბატონო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო კონკრეტრულად რომ ბრძანოთ, ქალბატონო

მექსიკაში მიწისძვრა მოხდა და ვინერვიულე ჩემპიონარი არ ჩატარდებათქ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა

უფრო კონკრეტრულად რომ ბრძანოთ, ქალბატონო

მექსიკაში მიწისძვრა მოხდა და ვინერვიულე ჩემპიონარი არ ჩატარდებათქ

T_A_T

ალბათ წინა ცხოვრებაში მაიას ტომის მეომარი იყავი და ამიტომ ინერვიულე, არა?

 

კონკისტადორები გახსოვს? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...