Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

LED ZEPPELIN

 

Led Zeppelin შეიქმნა 1968 წლის ოქტომბერში გიტარისტე ჯიმი პეიჯის (ჯეიმს პატრიკ პეიჯი - დაიბადა 1944 წლის 9 იანვარს, ჰესტონში, ინგლისში) მიერ, ჯგუფ "Yardbirds"-ის ჩავარდნის შემდეგ. ჯგუფის ყოფილი წევრი კრის დრეჟდა შეცვალა გამოჩენილმა მუსიკოსმა ჯონ პოლ ჯონსმა (ჯონ პოლ ჯონსი - დაიბადა 1946 წლის 3 იანვარს, სიდკაპში, ინგლისში). მათ ასევე უნდოდათ აეყვანათ ვოკალისტი ტერი რეიდი, მაგრამ მანშესთავაზა რობერტ პლანტთან (რობერტ ენტონი პლანტი - დაიბადა 1948 წლის 20 აგვისტოს, ვესტბრომვიჩში, ინგლისში) დაკავშირება. რობერტ პლანტმა კი თან მოიყვანა მისი ბავშვობის მეგობარი, დრამერი ჯონ ბონემი (ჯონ ჰენრი ბონემი - დაიბადა 1948 წლის 31 მაისს, ბირმინგჰემში, ინგლისში, გარდაიცვალა 1980 წლის 25 სექტემბერს). ოთხეულს თავიდან ერქვა "New Yardbirds", მაგრამ ჯგუფის სტილი იმდენად განსხვავდებოდა "Yardbirds"-ის შესრულების ბლუზური მანერისაგან, რომ მათ მენეჯერმა პიტერ გრანტმა, შეურჩია ახალი სახელი - "Led Zeppelin".

 

თავიანთი პირველი სახალხო გამოსვლის შემდეგ ზეპელინმა დადო პრესტიჟული კონტრაქტი ფირმა "Atlantic Records"-თან.

 

ზეპელინის მუსიკას მსმენელი ექსტაზამდე მიჰყავდა.

 

1969 წლის იანვარში გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო ალბომი. ის შეიცავდა ისეთ ნაწარმოებებს რომლებიც "Yardbirds"-ის შემოქმედებას მოგვაგონებდა, მაგალითად როგორებიცაა "Good Times, Bad Times", "Dazed And Confused" და მთლიანობაში კარგი გამოვიდა, მაგრამ ეს ნამდვილი ჰარდ როკის მხოლოდ დასაწყისი იყო.

 

მეორე ალბომი, სახელწოდებით Led Zeppelin II გამოვიდა 1969 წლის 22 ოქტომბერს და იგი გახდა ბესტსელერი და ქრონოლოგიურად პირველი "სრულყოფილი" პროექტი მძიმე როკისა. ზოგიერთები მას ზეპელინის საუკეთესო ნამუშევრადაც მიიჩნევდნენ. ალბომში შესულია სიმღერები "Whole Lotta Love", "Heartbreaker", "Ramble On", "Bring It On Home" და ა.შ.

ალბომ "Led Zeppelin II"-ის შემდეგ, ზეპელინის შემოქმედებამ დატოვა წარუშლელი კვალი როკ მუსიკის ისტორიაში. 1970-1976 წლებში ჯგუფი უშვებს 5 შესანიშნავ ალბომს, რომელთა შორის ნამდვილი შედევრი იყო Led Zeppelin IV, ჰიტით "Stairway To Heaven". ალბომ "Physical Graffiti"-დან სიმღერები "Kashmir", "Trampled Underfoot", "In My Time Of Dying", "In The Light" - გახდა კლასიკური ჰარდ როკი. მიუხედავად იმისა რომ 1975 წლიდან ჯგუფის წევრებს დაუდგათ ცუდი პერიოდი (რობერტ პლანტი საბერძნეთში ავტოკატასტროფაში მოყვა თავის ოჯახთან ერთად და მას გარკვეული დროით სიმღერა აეკრძალა), ერთი წლის შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი "Presence", რომელიც საკმაოდ კარგი გამოდგა. მართალია მან მიითო "პლატინა", მაგრამ წინა პროდუქციისგან შედარებით მაინც ნაკლებად იყიდებოდა.

 

ამერიკული ტურნეს განმავლობაში, 1977 წელს პლანტმა მიიღო შეტყობინება, რომ მისი 6 წლის ვაჟი ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. ტურნე გადაიდო და გავრცელდა ხმები რომ ჯგუფი იშლებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორები იყო. ერთი წელი გრძელდებოდა ჯგუფის გლოვა, თუმცა 1978 წლის ბოლოს, ჯონ პოლ ჯონსის აქტიურობით ჯგუფი მივიდა "Polar Music Studios"-ში და შეუდგნენ ახალი ალბომის ჩაწერას სახელწოდებით "In Through The Out Door". ალბომი 1978 წლის ნოემბერ დეკემბერში იწერებოდა და 1979 წლის აგვისტოში გამოვიდა. მასში შედის შვიდი სიმღერა: "In The Evening", "South Bound Saurez", "Fool In The Rain", "Hot Dog", "Carouselambra", "All My Love", "I'm Gonna Crawl".

 

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჯგუფი წარმატებებს აღწევდა, მაგრამ... 1980 წლის სექტემბერში რეპეტიციის შემდეგ მუსიკოსები ჯიმი პეიჯთან წავიდნენ სახლში, იქ ცოტა დალიეს. ბონზო დასაძინებლად წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ მასთან შევიდნენ, იქ შესულებს კი ბონემი გარდაცვლილი დახვდათ. ბონზომ არწყია და თავის ნარწყევში დაიხრჩო. 1980 წლის 25 სექტემბერი.

აი აქ კი Led Zeppelin-ს საბოლოოდ დაესვა წერტილი. ჯგუფი დაიშალა. 1982 წლის 19 ნოემბერს ჯგუფმა გამოუშვა ბონზოს ხსოვნას მიძღვნილი გამოსამშვიდობებელი ალბომი "Coda". მასში შედის სიმღერები "We're Gonna Groove", "Darline", "Bonzo's Montreaux", "Ozone Baby" და ა.შ.

 

2007 წელს ჯგუფი ისევ გაერთიანდა და 10 დეკემბერს ლონდონში ჩაატარა განუმეორებელი კონცერტი :)) რომელსაც სულ მალე შემოგთავაძებთ :) ეს ხომ საუკუნის მოვლენა იყო :))

 

აბა ზეპპეისტებო დაწერეთ რომლები ხართ :D რომელი ალბომები მოგცონთ ზეპპების, რომელი სიმღერები, კონცერტები და ა.შ.

 

ვისაუბღოთ ჯგუფის ცევრებზე და მათ კარიერებზე :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 125
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ამ ჯგუფს 7 წლიდან ვუსმენ... რასაც ქვია ზეპისტი ვარ პირველი ჯგუფია ჩემთვის... 2007 წლის კონცერტი მეც მაქვს მაგრამ ცუდი ხარისხითაა გადაღებული და ახა ახალი უნდა გავჩითო საუკუნის მოვლენა რამდენად იყო არვიცი იმიტომ რომ ჯონ ბონემის (ბონზოს) სიკვდილის მერე მოვლენა აღარ ყოფილა ზეპელინი როგორც ასეთი... ჯეისონმაც კარგად დაუკრა მაგრამ მაინც აკლდათ ჯონი... ისევ მე ვფიქრობ რომ ჯონის გარეშე ამ ჯგუფს ზეპელინი აღარ ქვია...

კონცერტებს და ალბომებს რაც შეეხება კინო/კონცერტი ან თუნდაც მარტო კონცერტად აღებული - The Song Remains The Same - არის ჩემთვის ყველაფერი... ჯერ მარტო 767576 ჯერ მაინც მაქვს ნანახი და მოსმენილი და ყოველი ნახვის/მოსმენის დროს რაღაც ახალს ვპოულობ და არ მბეზრდება მანდ პლანტი რომ მღერის since i've been lovin' you-ს რავიცი ეგარის რაღაც /იმენა უნდა იგრძნო რა... კიდევ მაგის გარდა ბევრი კონცერტები/ლაივები/კლიპები მაქვს და ავტვირთავ მერე...

ისე ამ ფორუმზე ეს თემა სულ ჩემი იყო ხოლმე პირველადაც რომ გაიხსნა მე გავხსენი ალბომებს რაც შეეხება ნუ პირველ რიგში Led Zeppelin IV პირველი ალბომი... მერე Led Zeppelin III მაგრამ ამ ალბომზე ამბობდნენ ყველაზე ნაკლებად არის როცკენროლიო და ამიტომ IV-ში იგრძნობა მგონი როცკენროლი...

Tangerine... ზე სიმღერა... კიდე რა ვთქვა ამ ჯგუფზე არვიცი... საერთოდ როცა ზეპელინზე ვლაპარაკობ რა უნდა ვთქვა "მაგარია" "პლანტი რა საყვარელია" ამას ვერ ვიტყვი/არც... უბრალოდ ჯონი, ჯონ პოლ ჯონსი, პლანტი და ჯიმი ფეიჯი ესენი იყვნენ გენიოსები და ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ შექმნიდნენ იმას რასაც ზეპელინი ქმნიდა...

dazed and confused-ს მოუსმინეთ და სიტყვები აღარაა საჭირო.

ისე ველოდებოდი ამ თემას ვინმე თუ გახსნიდა ჩემს გარდა... და დღეს გახსნილი რომ დამხვდა გამიკვირდა ხო კიდევ whole lotta love-ს მოუსმინეთ პლანტი როგორ აყოლებს გიტარას ხმას... კიდე No Quarter მანდ ჯონ პოლ ჯონსი რო უკრავს რავიი ზე რაღაცაა... კიდევ Moby Dick მანდ ბონზე იხევს ყველაფერს... მოკლედ The Song Remains The Same ალბუმიც კონცერტიც თავიდან ბოლომდე გენიალურია...

ხო კიდე Yardbird-ს რაც შეეხება არიყო ცუდი ჯგუფი თავის პონტში/სტილში მაგრამ ჯერ ეგერერთი რომ, ინსტრუმენტები არუვარგოდათ და მოკლედ ტექნიკური პრობლემები ქონდათ ბევრი მაგრამ მსენელები მაინც ყავდათ... ჯგუფი იმიტომ ჩავარდა რომ არიყო ძლიერი როგორც ტექნიკურად ისე სხვანაირადაც... ისე yardbird-ის დაშლის შემდეგ სანამ ჯგუფი გამოჩნდებოდა ზეპელინის სახელით გამოჩნდებოდა... რომელიღაც ტურნის შემდეგ პიტერ გრანტმა თქვა ჯგუფის წარმატება რკინის დირიჟაბლივით დაეცაო და აქედან მოდის სახელი led zeppelin ისე წესით lead zeppelin უნდა იყოს მაგრამ ეი ამოაგდეს არუხდებაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i018.radikal.ru/0805/fc/502218762636.jpg

 

Led Zeppelin 1969 - San Francisco CD1

 

As Long As I Have You

Communication Breakdown

How Many More Times

I Cant Quit You Baby

Train Kept A Rollin

You Shook Me

 

CD 1

 

Led Zeppelin 1969 - San Francisco CD2

 

Babe I Am Gonna Leave You

Dazed And Confused

Killing Floor

Pats Delight

Sittin And Thinkin

White Summer

 

CD 2

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ჯგუფს 7 წლიდან ვუსმენ... რასაც ქვია ზეპისტი ვარ პირველი ჯგუფია ჩემთვის... 2007 წლის კონცერტი მეც მაქვს მაგრამ ცუდი ხარისხითაა გადაღებული და ახა ახალი უნდა გავჩითო საუკუნის მოვლენა რამდენად იყო არვიცი იმიტომ რომ ჯონ ბონემის (ბონზოს) სიკვდილის მერე მოვლენა აღარ ყოფილა ზეპელინი როგორც ასეთი... ჯეისონმაც კარგად დაუკრა მაგრამ მაინც აკლდათ ჯონი... ისევ მე ვფიქრობ რომ ჯონის გარეშე ამ ჯგუფს ზეპელინი აღარ ქვია...

კონცერტებს და ალბომებს რაც შეეხება კინო/კონცერტი ან თუნდაც მარტო კონცერტად აღებული - The Song Remains The Same - არის ჩემთვის ყველაფერი... ჯერ მარტო 767576 ჯერ მაინც მაქვს ნანახი და მოსმენილი და ყოველი ნახვის/მოსმენის დროს რაღაც ახალს ვპოულობ და არ მბეზრდება მანდ პლანტი რომ მღერის since i've been lovin' you-ს რავიცი ეგარის რაღაც /იმენა უნდა იგრძნო რა... კიდევ მაგის გარდა ბევრი კონცერტები/ლაივები/კლიპები მაქვს და ავტვირთავ მერე...

ისე ამ ფორუმზე ეს თემა სულ ჩემი იყო ხოლმე პირველადაც რომ გაიხსნა მე გავხსენი ალბომებს რაც შეეხება ნუ პირველ რიგში Led Zeppelin IV პირველი ალბომი... მერე Led Zeppelin III მაგრამ ამ ალბომზე ამბობდნენ ყველაზე ნაკლებად არის როცკენროლიო და ამიტომ IV-ში იგრძნობა მგონი როცკენროლი...

Tangerine... ზე სიმღერა... კიდე რა ვთქვა ამ ჯგუფზე არვიცი... საერთოდ როცა ზეპელინზე ვლაპარაკობ რა უნდა ვთქვა "მაგარია" "პლანტი რა საყვარელია" ამას ვერ ვიტყვი/არც... უბრალოდ ჯონი, ჯონ პოლ ჯონსი, პლანტი და ჯიმი ფეიჯი ესენი იყვნენ გენიოსები და ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ შექმნიდნენ იმას რასაც ზეპელინი ქმნიდა...

dazed and confused-ს მოუსმინეთ და სიტყვები აღარაა საჭირო.

ისე ველოდებოდი ამ თემას ვინმე თუ გახსნიდა ჩემს გარდა... და დღეს გახსნილი რომ დამხვდა გამიკვირდა ხო კიდევ whole lotta love-ს მოუსმინეთ პლანტი როგორ აყოლებს გიტარას ხმას... კიდე No Quarter მანდ ჯონ პოლ ჯონსი რო უკრავს რავიი ზე რაღაცაა... კიდევ Moby Dick მანდ ბონზე იხევს ყველაფერს... მოკლედ The Song Remains The Same ალბუმიც კონცერტიც თავიდან ბოლომდე გენიალურია...

ხო კიდე Yardbird-ს რაც შეეხება არიყო ცუდი ჯგუფი თავის პონტში/სტილში მაგრამ ჯერ ეგერერთი რომ, ინსტრუმენტები არუვარგოდათ და მოკლედ ტექნიკური პრობლემები ქონდათ ბევრი მაგრამ მსენელები მაინც ყავდათ... ჯგუფი იმიტომ ჩავარდა რომ არიყო ძლიერი როგორც ტექნიკურად ისე სხვანაირადაც... ისე yardbird-ის დაშლის შემდეგ სანამ ჯგუფი გამოჩნდებოდა ზეპელინის სახელით გამოჩნდებოდა... რომელიღაც ტურნის შემდეგ პიტერ გრანტმა თქვა ჯგუფის წარმატება რკინის დირიჟაბლივით დაეცაო და აქედან მოდის სახელი led zeppelin ისე წესით lead zeppelin უნდა იყოს მაგრამ ეი ამოაგდეს არუხდებაო.

 

 

იმაში ნამდვილად გეთანხმები რომ სად ძველი შესრულებები და სად ახლანდელი, თან ბონზოსთან მისი ვაჯი ახლოსაც ვერ მოვა :user:

მაგრამ ჩემთვის ეგ კონცერტი მაინც მოვლენა იყო :))

 

ივნისში უნდა გამოვიდეს DVD პრო ვერსია და როგორც კი გაიჩითება მეც გამეჩითება და მერე ავტვირთავ სადმე :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგატი stairway to haven დძაან მევასება.

აუ ერტი რამე მაინტერესებს, არა ორი ვინც მეტყვის ვენაცვალე: 1. სურატებს კომპ-იდან პლანეტა-ზე როგორ აგდეპტ?

2. ჯგუპების ბიოს, ტან კარტულატ რომელ საიტიდან იგებტ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. გთავაზობთ ამ უძლიერესი ჯგუფის ულამაზესი სიმღერის ლაივს.

 

Baby I'm Gonna Leave You (denmark's radio 1969)

 

თუ ჭკვიანად იქნებით, მერე მთლიანადაც შემოგთავაზებთ ამ ლაივს.

ერთ ერთი პირველი ლივია რა. დანიის რადიოშია. 50-მდე კაცი ესწრება და მიწაზე ალაგიან და ისე უსმენენ და ოცდებიან :user:

და შესრულება და იმპროვიცაზია იასნიააააა გლიჯავს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ფაილს.გე-ზე ავტვირტე ეგ ლაივი მთლიანად!

 

Led Zeppelin - danmarks radio 1969

 

ოლშეირიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Baby I'm Gonna Leave You-ს ყველაზე კარგად ასრულებენ Lost Performances-ში დორსი და ზეპელინი ერთ სტუდიაში რომ გამოდიან... ავტვირთავ მერე...

 

მანამდე live aid-ს დავდებ... თავიდან ბოლომდეა

 

Led Zeppelin - 1985-07-13 Live Aid (Complete)

 

http://i030.radikal.ru/0805/ce/c8406d52caa7.jpg

 

http://i001.radikal.ru/0805/9d/e175c91aa9ae.jpg

 

 

DOWNLOAD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ფაილს.გე-ზე ავტვირტე ეგ ლაივი მთლიანად!

 

Led Zeppelin - danmarks radio 1969

მაგარია სპასიბა :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...